საქართველოში შემოტანილი თამბაქოს ნაწარმის დროებითი ექსპერიმენტული წესის გაუქმების შესახებ

მიღების თარიღი 01.09.1997
გამომცემი ორგანო საბაჟო დეპარტამენტი
ნომერი №176
სარეგისტრაციო კოდი 000000360.01(3).003.000081 13
გამოქვეყნების წყარო გამოუქვეყნებელი, 0, 05/09/1997
111 სიტყვა · ~1 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოში შემოტანილი თამბაქოს ნაწარმის დროებითი ექსპერიმენტული წესის გაუქმების შესახებ საქართველოს საბაჟო დეპარტამენტის თავმჯდომარის ბრძანება № 176 1997 წლის 1 სექტემბერი საქართველოში შემოტანილი თამბაქოს ნაწარმის დროებითი ექსპერიმენტული წესის გაუქმების შესახებ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 1997 წლის 30 აგვისტოს № 206 ბრძანების მოთხოვნათა შესრულების მიზნით, ვბრძანებ: 1. მიღებულ იქნას ცნობად და სახელმძღვანელოდ, რომ „საქართველოში შემოტანილი თამბაქოს ნაწარმის დროებითი ექსპერიმენტული წესის გაუქმების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 1997 წლის 30 აგვისტოს №206 ბრძანების მოთხოვნათა შესრულების მიზნით, 1997 წლის 1 სექტემბრიდან გაუქმებული იქნა „საქართველოში თამბაქოს ნაწარმის შემოტანის დროებითი ექსპერიმენტული წესი“ და ყველა ის ნორმატიული აქტი, რომელიც არეგულირებდა აღნიშნულ წესს. 2. ამ ბრძანების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს საბაჟო დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილეს ბ-ნ ე. ჯგერენაიას. საბაჟო დეპარტამენტის თავმჯდომარე                                                თ. აბულაძე