დსთ-ს ქვეყნებში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელთა დებულების შესახებ

მიღების თარიღი 20.05.1997
გამომცემი ორგანო საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
ნომერი №274
სარეგისტრაციო კოდი 000000220.01(2).003.000026 24
გამოქვეყნების წყარო გამოუქვეყნებელი, 0, 12/06/1997
405 სიტყვა · ~2 წთ

დოკუმენტის ტექსტი

დსთ-ს ქვეყნებში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელთა დებულების შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ერთობლივი ბრძანება № 274/60 1997 წლის 20  მაისი ქ. თბილისი  დსთ-ს ქვეყნებში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელთა დებულების შესახებ ვბრძანებთ: დამტკიცდეს დებულება დსთ-ს ქვეყნებში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელთა შესახებ (თან ერთვის). შინაგან საქმეთა მინისტრი                                               კ. თარგამაძე          საგარეო საქმეთა მინისტრი                                              ი. მენაღარიშვილი დებულება დსთ-ს ქვეყნებში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელთა შესახებ 1. საზღვარგარეთის ქვეყნებში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები (შემდგომში – წარმომადგენლებად წოდებულნი) საზღვარგარეთ იგზავნებიან მიმღები სახელმწიფოების კომპეტენტურ ორგანოებთან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის შეთანხმებათა საფუძველზე, საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოების ამ სახელმწიფოთა სამართალდამცავ ორგანოებთან ერთობლივ მოქმედებათა კოორდინაციის მიზნით. წარმომადგენლები თავიანთი ფუნქციების შესასრულებლად შესაძლოა გაგზავნონ ორ ან მეტ სახელმწიფოში შეთავსებით, ერთ-ერთ მათგანში მუდმივად ყოფნით. 2. წარმომადგენლები თავიანთ საქმიანობაში ხელმძღვანელობენ საქართველოს კონსტიტუციით და საქართველოს კანონებით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს პრეზიდენტის აქტებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ბრძანებებით და სხვა ნორმატიული აქტებით. 3. წარმომადგენლები მათ ადგილსამყოფელ სახელმწიფოებში ასრულებენ შემდეგ ძირითად ამოცანებს: წარმოადგენენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინტერესებს; დახმარებას უწევენ საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებს, რომლებიც ახორციელებენ დანაშაულის გამოვლენის, აღკვეთის, აცილებისა და გახსნის ფუნქციებს, მოცემულ სახელმწიფოებთან ორმხრივი ერთობლივი თანამშრომლობის განვითარებისა და მისი ეფექტურობის ამაღლების მიზნით; უზრუნველყოფენ დამნაშავეობის წინააღმდეგ საკითხებთან დაკავშირებულ იმ საერთაშორისო ხელშეკრულებათა შესრულებას, რომლის მონაწილეცაა საქართველო და მათი ადგილსამყოფელი სახელმწიფო. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აწვდიან ინფორმაციას შესაბამის სახელმწიფოებში დამნაშავეობის წინააღმდეგ ბრძოლის გამოცდილების შესახებ. 4. წარმომადგენლები მათზე დაკისრებულ ამოცანებს ადგილსამყოფელ სახელმწიფოებში ასრულებენ საქართველოს დიპლომატიურ და საკონსულო წარმომადგენლობებთან და სხვა დაწესებულებებთან ერთად საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობათა მეთაურების საერთო ხელმძღვანელობით. 5. წარმომადგენლები უცხოეთის სახელმწიფოში მივლინებული იქნებიან საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანების საფუძველზე. აუცილებლობის შემთხვევაში წარმომადგენელთან შესაძლებელია მუშა ჯგუფის მივლინება არაუმეტეს სამი კაცის შემადგენლობით. წარმომადგენლის და მუშა ჯგუფის მივლინება შეთანხმებული უნდა იქნეს საგარეო საქმეთა მინისტრთან. 6. წარმომადგენლები და მათი აპარატის მუშაკები საქართველოს საზღვარგარეთის დიპლომატიურ და საკონსულო დაწესებულებებში მივლინებით იგზავნებიან სამ წლამდე ვადით და მივლინების განმავლობაში ირიცხებიან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შტატში. სამსახურებრივი აუცილებლობის შემთხვევაში აღნიშნული ვადა შეიძლება გაგრძელდეს, მაგრამ არაუმეტეს ერთი წლისა. 7. წარმომადგენელთა და მათი აპარატის მუშაკთა საქმიანობის ფინანსური და მატერიალური უზრუნველყოფა ხორციელდება იმ საშუალებათა ხარჯზე, რომელიც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოეყოფა ცენტრალიზებული წყაროებიდან. მივლინებულ თანამშრომლებს უნარჩუნდებათ ხელფასის ოდენობა საქართველოში დამატებითი ანაზღაურება გაიცემა სამინისტროს არასაბიუჯეტო სახსრებიდან. 8. მივლინებაში ყოფნისას წარმომადგენლები, მათი აპარატის მუშაკები და მათი ოჯახის წევრები ინარჩუნებენ იმ უფლებებს, შეღავათებს, გარანტიებსა და კომპენსაციებს, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობით დგინდება საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოების თანამშრომელთათვის. 9. წარმომადგენელთა და მათი აპარატის მუშაკთა მივლინების წესი, საკვალიფიკაციო მოთხოვნები და მათი პროფესიული საქმიანობის სხვა საკითხები რეგულირდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური ინსტრუქციით. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პარლამენტთან ურთიერთობისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახური