საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანება №87/ო „საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან არსებული უმწეოთა სოციალური დახმარების ფონდიდან ერთჯერადი ფულადი დახმარების გამოყოფისა და გაცემის წესის“ დამტკიცების თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
25.05.2000 ძალადაკარგული 21.12.2006
ნომერი
№87/ო
სარეგისტრაციო კოდი
000000220.01(2).004.000258
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 46, 26/05/2000
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 220.012.004.258

საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბრძანება №87/ო

2000 წლის 25 მაისი

 ქ. თბილისი

 „საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან არსებული უმწეოთა სოციალური დახმარების ფონდიდან ერთჯერადი ფულადი დახმარების გამოყოფისა და გაცემის წესისს „ დამტკიცების თაობაზე

 „საქართველოს 2000 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ „საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მოთხოვნათა შესრულების მიზნით „, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან არსებული უმწეოთა სოციალური დახმარების ფონდიდან ერთჯერადი ფულადი დახმარების გამოყოფისა და გაცემის წესი „ (თან ერთვის).

2. ბრძანების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს მინისტრის მოადგილეს მ. ხაჩიძეს.

ა. ჯორბენაძე

საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან არსებული სოციალური დახმარების ფონდიდან ერთჯერადი ფულადი დახმარების გამოყოფისა და გაცემის წესი

1. საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან არსებული უმწეოთა სოციალური დახმარების ფონდიდან სოციალური დახმარების თანხა გაიცემა ერთჯერადად უმწეო ოჯახებზე.

2. ერთჯერადი ფულადი დახმარების გამოყოფა და გაცემა მოხდება ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში განმცხადებლის ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობის შესწავლის საფუძველზე.

3. ერთჯერადი ფულადი დახმარების გაცემის საფუძველს წარმოადგენს მინისტრის ბრძანებით შექმნილი კომისიის დასკვნა. შეიძლება გამოყენებულ იქნეს სპეციალურად შემუშავებული კითხვარის მონაცემების ანალიზი.

4. ერთჯერადი დახმარების ოდენობა განისაზღვრება კომისიურად.

5. კომისიაზე ერთჯერადი ფულადი დახმარების გაწევის თაობაზე საკითხის შეტანის უფლება აქვს მინისტრს ან მინისტრის მოადგილეებს.

6. მოქალაქეთა წერილები და განცხადებები ერთჯერად ფულად დახმარებაზე, როგორც წესი, განიხილება კანონმდებლობით დადგენილ ვადებში, არა უგვიანეს ორი კვირისა. იმ ცალკეულ შემთხვევაში, თუ განცხადება ითხოვს შესწავლისათვის უფრო ხანგრძლივ ვადას, იგი გრძელდება კომისიის თავმჯდომარის ნებართვით.

7. ერთჯერადი ფულადი დახმარება შეიძლება გაეწიოს ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობის სიმძიმის გათვალისწინებით, როგორც გამონაკლისი, განცხადების მიღების დღეს, მისი ოპერატიული განხილვის საფუძველზე, კომისიაზე განხილვის გარეშე, მინისტრის განკარგულებით.

8. ერთჯერადი ფულადი დახმარების გაცემა განხორციელდება ბანკის საშუალებით, საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე.

9. ცალკეულ შემთხვევაში ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის განკარგულებით თანხის გაცემა განხორციელდეს სამინისტროს ბუღალტერიიდან დადგენილი წესით განსაზღვრული სალაროს ლიმიტის ფარგლებში.

10. კომისიის სხდომები იმართება კვირაში ერთხელ – ოთხშაბათობით; კომისიის რიგგარეშე სხდომა იმართება თავმჯდომარის ინიციატივით.

11. თანხების გაცემის დღეებს ადგენს კომისია.

12. კომისიის მუშაობის საჯაროობისა და გამჭვირვალობის მიზნით მის საქმიანობაში მონაწილეობენ არასამთავრობო და საზოგადოებრივი ორგანიზაციების, პენსიონერთა და ვეტერანთა საბჭოების, საზოგადოებრივი სათათბიროს წარმომადგენლები.