„დაბა აბასთუმნის ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის – გენერალური გეგმისა და განაშენიანების გეგმების დამტკიცების თაობაზე“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 7 აპრილის №14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№49
სარეგისტრაციო კოდი
010250050.35.137.016756
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 23/10/2024
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №49

2024 წლის 22 ოქტომბერი

დაბა ადიგენი

„დაბა აბასთუმნის ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის – გენერალური გეგმისა და განაშენიანების გეგმების დამტკიცების თაობაზე“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 7 აპრილის №14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შევიდეს ცვლილება  „დაბა აბასთუმნის ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის – გენერალური გეგმისა და განაშენიანების გეგმების დამტკიცების თაობაზე“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 7 აპრილის №14 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 08/04/2020, 010250050.35.137.016490), კერძოდ:

ა) დადგენილებით დამტკიცებული დანართი ნორმატიული აქტი-5 ჩამოყალიბდეს დანართი 1-ის შესაბამისად;

ბ) დადგენილებით დამტკიცებული დანართი ნორმატიული აქტი-8 ჩამოყალიბდეს დანართი 2-ის შესაბამისად.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეშმაგი ბიძიშვილი