„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №360 |
|
2024 წლის 23 ოქტომბერი ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებაში (სსმ III, №33, 31/03/2010 წელი) შეტანილ იქნეს ცვლილება და:
1. დადგენილების: ა) 120 და 121 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 120. „სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების“ 127-ე – 132-ე გრაფებით გათვალისწინებული მომსახურების საფასურები არ ვრცელდება სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის ორგანოებზე. მუხლი 121. „სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების“ 127-ე – 132-ე გრაფებით გათვალისწინებული მომსახურების საფასურები გადახდილი უნდა იქნეს შესაბამისი ინფორმაციის გამოთხოვის თვის მომდევნო კალენდარული თვის 5 რიცხვამდე.“;
ბ) 123 მუხლის: ბ.ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. „სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების“ 156-ე – 158-ე გრაფებით გათვალისწინებული მომსახურების გაწევისას პირი თავისუფლდება „სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების“ 54-ე, 541, 68-ე, 681, 82-ე, 821 და 87-ე გრაფებით გათვალისწინებული მომსახურების გაწევისათვის დადგენილი საფასურის გადახდისაგან (გარდა თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში ხორბლის გადამუშავების შედეგად მიღებული ფქვილის ან/და სეს ესნ-ის 2302 სასაქონლო პოზიციაში კლასიფიცირებული ქატოს თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში გაფორმებისა).“; ბ.ბ) მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი: „6. თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში ხორბლის გადამუშავების შედეგად მიღებული ფქვილის ან/და სეს ესნ-ის 2302 სასაქონლო პოზიციაში კლასიფიცირებული ქატოს თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში გაფორმებისას პირი თავისუფლდება „სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების“ 156-ე და 158-ე გრაფებით გათვალისწინებული მომსახურების გაწევისათვის დადგენილი საფასურის გადახდისაგან.“. 2. დადგენილებით დამტკიცებული „სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების“: ა) 126-ე გრაფა ამოღებულ იქნეს; ბ) 127-ე და 128-ე გრაფები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
|
|