სტრატეგიული ან/და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №361 |
|
2024 წლის 23 ოქტომბერი ქ. თბილისი |
|
ა) საქართველოს უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს ან/და აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების/დაწესებულებების, აგრეთვე ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ან/და აღმასრულებელი ორგანოების ადმინისტრაციული შენობები;
ბ) საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ადმინისტრაციული შენობა;
გ) საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადმინისტრაციული შენობა;
დ) საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და საერთო სასამართლოების ადმინისტრაციული შენობები;
ე) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ადმინისტრაციული შენობა;
ვ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს ან/და მერიის ადმინისტრაციული შენობები;
ზ) საქართველოს პროკურატურის სისტემის ადმინისტრაციული შენობები;
თ) ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის ადმინისტრაციული შენობა;
ი) საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ადმინისტრაციული შენობა;
კ) საქართველოს დაზვერვის სამსახურის ადმინისტრაციული შენობა;
ლ) საქართველოს ეროვნული ბანკის ადმინისტრაციული შენობა;
მ) საელჩოები და საკონსულო დაწესებულებები;
ნ) საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ადმინისტრაციული შენობა;
ო) საქართველოს საპატრიარქო;
პ) სასაზღვრო გამტარი პუნქტი;
ჟ) საზღვრის დაცვის ინფრასტრუქტურა და ობიექტი;
რ) ნავთობისა და ბუნებრივი აირის საცავის ტერმინალი;
ს) გაზსაცავი ობიექტი, გაზის გამანაწილებელი ობიექტი, წყალმომარაგების ცენტრალური სისტემა (ობიექტი);
ტ) გაზშემკრები სადგური;
უ) ნავთობ და გაზგადამამუშავებელი ობიექტი, მისი საწარმოო სიმძლავრის მიუხედავად;
ფ) მაღალი ძაბვის ქვესადგური (110 კვ და მეტი);
ქ) ელექტროენერგიის გადაცემისა და განაწილების მართვის ობიექტი და სისტემა;
ღ) იმ საწარმოების შენობა-ნაგებობები, რომლებიც იყენებენ რადიოაქტიურ ან/და ტოქსიკურ ნივთიერებებს;
ყ) სახელმწიფო ან სამობილიზაციო რეზერვის სასაწყობო შენობა-ნაგებობა ან სათავსი;
შ) სტაციონარული სამედიცინო დაწესებულება, ბიოუსაფრთხოების (BSL) პირველი ან მე-2 დონის მქონე ლაბორატორიები და სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებები, რომლებიც აწარმოებენ დაკვირვებებსა და კვლევებს განსაკუთრებულად საშიშ ინფექციებსა და საშიშ ინფექციურ დაავადებებზე;
ჩ) თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორის სარგებლობაში არსებული შენობა-ნაგებობა;
ც) ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების სახაზო ნაგებობა;
ძ) შპს „საქართველოს ტელერადიოცენტრისა“ და მაუწყებლების შენობა-ნაგებობა, სამაუწყებლო და ელექტრონული კომუნიკაციების ყველა სახის ანძა;
წ) ნავსადგურის ტერიტორია და აკვატორია (ნავმისადგომები, ტერმინალები, ჰიდროტექნიკური ნაგებობები, შუქურები, სტაციონარული საზღვაო სანავიგაციო ნიშნები, შესასვლელი არხი);
ჭ) რკინიგზა, რკინიგზის სადგური და სხვა სარკინიგზო ინფრასტრუქტურა, სარკინიგზო მოძრავი შემადგენლობა;
ხ) მაგისტრალური ნავთობსადენი, გაზსადენი და წყალსადენი;
ჯ) მეტროპოლიტენი;
ჰ) აეროპორტის ტერიტორია.
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „სტრატეგიული ან/და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ“?
- დიახ, საქართველოს მთავრობის დადგენილება „სტრატეგიული ან/და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 31.01.2025.
- როდის იქნა მიღებული „სტრატეგიული ან/და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ“?
- „სტრატეგიული ან/და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 23.10.2024. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №361. სარეგისტრაციო კოდი — 080180000.10.003.024756.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „სტრატეგიული ან/და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ“-ში?
- დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 31.01.2025-დან.
- რამდენი მუხლისგან შედგება „სტრატეგიული ან/და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „სტრატეგიული ან/და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 31.01.2025 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „სტრატეგიული ან/და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ“, №361, 23.10.2024, სარეგისტრაციო კოდი 080180000.10.003.024756 (კონსოლიდირებული რედაქცია 31.01.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6296025/