საჯარო სამართლის იურიდიული პირის - „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მომსახურების სააგენტოს“ ტერიტორიული ორგანოების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრის ბრძანება მოქმედი ავტონომიური რესპუბლიკა
მიღების თარიღი 21.10.2024
გამომცემი ორგანო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი
ნომერი №180ძ-ს
სარეგისტრაციო კოდი 010340000.33.062.016141 394
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 04/11/2024
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
21.10.2024 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრის ბრძანება 13.09.2022
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მომსახურების სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებების დამტკიცების შესახებ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონის გამგეობისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონის გამგეობის სტრუქტურული ერთეულების - ტიპური დებულებების დამტკიცების შესახებ ერედვის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ სსიპ - საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დაცული ტერიტორიების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის - „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მომსახურების სააგენტოს“ ტერიტორიული ორგანოების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრის
ბრძანება №180-ძ/ს
2024 წლის 21 ოქტომბერი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მომსახურების სააგენტოს“ ტერიტორიული ორგანოების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის, „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-20 მუხლის მე-6 პუნქტის, „აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მომსახურების სააგენტოს“ დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2021 წლის 5 მარტის №13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2024 წლის 30 ივლისის №24 დადგენილების, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2019 წლის 31 ივლისის №18 დადგენილებით დამტკიცებული „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს დებულების“ მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „ზ“ და „ი“ ქვეპუნქტების შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მომსახურების სააგენტოს“ ტერიტორიული ორგანოების თანდართული ტიპური დებულება.
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრის 2022 წლის 13 სექტემბრის №159-ძ/ს ბრძანება (სსმ, ვებგვერდი, 19/09/2022, სარეგისტრაციო კოდი: 010340000.33.062.016130).
მუხლი 3🔗
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრიდავით ფაცაცია
დანართი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მომსახურების სააგენტოს ტერიტორიული ორგანოების ტიპური დებულება
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი
1. ეს დებულება განსაზღვრავს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მომსახურების სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) ტერიტორიული ორგანოების – აღმოსავლეთ საქართველოს, იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის ტერიტორიული ორგანოების (შემდგომში – ტერიტორიული ორგანო) სტატუსს, ფუნქციებს, უფლებამოსილებებს, სტრუქტურასა და საქმიანობის წესს.
2. ტერიტორიული ორგანო წარმოადგენს სააგენტოს შესაბამის რეგიონში და უფლებამოსილების ფარგლებში უზრუნველყოფს სააგენტოს კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების განხორციელებას შესაბამის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში.
3. ტერიტორიული ორგანო ხელმძღვანელობს საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციებით, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონით, ამ დებულებითა და საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.
4. ტერიტორიული ორგანო ანგარიშვალდებულია სააგენტოს წინაშე.
5. ტერიტორიული ორგანოს საშტატო ნუსხასა და სახელფასო ფონდს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრთან (შემდგომში – მინისტრი) შეთანხმებით განსაზღვრავს სააგენტოს დირექტორი (შემდგომში – დირექტორი).
6. ტერიტორიულ ორგანოს აქვს ბეჭედი, შტამპი და ტიტულიანი ქაღალდი მცირე სახელმწიფო გერბის გამოსახულებითა და საკუთარი სახელწოდების აღნიშვნით.
7. ტერიტორიული ორგანოს დაფინანსების წყაროა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტი და სააგენტოს მიერ მიღებული სხვა შემოსავლები. ტერიტორიული ორგანოს საბუღალტრო საქმიანობის წარმოებას ცენტრალიზებულად უზრუნველყოფს სააგენტოს შესაბამისი სტრუქტურული ერთეული.
მუხლი 2🔗. ტერიტორიული ორგანოს სამოქმედო ტერიტორია და ადგილსამყოფელი
1. აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიული ორგანოს უფლებამოსილება ვრცელდება ქ. თბილისის, შიდა ქართლის, ქვემო ქართლის, კახეთის, მცხეთა-მთიანეთისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონების მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე მცხოვრები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ (დევნილად რეგისტრირებულ) პირებზე და მისი იურიდიული მისამართია ქ. თბილისი, აკაკი წერეთლის გამზირი №142, პირველი სართული.
2. იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიული ორგანოს უფლებამოსილება ვრცელდება იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებისა და აჭარის მცხოვრები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ (დევნილად რეგისტრირებულ) პირებზე და მისი იურიდიული მისამართია ქ. ქუთაისი, ირ. აბაშიძის ქ. №27, მესამე სართული.
3. სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის ტერიტორიული ორგანოს უფლებამოსილება ვრცელდება სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე მცხოვრები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ (დევნილად რეგისტრირებულ) პირებზე და მისი იურიდიული მისამართია ზუგდიდის მუნიციპალიტეტი, სოფელი რუხი.
მუხლი 3🔗. ტერიტორიული ორგანოს საქმიანობის სფერო და ძირითადი ამოცანები:
1. ტერიტორიული ორგანოს საქმიანობის სფეროს განეკუთვნება შესაბამის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში სააგენტოს კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების განხორციელება ან/და განხორციელების ხელშეწყობა.
2. ტერიტორიული ორგანოს ამოცანებია:
ა) სამოქმედო ტერიტორიაზე სააგენტოს პროგრამების/პროექტების განხორციელების ხელშეწყობა;
ბ) უფლებამოსილების ფარგლებში აფხაზეთის მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა;
გ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ (დევნილის სტატუსის მაძიებელი) პირთა მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დადგენა და/ან ფოტოიდენტურობის დადასტურება და შესაბამისი დასკვნის/ცნობის გაცემა. ასევე, მომართვის შემთხვევაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრებ პირთა რეგისტრაციის, პირადი ნომრის მინიჭების, პირადობის ნეიტრალური მოწმობისა და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მიღებაზე უფლებამოსილ პირთა ფოტოიდენტურობის დადასტურების ან/და საცხოვრებელი ადგილის დადგენის ხელშეწყობა;
დ) სააგენტოს მიერ მიღებული ჰუმანიტარული ტვირთის აფხაზეთის მოსახლეობის მიზნობრივი ჯგუფებისთვის გადანაწილებაში მონაწილეობის მიღება;
ე) აფხაზეთის მოსახლეობის მონაცემთა ბაზის წარმოების ხელშეწყობა;
ვ) კომპეტენციის ფარგლებში სააგენტოს დებულებითა და წინამდებარე დებულებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილების განხორციელება.
მუხლი 4🔗. ტერიტორიული ორგანოს საქმიანობის ორგანიზება
1. ტერიტორიულ ორგანოს ხელმძღვანელობს ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი სააგენტოს დირექტორის წარდგინებით.
2. ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი ანგარიშვალდებულია დირექტორის ან/და დირექტორის კურატორი მოადგილის წინაშე.
3. ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი:
ა) ხელმძღვანელობს ტერიტორიული ორგანოს საქმიანობას და პასუხისმგებელია მასზე დაკისრებული ამოცანებისა და ვალდებულებების შესრულებაზე;
ბ) ანაწილებს ფუნქციებს ტერიტორიული ორგანოს მოსამსახურეებს შორის და კონტროლს უწევს მათ შესრულებას;
გ) კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს – ბრძანებას ტერიტორიული ორგანოს საჯარო მოსამსახურეთა შვებულების, დროებითი შრომისუუნარობის და მივლინების საკითხებზე;
დ) კომპეტენციის ფარგლებში ხელს აწერს სამსახურებრივ დოკუმენტებს;
ე) დირექტორის დავალებით, კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონებით, მთავრობის დადგენილებებით, დირექტორის ბრძანებითა და ამ დებულებით განსაზღვრულ ფუნქციებს და დავალებებს.
4. ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელის არყოფნის ან მის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, მის მოვალეობას ასრულებს ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელის მოადგილე, რომლის უფლებამოსილება განისაზღვრება დირექტორის ბრძანებით.
5. ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელის მოადგილეს დირექტორის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
მუხლი 5🔗. ტერიტორიული ორგანოს სტრუქტურა
ტერიტორიული ორგანოს სტრუქტურული ერთეულებია:
ა) სერვისების ხელშეწყობის სამსახური;
ბ) პროგრამების ხელშეწყობის სამსახური.
მუხლი 6🔗. სერვისების ხელშეწყობის სამსახური
ტერიტორიული ორგანოების უფლებამოსილებების შესასრულებლად სერვისების ხელშეწყობის სამსახური უზრუნველყოფს:
ა) კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში მცხოვრები აფხაზეთის მოსახლეობის მომსახურებას;
ბ) კომპეტენციის ფარგლებში, ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში აფხაზეთის მოსახლეობის უფასო სამართლებრივ კონსულტირებას მათ უფლებებთან დაკავშირებულ საკითხებზე;
გ) აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ (დევნილის სტატუსის მაძიებელი) პირთა მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დადგენისა და/ან ფოტოიდენტურობის დადასტურების თაობაზე შემოსული განცხადებების შესწავლას და ტერიტორიულ ორგანოში შექმნილი შესაბამისი კომისიისათვის განსახილველად წარდგენას;
დ) უფლებამოსილების ფარგლებში სხვადასხვა შინაარსის ცნობის გაცემას;
ე) ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში საინფორმაციო კამპანიის წარმოების ხელშეწყობას;
ვ) უფლებამოსილების ფარგლებში, სააგენტოს მიზნებიდან და ინტერესებიდან გამომდინარე, სხვა ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელებას.
მუხლი 7🔗. პროგრამების ხელშეწყობის სამსახური
ტერიტორიული ორგანოების უფლებამოსილებების შესასრულებლად პროგრამების ხელშეწყობის სამსახური უზრუნველყოფს:
ა) სააგენტოს პროგრამების განხორციელების ხელშეწყობას;
ბ) აფხაზეთის მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესწავლას;
გ) აფხაზეთის მოსახლეობის მონაცემთა ბაზის წარმოების ხელშეწყობას;
დ) უფლებამოსილების ფარგლებში, სააგენტოს მიზნებიდან და ინტერესებიდან გამომდინარე, სხვა ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელებას.
მუხლი 8🔗. ტერიტორიული ორგანოს სტრუქტურული ერთეულის უფროსი
1. ტერიტორიული ორგანოს სტრუქტურულ ერთეულს ხელმძღვანელობს სტრუქტურული ერთეულის უფროსი, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს დირექტორი.
2. სტრუქტურული ერთეულის უფროსი ანგარიშვალდებულია ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელისა და ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელის მოადგილის წინაშე.
3. სტრუქტურული ერთეულის უფროსი სტრუქტურული ერთეულის უფლებამოსილების განხორციელების მიზნით:
ა) წარმართავს სტრუქტურული ერთეულის საქმიანობას, წყვეტს სტრუქტურული ერთეულის გამგებლობას მიკუთვნებულ საკითხებს და პასუხისმგებელია სტრუქტურული ერთეულისთვის დაკისრებული მოვალეობის ჯეროვნად შესრულებაზე;
ბ) ანაწილებს მოვალეობებს მისდამი დაქვემდებარებული სტრუქტურული ერთეულის საჯარო მოსამსახურეთა შორის და აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს;
გ) აკონტროლებს სტრუქტურული ერთეულის საჯარო მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულებას;
დ) უფლებამოსილების ფარგლებში, ტერიტორიული ორგანოს სახელით, ხელს აწერს სტრუქტურული ერთეულის საქმიანობასთან დაკავშირებულ კორესპონდენციას ან/და ახორციელებს მათ ვიზირებას;
ე) წარმოადგენს სტრუქტურულ ერთეულს თავისი მოვალეობების შესრულებისას;
ვ) ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელს წარუდგენს წინადადებებს სტრუქტურული ერთეულის სტრუქტურის, შტატების, მუშაობის ორგანიზების, აგრეთვე სტრუქტურული ერთეულის საჯარო მოსამსახურეთა წახალისების ან დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
ზ) შუამდგომლობს სტრუქტურული ერთეულის საჯარო მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლების შესახებ;
თ) შუამდგომლობს იმ სახსრების გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა სტრუქტურული ერთეულის ამოცანათა შესასრულებლად;
ი) ასრულებს ამ დებულებითა და სააგენტოს დებულებით განსაზღვრულ ამოცანებს, აგრეთვე ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელის ან/და ხელმძღვანელის მოადგილის სამსახურებრივ დავალებებს.
მუხლი 9🔗. ტერიტორიული ორგანოს სტრუქტურული ერთეულის უფროსის მოადგილე
1. ტერიტორიული ორგანოს სტრუქტურული ერთეულის უფროსს შეიძლება ჰყავდეს მოადგილე, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს დირექტორი.
2. ტერიტორიული ორგანოს სტრუქტურული ერთეულის უფროსის მოადგილე:
ა) ხელს უწყობს ტერიტორიული ორგანოს სტრუქტურული ერთეულის უფროსს მასზე დაკისრებული უფლებამოსილების განხორციელებაში;
ბ) ზედამხედველობს ტერიტორიული ორგანოს სტრუქტურული ერთეულის საჯარო მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას;
გ) ტერიტორიული ორგანოს სტრუქტურული ერთეულის უფროსის დავალების შესაბამისად, განიხილავს ტერიტორიული ორგანოს სტრუქტურულ ერთეულში შესულ კორესპონდენციას;
დ) ანაწილებს დავალებებს ტერიტორიული ორგანოს სტრუქტურული ერთეულის საჯარო მოსამსახურეთა შორის;
ე) ახდენს ტერიტორიული ორგანოს სტრუქტურულ ერთეულში მომზადებული დოკუმენტების ვიზირებას;
ვ) ასრულებს ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელის ან ხელმძღვანელის მოადგილის და ტერიტორიული ორგანოს სტრუქტურული ერთეულის უფროსის ცალკეულ დავალებებსა და მითითებებს.
3. ტერიტორიული ორგანოს სტრუქტურული ერთეულის უფროსის მოადგილე, კანონმდებლობით დადგენილი წესით, ანგარიშვალდებულია ტერიტორიული ორგანოს სტრუქტურული ერთეულის უფროსის წინაშე.
მუხლი 10🔗. ტერიტორიული ორგანოს სტრუქტურული ერთეულის საჯარო მოსამსახურე
1. ტერიტორიული ორგანოს სტრუქტურული ერთეულის შესაბამის საჯარო მოსამსახურეს, კანონმდებლობით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს დირექტორი.
2. ტერიტორიული ორგანოს სტრუქტურული ერთეულის საჯარო მოსამსახურეები:
ა) ახორციელებენ ტერიტორიული ორგანოს სტრუქტურული ერთეულის შესაბამის უფლებამოსილებას;
ბ) პასუხს აგებენ მათ მიერ მომზადებული დოკუმენტაციის კანონიერებასა და მიზანშეწონილობაზე;
გ) ტერიტორიული ორგანოს სტრუქტურული ერთეულის უფლებამოსილების ფარგლებში, ვალდებულნი არიან დაიცვან წინამდებარე დებულება, სააგენტოს დებულება, სააგენტოს შინაგანაწესი და მოქმედი კანონმდებლობა;
დ) ასრულებენ შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს სტრუქტურული ერთეულის უფროსის ან/და უფროსის მოადგილის ცალკეულ მითითებებსა და დავალებებს;
ე) ანგარიშვალდებული არიან ტერიტორიული ორგანოს სტრუქტურული ერთეულის უფროსისა და უფროსის მოადგილის წინაშე.
3. ტერიტორიული ორგანოს სტრუქტურული ერთეულის საჯარო მოსამსახურეთა უფლებები და მოვალეობები განისაზღვრება ამ დებულებით, სააგენტოს დებულებით, სააგენტოს შინაგანაწესითა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით.
მუხლი 11🔗. უფლებამონაცვლეობა
1. ტერიტორიული ორგანოს სტრუქტურული ერთეულის უფროსის არყოფნის ან მის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, ტერიტორიული ორგანოს სტრუქტურული ერთეულის უფროსის მოვალეობას ასრულებს ტერიტორიული ორგანოს სტრუქტურული ერთეულის უფროსის მოადგილე ასეთის არსებობის შემთხვევაში ან/და ერთ-ერთი საჯარო მოსამსახურე ზემდგომი თანამდებობის პირის წარდგინებითა და ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით.
2. სამსახურის საჯარო მოსამსახურის არყოფნის ან მის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, მის უფლებამოსილებას ასრულებს სხვა საჯარო მოსამსახურე სამსახურის უფროსთან შეთანხმებით.
3. უფლებამონაცვლეობის სხვა საკითხები განისაზღვრება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით.
მუხლი 12🔗. დასკვნითი დებულებები
ტერიტორიული ორგანოს რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია, ასევე წინამდებარე დებულებაში ცვლილებების შეტანა ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობით.