საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მომსახურების სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებების დამტკიცების შესახებ
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრის ბრძანება მოქმედი ავტონომიური რესპუბლიკა
მიღების თარიღი 21.10.2024
გამომცემი ორგანო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი
ნომერი №181ძ-ს
სარეგისტრაციო კოდი 040030000.33.062.016142 1393
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 04/11/2024
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
21.10.2024 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
საჯარო სამართლის იურიდიული პირის - „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მომსახურების სააგენტოს“ ტერიტორიული ორგანოების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ სსიპ - საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დაცული ტერიტორიების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მომსახურების სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებების დამტკიცების შესახებ
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრის
ბრძანება №181ძ-ს
2024 წლის 21 ოქტომბერი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მომსახურების სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებების დამტკიცების შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის, „აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მომსახურების სააგენტოს“ დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2021 წლის 5 მარტის №13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2024 წლის 30 ივლისის №24 დადგენილების, „აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მომსახურების სააგენტოს“ დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2021 წლის 5 მარტის №13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2024 წლის 30 ივლისის №24 დადგენილების, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2019 წლის 31 ივლისის №18 დადგენილებით დამტკიცებული „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს დებულების“ მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „ზ“ და „ი“ ქვეპუნქტების შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მომსახურების სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფების თანდართული დებულებები:
1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მომსახურების სააგენტოს ადმინისტრაციული დეპარტამენტის დებულება“ (დანართი №1);
2. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მომსახურების სააგენტოს სერვისების ხელშეწყობის დეპარტამენტის დებულება“ (დანართი №2);
3. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მომსახურების სააგენტოს პროგრამების დეპარტამენტის დებულება“ (დანართი №3).
მუხლი 2🔗
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრიდავით ფაცაცია
დანართი №1
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მომსახურების სააგენტოს ადმინისტრაციული დეპარტამენტის დებულება
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი
1. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მომსახურების სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) ადმინისტრაციული დეპარტამენტის დებულება (შემდგომში – დებულება) განსაზღვრავს სააგენტოს ადმინისტრაციული დეპარტამენტის (შემდგომში – დეპარტამენტი) სამართლებრივ სტატუსს, უფლებამოსილებას, სტრუქტურას, ანგარიშვალდებულებას და აწესრიგებს მის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.
2. დეპარტამენტი წარმოადგენს სააგენტოს სტრუქტურულ ქვედანაყოფს.
3.დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციებით, საქართველოს და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, სააგენტოს დებულებით, ამ დებულებით, აგრეთვე, სააგენტოს დირექტორის ან/და დირექტორის კურატორი მოადგილის ცალკეული დავალებებით.
4. დეპარტამენტი თავისი უფლებამოსილების განხორციელებისას წარმოადგენს სააგენტოს.
5. დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია სააგენტოს დირექტორის ან/და დირექტორის კურატორი მოადგილის წინაშე.
მუხლი 2🔗. დეპარტამენტის უფლებამოსილება
დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:
ა) სააგენტოს საქმიანობის სამართლებრივი, საფინანსო, ადამიანური რესურსების მართვის, საქმისწარმოების პროცესის, მოქალაქეთა მიღების ორგანიზაციული და ადმინისტრაციული უზრუნველყოფა;
ბ) სააგენტოს ურთიერთობის კოორდინაცია სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებასთან, საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან;
გ) სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფების კოორდინირებული საქმიანობის ხელშეწყობა;
დ) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობისა და პროაქტიული გამოქვეყნების უზრუნველყოფა;
ე) სააგენტოს არქივის წარმოება;
ვ) სააგენტოსა და მისი ტერიტორიული ორგანოების ადამიანური რესურსების მართვა და ადმინისტრირება;
ზ) სააგენტოსა და მისი ტერიტორიული ორგანოების შრომის შინაგანაწესისა და შრომის დისციპლინის დაცვაზე კონტროლის უზრუნველყოფა/ზედამხედველობა;
თ) სააგენტოსა და მისი ტერიტორიული ორგანოების საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა;
ი) სააგენტოს სასამართლო წარმომადგენლობის უზრუნველყოფა;
კ) სააგენტოს საქმიანობის ანგარიშების მომზადება და კანონმდებლობით დადგენილი წესით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროსთვის მიწოდება;
ლ) სხვა სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან კოორდინაციით სააგენტოს დირექტორის მოხსენებების, საჯარო გამოსვლებისა და ანგარიშების მომზადება;
მ) სააგენტოს საკომუნიკაციო არხების – ვებგვერდისა და სოციალური მედიის მართვა;
ნ) საზოგადოებასთან ურთიერთობის, მოქალაქეთა მიღების უზრუნველყოფა;
ო) სააგენტოს ფინანსური და სამეურნეო საქმიანობის კოორდინაცია და სააგენტოს ბიუჯეტის პროექტის შემუშავება;
პ) წლიური საბიუჯეტო კანონის საფუძველზე გამოყოფილი ფულადი სახსრების მართვა;
ჟ) საბუღალტრო აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების უზრუნველყოფა;
რ) სააგენტოს ბიუჯეტის პროექტის მომზადება, საჭიროების შემთხვევაში მასში ცვლილების შეტანა, დამტკიცებული ბიუჯეტის კვარტალური განაწილება და ბიუჯეტის ყოველკვარტალური და წლიური ანგარიშის მომზადება სტრუქტურულ ქვედანაყოფთან ერთად;
ს) სახელმწიფო შესყიდვების ორგანიზება, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად;
ტ) სააგენტოს მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა და სააგენტოს საჯარო მოსამსახურისთვის სათანადო სამუშაო პირობების შექმნა;
უ) დეპარტამენტის დებულებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
მუხლი 3🔗. დეპარტამენტის სტრუქტურა
დეპარტამენტში შემავალი სტრუქტურული ქვედანაყოფებია:
ა) ადამიანური რესურსების მართვის, საქმისწარმოებისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველო;
ბ) საფინანსო-ეკონომიკური სამმართველო;
გ) შესყიდვების სამმართველო.
მუხლი 4🔗. ადამიანური რესურსების მართვის, საქმისწარმოებისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველო
დეპარტამენტის ამოცანების შესასრულებლად ადამიანური რესურსების მართვის, საქმისწარმოებისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს უფლებამოსილებას მიეკუთვნება:
ა) სააგენტოს საქმიანობის სამართლებრივი, ადამიანური რესურსების მართვის, საქმისწარმოების პროცესის, მოქალაქეთა მიღების უზრუნველყოფა;
ბ) სააგენტოს ურთიერთობის კოორდინაცია სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებასთან, საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან;
გ) სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფების კოორდინირებული საქმიანობის ხელშეწყობა;
დ) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობისა და პროაქტიული გამოქვეყნების უზრუნველყოფა;
ე) სააგენტოს საქმისწარმოების უზრუნველყოფა;
ვ) სააგენტოს არქივის წარმოება;
ზ) სააგენტოსა და მისი ტერიტორიული ორგანოების ადამიანური რესურსების მართვა და ადმინისტრირება;
თ) სააგენტოსა და მისი ტერიტორიული ორგანოების შრომის შინაგანაწესისა და შრომის დისციპლინის დაცვაზე კონტროლის უზრუნველყოფა/ზედამხედველობა;
ი) სააგენტოსა და მისი ტერიტორიული ორგანოების საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა;
კ) სააგენტოსა და მისი ტერიტორიული ორგანოების სამართლებრივი უზრუნველყოფის მიმართულებით საქმიანობის საერთო კოორდინაცია;
ლ) საჭიროების შემთხვევაში, სტრუქტურული ერთეულების მიერ მომზადებული სამართლებრივი აქტების პროექტების ექსპერტიზა და სამართლებრივი დასკვნების მომზადება ან/და ვიზირება;
მ) სააგენტოს სასამართლო წარმომადგენლობის უზრუნველყოფა;
ნ) სხვა სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან კოორდინაციით სააგენტოს დირექტორის მოხსენებების, საჯარო გამოსვლებისა და ანგარიშების მომზადება;
ო) სააგენტოს საკომუნიკაციო არხების – ვებგვერდისა და სოციალური მედიის მართვა;
პ) საზოგადოებასთან ურთიერთობის, მოქალაქეთა მიღების უზრუნველყოფა;
ჟ) სააგენტოს დებულებით, ამ დებულებითა და მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.
მუხლი 5🔗. საფინანსო-ეკონომიკური სამმართველო
დეპარტამენტის ამოცანების შესასრულებლად საფინანსო-ეკონომიკური სამმართველოს უფლებამოსილებას მიეკუთვნება:
ა) სააგენტოს საქმიანობის საფინანსო უზრუნველყოფა;
ბ) სააგენტოს ფინანსური საქმიანობის კოორდინაცია და სააგენტოს ბიუჯეტის პროექტის შემუშავება;
გ) წლიური საბიუჯეტო კანონის საფუძველზე გამოყოფილი ფულადი სახსრების მართვა;
დ) საბუღალტრო აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების უზრუნველყოფა;
ე) სააგენტოს ბიუჯეტის პროექტის მომზადება, საჭიროების შემთხვევაში მასში ცვლილების შეტანა, დამტკიცებული ბიუჯეტის კვარტალური განაწილება და ბიუჯეტის ყოველკვარტალური და წლიური ანგარიშის მომზადება სტრუქტურულ ქვედანაყოფთან ერთად;
ვ) სააგენტოს დებულებით, ამ დებულებითა და მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.
მუხლი 6🔗. შესყიდვების სამმართველო
დეპარტამენტის ამოცანების შესასრულებლად შესყიდვების სამმართველოს უფლებამოსილებას მიეკუთვნება:
ა) სააგენტოს შესყიდვების ორგანიზაციული და ადმინისტრაციული უზრუნველყოფა;
ბ) სააგენტოს სამეურნეო საქმიანობის კოორდინაცია ;
გ) წლიური საბიუჯეტო კანონის საფუძველზე გამოყოფილი ფულადი სახსრების მართვაში მონაწილეობის მიღება;
დ) სახელმწიფო შესყიდვების ორგანიზება, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად;
ე) სააგენტოს მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა და სააგენტოს საჯარო მოსამსახურეებისთვის სათანადო სამუშაო პირობების შექმნა;
ვ) სააგენტოს დებულებით, ამ დებულებითა და მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.
მუხლი 7🔗. დეპარტამენტის უფროსი
1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს დირექტორი.
2. დეპარტამენტის უფროსი ანგარიშვალდებულია დირექტორის ან/და დირექტორის კურატორი მოადგილის წინაშე.
3. დეპარტამენტის უფროსი, დეპარტამენტის უფლებამოსილების განხორციელების მიზნით:
ა) წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას, წყვეტს დეპარტამენტის გამგებლობას მიკუთვნებულ საკითხებს და პასუხისმგებელია დეპარტამენტისთვის დაკისრებული მოვალეობის ჯეროვნად შესრულებაზე;
ბ) ანაწილებს მოვალეობებს მისდამი დაქვემდებარებული დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეთა შორის და აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს;
გ) აკონტროლებს დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულებას;
დ) უფლებამოსილების ფარგლებში, სააგენტოს სახელით, ხელს აწერს დეპარტამენტის საქმიანობასთან დაკავშირებულ კორესპონდენციას ან/და ახორციელებს მათ ვიზირებას;
ე) წარმოადგენს დეპარტამენტს თავისი მოვალეობების შესრულებისას;
ვ) დირექტორს ან კურატორ მოადგილეს წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის სტრუქტურის, შტატების, მუშაობის ორგანიზების, აგრეთვე სტრუქტურული ქვედანაყოფის საჯარო მოსამსახურეთა წახალისების ან დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
ზ) შუამდგომლობს დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლების შესახებ;
თ) შუამდგომლობს იმ სახსრების გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა დეპარტამენტის ამოცანათა შესასრულებლად;
ი) ასრულებს ამ დებულებითა და სააგენტოს დებულებით განსაზღვრულ ამოცანებს, აგრეთვე დირექტორის კურატორი მოადგილის სამსახურებრივ დავალებებს.
მუხლი 8🔗. სამმართველოს უფროსი
1. სამმართველოს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის სტრუქტურაში შემავალი სამმართველოს უფროსი, რომელსაც, კანონმდებლობით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს დირექტორი.
2. სამმართველოს უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს შესაბამისი სამმართველოს საქმიანობას;
ბ) განიხილავს შესაბამის სამმართველოში შემოსულ კორესპონდენციას;
გ) ანაწილებს დავალებებს შესაბამისი სამმართველოს საჯარო მოსამსახურეთა შორის; გასცემს მათზე დავალებებს და ისმენს ანგარიშს მათ მიერ განხორციელებული საქმიანობის შესახებ;
დ) აკონტროლებს დირექტორის ბრძანებების, აგრეთვე, დეპარტამენტის უფროსის ცალკეული დავალებების და მითითებების შესრულებას;
ე) ასრულებს დეპარტამენტის უფროსის ცალკეულ დავალებებსა და მითითებებს;
ვ) დეპარტამენტის უფროსს წარუდგენს წინადადებებს საჯარო მოსამსახურეთა წახალისების, დისციპლინური პასუხისმგებლობის, შვებულების, სამსახურებრივი მივლინების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების შესახებ;
ზ) შუამდგომლობს იმ სახსრების გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა მისდამი დაქვემდებარებული სამმართველოს ამოცანათა შესასრულებლად;
თ) ახდენს სამმართველოში მომზადებული დოკუმენტების ვიზირებას;
ი) ანგარიშვალდებულია მისდამი დაქვემდებარებული სამმართველოს მუშაობაზე;
კ) ასრულებს დეპარტამენტის უფროსის ცალკეულ დავალებებსა და მითითებებს.
3. სამმართველოს უფროსი შესაბამისი სამმართველოსთვის განსაზღვრული უფლებამოსილებისა და დაკისრებული ამოცანების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის უფროსის წინაშე.
მუხლი 9🔗. დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეები
1. დეპარტამენტის შესაბამის შტატით გათვალისწინებულ საჯარო მოსამსახურეებს, კანონმდებლობით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს დირექტორი.
2. დეპარტამენტის შტატით გათვალისწინებული საჯარო მოსამსახურეები:
ა) ახორციელებენ დეპარტამენტის შესაბამისი სამმართველოს უფლებამოსილებას;
ბ) პასუხს აგებენ მათ მიერ მომზადებული დოკუმენტაციის კანონიერებასა და მიზანშეწონილობაზე;
გ) დეპარტამენტის შესაბამისი სამმართველოს უფლებამოსილების ფარგლებში, ვალდებული არიან დაიცვან წინამდებარე დებულება, სააგენტოს დებულება, შინაგანაწესი და მოქმედი კანონმდებლობა;
დ) ასრულებენ შესაბამისი სამმართველოს უფროსისა და დეპარტამენტის უფროსის ცალკეულ მითითებებსა და დავალებებს;
ე) ანგარიშვალდებული არიან დეპარტამენტის უფროსისა და შესაბამისი სამმართველოს უფროსის წინაშე.
3. დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეთა უფლებები და მოვალეობები განისაზღვრება ამ დებულებით, სააგენტოს დებულებით, შინაგანაწესითა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით.
მუხლი 10🔗. უფლებამონაცვლეობა
1. დეპარტამენტის უფროსის არყოფნის ან მის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, დეპარტამენტის უფროსის მოვალეობას ასრულებს ერთ-ერთი სამმართველოს უფროსი, დეპარტამენტის უფროსის წარდგინებითა და მინისტრის გადაწყვეტილებით.
2. სამმართველოს უფროსის არყოფნის ან მის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, სამმართველოს უფროსის მოვალეობას ასრულებს ამ სამმართველოს სხვა საჯარო მოსამსახურე, სამმართველოს უფროსის/დეპარტამენტის უფროსის წარდგინებითა და დირექტორის გადაწყვეტილებით.
3. სამმართველოს საჯარო მოსამსახურის არყოფნის ან მის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, მის მოვალეობას ასრულებს სხვა საჯარო მოსამსახურე სამმართველოს უფროსის გადაწყვეტილებით.
4. უფლებამონაცვლეობის სხვა საკითხები განისაზღვრება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით.
დანართი №2
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მომსახურების სააგენტოს სერვისების ხელშეწყობის დეპარტამენტის დებულება
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი
1. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მომსახურების სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) სერვისების ხელშეწყობის დეპარტამენტის დებულება (შემდგომში – დებულება) განსაზღვრავს სააგენტოს სერვისების ხელშეწყობის დეპარტამენტის (შემდგომში – დეპარტამენტი) სამართლებრივ სტატუსს, უფლებამოსილებას, სტრუქტურას, ანგარიშვალდებულებას და აწესრიგებს მის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.
2. დეპარტამენტი წარმოადგენს სააგენტოს სტრუქტურულ ქვედანაყოფს.
3.დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციებით, საქართველოს და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, სააგენტოს დებულებით, ამ დებულებით, აგრეთვე, სააგენტოს დირექტორის ან/და დირექტორის კურატორი მოადგილის ცალკეული დავალებებით.
4. დეპარტამენტი თავისი უფლებამოსილების განხორციელებისას წარმოადგენს სააგენტოს.
5. დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია სააგენტოს დირექტორის ან/და დირექტორის კურატორი მოადგილის წინაშე.
მუხლი 2🔗. დეპარტამენტის უფლებამოსილება
დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:
ა) სააგენტოს ტერიტორიული ორგანოების მეშვეობით მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დადგენა და/ან ფოტოიდენტურობის დადასტურება, შესაბამისი ცნობის გაცემა;
ბ) უფლებამოსილების ფარგლებში, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროცესში ჩართულობა;
გ) კომპეტენციის ფარგლებში, დევნილთა განსახლების ადგილებში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების შექმნის ხელშეწყობა და უკვე არსებულ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებთან თანამშრომლობა;
დ) კომპეტენციის ფარგლებში, აფხაზეთის მოსახლეობასთან კონტაქტის დამყარება;
ე) აფხაზეთის მოსახლეობის მონაცემთა ბაზის წარმოების ხელშეწყობა;
ვ) სხვადასხვა უწყების მიერ დაგეგმილი ღონისძიებების რეგიონებში განხორციელების კოორდინაცია;
ზ) სააგენტოს საინფორმაციო კამპანიის წარმოების კოორდინაცია და ზედამხედველობა;
თ) კანონმდებლობით და სააგენტოს დირექტორის მიერ კანონმდებლობის საფუძველზე განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.
მუხლი 3🔗. დეპარტამენტის უფროსი
1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს დირექტორი.
2. დეპარტამენტის უფროსი ანგარიშვალდებულია დირექტორის ან/და დირექტორის კურატორი მოადგილის წინაშე.
3. დეპარტამენტის უფროსი დეპარტამენტის უფლებამოსილების განხორციელების მიზნით:
ა) წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას, წყვეტს დეპარტამენტის გამგებლობას მიკუთვნებულ საკითხებს და პასუხისმგებელია დეპარტამენტისთვის დაკისრებული მოვალეობის ჯეროვნად შესრულებაზე;
ბ) ანაწილებს მოვალეობებს მისდამი დაქვემდებარებული დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეთა შორის და აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს;
გ) აკონტროლებს დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულებას;
დ) უფლებამოსილების ფარგლებში, სააგენტოს სახელით, ხელს აწერს დეპარტამენტის საქმიანობასთან დაკავშირებულ კორესპონდენციას ან/და ახორციელებს მათ ვიზირებას;
ე) წარმოადგენს დეპარტამენტს თავისი მოვალეობების შესრულებისას;
ვ) დირექტორს ან კურატორ მოადგილეს წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის სტრუქტურის, შტატების, მუშაობის ორგანიზების, აგრეთვე დეპარტამენტის შტატით გათვალისწინებულ საჯარო მოსამსახურეთა წახალისების ან დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
ზ) შუამდგომლობს დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლების შესახებ;
თ) შუამდგომლობს იმ სახსრების გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა დეპარტამენტის ამოცანათა შესასრულებლად;
ი) ასრულებს ამ დებულებითა და სააგენტოს დებულებით განსაზღვრულ ამოცანებს, აგრეთვე დირექტორის ან/და დირექტორის კურატორი მოადგილის სამსახურებრივ დავალებებს.
მუხლი 4🔗. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე
1. დეპარტამენტის უფროსს ჰყავს მოადგილე (შემდგომში – დეპარტამენტის უფროსის მოადგილე), რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს დირექტორი.
2. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე:
ა) ხელს უწყობს დეპარტამენტის უფროსს მასზე დაკისრებული უფლებამოსილების განხორციელებაში;
ბ) ზედამხედველობს დეპარტამენტის შტატით გათვალისწინებულ საჯარო მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას;
გ) დეპარტამენტის უფროსის დავალების შესაბამისად, განიხილავს დეპარტამენტში შესულ კორესპონდენციას;
დ) ანაწილებს დავალებებს დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეთა შორის;
ე) ახდენს დეპარტამენტში მომზადებული დოკუმენტების ვიზირებას;
ვ) ასრულებს დირექტორის ან/და დირექტორის კურატორი მოადგილის და დეპარტამენტის უფროსის ცალკეულ დავალებებსა და მითითებებს.
3. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, კანონმდებლობით დადგენილი წესით, ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის უფროსის წინაშე.
მუხლი 5🔗 . დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეები
1. დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეებს, კანონმდებლობით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს დირექტორი.
2. დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეები:
ა) ახორციელებენ დეპარტამენტის უფლებამოსილებას;
ბ) პასუხს აგებენ მათ მიერ მომზადებული დოკუმენტაციის კანონიერებასა და მიზანშეწონილობაზე;
გ) დეპარტამენტის უფლებამოსილების ფარგლებში ვალდებული არიან დაიცვან წინამდებარე დებულება, სააგენტოს დებულება, შინაგანაწესი და მოქმედი კანონმდებლობა;
დ) ასრულებენ დეპარტამენტის უფროსის მოადგილის ან /და დეპარტამენტის უფროსის ცალკეულ მითითებებსა და დავალებებს;
ე) ანგარიშვალდებული არიან დეპარტამენტის უფროსისა და დეპარტამენტის უფროსის მოადგილის წინაშე.
3. დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეთა უფლებები და მოვალეობები განისაზღვრება ამ დებულებით, სააგენტოს დებულებით, შინაგანაწესითა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით.
მუხლი 6🔗. უფლებამონაცვლეობა
1. დეპარტამენტის უფროსის არყოფნის ან მის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში დეპარტამენტის უფროსის მოვალეობას ასრულებს დეპარტამენტის უფროსის მოადგილე.
2. დეპარტამენტის უფროსის და დეპარტამენტის უფროსის მოადგილის ერთდროულად არყოფნის ან მათ მიერ ერთდროულად თავიანთი სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, დეპარტამენტის უფროსის მოვალეობას ასრულებს დეპარტამენტის ერთ-ერთი საჯარო მოსამსახურე, დეპარტამენტის უფროსის/დეპარტამენტის უფროსის მოადგილის წარდგინებითა და დირექტორის გადაწყვეტილებით.
3. დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურის არყოფნის ან მის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს სხვა საჯარო მოსამსახურე, დეპარტამენტის უფროსის გადაწყვეტილებით.
4. უფლებამონაცვლეობის სხვა საკითხები განისაზღვრება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით.
დანართი №3
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მომსახურების სააგენტოს პროგრამების დეპარტამენტის დებულება
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი
1. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მომსახურების სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) პროგრამების დეპარტამენტის დებულება (შემდგომში – დებულება) განსაზღვრავს სააგენტოს პროგრამების დეპარტამენტის (შემდგომში – დეპარტამენტი) სამართლებრივ სტატუსს, უფლებამოსილებას, სტრუქტურას, ანგარიშვალდებულებას და აწესრიგებს მის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.
2. დეპარტამენტი წარმოადგენს სააგენტოს სტრუქტურულ ქვედანაყოფს.
3. დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციებით, საქართველოს და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, სააგენტოს დებულებით, ამ დებულებით, აგრეთვე, სააგენტოს დირექტორის ან/და დირექტორის კურატორი მოადგილის ცალკეული დავალებებით.
4. დეპარტამენტი თავისი უფლებამოსილების განხორციელებისას წარმოადგენს სააგენტოს.
5. დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია სააგენტოს დირექტორის ან/და დირექტორის კურატორი მოადგილის წინაშე.
მუხლი 2🔗. დეპარტამენტის უფლებამოსილება
დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:
ა) სააგენტოს მიზნობრივი პროგრამების განხორციელება;
ბ) სააგენტოს პროგრამების მიმართულებით შემოსული კორესპონდენციის შესწავლა, პირველადი ანალიზის განხორციელება;
გ) უფლებამოსილების ფარგლებში, აფხაზეთის მოსახლეობის მიმართ გადაუდებელი დახმარების გაწევა და მათი დროებითი განსახლების ხელშეწყობა;
დ) კომპეტენციის ფარგლებში, აფხაზეთის მოსახლეობისთვის უფასო სამართლებრივი კონსულტირება მათ უფლებებთან დაკავშირებულ საკითხებზე;
ე) დევნილთა განსახლების ობიექტების სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოების დაგეგმვა და განხორციელება;
ვ) საჭიროებისამებრ, სააგენტოში უცხოური ორგანიზაციების მიერ დაფინანსებული მიმდინარე პროექტების კოორდინაცია, პრიორიტეტული პროექტებისათვის დონორებისა და ფინანსური სახსრების მოძიება;
ზ) სააგენტოს მიერ პროგრამების უზრუნველყოფის მიმართულებით გაწეული საქმიანობის ანგარიშების მომზადება;
თ) უფლებამოსილების ფარგლებში, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროცესში ჩართულობა;
ი) აფხაზეთის მოსახლეობის მონაცემთა ბაზის წარმოებაში მონაწილეობის მიღება;
კ) სააგენტოსთვის გადმოცემული ჰუმანიტარული ტვირთის მიღებისა და დევნილთა მიზნობრივი ჯგუფებისათვის განაწილების დაგეგმვა, განხორციელების ხელშეწყობა და შესრულების მონიტორინგი;
ლ) კანონმდებლობით და სააგენტოს დირექტორის მიერ კანონმდებლობის საფუძველზე განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.
მუხლი 3🔗. დეპარტამენტის სტრუქტურა
დეპარტამენტში შემავალი სტრუქტურული ქვედანაყოფებია:
ა) სოციალური პროგრამების სამმართველო;
ბ) ინფრასტრუქტურული პროგრამების სამმართველო;
გ) სამართლებრივი დახმარების სამმართველო.
მუხლი 4🔗. სოციალური პროგრამების მართვის სამმართველო
დეპარტამენტის ამოცანების შესასრულებლად სოციალური პროგრამების მართვის სამმართველოს უფლებამოსილებას მიეკუთვნება:
ა) სააგენტოს ბიუჯეტით დაფინანსებული სოციალური შინაარსის პროგრამების განხორციელება;
ბ) სააგენტოს სოციალური შინაარსის პროგრამების მიმართულებით შემოსული კორესპონდენციის შესწავლა, პირველადი ანალიზის განხორციელება;
გ) სამმართველოს უფლებამოსილების ფარგლებში, აფხაზეთის მოსახლეობის მიმართ გადაუდებელი დახმარების გაწევა და მათი დროებითი განსახლების ხელშეწყობა;
დ) სააგენტოს მიერ სოციალური პროგრამების უზრუნველყოფის მიმართულებით გაწეული საქმიანობის ანგარიშების მომზადება;
ე) უფლებამოსილების ფარგლებში, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროცესში ჩართულობის ხელშეწყობა;
ვ) აფხაზეთის მოსახლეობის მონაცემთა ბაზის წარმოებაში მონაწილეობის მიღება;
ზ) სამმართველოს უფლებამოსილების ფარგლებში, სააგენტოსთვის გადმოცემული ჰუმანიტარული ტვირთის მიღებისა და დევნილთა მიზნობრივი ჯგუფებისათვის განაწილების დაგეგმვა, განხორციელების ხელშეწყობა და შესრულების მონიტორინგი;
თ) სააგენტოს დებულებით, ამ დებულებითა და მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.
მუხლი 5🔗. ინფრასტრუქტურული პროგრამების მართვის სამმართველო
დეპარტამენტის ამოცანების შესასრულებლად ინფრასტრუქტურული პროგრამების მართვის სამმართველოს უფლებამოსილებას მიეკუთვნება:
ა) სააგენტოს ბიუჯეტით დაფინანსებული ინფრასტრუქტურული შინაარსის პროგრამების განხორციელება;
ბ) სააგენტოს ინფრასტრუქტურული შინაარსის პროგრამების მიმართულებით შემოსული კორესპონდენციის შესწავლა, პირველადი ანალიზის განხორციელება;
გ) სამმართველოს უფლებამოსილების ფარგლებში, აფხაზეთის მოსახლეობის მიმართ გადაუდებელი დახმარების გაწევა;
დ) დევნილთა განსახლების ობიექტების სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოების დაგეგმვა და განხორციელება;
ე) სააგენტოს მიერ ინფრასტრუქტურული პროგრამების უზრუნველყოფის მიმართულებით გაწეული საქმიანობის ანგარიშების მომზადება;
ვ) აფხაზეთის მოსახლეობის მონაცემთა ბაზის წარმოებაში მონაწილეობის მიღება;
ზ) სამმართველოს უფლებამოსილების ფარგლებში, სააგენტოსთვის გადმოცემული ჰუმანიტარული ტვირთის მიღებისა და დევნილთა მიზნობრივი ჯგუფებისათვის განაწილების დაგეგმვა, განხორციელების ხელშეწყობა და შესრულების მონიტორინგი;
თ) კანონმდებლობით და სააგენტოს დირექტორის მიერ კანონმდებლობის საფუძველზე განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.
მუხლი 6🔗. სამართლებრივი მხარდაჭერის სამმართველო
დეპარტამენტის ამოცანების შესასრულებლად დევნილთა სამართლებრივი მხარდაჭერის სამმართველოს უფლებამოსილებას მიეკუთვნება:
ა) კომპეტენციის ფარგლებში, აფხაზეთის მოსახლეობისთვის უფასო სამართლებრივი კონსულტირება მათ უფლებებთან დაკავშირებულ საკითხებზე;
ბ) კომპეტენციის ფარგლებში, სააგენტოს მიერ აფხაზეთის მოსახლეობის სამართლებრივი მხარდაჭერის მიმართულებით კოორდინაცია და მეთოდოლოგიური ხელმძღვანელობა;
გ) აფხაზეთის მოსახლეობის მხრიდან სამართლებრივი მიმართულებით წამოჭრილი პრობლემატური საკითხების შესწავლა, შემდგომში მათზე რეაგირების მიზნით საჭირო ღონისძიებების დაგეგმვა-განხორციელება;
დ) კანონმდებლობით და სააგენტოს დირექტორის მიერ კანონმდებლობის საფუძველზე განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.
მუხლი 7🔗. დეპარტამენტის უფროსი
1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს დირექტორი.
2. დეპარტამენტის უფროსი ანგარიშვალდებულია დირექტორის ან/და დირექტორის კურატორი მოადგილის წინაშე.
3. დეპარტამენტის უფროსი დეპარტამენტის უფლებამოსილების განხორციელების მიზნით:
ა) წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას, წყვეტს დეპარტამენტის გამგებლობას მიკუთვნებულ საკითხებს და პასუხისმგებელია დეპარტამენტისთვის დაკისრებული მოვალეობის ჯეროვნად შესრულებაზე;
ბ) ანაწილებს მოვალეობებს მისდამი დაქვემდებარებული დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეთა შორის და აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს;
გ) აკონტროლებს დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულებას;
დ) უფლებამოსილების ფარგლებში, სააგენტოს სახელით, ხელს აწერს დეპარტამენტის საქმიანობასთან დაკავშირებულ კორესპონდენციას ან/და ახორციელებს მათ ვიზირებას;
ე) წარმოადგენს დეპარტამენტს თავისი მოვალეობების შესრულებისას;
ვ) დირექტორს ან კურატორ მოადგილეს წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის სტრუქტურის, შტატების, მუშაობის ორგანიზების, აგრეთვე სტრუქტურული ქვედანაყოფის საჯარო მოსამსახურეთა წახალისების ან დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
ზ) შუამდგომლობს დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლების შესახებ;
თ) შუამდგომლობს იმ სახსრების გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა დეპარტამენტის ამოცანათა შესასრულებლად;
ი) ასრულებს ამ დებულებითა და სააგენტოს დებულებით განსაზღვრულ ამოცანებს, აგრეთვე დირექტორის კურატორი მოადგილის სამსახურებრივ დავალებებს.
მუხლი 8🔗. სამმართველოს უფროსი
1. სამმართველოს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის სტრუქტურაში შემავალი სამმართველოს უფროსი, რომელსაც, კანონმდებლობით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს დირექტორი.
2. სამმართველოს უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს შესაბამისი სამმართველოს საქმიანობას;
ბ) განიხილავს შესაბამის სამმართველოში შემოსულ კორესპონდენციას;
გ) ანაწილებს დავალებებს შესაბამისი სამმართველოს საჯარო მოსამსახურეთა შორის; გასცემს მათზე დავალებებს და ისმენს ანგარიშს მათ მიერ განხორციელებული საქმიანობის შესახებ;
დ) აკონტროლებს დირექტორის ბრძანებების, აგრეთვე, დეპარტამენტის უფროსის ცალკეული დავალებების და მითითებების შესრულებას;
ე) ასრულებს დეპარტამენტის უფროსის ცალკეულ დავალებებსა და მითითებებს;
ვ) დეპარტამენტის უფროსს წარუდგენს წინადადებებს საჯარო მოსამსახურეთა წახალისების, დისციპლინური პასუხისმგებლობის, შვებულების, სამსახურებრივი მივლინების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების შესახებ;
ზ) შუამდგომლობს იმ სახსრების გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა მისდამი დაქვემდებარებულ სამმართველოს ამოცანათა შესასრულებლად;
თ) ახდენს სამმართველოში მომზადებული დოკუმენტების ვიზირებას;
ი) ანგარიშვალდებულია მისდამი დაქვემდებარებული სამმართველოს მუშაობაზე;
კ) ასრულებს დეპარტამენტის უფროსის ცალკეულ დავალებებსა და მითითებებს.
3. სამმართველოს უფროსი შესაბამისი სამმართველოსთვის განსაზღვრული უფლებამოსილებისა და დაკისრებული ამოცანების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის უფროსის წინაშე.
მუხლი 9🔗. დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეები
1. დეპარტამენტის შესაბამის შტატით გათვალისწინებულ საჯარო მოსამსახურეებს, კანონმდებლობით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს დირექტორი.
2. დეპარტამენტის შტატით გათვალისწინებული საჯარო მოსამსახურეები:
ა) ახორციელებენ დეპარტამენტის შესაბამისი სამმართველოს უფლებამოსილებას;
ბ) პასუხს აგებენ მათ მიერ მომზადებული დოკუმენტაციის კანონიერებასა და მიზანშეწონილობაზე;
გ) დეპარტამენტის შესაბამისი სამმართველოს უფლებამოსილების ფარგლებში, ვალდებული არიან დაიცვან წინამდებარე დებულება, სააგენტოს დებულება, შინაგანაწესი და მოქმედი კანონმდებლობა;
დ) ასრულებენ შესაბამისი სამმართველოს უფროსისა და დეპარტამენტის უფროსის ცალკეულ მითითებებსა და დავალებებს;
ე) ანგარიშვალდებული არიან დეპარტამენტის უფროსისა და შესაბამისი სამმართველოს უფროსის წინაშე.
3. დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეთა უფლებები და მოვალეობები განისაზღვრება ამ დებულებით, სააგენტოს დებულებით, შინაგანაწესითა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით.
მუხლი 10🔗. უფლებამონაცვლეობა
1. დეპარტამენტის უფროსის არყოფნის ან მის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში დეპარტამენტის უფროსის მოვალეობას ასრულებს ერთ-ერთი სამმართველოს უფროსი, დეპარტამენტის უფროსის წარდგინებითა და დირექტორის გადაწყვეტილებით.
2. სამმართველოს უფროსის არყოფნის ან მის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, სამმართველოს უფროსის მოვალეობას ასრულებს ამ სამმართველოს სხვა საჯარო მოსამსახურე, სამმართველოს უფროსის/დეპარტამენტის უფროსის წარდგინებითა და დირექტორის გადაწყვეტილებით.
3. სამმართველოს საჯარო მოსამსახურის არყოფნის ან მის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს სხვა საჯარო მოსამსახურე სამმართველოს უფროსის გადაწყვეტილებით.
4. უფლებამონაცვლეობის სხვა საკითხები განისაზღვრება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით.