საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კურორტ ბეშუმის ლიკვიდაციის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№45
სარეგისტრაციო კოდი
040030000.32.057.016115
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 11/01/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის

დადგენილება №45

2012 წლის 31 დეკემბერი

ქ. ბათუმი

 

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კურორტ ბეშუმის ლიკვიდაციის შესახებ


1. ლიკვიდირებულ იქნეს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – კურორტი ბეშუმი (შემდგომში - კურორტი ბეშუმი).
2. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინიტრომ (გ. თავართქილაძე), როგორც კურორტ ბეშუმის სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელმა ორგანომ, უზრუნველყოს კურორტ ბეშუმის ლიკვიდატორების დანიშვნა.
3. ლიკვიდატორებმა 2013 წლის 31 იანვრისათვის:
ა) უზრუნველყონ კურორტ ბეშუმის ბალანსზე რიცხული მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია, დებიტორულ-კრედიტორული დავალიანებების სრული აღრიცხვა, სალიკვიდაციო ბალანსის შედგენა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და მაკონტროლებელი ორგანოსათვის წარდგენა;
ბ) განახორციელონ კურორტ ბეშუმის თანამშრომლებთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა, საქართველოს შრომის კოდექსის შესაბამისად. 
4. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კურორტ ბეშუმის დაფუძნებისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2005 წლის 13 სექტემბრის №97 დადგენილება (გაზეთი „აჭარა“ №180 (22.442), 23.09.05., გვ. 5).
5. ამ დადგენილების პირველი და მე-4 პუნქტები ამოქმედდეს 2013 წლის 31 იანვრიდან.
6. ეს დადგენილება, გარდა პირველი და მე-4 პუნქტებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეარჩილ ხაბაძე

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კურორტ ბეშუმის ლიკვიდაციის შესახებ“?
დიახ, ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კურორტ ბეშუმის ლიკვიდაციის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 31.12.2012.
როდის იქნა მიღებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კურორტ ბეშუმის ლიკვიდაციის შესახებ“?
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კურორტ ბეშუმის ლიკვიდაციის შესახებ“ მიღებულია 31.12.2012. მიმღები ორგანო — აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №45. სარეგისტრაციო კოდი — 040030000.32.057.016115.
სად არის „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კურორტ ბეშუმის ლიკვიდაციის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 31.12.2012 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კურორტ ბეშუმის ლიკვიდაციის შესახებ“, №45, 31.12.2012, სარეგისტრაციო კოდი 040030000.32.057.016115 (კონსოლიდირებული რედაქცია 31.12.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1814858/