საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მაშველთა გადამზადების ცენტრის ლიკვიდაციის შესახებ
ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება №42 |
|
2012 წლის 31 დეკემბერი ქ. ბათუმი |
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 და მე-17 მუხლების შესაბამისად: |
1.
ლიკვიდირებულ იქნეს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – მაშველთა გადამზადების ცენტრი (შემდგომში - ცენტრი). |
2.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინიტრომ (გ. თავართქილაძე), როგორც ცენტრის სახელმწიფო კონტროლის განსახორციელებელმა ორგანომ, უზრუნველყოს ცენტრის ლიკვიდატორების დანიშვნა. |
3.
ლიკვიდატორებმა, 2013 წლის 31 იანვრისათვის: |
ა)
უზრუნველყონ ცენტრის ბალანსზე რიცხული მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია, დებიტორულ-კრედიტორული დავალიანებების სრული აღრიცხვა, სალიკვიდაციო ბალანსის შედგენა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და მაკონტროლებელი ორგანოსათვის წარდგენა; |
ბ)
განახორციელონ ცენტრის თანამშრომლებთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა, საქართველოს შრომის კოდექსის შესაბამისად. |
4.
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბუნებრივი კატაკლიზმების პროგნოზირებისა და მართვის ცენტრის რეორგანიზაციისა და მის ბაზაზე საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მაშველთა გადამზადების ცენტრის შექმნის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2011 წლის 13 სექტემბრის №41 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 19/09/2011, 190040000.32.057.016062). |
5.
ამ დადგენილების პირველი და მე-4 პუნქტები ამოქმედდეს 2013 წლის 31 იანვრიდან. |
6.
ეს დადგენილება, გარდა პირველი და მე-4 პუნქტებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მაშველთა გადამზადების ცენტრის ლიკვიდაციის შესახებ“?
- დიახ, ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მაშველთა გადამზადების ცენტრის ლიკვიდაციის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 31.12.2012.
- როდის იქნა მიღებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მაშველთა გადამზადების ცენტრის ლიკვიდაციის შესახებ“?
- „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მაშველთა გადამზადების ცენტრის ლიკვიდაციის შესახებ“ მიღებულია 31.12.2012. მიმღები ორგანო — აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №42. სარეგისტრაციო კოდი — 010240020.32.057.016112.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მაშველთა გადამზადების ცენტრის ლიკვიდაციის შესახებ“-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მაშველთა გადამზადების ცენტრის ლიკვიდაციის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 31.12.2012 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მაშველთა გადამზადების ცენტრის ლიკვიდაციის შესახებ“, №42, 31.12.2012, სარეგისტრაციო კოდი 010240020.32.057.016112 (კონსოლიდირებული რედაქცია 31.12.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1814819/