საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის ნებართვის ტარიფის დამტკიცების შესახებ
საქართველოს მინისტრის ბრძანება ძალადაკარგული
მიღების თარიღი 13.08.1997
ძალის დაკარგვა 07.02.2002
გამომცემი ორგანო საქართველოს ტრანსპორტის მინისტრი
ნომერი №70
სარეგისტრაციო კოდი 000000180.01(2).003.000062 39
გამოქვეყნების წყარო გამოუქვეყნებელი, 0, 14/08/1997
კონსოლიდირებული ვერსიები
დოკუმენტის ტექსტი
საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის ნებართვის ტარიფის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ტრანსპორტის მინისტრის
ბრძანება №70
1997 წლის 13 აგვისტო
ქ. თბილისი
საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის ნებართვის ტარიფის დამტკიცების შესახებ
საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის შესახებ სამთავრობათაშორისო ხელშეკრულებების განხორციელებისა და საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის შემდეგომ განვითარების ხელშეწყობის მიზნით.
დამტკიცდეს საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის ნებართვის ტარიფი 33,15 ლარის ოდენობით.
მინისტრი მერაბ ადეიშვილი