განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების (მათ შორის, რადიაციული ან ბირთვული ობიექტების) მშენებლობის ნებართვისა და II-IV კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ წარმოებაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცების ან/და არქიტექტურული პროექტის შეთანხმებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების/დასკვნის მომზადებისათვის საჭირო კრიტერიუმებისა და წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 29.10.2024
გამომცემი ორგანო საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
ნომერი №81
სარეგისტრაციო კოდი 300310000.22.034.017506 34
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 30/10/2024
1,379 სიტყვა · ~7 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების (მათ შორის, რადიაციული ან ბირთვული ობიექტების) მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 94% 31.05.2019 მშენებლობის ნებართვის გაცემისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების წესისა და პირობების შესახებ 94% 31.05.2019 საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი საქართველოს კანონი 92% 20.07.2018 სენაკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე I კლასს დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობათა სახეობების (რომელთა განთავსება/მშენებლობა მშენებლობის ნებართვის გარეშე იქნება შესაძლებელი) და პირობების განსაზღვრის შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 91% 19.07.2021 ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისათვის მოსაკრებლის ოდენობის განსაზღვრისა და მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 89% 07.02.2025

დოკუმენტის ტექსტი

განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების (მათ შორის, რადიაციული ან ბირთვული ობიექტების) მშენებლობის ნებართვისა და II-IV კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ წარმოებაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცების ან/და არქიტექტურული პროექტის შეთანხმებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების/დასკვნის მომზადებისათვის საჭირო კრიტერიუმებისა და წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ერთობლივი ბრძანება №81–№1-1/381 2024 წლის 29 ოქტომბერი ქ. თბილისი განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების (მათ შორის, რადიაციული ან ბირთვული ობიექტების) მშენებლობის ნებართვისა და II-IV კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ წარმოებაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცების ან/და არქიტექტურული პროექტის შეთანხმებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების/დასკვნის მომზადებისათვის საჭირო კრიტერიუმებისა და წესის დამტკიცების შესახებ „მშენებლობის ნებართვის გაცემისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების წესისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის №255 დადგენილებით დამტკიცებული მშენებლობის ნებართვის გაცემისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების წესისა და პირობების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ი​1“ ქვეპუნქტის, „განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების (მათ შორის, რადიაციული ან ბირთვული ობიექტების) მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის №257 დადგენილების მე-17 მუხლის პირველი პუნქტის „ე​1“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-9 მუხლის შესაბამისად, ვბრძანებთ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების (მათ შორის, რადიაციული ან ბირთვული ობიექტების) მშენებლობის ნებართვისა და II-IV კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ წარმოებაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს  მიერ მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცების ან/და არქიტექტურული პროექტის შეთანხმებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების/დასკვნის მომზადებისათვის საჭირო კრიტერიუმები და წესი. მუხლი 2🔗 დაევალოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს: ა) ამ ბრძანების ძალაში შესვლამდე უზრუნველყოს განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების (მათ შორის, რადიაციული ან ბირთვული ობიექტების) მშენებლობის ნებართვისა და II-IV კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობის ნებართვის გამცემი ადმინისტრაციული ორგანოებისთვის ამ ბრძანებით გათვალისწინებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემის ობიექტების შესახებ შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება; ბ) ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მონაცემებში ცვლილების შემთხვევაში, განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების (მათ შორის, რადიაციული ან ბირთვული ობიექტების) მშენებლობის ნებართვისა და II-IV კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობის ნებართვის გამცემ ადმინისტრაციულ ორგანოებს ინფორმაცია მიაწოდოს ცვლილების განხორციელებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში. მუხლი 3🔗 1. ეს ბრძანება, გარდა ამ ბრძანების მე-2 მუხლისა, ამოქმედდეს 2024 წლის 31 ოქტომბრიდან. 2. ამ ბრძანების მე-2 მუხლი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრივახტანგ გომელაურისაქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრილევან დავითაშვილი განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების (მათ შორის, რადიაციული ან ბირთვული ობიექტების) მშენებლობის ნებართვისა და II-IV კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ წარმოებაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს  მიერ მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცების ან/და არქიტექტურული პროექტის შეთანხმებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების/დასკვნის მომზადებისათვის საჭირო კრიტერიუმები და წესი მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები ეს წესი განსაზღვრავს საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 109-ე მუხლის, ასევე „მშენებლობის ნებართვის გაცემისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების წესისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის №255 დადგენილებით დამტკიცებული მშენებლობის ნებართვის გაცემისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების წესისა და პირობების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ი​1“ ქვეპუნქტის, „განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების (მათ შორის, რადიაციული ან ბირთვული ობიექტების) მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის №257 დადგენილების მე-17 მუხლის პირველი პუნქტის „ე​1“ ქვეპუნქტის შესაბამისად, განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების (მათ შორის, რადიაციული ან ბირთვული ობიექტების) მშენებლობის ნებართვისა და II-IV კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ წარმოებაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შემდგომ – სამინისტრო) მიერ მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცების ან/და არქიტექტურული პროექტის შეთანხმებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების/დასკვნის მომზადებისათვის საჭირო  კრიტერიუმებს, თუ განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების (მათ შორის, რადიაციული ან ბირთვული ობიექტების) მშენებლობის ნებართვისა და II-IV კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობის ნებართვის გაცემის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოება სამინისტროს სისტემის მფლობელობაში არსებული ობიექტიდან 100 ან 300 მეტრის რადიუსში მიმდინარეობს. მუხლი 2🔗. სამინისტროს სისტემის ობიექტების კატეგორიები სამინისტროს სისტემის ობიექტები იყოფა შემდეგ კატეგორიებად: ა) I კატეგორია – ადმინისტრაციული შენობები, რომელიც მოიცავს ისეთ შენობებს, როგორიცაა: ა.ა) სამინისტროს ადმინისტრაციული შენობები; ა.ბ) ტერიტორიული ორგანოებისა თუ სტრუქტურული ერთეულების განთავსების ადგილები; ა.გ) სანაპირო დაცვის სადგურები; ა.დ) სამინისტროს მომსახურების სააგენტოს საგამოცდო მოედნები; ა.ე) საარქივო დოკუმენტების განთავსების ადგილები; ა.ვ) სასაწყობე შენობები; ა.ზ) მომსახურების განხორციელების სერვისცენტრები; ა.თ) საჯარიმო ავტოსადგომები; ბ) II კატეგორია – დაკავების ადგილები, რომელიც მოიცავს ისეთ შენობებს, როგორიცაა: ბ.ა) დროებითი მოთავსების იზოლატორები; ბ.ბ) თავშესაფრის მაძიებელთა მიმღები განყოფილება (ცენტრი); ბ.გ) მიმღები და დროებითი განთავსების ცენტრი; გ) III კატეგორია – სპეციალური დანიშნულების რაზმებისთვის გათვალისწინებული ბაზები; დ) IV კატეგორია – სასროლეთი; ე) V კატეგორია – სახანძრო-სამაშველო დანაყოფების განთავსების ადგილები; ვ) VI კატეგორია – ნავსადგურები; ზ) VII კატეგორია – სასაზღვრო ზონასა და სასაზღვრო ზოლში განთავსებული სასაზღვრო სექტორები/სასაზღვრო პოსტები; თ) VIII კატეგორია – აეროდრომი, ვერტოდრომი. მუხლი 3🔗. სამინისტროს სისტემის ობიექტების ირგვლივ მშენებლობის დაწყებამდე გასათვალისწინებელი კრიტერიუმები 1. თუ მშენებლობა იგეგმება I კატეგორიის შენობებიდან 100 მეტრის რადიუსში, მშენებლობის დაგეგმვისას გათვალისწინებული უნდა იყოს შემდეგი გარემოებები: ა) მშენებლობა დაიგეგმოს იმგვარად, რომ დანაყოფთა ოპერატიულად გადაადგილებასა და შემთხვევაზე სწრაფ რეაგირებას არ შეეშალოს ხელი; ბ) მშენებლობა დაიგეგმოს იმგვარად, რომ ასაშენებელი ობიექტის ადგილმდებარეობამ და კონსტრუქციამ ხელი არ შეუშალოს დანაყოფებში არსებული საზღვაო მონიტორინგის საშუალებების (რადიოლოკაციური და ვიდეოსამეთვალყურეო სისტემები) ფუნქციონირებას; გ) სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობისას მინიმუმამდე იყოს დაყვანილი ობიექტთან მისასვლელი საავტომობილო გზის  ბლოკირების შესაძლებლობა; დ) სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობისას და მშენებლობის დასრულების შედეგად არ შემცირდეს სამინისტროს ობიექტთან მისასვლელი არსებული საავტომობილო გზის რაოდენობა. 2. თუ მშენებლობა იგეგმება II კატეგორიის შენობებიდან 100 მეტრის რადიუსში დასახლებულ პუნქტებში, ხოლო 300 მეტრის რადიუსში დაუსახლებელ პუნქტებში, მშენებლობის დაგეგმვისას გათვალისწინებული უნდა იყოს შემდეგი გარემოებები: ა) მშენებლობა დაიგეგმოს იმგვარად, რომ დროებითი მოთავსების იზოლატორისა და მიგრაციის დეპარტამენტის მოსამსახურეთა ოპერატიულად გადაადგილებასა და შემთხვევაზე სწრაფ რეაგირებას არ შეეშალოს ხელი; ბ) სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობისას მინიმუმამდე იყოს დაყვანილი ობიექტთან მისასვლელი საავტომობილო გზის  ბლოკირების შესაძლებლობა; გ) სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობისას და მშენებლობის დასრულების შედეგად არ შემცირდეს სამინისტროს ობიექტთან არსებული მისასვლელი საავტომობილო გზის რაოდენობა; დ) ასაშენებელი ობიექტის ხედვის არეში არ ექცეოდეს ობიექტის ტერიტორია; ე) არ იყოს შესაძლებელი შენობიდან ნივთების უკანონო ფორმით მიწოდება დაკავებულ პირებთან; ვ) შეუძლებელი იყოს შენობიდან პირდაპირი კომუნიკაციის დამყარება დაკავებულ პირებთან; ზ) არ შეიქმნას ისეთი პირობები, რაც ხელს შეუწყობს დაკავებულ პირთა მიერ გაქცევის შესაძლებლობას. 3. თუ მშენებლობა იგეგმება III კატეგორიის შენობებიდან 300 მეტრის რადიუსში, მშენებლობის დაგეგმვისას გათვალისწინებული უნდა იყოს შემდეგი გარემოებები: ა) მშენებლობა დაიგეგმოს იმგვარად, რომ დანაყოფთა ოპერატიულად გადაადგილებასა და შემთხვევაზე სწრაფ რეაგირებას არ შეეშალოს ხელი; ბ) სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობისას მინიმუმამდე იყოს დაყვანილი ობიექტთან მისასვლელი საავტომობილო გზის  ბლოკირების შესაძლებლობა; გ) სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობისას და მშენებლობის დასრულების შედეგად არ შემცირდეს სამინისტროს ობიექტთან მისასვლელი არსებული საავტომობილო გზის რაოდენობა; დ) ასაშენებელი ობიექტის ხედვის არეში არ ექცეოდეს ობიექტის ტერიტორია, მათ შორის, სავარჯიშო პოლიგონი; ე) დაცული იყოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უსაფრთხოების ნორმები (განსაკუთრებით ობიექტის ტერიტორიაზე სასროლეთის ირგვლივ). 4. თუ მშენებლობა იგეგმება IV კატეგორიის შენობებიდან 300 მეტრის რადიუსში, მშენებლობის დაგეგმვისას გათვალისწინებული უნდა იყოს შემდეგი გარემოებები: ა) მშენებლობა დაიგეგმოს იმგვარად, რომ დანაყოფთა ოპერატიულად გადაადგილებას არ შეეშალოს ხელი; ბ) სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობისას მინიმუმამდე იყოს დაყვანილი ობიექტთან მისასვლელი საავტომობილო გზის  ბლოკირების შესაძლებლობა; გ) სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობისას და მშენებლობის დასრულების შედეგად არ შემცირდეს სამინისტროს ობიექტთან მისასვლელი არსებული საავტომობილო გზის რაოდენობა; დ) ასაშენებელი ობიექტის ხედვის არეში არ ექცეოდეს ობიექტის ტერიტორია; ე) დაცული იყოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უსაფრთხოების ნორმები. 5. თუ მშენებლობა იგეგმება V კატეგორიის შენობებიდან 100 მეტრის რადიუსში დასახლებულ პუნქტებში, ხოლო 300 მეტრის რადიუსში დაუსახლებელ პუნქტებში, მშენებლობის დაგეგმვისას გათვალისწინებული უნდა იყოს შემდეგი გარემოებები: ა) მშენებლობა დაიგეგმოს იმგვარად, რომ სახანძრო-სამაშველო დანაყოფების მოსამსახურეთა ოპერატიულად გადაადგილებასა და შემთხვევაზე სწრაფ რეაგირებას არ შეეშალოს ხელი; ბ) სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობისას მინიმუმამდე იყოს დაყვანილი ობიექტთან მისასვლელი საავტომობილო გზის  ბლოკირების შესაძლებლობა; გ) სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობისას და მშენებლობის დასრულების შედეგად არ შემცირდეს სამინისტროს ობიექტთან მისასვლელი არსებული საავტომობილო გზის რაოდენობა, მათ შორის, არ მოხდეს არსებული გზის სიგანის შემცირება. 6. თუ მშენებლობა იგეგმება VI კატეგორიის შენობებიდან 100 მეტრის რადიუსში, მშენებლობის დაგეგმვისას გათვალისწინებული უნდა იყოს შემდეგი გარემოებები: ა) მშენებლობა დაიგეგმოს იმგვარად, რომ შესაბამისი დანაყოფების მოსამსახურეთა ოპერატიულად გადაადგილებასა და შემთხვევაზე სწრაფ რეაგირებას არ შეეშალოს ხელი; ბ) სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობისას მინიმუმამდე იყოს დაყვანილი ობიექტთან მისასვლელი საავტომობილო გზის  ბლოკირების შესაძლებლობა; გ) სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობისას და მშენებლობის დასრულების შედეგად არ შემცირდეს სამინისტროს ობიექტთან მისასვლელი არსებული საავტომობილო გზის რაოდენობა, მათ შორის, არ მოხდეს არსებული გზის სიგანის შემცირება. 7. VII და VIII კატეგორიის შენობების ირგვლივ მშენებლობისას დაცული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი მოთხოვნები. მუხლი 4🔗 . სამინისტროს მიერ გადაწყვეტილების/დასკვნის მომზადება 1. განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების (მათ შორის, რადიაციული ან ბირთვული ობიექტების) მშენებლობის ნებართვისა და II-IV კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ წარმოებაში სამინისტროს მიერ მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცების ან/და არქიტექტურული პროექტის შეთანხმებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას/დასკვნას ამზადებს სამინისტროში შექმნილი კომისია (შემდგომ – კომისია). კომისიის შემადგენლობა და საქმიანობის წესი განისაზღვრება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით. 2. კომისია მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცებასთან დაკავშირებით დასმულ საკითხზე გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისი განცხადების წარდგენიდან არაუგვიანეს 20 სამუშაო დღისა და ამ გადაწყვეტილებას წარუდგენს განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების (მათ შორის, რადიაციული ან ბირთვული ობიექტების) მშენებლობის ნებართვისა და II-IV კლასის შენობა-ნაგებობის  მშენებლობის ნებართვის გამცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. 3. კომისია 10 სამუშაო დღის ვადაში შეისწავლის არქიტექტურული პროექტის მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობებთან შესაბამისობას და ამზადებს შესაბამის დასკვნას, რომელიც წარედგინება განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების (მათ შორის, რადიაციული ან ბირთვული ობიექტების) მშენებლობის ნებართვისა და II-IV კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობის ნებართვის გამცემ ადმინისტრაციულ ორგანოს.