ლიცენზიის ფორმების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს ფასიანი ქაღალდების კომისიის დადგენილება (1)
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 300.310.000.12.005.009.164
საქართველოს ფასიანი ქაღალდების ეროვნული
კომისიის დადგენილება №69
2006 წლის 25 აგვისტო
ქ. თბილისი
ლიცენზიის ფორმების დამტკიცების შესახებ
„მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 2 აგვისტოს №669 ბრძანების მოთხოვნათა შესრულების მიზნით, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის 36-41-ე პუნქტებისა და მე-14 მუხლის, „არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ზ“ ქვეპუნქტების, „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის, 49-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტების, 56-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნათა საფუძველზე, კომისია ადგენს:
1. დამტკიცდეს ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის, საბროკერო საქმიანობის, საფონდო ბირჟის, ცენტრალური დეპოზიტარის, აქტივების მმართველის საქმიანობისა და სპეციალიზებული დეპოზიტარის ლიცენზიის ფორმები თანდართული სახით.
2. ძალდაკარგულად იქნეს ცნობილი კომისიის 2005 წლის 5 აპრილის №56 დადგენილება „ფასიანი ქაღალდების ბაზრის რეგულირებადი მონაწილეების, აქტივების მმართველი კომპანიისა და სპეციალიზებული დეპოზიტარის სალიცენზიო მოწმობების ფორმების დამტკიცების შესახებ“ (სსმ III, №42, 2005 წ., მუხ. 449) ამ დადგენილების ძალაში შესვლის დღიდან.
3. წინამდებარე დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
კომისიის თავმჯდომარის მოადგილე,
თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი თ. გოდერძიშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ლიცენზიის ფორმების დამტკიცების შესახებ“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 06.08.2007.
- როდის იქნა მიღებული „ლიცენზიის ფორმების დამტკიცების შესახებ“?
- „ლიცენზიის ფორმების დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 31.08.2006. მიმღები ორგანო — საქართველოს ფასიანი ქაღალდების კომისია. დოკუმენტის ნომერი — №69. სარეგისტრაციო კოდი — 300310000.12.005.009164.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „ლიცენზიის ფორმების დამტკიცების შესახებ“-ში?
- დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 06.08.2007-დან.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „ლიცენზიის ფორმების დამტკიცების შესახებ“-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „ლიცენზიის ფორმების დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 06.08.2007 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს ფასიანი ქაღალდების კომისიის დადგენილება „ლიცენზიის ფორმების დამტკიცების შესახებ“, №69, 31.08.2006, სარეგისტრაციო კოდი 300310000.12.005.009164 (კონსოლიდირებული რედაქცია 06.08.2007). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1425937/