სალიცენზიო მოწმობის ფორმების დამტკიცების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს ფასიანი ქაღალდების კომისიის დადგენილება (1)
- ლიცენზიის ფორმების დამტკიცების შესახებ 31.08.2006
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფოსარეგისტრაციო კოდი 240.090.000.12.005.010.724
საქართველოს ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისიის
დადგენილება №74
2007 წლის 6 აგვისტო
ქ. თბილისი
სალიცენზიო მოწმობის ფორმების დამტკიცების თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 141 მუხლის, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის 36-41 პუნქტების, მე-14 და 22-ე მუხლების, „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის 29-ე და 50-ე პუნქტების, მე-20, 23-ე და 31-ე მუხლების, ასევე „არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ზ“ ქვეპუნქტების მოთხოვნათა საფუძველზე, საქართველოს ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისია ადგენს:
1. დამტკიცდეს:
ა) საფონდო ბირჟის სალიცენზიო მოწმობის ფორმა (დანართი №1);
ბ) ცენტრალური დეპოზიტარის სალიცენზიო მოწმობის ფორმა (დანართი №2);
გ) საბროკერო საქმიანობის სალიცენზიო მოწმობის ფორმა (დანართი №3);
დ) ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის სალიცენზიო მოწმობის ფორმა (დანართი №4);
ე) სპეციალიზებული დეპოზიტარის სალიცენზიო მოწმობის ფორმა (დანართი №5);
ვ) აქტივების მმართველის საქმიანობის სალიცენზიო მოწმობის ფორმა (დანართი №6).
2. ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი საქართველოს ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისიის 2006 წლის 25 აგვისტოს №69 დადგენილება „ლიცენზიის ფორმების დამტკიცების შესახებ“.
3. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
კომისიის თავმჯდომარის მოადგილე,
თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი თ. გოდერძიშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „სალიცენზიო მოწმობის ფორმების დამტკიცების თაობაზე“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 26.11.2008.
- როდის იქნა მიღებული „სალიცენზიო მოწმობის ფორმების დამტკიცების თაობაზე“?
- „სალიცენზიო მოწმობის ფორმების დამტკიცების თაობაზე“ მიღებულია 06.08.2007. მიმღები ორგანო — საქართველოს ფასიანი ქაღალდების კომისია. დოკუმენტის ნომერი — №74. სარეგისტრაციო კოდი — 240090000.12.005.010724.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „სალიცენზიო მოწმობის ფორმების დამტკიცების თაობაზე“-ში?
- დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 26.11.2008-დან.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „სალიცენზიო მოწმობის ფორმების დამტკიცების თაობაზე“-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „სალიცენზიო მოწმობის ფორმების დამტკიცების თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 26.11.2008 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს ფასიანი ქაღალდების კომისიის დადგენილება „სალიცენზიო მოწმობის ფორმების დამტკიცების თაობაზე“, №74, 06.08.2007, სარეგისტრაციო კოდი 240090000.12.005.010724 (კონსოლიდირებული რედაქცია 26.11.2008). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1417660/