სალიცენზიო მოწმობის ფორმების დამტკიცების თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
26.11.2008 ძალადაკარგული 26.03.2015
ნომერი
№10
სარეგისტრაციო კოდი
300310000.10.036.012437
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 175, 08/12/2008
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

საქართველოს ფასიანი ქაღალდების კომისიის დადგენილება (1)

ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფოსარეგისტრაციო კოდი 300.310.000.40.036.012.437

საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს უფროსის

ბრძანება №10

2008 წლის 26 ნოემბერი

ქ. თბილისი

სალიცენზიო მოწმობის ფორმების დამტკიცების თაობაზე

,,საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1995 წელი, №27-30) 53-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის, 70-ე მუხლის პირველი პუნქტის, ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის 29-ე, 30-ე, 31-ე, 34-ე, 35-ე, 36-ე, 37-ე, 38-ე, 39-ე, მე-40, 41-ე პუნქტებისა და მე-14 მუხლის, ,,საქართველოს სახელმწიფო გერბის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის, ,,ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის, ,,არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის, ,,დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის საფუძველზე, სალიცენზიო მოწმობის ფორმების დამტკიცების მიზნით, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს თანდართული სახით ,,სალიცენზიო მოწმობის ფორმები“ (დანართები №1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9, 10, 11).

2. ამ ბრძანების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი:

ა) საქართველოს ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისიის 2007 წლის 6 აგვისტოს №74 დადგენილება ,,სალიცენზიო მოწმობის ფორმების დამტკიცების თაობაზე“ (სსმ III, 14.08.2007 წ., №114, მუხლი 1266);

ბ) საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2005 წლის 26 დეკემბრის №25 ბრძანება ,,საქართველოს ტერიტორიაზე სიცოცხლის დაზღვევის, დაზღვევის (არასიცოცხლის) და გადაზღვევის განხორციელებაზე ლიცენზიის ფორმების დამტკიცების შესახებ“ (სსმ III, 28.12.2005 წ., №151, მუხლი 1674).

3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

გ. ქადაგიძე