📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

,,ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოციალური მიზნის მქონე პროექტების თანადაფინანსების პროგრამის განხორციელების შესახებ“

მიღების თარიღი 30.10.2024
გამომცემი ორგანო ოზურგეთის მუნიციპალიტეტი
ნომერი №14
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.113.016524 4029
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 01/11/2024
1,617 სიტყვა · ~8 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
ბოლნისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ახალგაზრდული პროგრამების მხარდაჭერის მიზნით განათლებისა და ახალგაზრდული პროექტების (პროგრამული კოდი 0509) თანადაფინანსების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 91% 05.05.2025 ხობის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში პროექტების ინიციირების, მათი განხილვისა და ადგილობრივი ბიუჯეტის სახსრებით დაფინანსების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 91% 27.05.2021 გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის განათლების, კულტურული ღონისძიებების, სპორტული ღონისძიებების და ახალგაზრდული ღონისძიებების ხელშეწყობის პროექტების თანადაფინანსების პროგრამების განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 90% 10.04.2020 თემზე დაფუძნებული ადგილობრივი მხარდაჭერის პროგრამის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 90% 28.12.2023 ხონის მუნიციპალიტეტის სამოქალაქო ბიუჯეტირების პროგრამის სამუშაო ჯგუფის შექმნისა და საქმიანობის წესის დამტკიცების თაობაზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 90% 15.07.2025

დოკუმენტის ტექსტი

,,ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოციალური მიზნის მქონე პროექტების თანადაფინანსების პროგრამის განხორციელების შესახებ“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №14 2024 წლის 30 ოქტომბერი ქ. ოზურგეთი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოციალური მიზნის მქონე პროექტების თანადაფინანსების პროგრამის განხორციელების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილის, 24-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლისა და 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის  შესაბამისად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ,,ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოციალური მიზნის მქონე  პროექტების თანადაფინანსების პროგრამის განხორციელების წესი თანახმად №1 დანართისა. მუხლი 2🔗 დამტკიცდეს საპროექტო განაცხადის ფორმა თანახმად №2 დანართისა. მუხლი 3🔗 დამტკიცდეს სოციალური მიზნის მქონე პროექტების მხარდაჭერის /თანადაფინანსების მიზნით, წარმოდგენილი პროექტების შესრულების ფინანსური ანგარიშის ფორმა თანახმად №3 დანართისა. მუხლი 4🔗 დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოციალური მიზნის მქონე პროექტების თანადაფინანსების პროგრამის განხორციელების შესახებ“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 7 სექტემბრის  №30 დადგენილება  (www.matsne.gov.ge, 09/09/2022, სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.113.016479). მუხლი 5🔗 დადგენილება ამოქმედდეს  გამოქვეყნებისთანავე.ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით დარჩია დანართი №1 ოზურგეთის  მუნიციპალიტეტის  სოციალური  მიზნის  მქონე  პროექტების თანადაფინანსების   პროგრამის  განხორციელების  წესი მუხლი 1🔗. ზოგადი   დებულებები „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოციალური მიზნის მქონე პროექტების თანადაფინანსების პროგრამის  განხორციელების წესი“ (შემდგომში – „პროგრამა) წარმოადგენს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში არსებული ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საბიუჯეტო პროგრამული კოდი (06.02.13) განხორციელების ძირითად საფუძველს და მარეგულირებელ აქტს. მუხლი 2🔗. პროგრამის   მიზნები ა) ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან და არასამთავრობო სექტორთან თანამშრომლობის საფუძველზე, მოწყვლადი ჯგუფების  მხარდაჭერა; ბ) სოციალურად დაუცველი ოჯახების და მოწყვლადი ჯგუფების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება, სოციალური მიზნ(ებ)ის მქონე პროექტებში მათი ჩართვის გზით; გ) სოციალურად დაუცველი ოჯახების და მოწყვლადი ჯგუფების მოტივირება და თვითრეალიზაციის ხელშეწყობა/ქმედითი მხარდაჭერა, მათ შორის სოციალური საწარმოების დაფუძნების/განვითარების ხელშეწყობის გზით; დ) დასაქმების  ხელშეწყობა. მუხლი 3🔗. პროგრამის განხორციელების ძირითადი პრინციპები ა) კანონიერება; ბ) თანასწორობა; გ) საჯაროობა; დ) მიუკერძოებლობა; ე) კოლეგიურობა; ვ) საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობა. მუხლი 4🔗. პროგრამის საკოორდინაციო სამდივნო 1.  პროგრამის საკოორდინაციო სამდივნო (შემდგომში – სამდივნო), წარმოადგენს ოზურგეთის მუნციპალიტეტის მერის (შემდგომში – მერი) სათათბირო ორგანოს, რომელიც იქმნება მერის ბრძანების საფუძველზე, პროგრამის კოორდინაციის, კონკურსის  ორგანიზების,  მონიტორინგისა  და  შეფასების მიზნით. 2. სამდივნოს შემადგენლობაში სავალდებულოდ და თანამდებობრივად  შედიან: ა) საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის წარმომადგენელ(ებ)ი; ბ) საკრებულოს აგრარულ საკითხთა, ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხთა კომისიის წარმომადგენელ(ებ)ი; გ) მერის მოადგილე; დ) მერიის  სამსახურების  არანაკლებ 2  (ორი)  წარმომადგენელი; ე) მერი უზრუნველყოფს სამდივნოში, სოციალური მიზნების და დასაქმების მიმართულებით მომუშავე საერთაშორისო/ადგილობრივი სამოქალაქო  სექტორის წარმომადგენელების და თემატური ექსპერტების მონაწილოებას, მათი მიმართვის  საფუძველზე. 3. სამდივნოს საქმიანობას ორგანიზებას უწევს და თავმჯდომარეობს მერის  მოადგილე. 4. სამდივნოს შემადგენლობა და  წევრთა შემადგენლობის ცვლილება მტკიცდება მერის ბრძანებით. მუხლი 5🔗. პროგრამის საკონკურსო კომისია 1. პროგრამის ფარგლებში მიღებული განაცხადებიდან გამარჯვებული კანდიდატების შერჩევის  მიზნით,  იქმნება საკონკურსო კომისია (შემდგომში – კომისია).  2. კომისიის შემადგენლობას სამდივნოს  წარდგინებით  ამტკიცებს  მერი. 3. კომისიის შემადგენლობა განისაზღვრება შემდეგი წესით: ა) მერის მოადგილე; ბ) მერიის  სამსახურების   წარმომადგენელ(ებ)ი; გ) მერი უზრუნველყოფს კომისიაში, სოციალური მიზნების და დასაქმების მიმართულებით მომუშავე საერთაშორისო/ადგილობრივი სამოქალაქო  სექტორის წარმომადგენელების და თემატური ექსპერტების მონაწილოებას,  მათი მიმართვის  საფუძველზე. მუხლი 6🔗. კომისიის ფუნქციონირების  წესი:  1. კომისიის სხდომებს იწვევს და წარმართავს კომისიის თავმჯდომარე. 2. კომისია უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, თუ მას ესწრება კომისიის საერთო წევრთა უმრავლესობა 3. გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს კომისიის დამსწრე წევრთა უმრავლესობა. 4. კომისიის სხდომაზე დგება შესაბამისი სხდომის ოქმი, რომელსაც ხელს აწერს კომისიის დავმჯდომარე და წევრები. კომისიის გადაწყვეტილება აისახება ოქმში. 5. კომისიის გამართულად საქმიანობას, მისი ფუნქციონირების ადმინისტრირებას (ფართით უზრუნველყოფა, შემოსული პროექტების ასლების გამრავლება და სხდომაზე კომისიის წევრებისთვის დარიგება) უზრუნველყოფს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია. 6. კომისიის სხდომის შესახებ არაუმეტეს 3 (სამი) დღით ადრე ეცნობებათ კომისიის წევრებს. მუხლი 7🔗. კომისიის წევრის უფლება-მოვალეობა 1. კომისიის წევრი უფლებამოსილია: ა) მონაწილეობდეს კომისიის მუშაობაში; ბ) შემოვიდეს ინიციატივით და დააყენოს საკითხები განსახილველად; გ) ზეპირად ან წერილობით გამოხატოს საკუთარი მოსაზრება; დ) ხმის უფლებით მონაწილეობდეს კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესში; ე) დაუბრკოლებლად მიიღოს ინფორმაცია კომისიის საქმიანობისა და კომპეტენციის ფარგლებში. 2. კომისიის წევრის ვალდებულებაა: ა) დაიცვას პროგრამის განხორციელების წესი და კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები; ბ) გაუფრთხილდეს კომისიისღირსებასა და საქმიან რეპუტაციას; გ) არ გაახმაუროს ამ პროგრამის ფარგლებში მიღებული კონფიდენციალური ინფორმაცია; დ) შეისწავლოს შემოსული საპროექტო წინადადებები; ე) საჭიროებისამებრ, მოითხოვოს განმცხადებლისგან პროექტის გასამყარებლად დამატებითი დოკუმენტაცია, მათ შორისб ფინანსური; ვ) შეისწავლოს საპროექტო წინადადებაში აღწერილი შემდეგი ინფორმაცია: ვ. ა) ორგანიზაციის შესახებ მონაცემები; ვ. ბ) ფინანსური და სტატისტიკური მონაცემები; ვ. გ) განმცხადებლის მიერ პროექტის განხორციელების რეალური შესაძლებლობა; ვ. დ) პროექტის რეალური საჭიროებები. 3. კომისიის წევრი ანგარიშვალდებულია კომისიის თავმჯდომარის წინაშე. მუხლი 8🔗. კომისიის თავმჯდომარე /კომისიის თავმჯდომარის მოადგილე 1. კომისიის თავმჯდომარე: ა)   ორგანიზებას უწევს კომისიის სხდომებს; ბ)   კოორდინაციას უწევს კომისიის საქმიანობას; გ)  უნაწილებს ფუნქციებს, აძლევს დავალებებს კომისიის წევრებს და ისმენს მათ ანგარიშებს გაწეული მუშაობის შესახებ; დ)  უფლებამოსილია გამოვიდეს ინიციატივით, რომ შესწორებები იქნეს შეტანილი პროექტების მიღების, განხილვის პროცედურებში და პროექტების შეფასების კრიტერიუმებში; ე)  წარმოადგენს კომისიას და მოქმედებს მისი სახელით ოფიციალური ურთიერთობისას. 2. კომისიის თავმჯდომარის არყოფნის ან მის მიერ საკუთარი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, კომისიის თავმჯდომარის ფუნქციებს ასრულებს კომისიის თავმჯდომარის მოადგილე. მუხლი 9🔗. საპროექტო წინადადებების სფერო, მიღების წესი, შერჩევის პროცედურები და  შეფასების  კრიტერიუმები 1. საპროექტო წინადადებები უნდა შემოიფარგლოს შემდეგი სამიზნე ჯგუფებითა და საკითხებით: ა) სოციალურად დაუცველი ოჯახები/პირები; ბ) შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები; გ) ზრუნვის სისტემიდან გასული პირები; დ) მრავალშვილიანი ოჯახები; ე) მარჩენალდაკარგული პირები; ვ) მარტოხელა მშობელი; ზ) ახალგაზრდები; თ) მარტოხელა ხანდაზმული პირები; ი) დედ-მამით ობოლი ბავშვები; კ) ოჯახური პირობების გამო დიდი ხნის მანძილზე დაუსაქმებელი დიასახლისები; ლ) ოჯახში ძალადობის მსხვერპლი პირები; მ) კანონთან კონფლიქტში მყოფი პირები; ნ) ზემოაღნიშნული სამიზნე ჯგუფების ჩართულობის უზრუნველყოფა სოციალური მიზნების მქონე სხვადასხვა პროექტებში; ო) ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სოციალური საწარმოების განვითარების ხელშეწყობა; პ) საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესება; ჟ) გენდერული თანასწორობა. 2. საპროექტო წინადადებები, რომლებიც არ იქნება მხარდაჭერილი სამდივნოს მიერ: ა) პროექტი, რომელიც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის რომელიმე საბიუჯეტო ქვეპროგრამის იდენტურია; ბ) შეიცავს დისკრიმინაციულ ელემენტებს; გ) გულისხმობს პოლიტიკური პარტიების, რელიგიური ან სამხედრო ჯგუფების მხარდაჭერას; დ) პროექტის შესრულებით შეუძლებელია მიღებული შედეგების შეფასება; ე) პროექტები რომელთა განხორციელების არეალი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ფარგლებს მიღმაა.  3. კომისიის მხარდაჭერის შედეგად მიღებული/მოპოვებული თანადაფინანსების ფარგლებში შეუძლებელია; ა) შეძენილ იქნეს უძრავ-მოძრავი ქონება პირადი ინტერესებისათვის; ბ) ინდივიდუალური ან ჯგუფური (კოლექტიური) გრძელვადიანი ღონისძიებების დაფინანსება, რომელთა მონიტორინგი და შეფასება შეუძლებელია. გ) თანადაფინანსების თანხა არ შეიძლება მიმართულ იყოს ხელფასების გასაცემად.  4. საპროექტო წინადადებები, რომლებიც არ მიიღება: ა) მერიის მიერ დაფინანსებული ორგანიზაციის მიერ საბიუჯეტო წლის განმავლობაში შემოტანილი ერთზე მეტი საპროექტო განაცხადი; ბ) ერთი და იმავე ორგანიზაციის მიერ ერთზე მეტი განაცხადის წარმოდგენა მიმდინარე/გამოცხადებულ კონკურსში ; გ) პროექტები, რომელთა ბიუჯეტში გაწერილი ოზურგეთის მუნიციპალიტეტისგან მოთხოვნილი თანხა აღემატება მუნიციპალიტეტის თანადაფინანსების მაქსიმალურ თანხას – 10,000 (ათიათასი) ლარს. მუხლი 10🔗. პროგრამის  განხორციელების  ეტაპები 1. პროგრამა მოიცავს განხორციელების შემდეგ ეტაპებს: ა) წინადადებების კონკურსის გამოცხადებას; ბ) წინადადებების მიღებას; გ) წინადადებების  გადარჩევას; დ) გამარჯვებული პროექტების გამოცხადებასა  და  თანადაფინანსებას; ე) გამარჯვებული  პროექტების მიმდინარეობის  მონიტორინგს. მუხლი 11🔗. საპროექტო  წინადადებების  მიღების  წესი  1. საპროქტო წინადადებების მიღება ხორციელდება მთელი წლის განმავლობაში თანხის ამოწურვამდე. 2. საპროექტო  წინადადება  შევსებული  და წარდგენილი უნდა იქნეს დანართი №2-ის  შესაბამისად. 3. საპროექტო  წინადადება, განცხადებასთან ერთად, შეიძლება წარმოდგენილ იქნეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის  მერიის კანცელარიაში, როგორც  მატერიალური სახით, ასევე ელექტრონული ფორმითაც  (მუნიციპალიტეტის  ელფოსტის  მისამართი – meriaozurgeti2018@gmail.com). 4. საპროექტო წინადადების ინიცირების უფლება აქვს ნებისმიერ იმ ორგანიზაციას (საბიუჯეტო – ( მაგალითად, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება, ბიბლიოთეკა, სკოლა და ა.შ.),  არასამთავრობო, სათემო ორგანიზაცია/ცენტრი, სოციალური საწარმო და სხვ.), რომელიც, საკუთარი სახსრებით ან დონორი ორგანიზაციებიდან გრანტის მიღების გზით, მოახდენს წილობრივ დაფინანსებას და, პროექტის განხორციელებით, ხელს შეუწყობს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფების წარმომადგენელთა სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას. 5. საპროექტო წინადადების თანადაფინანსების შემთხვევაში მუნიციპალიტეტის თანადაფინანსების  წილი არ შეიძლება აღემატებოდეს წარმოდგენილი პროექტის საერთო  ღირებულების 30 %-ს. (არაუმეტეს 10,000 (ათი ათასი) ლარი). 6. კომისია უფლებამოსილია განსაზღროს ორგანიზაციის მიერ მოთხოვნილი   თანხა   დაფინანსდეს   სრულად   ან   ნაწილობრივ. 7. ორგანიზაციის  მიერ წარმოდგენილი მოთხოვნილი თანხის კორექტირების შეთავაზების შეთანხმების შემთხვევაში გონივრულ ვადაში ორგანიზაციამ საკონკურსო კომისიის  სახელზე  უნდა წარმოადგინოს კორექტირებული ბიუჯეტი მუნიციპალიტეტის კანცელარიაში მატერიალური ან ელექტრონული ფორმით (მუნიციპალიტეტის  ელ. ფოსტის მისამართი - meriaozurgeti2018@gmail.com). 8.   მეორადი ნივთის შეძენის შემთხვევაში ორგანიზაციის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნას შემდეგი დოკუმენტაცია, კერძოდ:  ხელშეკრულება/მიღება ჩაბარება და ასევე ნივთის საგარანტიო არანაკლებ 1 (ერთი)  წლის  ვადით. (ნივთი უნდა იყოს გამართულ მდგომარეობაში). 9. არასრულად  წარმოდგენილი საპროექტო  წინადადება არ განიხილება. მუხლი 12🔗. საპროექტო  წინადადებების  შერჩევის  პროცედურები 1.  საპროექტო წინადადების შემოტანის ვადის დასრულებიდან არაუმეტეს 5 (ხუთი) სამუშაო  დღის ვადაში პროექტი ელექტრონული ფორმით გადაეცემა სამდივნოს. 2.  საპროექტო წინადადებას, ამ წესთან შესაბამისობის დადგენის მიზნით, განიხილავს სამდივნო და არაუგვიანეს 14 (თოთხმეტი) სამუშაო დღის ვადაში თანდართულ მასალებთან ერთად, გამარჯვებულის გამოსავლენად გადაუგზავნის კომისიას. 3.  კომისიის წევრები ინდივიდუალურად აფასებენ წარმოდგენილ პროექტებს და შეფასებისას ხელმძღვანელობენ საპროექტო წინადადებების წინასწარ მერის მიერ დამტკიცებული შეფასების ფორმით, ყველა წევრის შეფასების ჯამური ქულის გათვალისწინებით დგება პროექტების რეიტინგული სია, რომლის მიხედვითაც გამოვლინდება  გამარჯვებული   პროექტები. 4. საპროექტო წინადადებასთან დაკავშირებით კომისია უფლებამოსილია  მოითხოვოს  პროექტთან  დაკავშირებული  დამატებითი  ინფორმაცია / დაზუსტება  ან  გასაუბრება. 5. კომისია გამარჯვებული ორგანიზაცი(ებ)ის შესახებ ინფორმაციას წარუდგენს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერს, ქვეპროგრამით გათვალისწინებული საბიუჯეტო  სახსრებიდან  შესაბამისი  პროექტის  დასაფინანსებლად. 6. საპროექტო წინადადების წარმომდგენი ორგანიზაციის მოთხოვნის შემთხვევაში საკონკურსო კომისიის მიერ აღნიშნული საპროექტო წინადადების განხილვისა და მისი მოწონების საფუძველზე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია უფლებამოსილია მიმდინარე წლის ვადით გასცეს ადმინისტრაციული დაპირება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან  თანადაფინანსების  განხორციელების  შესახებ.  მუხლი 13🔗. პროექტის განხორციელებისა და ანგარიშგების/ანგარიშსწორების წესი 1. დამტკიცებული/თანადაფინანსებული პროექტი უნდა განხორციელდეს მიმდინარე კალენდარული  წლის  განმავლობაში. 2. პროექტის თანადაფინანსებაზე დონორის უარის შემთხვევაში, კომისიის გადაწყვეტილებით, მუნიციპალიტეტის  მიერ თანხა  არ გაიცემა. 3. თანადაფინანსების მიმღებ ორგანიზაციასთან  ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია აფორმებს თანადაფინანსების ხელშეკრულებას, რომელიც არეგულირებს მხარეთა შორის სამართლებრივ ურთიერთობებს და ითვალისწინებს გამარჯვებული ორგანიზაციის  პასუხისმგებლობას ხელშეკრულების პირობების დარღვევის შემთხვევაში. აღნიშნულ ხელშეკრულებას და მასთან დაკავშირებულ დოკუმენტებს  ხელს  აწერს   მერი ან მერის პირველი მოადგილე . 4. კომისიის მიერ მხარდაჭერილი პროექტ(ებ)ი უნდა განხორციელდეს დანართი №2-ის შესაბამისად. 5. პროექტის განხორციელების ფარგლებში, გამარჯვებული ორგანიზაციის მიერ კომისიას  2-ჯერ  უნდა წარედგინოს ანგარიში დანართი №3-ის  შესაბამისად, პროექტის მიმდინარეობის შუა პერიოდში  და  მისი დასრულებიდან  არაუმეტეს 3 (სამი)  კვირის  ვადაში. 6. ანაზღაურება მოხდება ორგანიზაციის მიერ მისი თანადაფინანსების ხარჯვის  დამადასტურებელი ყველა დოკუმენტაციის (მაგალითად: სასაქონლო ზედნადებების, საგადასახადო ანგარიშფაქტურების და ხელშეკრულებით გათვალისწინებული  და საჭიროების შემთხვევაში კომისიის მიერ მოთხოვნილი სხვა დოკუმენტაცია) წარმოდგენის  შემდეგ. 7. დაფინანსების მიმღები ორგანიზაცია ვალდებულია დეტალურად წარუდგინოს დამფინანსებელს მიღებული თანხის მიზნობრივად ხარჯვის დამადასტურებელი დოკუმენტების, მიღება-ჩაბარების აქტების, საგადასახადო დოკუმენტაციის (სასაქონლო ზედნადები, საგადასახადო ანგარიშფაქტურა, შესყიდვის აქტი), გადახდის ქვითრების, საგადახდო დავალებების და სხვა ფინანსური დოკუმენტების ავტორიზებული ქსეროასლები; ამასთან, სამდივნო იტოვებს უფლებას, ნებისმიერ დროს მოითხოვოს წარმოდგენილი დოკუმენტაციის დედნები და უზრუნველყოს პროექტის განხორციელების  ფინანსური მხარის მონიტორინგი. მუხლი 14🔗. გამარჯვებული პროექტების მიმდინარეობის მონიტორინგი 1. მონიტორინგს ახორციელებს სამდივნოს  წევრები  (არანაკლებ 2 (ორი)  წევრი), რომლებიც,  პროექტის მიმდინარეობის შუა პერიოდში და ასევე პროექტის დასრულების შემდეგ, არაუმეტეს 1 (ერთი) თვის ვადაში, ორგანიზაციის საქმიანობის ეფექტიანობისა და გრანტით განსაზღვრული თანხის მიზნობრივი ხარჯვის მონიტორინგს  ახორციელებს  არანაკლებ  2-ჯერ. 2. მონიტორინგის  ფორმა  მტკიცდება  მერის  ბრძანებით. მუხლი 15🔗. წესის დამტკიცება და  მასში ცვლილებების შეტანა წესის დამტკიცება და მასში ცვლილებ(ებ)ისა ან/და დამატებ(ებ)ის შეტანა ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.