ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების აღრიცხვა-ანგარიშგების წესის და სამართალდარღვევის ოქმის ბლანკების გასავლის/მიღების ჟურნალების ფორმის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №65 |
|
2018 წლის 3 აგვისტო ქ. ლაგოდეხი |
ამ დადგენილების მე-4 მუხლით დამტკიცებული ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შედგება ორი გვერდისაგან პირველ გვერდზე გამოსახულია წარწერა „ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერია“ და მისამართი, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ნომერი, თარიღი და ოქმის შედგენის ადგილი, ოქმის შემდგენი პირის თანამდებობდა, სახელი და გვარი, ოქმის შედგენის სამართლებრივი საფუძველი, სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი და დრო, სამართალდამრღვევი სუბიექტის სრული დასახელება, დაბადების თარიღი, მოქალაქის საიდენტიფიკაციო მონაცემები, მისამართი, იურიდიული მისამართი, სამართალდარღვევის შინაარსი, კანონის შესაბამისი მუხლი და პუნქტი, სამართალდარღვევასთან დაკავშირებით სამართალდამრღვევი პირის თანამდებობა, სახელი და გვარი, სამართალდამრღვევი პირის ახსნა-განმარტება. სამართალდარღვევის ოქმის მეორე გვერდზე მოცემულია ოქმის ნომერი, განმარტება სამართალდამრღვევი პირის უფლებებისა და მოვალეობების შესახებ, ოქმის შემდგენი პირის ხელმოწერა, სამართალდამრღვევი პირის ხელმოწერა, მოწმეების სახელი, გვარი, მისამართი, პირადობის მოწმობის № და ხელმოწერა, დაზარალებული პირის სახელი, გვარი, მისამართი, პირადობის მოწმობის № და ხელმოწერა, სამართალდამრღვევის ხელმოწერა ოქმის ასლის ჩაბარებასთან დაკავშირებით, ჩანაწერი ადმინისტრაციული სამართალდამრღვევის მიერ ოქმის ხელმოწერაზე უარის თქმის შემთხვევაში. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ორივე გვერდზე ქვედა მარჯვენა კუთხეში დაიტანება დამკვეთის, ოქმის დამამზადებელი პოლიგრაფიული საწარმოს სახელწოდება, ასევე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელწოდება ინიციალებით და რეგისტრაციის ნომერი.
ა) რელიეფურ დამცავ ბადეს;
ბ) ნუმერაციას საღებავით, რომელიც ულტრაიისფერი სხივების ქვეშ ნათდება; გ) ბორჯღალის ნიშანს, რომელიც გახედვისას ჩნდება გამჭვირვალედ.“
|
დანართი №1
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების აღრიცხვა- ანგარიშგების წესი 1. წინამდებარე წესი არეგულირებს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიაში არსებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების აღრიცხვა-ანგარიშგებას. 2. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების ბლანკების დამზადება ხორციელდება პოლიგრაფიულ საწარმოებში ,,მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად. 3.ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების ბლანკების დამზადების ორგანიზებასა და მომარაგებას ახორციელებს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერია. 4. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების ბლანკები განაწილებამდე ინახება ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციულ სამსახურში. 5. ოქმის ბლანკები შენახული უნდა იქნეს ცეცხლგამძლე სეიფში, ამასთან ის ადგილი, სადაც ინახება ოქმის ბლანკები, უნდა იყოს ხელშეუხებელი გარეშე პირთათვის და სათანადოდ დაცული დაზიანებისაგან. 6. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციულ სამსახურში, ოქმის ბლანკების შენახვაზე პასუხისმგებელი თანამდებობის პირის მიერ, ოქმის ბლანკები გადაეცემა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის შესაბამის სამსახურს, რომელსაც კანონმდებლობის საფუძველზე მინიჭებული აქვს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენის უფლებამოსილება. 7. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის მიერ ადმინისრტაციული სამართალდარღვევის ოქმის ბლანკების გადაცემა შესაბამის სამსახურისათვის, უნდა დაფიქსირდეს სამართალდარღვევის ოქმის ბლანკების გასავლის ჟურნალში, რომლის ფორმა მოყვანილია ამ დადგენილების მე-2 მუხლით დამტკიცებულ დანართ №2-ში. 8. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული სამსახურის მიერ ოქმების ბლანკების მიღებაზე და შემდგომ მათ განაწილებაზე პასუხისმგებელი თანამდებობის პირი თავის მხრივ ვალდებულია სამართალდარღვევის ოქმების გაცემა, დაბრუნება, გაუქმება აღრიცხოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა ოქმის აღრიცხვის ჟურნალში, რომლის ფორმა მოყვანილია ამ დადგენილების მე-3 მუხლით დამტკიცებულ დანართ №3-ში. 9. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმი ივსება ლურჯი ბურთულიანი კალმით. ოქმში ყველა ჩანაწერი კეთდება გარკვევით. დაუშვებელია გადახაზვა, გადაფხეკვა, გადაშლა და ა.შ. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმის დაზიანების ან მასში არასწორი მონაცემების შეტანის შემთხვევაში ივსება ახალი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმი. ძველი გადაიხაზება ჯვარედინად, რომელსაც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმის შემვსები მოხსენებითი ბარათით, გაუქმების მიზეზის მითითებით აბარებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმის გაცემაზე პასუხისმგებელ პირს. დანართი №2 სამართალდარღვევის ოქმის ბლანკების გასავლის ჟურნალის ფორმა
დანართი №3 სამართალდარღვევის ოქმების მიღების აღრიცხვის ჟურნალის ფორმა
|