„ტყიბულის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული რეგულარული სამგზავრო გადაყვანის M2 და M3 კატეგორიების ავტოსატრანსპორტო საშუალებების მარშრუტებზე მგზავრობის ტარიფებისა და შეღავათების დამტკიცების შესახებ“ ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 18 იანვრის N4 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№40
სარეგისტრაციო კოდი
010250020.35.125.016537
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 01/11/2024
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №40

2024 წლის 31 ოქტომბერი

ქ. ტყიბული

„ტყიბულის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული რეგულარული სამგზავრო გადაყვანის M2 და M3 კატეგორიების ავტოსატრანსპორტო საშუალებების მარშრუტებზე მგზავრობის ტარიფებისა და შეღავათების დამტკიცების შესახებ“ ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 18 იანვრის №4 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის შესაბამისა და საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ 63-ე მუხლის შესაბამისად, ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

 


მუხლი 1
„ტყიბულის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული რეგულარული სამგზავრო გადაყვანის M2 და M3 კატეგორიების ავტოსატრანსპორტო საშუალებების მარშრუტებზე მგზავრობის ტარიფებისა და შეღავათების დამტკიცების შესახებ“  ტყიბულის მუნიციპალიტეტის  საკრებულოს  2024  წლის 18 იანვრის №4 დადგენილებაში (www. matsne.gov.ge, 22/01/2024 წელი; სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.125.016501) შეტანილ იქნას ცვლილება:

1. დადგენილებას დაემატოს 51 მუხლი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 51

1. ამ დადგენილებით დამტკიცებული დანართი №2-ის პირველი პუნქტით განსაზღვრული უფასო მგზავრობის უფლების მქონე პირებზე სამგზავრო პლასტიკური ბარათის გაცემის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მონაცემთა ბაზების არსებობა, რომელზედაც წვდომა უნდა ჰქონდეთ ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიას და ამ დადგენილების მე-3 მუხლით განსაზღვრულ „უფლებამოსილ სუბიექტს“.

2. ამ დადგენილებით დამტკიცებული დანართი №2-ის პირველი პუნქტით განსაზღვრული უფასო მგზავრობის უფლების მქონე პირთა მონაცემთა ბაზის განახლების მიზნით, ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიისთვის და უფლებამოსილი სუბიექტისთვის, შესაბამისი ინფორმაციის ყოველთვიურად მიწოდების უზრუნველყოფა ეთხოვოთ შემდეგ დაწესებულებებს:

ა) ამ დადგენილებით დამტკიცებული დანართი №2-ის პირველი პუნქტის „ა“, „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით დადგენილი კატეგორიების მქონე პირებთან დაკავშირებით – ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის, კულტურის, განათლებისა და სოციალური მხარდაჭერის სამსახურს;

ბ) ამ დადგენილებით დამტკიცებული დანართი №2-ის პირველი პუნქტის „ბ“, „გ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით დადგენილი კატეგორიების მქონე პირებთან დაკავშირებით – სსიპ – ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს;

გ) ამ დადგენილებით დამტკიცებული დანართი №2-ის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით დადგენილი კატეგორიების მქონე პირებთან დაკავშირებით – სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს;

დ) ამ დადგენილებით დამტკიცებული დანართი №2-ის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტით დადგენილი კატეგორიის მქონე პირებთან დაკავშირებით – სსიპ  – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას;

ე) ამ დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1 და №2-ით განსაზღვრული პირების ტყიბულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრაციის ფაქტის დადგენასთან დაკავშირებით – სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს.

3. ამ მუხლის მეორე პუნქტით განსაზღვრული ინფორმაციის გაცვლა შესაბამის სუბიექტებს შორის განხორციელდება მათ შორის შეთანხმებული ფორმით და პირობებით.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეიოსებ რობაქიძე