სანიტარულ-ჰიგიენური წესების მოქმედებაში შეყვანის შესახებ
საქართველოს მინისტრის ბრძანება მოქმედი
მიღების თარიღი 13.11.1998
გამომცემი ორგანო ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრო
ნომერი №437/ო
სარეგისტრაციო კოდი 000000220.01(2).003.000406 24
გამოქვეყნების წყარო გამოუქვეყნებელი, 0, 18/11/1998
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
13.11.1998 მიღება
დოკუმენტის ტექსტი
სანიტარულ-ჰიგიენური წესების მოქმედებაში შეყვანის შესახებ
საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის მინისტრისა და საქართველოს ტრანსპორტის მინისტრის
ერთობლივი ბრძანება №437/ო- №78
1998 წლის 13 – 12 ნოემბერი
ქ. თბილისი
სანიტარულ-ჰიგიენური წესების მოქმედებაში შეყვანის შესახებ
სანიტარიულ-ჰიგიენური წესების მოქმედებაში შეყვანის მიზნით, ვბრძანებთ:
1. „თვითმფრინავის ბორტზე მგზავრების კვებით უზრუნველყოფის სანიტარიული წესები“ და „სამოქალაქო ავიაციის საჰაერო ტრანსპორტის (საჰაერო ხომალდების) სანიტარიული წესები“ (დანართი №1, დანართი №2) მოქმედებაში შევიდეს ბრძანებაზე ხელის მოწერიდან 10 დღის შემდგომ და იგი სავალდებულოა შესასრულებლად საქართველოს ტერიტორიაზე ნებისმიერი ფიზიკური და იურიდიული პირისათვის განურჩევლად საკუთრების ფორმისა და უწყებრივი დაქვემდებარებისა, რომლებიც დაკავებულნი არიან ამ საქმიანობით.
2. აღნიშნული სანიტარიულ-ჰიგიენური წესების შესრულებაზე სახელმწიფო ზედამხედველობას ახორციელებენ მხოლოდ საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს სახსანზედამხედველობისა და ჰიგიენური ნორმირების დეპარტამენტის შესაბამისი ორგანოები.
3. ბრძანება გამოქვეყნდეს პრესაში.
ჯანმრთელობის დაცვის მინისტრი ა. ჯორბენაძე
ტრანსპორტის მინისტრი მ. ადეიშვილი
თვითმფრინავის ბორტზე მგზავრების კვებით უზრუნველყოფის სანიტარიული წესები
1. ზოგადი დებულება
1-1. აღნიშნული წესები განსაზღვრავენ თვითმფრინავის ბორტზე მზა კვების პროდუქტის ასორტიმენტსა და კვების პროდუქტის დამზადებაზე, ტრანსპორტირებასა და მათი თვითმფრინავის ბორტზე მიწოდებამდე შენახვაზე, ასევე თვითმფრინავის ბორტზე (რომლებიც ასრულებენ შიდა და საერთაშორისო რეისებს) მზა კვების პროდუქტების შენახვასა და დარიგებაზე სანიტარიულ მოთხოვნებს.
წესები შედგენილია იმ თავისებურებათა გათვალისწინებით, რომელიც ახლავს მგზავრთა კვების ორგანიზაციას მრავალადგილიანი სწრაფმავალი თვითმფრინავის ბორტზე.
1-2. თვითმფრინავის ბორტზე უზრუნველყოფენ კვებით ყველა მგზავრსა და ეკიპაჟის წევრებს ფრენის დროის შესაბამისად.
1-3. თვითმფრინავების მომარაგება მზა კვების პროდუქტებით, საბუფეტო პროდუქტებით, კამფეტებით, სასმელებით, ასევე ჭურჭლითა და სხვა ინვენტარით ხორციელდება ავიაკომპანიების საბორტო კვების საამქროების მეშვეობით სანიტარიულ-საკარანტინო ზედამხედველობის სამსახურთან შეთანხმებით.
2. თვითმფრინავების საბორტო კვების საამქროების სანიტარიული მოთხოვნები
2-1. ყველა ავიაკომპანიას, რომელიც ახორციელებს მგზავრთა და ეკიპაჟის წევრთა კვებას, უნდა ჰქონდეს თვითმფრინავის საბორტო კვების საამქროები სპეციალური სათავსოებითა და დანადგარებით.
2-2. საბორტო კვების საამქროებს უნდა ჰქონდეს „ობიექტის ჰიგიენური სერტიფიკატი“, რომელიც გაიცემა საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის ცენტრალური, საქალაქო ან რაიონული ინსპექციის მიერ.
2-3. კვების პროდუქტების, ნედლეულის, ნახევარფაბრიკატების შენახვა და საბორტო კვების მომზადება ხდება „საზოგადოებრივი კვების საწარმოების სანიტარიული წესების“ შესაბამისად.
2-4. თვითმფრინავის ბორტზე საკვებად რეკომენდირებული მალფუჭებადი ცივი კერძების, მზა კერძების, ბაღჩეულის, ხილის, პურფუნთუშეულის, საკონდიტრო ნაწარმის, სასმელების ასორტიმენტი. მათი შენახვის წესი და რეალიზაციის ვადები მოცემულია ქვემოთ მოყვანილ ცხრილში.
თვითმფრინავის ბორტზე კვებისათვის რეკომენდირებული მალფუჭებადი პროდუქტებისა და კულინარული ნაწარმის ასორტიმენტი
1 - ხორცისა და ფრინველის ცხელი კერძების კულინარული ნაწარმი
პროდუქტისა და ნაწარმის დასახელება
შენახვის პირობები და რეალიზაციის ვადები
1. ქათამი, ინდაური, წიწილა მოხარშული, შემწვარი
თერმული დამუშავების შემდეგ, ნაწარმის შენახვა მაცივარში არაუმეტეს +60C. დრო საბოლოო თერმული დამუშავებიდან მის რეალიზაციამდე არ უნდა აღემატებოდეს 12 სთ-ს. ნაწარმის მაცივრიდან ამოღების შემდეგ (დაჭრა ულუფებად, ბოქსების კომპლექტაცია, ტრანსპორტირება თვითმფრინავის ბორტზე) რეალიზაციამდე შენახვის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 6 სთ-ს. მეორადი თერმული დამუშავება უნდა მოხდეს თვითმფრინავის ბორტზე ელექტრო ღუმელის კარადებში.
2. საქონლის ენა
საქონლის ხორცი მოხარშული
„______________________________________________“
3. პატარა ნაჭრებად დაყოფილი უფლებები,
შემწვარი ნაწარმის გარეშე
„_______________________________________________“
4. სოსისი დოზირებული
შენახვის პირობები და რეალიზაციის ვადა საყოველთაოდ მიღებულიდან გამომდინარე (არაუმეტეს 72 სთ-სა მაცივარში). თვითმფრინავის ბორტისათვის გაცემა უნდა მოხდეს მისი რეალიზაციისათვის მიღებული ვადის გასვლამდე 6 საათის განმავლობაში. სოსისების მოხარშვა წარმოებს ბორტზე დარიგების წინ.
II - განრიგები ცხელი ულუფებისათვის
პროდუქტისა და ნაწარმის დასახელება
შენახვის პირობები და რეალიზაციის დრო
ა) ბურღულეული
1. ბრინჯი მოხარშული
2. წიწიბურა მოხარშული
ოთახის ტემპერატურამდე გაციებული ბრინჯი ინახება მაცივარში არაუმეტეს +60C ტემპერატურაზე. მაცივრებიდან ამოღების შემდეგ ბრინჯი ეწყობა სპეციალურ ფიჭებში და ხდება მისი ტრანსპორტირება თვითმფრინავის ბორტზე. შენახვის ვადა მისი მოხარშვიდან საბოლოო რეალიზაციამდე არ უნდა აღემატებოდეს 12 სთ-ს, მაცივრებიდან არაუმეტეს 6 სთ-ს.
„________________________________________________“
ბ) ბაღჩეული კულინარულად მომზადებული
1. კარტოფილი შემწვარი
2. მოთუშული სტაფილო
კარტოფილი შეწვის შემდეგ ცივდება +60С -მდე და თავსდება სპეციალურ ბოქსებში (ბოქსის ფიჭებში). თერმული დამუშავების შემდეგ შენახვის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 9 სთ-ს. მაცივრიდან ამოღების შემდეგ 6 სთ-ს .
„_______________________________________________“
გ) ბაღჩეული და მწვანილი უმი თვითმფრინავის ბორტზე ულუფების გასაფორმებლად
1. სალათი წითელი კომბოსტოსაგან
2. ხახვი მწვანე
3. სალათის ფოთლები
4. ოხრახუში
5. კამა
გარეცხვისა და დაჭრის შემდეგ ინახება არაუმეტეს +60C ტემპერატურაზე, ბოქსებში საკვებ ყინულთან ერთად რეალიზაციამდე არაუმეტეს 6 სთ-ისა.
დ) კონსერვირებული ბაღჩეული, რომელიც გამოიყენება საბორტო კვების საამქროებში კერძების გასაფორმებლად
1. კონსერვირებული დამწნილებული მჟავე კიტრი
ქილიდან ამოღების შემდეგ რეალიზაცია 6სთ-ის განმავლობაში.
2. კონსერვირებული დამწნილებული პომიდორი
„_______________________________________________“
3. ყაბაყი კონსერვირებული
„_______________________________________________“
4. დამწნილებული წიწაკა, ლეჩო
„_______________________________________________“
5. ქლიავი დამწნილებული
„_______________________________________________“
6. ვაშლი დამწნილებული
„_______________________________________________“
7. ყურძენი დამწნილებული
„_______________________________________________“
8. მწვანე ბარდა
„_______________________________________________“
9. ზეთის ხილი
„_______________________________________________“
III - ცივი საუზმე და კერძები
ა) ხორცის
1. როსტბიფი
თეფშებზე ულუფებად დანაწილებული ინახება რეალიზაციამდე არაუმეტეს 4 სთ-სა.
2. ქათამი, ინდაური შემწვარი
3. ძეხვი უმადშებოლილი, მოხარშულად შებოლილი
ულუფებად დაჭრილი, ჭიქებში მჭიდროდ ჩაწყობილი შეიძლება ინახებოდეს საკვებ ყინულთან ერთად
ბოქსებში რეალიზაციამდე არაუმეტეს 9 სთ-ისა.
ბ) თევზეული
ინახება რეალიზაციამდე არაუმეტეს 4 სთ-ისა.
1. ზუთხი და სხვა უძვლო თევზის ნაწარმი
2. ხიზილალა
გ) რძის პროდუქტები
ულუფებად დაჭრილი, ცელოფანში შეხვეული ყველი შეიძლება ინახებოდეს მაცივარში 24სთ-ის განმავლობაში +60С-ზე, აქედან მაცივრის გარეშე არაუმეტეს 6 სთ-სა.
2. დადნობილი ყველი(წვრილი ქარხნული შეფუთვით)
ინახება საბორტო კვების საამქროებში 2-100C –ზე არაუმეტეს 9 დღე-ღამის. თვითმფრინავის ბორტზე მაცივრის გარეშე ინახება 24 სთ.
3. კარაქი (ინდივიდუალური დაფასოებით ან დაჭრილი პატარა ნაჭრებად)
1. თევზი თავის წვენში
ინახება (ბოქსის ფიჭებში) საკვები ყინულით არაუმეტეს 6 სთ-ისა
ინახება თვითმფრინავის კვების საამქროებში და დაუყოვნებლივ
2. თევზი ზეთში (შპროტი, სარდინი, სელდი, საირა)
ნაწილდება თეფშებზე ულუფებად. შენახვა რეალიზაციამდე
3. კიბორჩხალები, კრე-ვეტკები თავის წვენში
დასაშვებია არაუმეტეს 4 სთ-ისა
4. დელიკატესები ხორცისაგან (საქონლის ენები ჟელეში, ძეხვეულის ფარში და სხვა)
IV- პურფუნთუშეული და საკონდიტრო ნაწარმი
1. პური ფეტვის, ფეტვისა და ხორბლის
ულუფებად დაფასოება ცელოფანის პაკეტებში ხორციელდება კვების საამქროში. დაფასოებული პურის შენახვის ვადაა არაუმეტეს 24სთ-ისა.
2. ფუნთუშა „აეროფლოტი“, „სასკოლო“ და სხვა
„___________________________________________________“
3. ნაკეთობათა ბისკვიტის, შაქრის, ფენოვანის და სხვა სახის ცომეულთა ჩანართის გარეშე, ასევე ხილის ჩანართი
ინახება არაუმეტეს 2 დღე-ღამისა მისი გამოცხობიდან.
V - ხილი და ხილკენკროვანები
1. ბალი და ალუბალი
გარეცხილი თავსდება კონტეინერში, ინახება რეალიზაციამდე არაუმეტეს 6 სთ-ისა
2. ატამი
„____________________________________________________“
3. ყურძენი
იყოფა ულუფებად და ინახება პოლიეთილენის პაკეტებში, „შემდეგ თავსდება კონტეინერში. შენახვის ვადა რეალიზაციამდე არაუმეტეს 6 სთ-ისა
4. სხვა ხილი
„____________________________________________________“
VI - ცხელი სასმელები
1. ჩაი
ადუღებენ თვითმფრინავის ბორტზე
2. შავი ყავა, ყავა შედედებული რძით
შედედებულ რძეს უმატებენ თვითმფრინავის ბორტზე
შენიშვნა: ასორტიმენტში აკრძალულია:
1) ხორცის ნაწარმი ფარშისა და საკატლეტე მასისაგან, ასევე წვრილად დაკეპილი ხორცისაგან (რაგუ. ბეფსტროგანი); ხორცისაგან დამზადებული შემდეგი სახის ნაკეთობანი (რამშტექსი, შნიცელი), მოხარშული და ნახევრადშებოლილი ძეხვეული, პაშტეტები.
2) თევზისაგან დამზადებული კულინარული ნაწარმი.
3) მაკარონისაგან დამზადებული კულინარული ნაწარმი.
4) ნაწარმი კომბოსტოსაგან, ვინეგრეტი, სალათები, დამზადებული მცენარეულ ზეთით, მაიონეზით ან სხვა სოუსით.
5) ბაღჩეულის კონსერვები – წვრილად დაჭრილი ბაღჩეულისაგან – (ფარშირებული ბადრიჯანი და მსგავსი ბაღჩეული) სოკოსი.
6) ხაჭო, ნადუღი, ყველი, სხვადასხვა პასტები, რძე პასტერიზებული, მაწონი, კეფირები, რბილი ყველი, სულგუნი, მარილიანი ყველი და სხვა.
7) თევზის კონსერვები: თევზი ტომატის სოუსში, კონსერვები თევზის ფარშისაგან, ზღვის პროდუქტები, სალათები ზღვის პროდუქტებისაგან.
8) სხვადასხვა კრემები, ჟელეები, მუსი, კისელი და სხვა.
2-5. საბორტო კვების საამქრო მთელი რეისის მანძილზე და ზოგჯერ უკან დაბრუნებისას საბორტო კვების რაციონში იყენებს შემდეგ პროდუქტებს:
ა) ხორცის კონსერვები: – ქათამი საკუთარ წვენში ან სოუსში, ხორცი შემწვარი, გოჭი შემწვარი და სხვა (თვითმფრინავის ბორტზე ცხელი კერძების მოსამზადებელად).
ბ) დელიკატესები – თევზისა და ხორცის კონსერვები – თევზი საკუთარ წვენში, თევზი ზეთში (შპროტი, სარდინი, საირა), კიბორჩხალა, პასტერიზებული ხიზილალა ზუთხისა და ორაგულის თევზის ჯიშებისაგან – გერმეტიულად დახურულ ქილებში, საქონლის ენა, გოჭი ჟელეში – თვითმფრინავის ბორტზე ცივი კერძებისა და საუზმის დასამზადებლად.
გ) ბაღჩეულის კონსერვები – კიტრი, პამიდორი, დამარილებული და დამწნილებული ყაბაყი, კონსერვი, დამარილებულ-დამწნილებული დაკონსერვებული წიწაკა – ლეჩო, ვაშლი, ქლიავი, ყურძენი, მწვანე ცერცვი, ზეთისხილი, ერთი სახის ხილისაგან დამზადებული კომპოტები და ქილებში კონსერვირებული ასორტი.
დ) შედედებული რძე – რძიანი ყავის მოსამზადებლად, რძე სტერილიზებულ ბოთლებში, რომლებიც გათვალისწინებული იქნება ბავშვთა კვებისათვის;
ა), ბ) გ), დ) პუნქტში ჩამოთვლილი კონსერვების გახსნა და მათი ქილებიდან ამოღება, შემდგომი დაფასოება, გაცხელება და დარიგება წარმოებს უშუალოდ თვითმფრინავის ბორტზე. გახსნილი კონსერვების რეალიზაცია ხორციელდება დაუყოვნებლივ. კონსერვების მარაგი თვითმფრინავის ბორტზე ინახება რეისის უკან დაბრუნების გათვალისწინებით არაუმეტეს სამი დღე-ღამისა 00-დან +250 მდე.
წვენები: ტომატის, ხილის ფაფისებრი ან გამჭირვალე წვენები, მინერალური წყლები, უალკოჰოლო სასმელები, ლუდი, ალკოჰოლური სასმელები გაიცემა გერმეტულად დახურული ქილებით ან ბოთლებით. თვითმფრინავის ბორტზე გახსნილი ბოთლებისა და ქილების შიგთავსი დაუყოვნებლივ უნდა იქნეს რეალიზებული.
წვენისა და მინერალური წყლების მარაგი შეიძლება ინახებოდეს თვითმფრინავის ბორტზე უკან წამოსასვლელი რეისის ჩათვლით სამი დღე-ღამის განმავლობაში 00-დან +250 მდე. ხილის წვენები 00-დან +150 მდე ინახება სამი დღე-ღამის განმავლობაში, ხოლო +160-დან +250მდე - არაუმეტეს ერთი დღე-ღამისა.
ე) სოუსები და საკმაზები: – მდოგვი, მაიონეზი, სოუსი „სამხრეთული“, „ინდური“ და ა.შ., დაფქვილი პილპილი (დაფასოებული 0,5 გ), მარილი „ექსტრა“ (დაფასოებული 1-2გ) გაიშვება თვითმფრინავის ბორტზე ორიგინალური შეფუთვით მცირე დაფასოებით. ქილების გახსნის შემდეგ ბორტზე მისი შემადგენლობა უნდა იქნეს რეალიზებული დაუყოვნებლივ. მცირე დაფასოების შენახვის ვადა თვითმფრინავის ბორტზე არის არაუმეტესი 3-5 დღე-ღამისა, ხოლო მაიონეზისათვის 1 დღე-ღამისა.
ვ) უმადშებოლილი და მოხარშულალდშებოლილი ძეხვის მთელ-მთელი ბატონები ინახება თვითმფრინავის ბორტზე 00-დან +150 -მდე არაუმეტეს სამი დღე-ღამისა.
ზ) მოხარშული კვერცხები (ნაჭუჭით) გაიშვება თვითმფრინავის ბორტზე ახლადმოხარშულ და გაცივებულ მდგომარეობაში. თვითმფრინავის ბორტზე მათი შენახვა შეიძლება არაუმეტეს ერთი დღე-ღამისა 00-დან +150-მდე.
თ) თვითმფრინავის საბორტო კვებისათვის კარაქი შეიძლება გაიცეს არადაფასოებული აეროპორტის გადაზიდვის განყოფილების სპეციალური დაკვეთით. კარაქის ნაჭრების ზედაპირები იწმინდება, იხვევა პერგამენტში და ეწყობა „ფიჭებში“ ან სხვა ტარაში. შენახვის ვადაა არაუმეტესი სამი დღე-ღამისა 20-დან +80-მდე.
ი) საკონდიტრო ნაწარმი – მშრალი ბისკვიტი (ორცხობილა), ვაფლი, კამფეტები, შეფუთული, შოკოლადი, ჯემი (მცირე დაფასოებული), თაფლი (მცირე დაფასოებული), შაქარი რაფინადი (ინდივიდუალური დაფასოებით).
შენახვის ვადები და პირობები განისაზღვრება აღნიშნულ ნაწარმზე მოქმედი სტანდარტების მოთხოვნილების შესაბამისად. ბორტზე შენახვის ვადაა არაუმეტესი სამი დღე-ღამისა.
კ) ბაღჩეული და ხილი: – კიტრი, პომიდორი, ვაშლი, ქლიავი, ატამი, ფორთოხალი, მანდარინი, ლიმონი გათვალისწინებულია თვითმფრინავის საბორტო კვებისათვის, უკან დასაბრუნებელი რეისის ჩათვლით, გაიშვება ბორტზე გარეცხილი და კონტეინერებში ჩალაგებული +20-დან +150-მდე არაუმეტესი ერთი დღე-ღამისა.
შენიშვნა: იმ შემთხვევაში თუ თვითმფრინავი გაჩერებულია აეროპორტში ხანგრძლივი დროის განმავლობაში და თვითმფრინავში ტემპერატურა უფრო მაღალია ან დაბალია პარაგრაფებში აღნიშნულ ტემპერატურაზე და იქმნება პროდუქტების გაყვანის, ან გაცხელების საშიშროება, მაშინ პროდუქტებიანი კონტეინერები და სხვა ტარა უნდა იქნეს გადატანილი აეროპორტის სასაწყობო სათავსოებში, დასაშვებ ტემპერატურაზე შესანახად.
2-6. ზოგიერთ შემთხვევაში (საერთაშორისო და სპეცრეისები, დაკვეთები საზღვარგარეთის ავიაკომპანიებისა და სხვა) თვითმფრინავის საბორტო კვების ცალკეული საამქროებისათვის შეიძლება იყოს დაშვებული გადახრები რეკომენდირებული ასორტიმენტისაგან.
2-7. ხორცისა და ფრინველის ნაწარმი გარნირებული ეწყობა ოთახის ტემპერატურაზე, შემდეგ მათ ათავსებენ მზა ნაწარმის სამაცივრო კარადებში +40– დამ +60-მდე.
ხორცისა და ფრინველისაგან ნაწარმი იყოფა ულუფებად ცივ მდგომარეობაში. ფრინველის მზა ხორცი იდება კონტეინერებსა და ბოქსებში ცივ მდგომარეობაში.
შენიშვნა: ცალკეულ შემთხვევაში ხორცის კულინარული ნაწარმის, ასევე გარნირების მოთავსება თერმული დამუშავების შემდეგ (დამზადება), ცხელი (+750-დან +850C -მდე) სახით დასაშვებია, მაგრამ ნაწარმის შენახვისა და რეალიზაციის ვადები შემცირდება 6 საათამდე.
2-8. კონტეინერები საბორტო კვებითა და საჭირო ინვენტარით კომპლექტდება აეროპორტის კვების საამქროს დაფასოების განყოფილებაში, რომელიც უზრუნველყოფს მგზავრთა კვების რეისის დროს.
2-9. ულუფებად დაყოფილი ხორცისა და ფრინველის ნაწარმი თავსდება ფიჭებში გარნირისა და სოუსების გარეშე. ულუფების ნაჭრების დეფორმირება არ დაიშვება, გარნირი თავსდება ცალკე ფიჭებში. კარაქი ეწყობა ყოველ ფიჭაში იმის შესაბამისად, რამდენი ულუფაც არის მომზადებული.
ზაფხულის დროს – როცა გარე ტემპერატურა +8oC- ზე მაღლა – ბოქსებში მოთავსებულ საკვებთან ერთად თავსდება ყინული, ყინული ეწყობა ფიჭაში, რომელიც იდება ბოქსის ძირზე ყინულის ფიჭას ზემოთ თავსდება ფიჭები საკვები პროდუქტებით.
2-10. მზა საუზმის მომზადება-გაფორმება (ძეხვის, თევზის, ხიზილალის დაჭრა და დაწყობა ულუფებად) წარმოებს კონტეინერში ჩაწყობამდე. პროდუქტები გამოკვეთილი სპეციფიური სუნით შეიფუთება ცელოფანით. მომზადებული ცივი საუზმე სპეციალურ თეფშებზე თავსდება სპეციალურ სასერვიზო კონტეინერებში.
სასერვიზო კონტეინერებში ასევე თავსდება ცელოფანში შეხვეული გამოკვეთილი სუნის პროდუქტები, პური, შაქარი (ინდივიდუალური დაფასოებით), საკონდიტრო ნაკეთობანი, ფუნთუშეული, მარილი, წიწაკა, ასევე ინდივიდუალური ჭურჭლის ნაკრები და ხელსახოცები.
ცივი საუზმე, რომელიც გათვალისწინებულია მე-2 კვებისათვის, იჭრება საულუფო ნაჭრებად და მჭიდროდ დაწყობილი თავსდება ბოქსის ფიჭებში.
2-11. კერძების გასაფორმებელი გარეცხილი ხილი, ბაღჩეული და მწვანილი იგზავნება თვითმფრინავის ბორტზე კონტეინერებში, უკეთესი გარეგნობის შესანარჩუნებლად ამ პროდუქტებს წინასწარ აციებენ.
2-12. კონსერვირებული ბაღჩეული გარნირისათვის, კომპოტები, წვენები და ასევე ხორცისა და თევზის კონსერვები უნდა გაიშვას თვითმფრინავის ბორტზე სუფთა გაწმენდილ ქილებში, უპირატესად მოზრდილი დაფასოებული (ერთი ქილა 15 – 20 ულუფა) კონსერვები თავსდება ცალკე კონტეინერში.
2-13. მგზავრებისათვის დასარიგებელი კამფეტები, კარამელი აუცილებლად უნდა იყოს შეხვეული. კამფეტები თავსდება ერთ-ერთ კონტეინერში.
2-14. ბოთლები გამაგრილებელი სასმელებითა და მინერალური წყლებით თავსდება სპეციალურ სეპარატორებში. ბოთლები ჩაწყობის წინ იწმინდება.
2-15. თვითმფრინავის საბორტო კვების კომპლექტაციისას, ცალკე კონტეინერებში თავსდება სასადილო მოწყობილობანი (თეფშები), ასევე სადილის დანები, კონსერვის გასახსნელები, სადილის კოვზები და სხვა საგნები, რომლებიც საჭიროა კერძების საბოლოო სერვისებისათვის მგზავრთა თვითმფრინავის ბორტზე მომსახურეობისას. ცალკე სპეციალურ კონტეინერების სეპარატორებზე თავსდება წყლის ფუჟერები.
2-16. კონტეინერებსა და ბოქსებში მალფუჭებადი პროდუქტების ჩაწყობა ხორციელდება ყველა რეისისათვის გადაზიდვების განყოფილების შეკვეთის შესაბამისად და ეწყობა თვითმფრინავის გაფრენამდე 3 საათით ადრე.
2-17. ყველა კონტეინერი ილუქება და უკეთდება იარლიყით დადგენილი ნიმუშის მიხედვით, რომელზედაც მითითებულია: კონტეინერის კომპლექტაციის ადგილი, (აეროპორტის საბორტო კვების საამქრო), შემადგენლობა, თვითმფრინავის გაფრენის თარიღი და დრო, რეისის ნომერი, რომლისთვისაც განკუთვნილია კონტეინერი.
2-18. დაკომპლექტებული კონტეინერები და ბოქსები დაუყოვნებლივ გადაეცემა საბორტო კვებაზე პასუხისმგებელ პირს, რომელიც მიაწოდებს ავტოლიფტით (ავტომანქანით) თვითმფრინავზე გაფრენამდე 30-45 წუთით ადრე (მედსანნაწილის ექიმი სახელმწიფო სანიტარიულ-საკარანტინო ზედამხედველობის ექიმ-ინსპექტორის მეთვალყურეობის ქვეშ ვალდებულია შეამოწმოს თვითმფრინავის ბორტზე გასაშვები საკვები).
შემოწმების ჟურნალში აკეთებენ აღნიშვნას კვების პროდუქტის ხარისხის შესახებ, სერვისების სისწორეზე, იმ დროზე, როდესაც ის იტვირთება ავტომანქანაში ან ლიფტში.
2-19. თვითმფრინავის ბორტზე საბორტო კვების ასორტიმენტზე სანიტარიული მოთხოვნა უნდა იქნეს გათვალისწინებული საზღვარგარეთის ავიაკომპანიებთან შეთანხმებისას „აეროპორტის მომარაგება საბორტო კვების შესახებ“.
3. სანიტარიული მოთხოვნები თვითმფრინავის ბორტზე გამოსაყენებელ ინვენტარზე, დანადგარებსა და ჭურჭელზე
3-1. თვითმფრინავის საბორტო დანადგარები, ინვენტარი, სასადილო მოწყობილობა და ჭურჭელი მგზავრებისა და ეკიპაჟისათვის მზადდება იმ მასალისაგან, რომელიც დაშვებულა სანიტარიული ორგანოების მიერ, რომელთა ტექნიკური მოთხოვნა დამტკიცებულია დადგენილი წესით და შეთანხმებულია სანიტარიულ სამსახურთან.
3-2. დანადგარი არ უნდა იყოს დიდი. შევსებული კონტეინერის წონა არ უნდა აღემატებოდეს 20 კგ-ს. კონტეინერები მჭიდროდ უნდა იხურებოდეს, საკეტები იყოს გამართული, რომ არ მოხდეს საკვების დაბინძურება მისი შენახვისა და ტრანსპორტირების დროს.
3-3. გაუმართავი და დეფორმირებული კონტეინერების, სეპარატორების, მადუღარების, ჩაისა და სადილის ჭურჭლის მომტვრეული კიდეებითა და ბზარებით გამოყენება არ დაიშვება.
3-4. კონტეინერები, თერმოსები, ბოქსები, ფიჭები, მადუღარები, სეპარატორები მათში კვების პროდუქტების მოთავსების წინ გულდასმით უნდა გაირეცხოს (სარეცხისა და სადეზინფექციო საშუალებების გამოყენებით) და გამოშრეს. თვითმფრინავის საბორტო აღჭურვილობა და მგზავრთა კვების სუფთა ჭურჭელი ინახება საბორტო კვების საამქროს სასერვიზო განყოფილებაში სპეციალურ თაროებსა და კარადებში.
3-5. თვითმფრინავის საბუფეტო-სამზარეული დანადგარებისა და ინვენტარის მოხსნადი საგნების კონსტრუქცია უნდა უზრუნველყოფდეს მათ გარეცხვასა და გაწმენდას (ელემენტარული საშუალებების გამოყენებით, მინიმალური შრომის დანახარჯით).
3-6. საბორტო ჭურჭლის რეცხვა წარმოებს მხოლოდ საბორტო კვების საამქროს სამრეცხაო განყოფილებაში.
ჭურჭლის გარეცხვა თვითმფრინავის ბორტზე კატეგორიულად აკრძალულია.
3-7. რეცხვის ორგანიზაცია უნდა ითვალისწინებდეს შემდეგს:
ა) კონტეინერების, ბოქსების, მადუღარებისა და სხვა საბორტო საბუფეტო დანადგარების მოხსნადი საგნების რეცხვა;
ბ) სასადილო ჭურჭლის რეცხვა;
გ) სასადილო მოწყობილობებისა და ფუჟერების რეცხვა;
დ) აეროპორტის საბორტო კვების საამქროებში, რომლებიც იღებენ სამგზავრო თვითმფრინავებს საზღვარგარეთიდან, სამრეცხაო განყოფილებაში გამოიყოფა იზოლირებული (ცალკე შესასვლით) სათავსო, მოწყობილი ავზებით საბორტო ჭურჭლისა და ბუფეტის დანადგარების მოხსნადი საგნების გასასტერილებლად.
3-8. კონტეინერების, ბოქსებისა და სხვა მოხსნადი საბუფეტო დანადგარების რეცხვის ხაზი უნდა იყოს მოწყობილი შესაბამისი მოცულობის ორი ავზითა და ელასტიური რეზინის მილიანი შხაპით.
პირველ ავზში კონტეინერები, ბოქსები, თერმოსები, მადუღარები და სხვა გათავისუფლებული ნარჩენი შიგთავსისაგან, გულდასმით ირეცხება ღრუბლით ან ჯაგრისით ცხელ წყალში (+45oС-დან +480C-მდე), სარეცხი საშუალებებით, რომლის გამოყენება ნებადართულია კვების წარმოებებში.
მეორე ავზში დანადგარები ირეცხება ნარჩენი სარეცხი საშუალებებისაგან +500C - წყლით და ივლება.
საბოლოო გავლება ხდება ელასტიური რეზინის მილიანი შხაპით, ცხელი წყლით (+700C). გარეცხილი კონტეინერები, ბოქსები და სხვა გადაიტანება გასაშრობად სპეციალურ თაროებზე. ალუმინის ჭურჭლისა და დანადგარების გარეცხვა სოდით არარეკომენდირებულია, ვინაიდან ალუმინი სოდით მუქდება.
3-9. სასადილო ჭურჭლისა და მათი მოწყობილობის რეცხვა შეიძლება როგორც ხელით, ასევე სარეცხი მანქანებით. ჭურჭლის სარეცხი მანქანები იდგმება უსაფრთხოების ტექნიკის დაცვით, ჭურჭელი მანქანაში ჩადების წინ უნდა გასუფთავდეს საკვების ნარჩენებისაგან.
ხელით რეცხვისათვის მოწყობილი უნდა იყოს სამნაწილიანი ავზები. მესამე ავზში უნდა იყოს სპეციალური ჩარჩოები გარეცხილი ჭურჭლის ცხელ წყალში გასავლებად (არაუმეტეს +700C), ხელით რეცხვის რეჟიმი უნდა იყოს შემდეგი:
ა) ჭურჭლისა და დანადგარების კვების ნარჩენებისაგან გათავისუფლება ხორციელდება ღრუბლით ან ჯაგრისით +450 - +480C წყალში სარეცხი საშუალებებით, რეკომენდირებულია და ნებადართულია კვების წარმოებაში (ტრინატრიფოსფატის 1%-იანი კალცინირებული სოდა 0,5-2%-იანი და სხვა).
ბ) ჭურჭლის რეცხვა წყალში, რომლის ტემპერატურა +500C ემატება ქლორიანი კირის განზავებული ხსნარი (100 მლ - 10ლ წყალზე), აქტიური აქტიური ქლორის კონცენტრაცია ავზში 200-250 მგ/ლ. ქლორიანი კირი შეიძლება შეიცვალოს ქლორამინით, ქლორის აქტიურობის ექვივალენტური რაოდენობით.
გ) ჭურჭელი კარგად გაივლება მე-3 ავზში, სუფთა ცხელი გამდინარე წყლით არანაკლებ +70OC-ზე.
დ) ჭურჭლის გაშრობა ხდება სპეციალურ საშრობ კარადებში ან თაროებზე, ჭურჭლის სათანადო ტილოებისა და ხელსახოცების გამოყენება ჭურჭლის გასამშრალებლად არ დაიშვება.
შენიშვნა: იმ შემთხვევაში, თუ ლითონის ჭურჭელზე ჩნდება წყალში უხსნადი მარილის ნალექი, დასაშვებია ასეთი ჭურჭელი გამშრალდეს სუფთა ტილოებით, სანიტარიულ სამსახურთან შეთანხმებით.
3-10. სასადილო მოწყობილობის (კოვზები, დანები, ჩანგლები) რეცხვა წარმოებს ისევე როგორც სასადილო ჭურჭლისა, მაგრამ აუცილებელია მდუღარე წყალში 2 წთ დუღილი.
სადილის მოწყობილობების სადუღარ სამრეცხაო ავზში უნდა იყოს დადგმული სპეციალური სტერილიზატორები, დასაშვებია სადილის მოწყობილობების გამშრალება სუფთა ტილოებით.
გამშრალებული სასადილო მოწყობილობები კომპლექტდება და თავსდება პოლიეთილენის პარკებში კვების მენიუსა და რაციონის შესაბამისად: ცხელი და ცივი საუზმისა და ვახშმისათვის (დანა, ჩანგალი, კოვზი) კრებული №1 (დანა, კოვზი) და ჩაისათვის (კოვზი), შუშის ჭურჭელი (ფუჟერები, სირჩები) ირეცხება 2 წყალში და მშრალდება ტილოებით.
3-11. განსაკუთრებულ შემთხვევაში, სანიტარიული სამსახურის მითითებით, საზღვარგარეთიდან ჩამოსული თვითმფრინავებისათვის განკუთვნილი თვითმფრინავის ბორტის ჭურჭელი და დანადგარები ექვემდებარება გაუვნებლობასა და რეცხვას საბორტო კვების სააამქროს გამოცალკევებულ უბანზე.
4. თვითმფრინავის ბორტზე საბორტო კვების ტრანსპორტირება
4-1. საბორტო კვების პროდუქტები თვითმფრინავის ბორტამდე მიეწოდება სპეცტრანსპორტით (ავტოლიფტებით), მოწყობილი ფართობით, რომელზედაც ეწყობა კონტეინერები და ბოქსები, სპეცტრანსპორტის გამოყენება სხვა მიზნებით დაუშვებელია.
4-2. ავტოლიფტების ძარა ყოველთვის უნდა იყოს სუფთა მდგომარეობაში. დღე-ღამეში არა ნაკლებ ერთხელ სპეცტრანსპორტის ძარა უნდა გაირეცხოს გულდასმით ცხელი წყლით, და გამოყენებულ იქნეს სარეცხი და სადეზინფექციო საშუალებები, დაშვებული სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის ორგანოების მიერ. ავტოლიფტის სანიტარიულ მდგომარეობაზე პასუხისმგებელია მძღოლი.
5.თვითმფრინავის ბორტზე საკვების შენახვა და რეალიზაცია
5-1. თვითმფრინავის ბორტზე საკვების მიღებას აწარმოებს სპეციალურად გამოყოფილი ეკიპაჟის წევრი (ბორტგამცილებელი, სტიუარდესა), რომელიც ამოწმებს ლუქის არსებობასა და მათ მდგომარეობას იარლიყების შევსების სისწორეს. განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს საკვების პროდუქციის რეალიზაციის ვადას. ზედდებულში ბორტგამცილებელი აღნიშნავს ბორტზე კვების პროდუქციის მიღების დროსა და თარიღს. თვითმფრინავის ბორტზე არ დაიშვება კონტეინერები დაზიანებული ლუქით და პროდუქტები, რომელთა შენახვის ვადა მთავრდება.
5-2. კონტეინერები საკვებით, ჭურჭლით, სეპარატორები სასმელით, თერმოსები და მადუღარები წყლითა და ცხელი სასმელებით თავსდება თვითმფრინავზე საბუფეტო-სამზარეულო განყოფილებაში ან სხვა სპეციალურად გამოყოფილ ადგილებში და ფიქსირდება. ყოველი ტიპის თვითმფრინავის უზრუნველყოფა ხდება შესაბამისი სახის კონტეინერებითა და სხვა საბორტო კვების მოწყობილობებით. თვითმფრინავის ბორტზე მოწყობილობების დატვირთვა, რომლებიც არატიპიურია ამ თვითმფრინავის მოდელისათვის არ დაიშვება.
5-3. სასადილო ჭურჭლისა და მოწყობილობების რაოდენობა, რომლებიც იმყოფება ბორტზე უნდა შეესაბამებოდეს ულუფების რაოდენობას. იქედან გამომდინარე, რომ ჭურჭელი თვითმფრინავის ბორტზე გამოიყენება ერთჯერადად, სუფთა ფუჟერების მარაგი უნდა უზრუნველყოფდეს ორი ან სამი სახის მიღებას თვითმფრინავის თითოეული მგზავრისათვის.
5-4. ბორტგამცილებლები მგზავრების მომსახურეობამდე ვალდებულები არიან გულდასმით დაიბანონ ხელები საპნით. ხელების გასამშრალებლად გამოყოფილია სპეციალური პირსახოცი, რომელიც მოთავსებულია საბუფეტე განყოფილებაში.
5-5. წყალი, რომელიც ისხმება თვითმფრინავის წყალმომარაგების სისტემაში უნდა პასუხობდეს მოთხოვნილებას ГОСТ „სასმელ-წყალზე“.
5-6. თვითმფრინავში საკვები ცხელდება სპეციალური ელექტრო ღუმელის კარადებში. იმისათვის რომ გაცხელდეს 750-800C (ნაჭრის შუაგულში) საკვები უნდა იმყოფებოდეს კარადაში სასიგნალო ნათურის ჩართვამდე.
5-7. საკვები პროდუქციის მომზადება რეალიზაციისათვის, ულუფებად დაყოფა, კერძების საბოლოოდ გაფორმება - ხდება ბუფეტში. წინასწარ წყლით გარეცხილ და გამშრალებულ მაგიდებზე იდგება ინდივიდუალური თეფშებით. კერძის გაფორმებისას და ულუფებად დაყოფისას ბორტგამცილებლები უნდა სარგებლობდნენ გარნირის კოვზებით, ჩანგლებითა და სხვა ინვენტარით, რომლებიც გათვალისწინებულია ამ მიზნისთვის.
5-8. მომზადებული გაფორმებული კერძები და საუზმე დაუყოვნებლივ ურიგდებათ მგზავრებს. ცხელი საბორტო კვების დარიგება იწყება თვითმფრინავის აფრენიდან 1,30-2სთ-ის შემდეგ.
5-9. გამოყენებული ჭურჭელი თავსდება კონტეინერებში, რომლებიც იკეტება, იპლომბება და მათზე იკიდება იარლიყი, სადაც აღნიშნულია შემადგენლობა. კონტეინერები გამოყენებული ბინძური ჭურჭლით თავსდება თავის ადგილას. გამოყენებული ჭურჭლის ალაგების შემდეგ ბუფეტში მაგიდები ირეცხება წყლით და მშრალდება ხელსახოცებით, ამ მიზნით ბორტგამცილებლებს უნდა ჰქონდეთ სპეციალური ღრუბლები, ჯაგრისები და საპონი, ასევე სუფთა მარკირებული ხელსახოცები მაგიდების გადასაწმენდათ.
ბუფეტის დასალაგებელი ინვენტარი უნდა შეიფუთოს სპეციალურ ჩასაწყობში და ინახებოდეს ბუფეტში.
5-10. ჭუჭყიანი ჭურჭელი გადაეცემა საბორტო კვების საამქროს.
5-11. რეისის დროს გამოუყენებელი კვების მალფუჭებადი პროდუქტები:
სასადილო პროდუქცია მომზადებული (დაჭრილი და ულუფებად დაყოფილი) თევზი, ძეხვი, ხიზილალა და ა.შ. ასევე გახსნილი კონსერვები ყველა სახის და სხვა პროდუქტები, რომლებსაც დარღვეული აქვთ საფაბრიკო შეფუთვა აეროპორტში ჩამოვლისას ბარდება საბორტო კვების საამქროში და არ ექვემდებარება შემდგომ რეალიზაციას. ამ პროდუქტების ჩამოწერა და უტილიზაცია ხორციელდება დადგენილი წესით.
რეისის დროს გამოუყენებელი ბოსტნეული და ხილი, კონსერვირებული პროდუქტები (ხორცეული, თევზეული, კომპოტები, წვენები) გაუხსნელ ქილებში, საკონდიტრო ნაწარმი (შოკოლადი, ორცხობილა, ვაფლი), შაქარი, მარილი, წიწაკა, ასევე ხილის წვენები, მინერალური წყლები და ღვინო, რომლებსაც აქვს კარგი თვისებები და სასაქონლო სახე, შეიძლება ჩაბარდეს თვითმფრინავის დაფრენისას აეროპორტის საბორტო კვების საამქროში შემდგომი რეალიზაციისათვის თვითმფრინავზე, რომელსაც აქვთ დროით უახლოეს მონაკვეთში პირდაპირი რეისები.
5-12. თვითმფრინავის რეისის დაგვიანებისას ბორტზე არსებული მგზავრთა საკვები პროდუქტები გადმოაქვთ თვითმფრინავიდან და დალუქული კონტეინერებით გადაეცემა თვითმფრინავის ან საბორტო კვების საამქროებს, არაუგვიანეს 2-სთ-ისა მათი რეალიზაციის ვადის გასვლამდე. იმ შემთხვევაში, როცა თვითმფრინავის შეჩერება მოკლევადიანია (1-5,5სთ), - პროდუქტები შეიძლება იქნეს დატოვებული ბორტზე და რეალიზებული ფრენისათვის განსაზღვრულ ვადაში.
5-13. თვითმფრინავის ბორტზე აუცილებლობის შემთხვევაში რეისის უკან დაბრუნებისას მგზავრების უზრუნველყოფა კვებით (კონსერვირებული და არაკონსერვირებული პროდუქტების, ასევე ჭურჭლის კომპლექტების) ხდება შექმნილი მარაგიდან. ასეთ შემთხვევაში დასაშვებია დამატებით საბორტო კვების კომპლექტისა და საჭირო ჭურჭლის შენახვა მჭიდროდ დახურულ კონტეინერებში, თვითმფრინავის საბარგო განყოფილებაში.
5-14. პროდუქტების ასორტიმენტი ეკიპაჟის წევრთათვის დგინდება და თანხმდება აეროპორტის სამედიცინო სამსახურთან პროდუქციის ხარისხის დასადგენად; ვიზუალური დათვალიერება, გასინჯვა და სათანადო დასკვნის დაფიქსირება საბორტო კვების საამქროს ჟურნალში ხდება სახელმწიფო სანიტარიულ-საკარანტინო ზედამხედველობის სამსახურთან ერთად.
5-15. აეროპორტში თვითმფრინავის რეისში გასვლის წინ სალონის დალაგებისას, საბუფეტო სათავსო ლაგდება ბოლოს. ბუფეტის დალაგებისას უნდა იყოს გამოყენებული სპეციალური დასალაგებელი ინვენტარი (ბადია, ჯაგრისები, ღრუბლები), რომლებიც არ გამოიყენება სხვა მიზნებისათვის. ბადიებსა და ჯაგრისებს უნდა ჰქონდეთ სპეციალური მარკირება ბორტზე, ეს ინვენტარი გამოიყენება მხოლოდ ბუფეტების დალაგებისას და მგზავრთა სავარძლების მისადგმელ მაგიდებთან.
საბუფეტო მოწყობილობა, განსაკუთრებით მაგიდების სამუშაო ზედაპირები თავდაპირველად იხეხება თბილი წყლით ან სხვა სარეცხი საშუალებებით, რომლებიც დაშვებულია სანიტარიული ორგანოების მიერ. შემდეგ მაგიდები იწმინდება სპეციალური ხელსახოცებით.
6. მგზავრთა საბორტო კვების მომსახურებისას ბორტგამცილებლის პირადი ჰიგიენის წესები, სამედიცინო დათვალიერება და პროფილაქტიკური გამოკვლევა
6-1. ბორტგამცილებლები მგზავრთა კვების უზრუნველყოფის სამუშაოს შესრულებებისას უნდა იყვნენ აეროფლოტის ფორმასა და ფეხსაცმელში. ფორმაზე ჩაიცმევა სუფთა გაუთოებული სანიტარიული ჩასაცმელი (თეთრი, ხალათი, ქურთუკი წინსაფრით, შეკერილი ზომის მიხედვით. თავზე უნდა ეხუროს თეთრი ქუდი ან თავსაფარი, რომლის ქვემოთაც ფაქიზად ეწყობა თმები. ბორტგამცილებლებს, რომლებიც მონაწილეობას იღებენ მხოლოდ საჭმლის ჩამორიგებაში, შეიძლება ჰქონდეს ფაქიზი თმის სამაგრები). ხელების დასაბანად ბუფეტში უნდა იყოს ავზი წყლით, ავზის ახლოს უნდა იყოს პირსახოცი და საპონი. საკვების მომზადების, ულუფებად დაყოფისა და დარიგებისას ბორტგამცილებლებმა განსაკუთრებით უნდა მიაქციონ ყურადღება თავიანთი ხელების სისუფთავეს. საკვებ პროდუქტებთან მუშაობისას იკრძალება სიგარეტის მოწევა და სხვა.
6-2. ავიაკომპანიის ადმინისტრაცია ვალდებულია უზრუნველყოს ბორტგამცილებლები სანიტარიული ტანსაცმლით (ხალათებით, ქურთუკებით, წინსაფრით, თავსაფრებით ან ქუდებით, თმის სამაგრებით) თითოეულზე არანაკლები სამი კომპლექტისა. მათი ტანსაცმელი (სანიტარიული) უნდა იყოს სუფთა და სასიამოვნო.
6-3. ბორტგამცილებლები, რომლებიც მონაწილეობდნენ მგზავრების საბორტო კვებით მომსახურებაში, უტოლდებიან საზოგადო კვების მომსახურე პერსონალს, გადიან პერიოდულ სამედიცინო შემოწმებასა და პროფილაქტიკურ გამოკვლევას შესაბამისად მოქმედი დებულებისა საზოგადო კვების მუშაკთათვის და აქვთ სანიტარიული წიგნაკი. ბორტგამცილებლები, რომლებმაც არ გაიარეს სამედიცინო პროფილაქტიკური გამოკვლევა და არა აქვთ შესაბამისი აღნიშვნა სანიტარიულ წიგნაკში, სარეისო ბრიგადებში სადაც არის მგზავრთა მომსახურეობა საბორტო კვებით არ დაიშვებიან.
7. აეროპორტის მუშაკთა და საბორტო კვების საამქროს მუშაკთა პასუხისმგებლობა მგზავრთა საბორტო კვებისას სანიტარიული წესების შესრულებაზე
7-1. საბორტო კვების საამქროებში, რომლებიც უზრუნველყოფენ თვითმფრინავის მგზავრებს საბორტო კვების მომზადებაზე, მზა საკვების შენახვაზე, საბორტო კვების კომპლექტაციაზე, საბორტო ჭურჭლისა და მოწყობილობების დამუშავებაზე – საბორტო კვების საამქროში პასუხისმგებელია საბორტო კვების საამქროს უფროსი.
7-2. თვითმფრინავის ბორტზე კვების (მიღების ნაწილში) დადგენილი წესით შენახვასა და რეალიზაციაზე და ბორტგამცილებლების მიერ რეჟიმის შესრულებაზე პასუხისმგებელია თვითმფრინავის კაპიტანი და ბორტგამცილებელთა ბრიგადირი.
7-3. სამედიცინო შემოწმების დროული ჩატარება და ბორტგამცილებლების პროფილაქტიკურ გამოკვლევაზე კონტროლი ევალება უშუალოდ ბორტგამცოლებელთა ჯგუფის სამსახურის უფროსს.
7-4. სამედიცინო პროფილაქტიკური ღონისძიებები ხორციელდება აეროპორტის მედიკო-სანიტარიული სამსახურის მიერ, სადაც არის მიმაგრებული ბორტგამცილებელი. სამედიცინო დათვალიერებას აწარმოებს სამოქალაქო ავიაციის სამკურნალო-პროფილაქტიკური დაწესებულებები, იმ დაწესებულებების ხარჯზე, სადაც მუშაობს პიროვნება.
7-5. დადგენილი სანიტარიული წესები აუცილებელია ყველა მუშაკისათვის, რომლებიც დაკავებულნი არიან მგზავრთა თვითმფრინავის საბორტო კვების განხორციელებაში.
სამოქალაქო ავიაციის საჰაერო ტრანსპორტის (საჰაერო ხომალდების) სანიტარიული წესები
1. ზოგადი დებულება
1-1. წინამდებარე სანიტარიული წესები განსაზღვრავს სამოქალაქო ავიაციის საჰაერო ტრანსპორტის (საჰაერო ხომალდების) განურჩევლად კუთვნილების ფორმისა, სანიტარიულ-ჰიგიენურ მდგომარეობაზე – საჰაერო ტრანსპორტით მგზავრების გადაყვანასა და ტვირთის გადაზიდვაზე – სახელმწიფო სანიტარიულ ზედამხედველობასა და კონტროლს და შეესაბამება საერთაშორისო სამედიცინო-სანიტარიულ წესებს. სამოქალაქო ავიაციის საჰაერო ტრანსპორტის სანიტარიულ-ჰიგიენურ მდგომარეობაზე ზედამხედველობას, საქართველოს აეროპორტებში წინამდებარე სანიტარიული წესების შესაბამისად, ახორციელებს საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობისა და ჰიგიენური ნორმირების დეპარტამენტის ცენტრალური ინსპექციის სახელმწიფო საზღვრებზე სახელმწიფო სანიტარიულ-საკარანტინო ზედამხედველობის განყოფილებები (პუნქტები), რომლებიც თავიანთ საქმიანობაში ამ წესების გარდა ხელმძღვანელობენ საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს, სახსანზედამხედველობის ზემდგომი ორგანოების დირექტიული დოკუმენტებით და საქართველოში მოქმედი კანონმდებლობითა და კანონქვემდებარე აქტებით.
1-2. საჰაერო ხომალდების სანიტარიულ მდგომარეობაზე, მგზავრების გადაყვანასა და ტვირთების გადაზიდვისას სანიტარიულ-ჰიგიენური და სანიტარიულ-ეპიდსაწინააღმდეგო წესებისა და ნორმების დაცვაზე, სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობა ხორციელდება გეგმიური, არაგეგმიური და კომპლექსური სარეიდო შემოწმებებით დღე-ღამის ნებისმიერ დროს გამომდინარე სავარაუდო მიზნებიდან და ამოცანებიდან.
1-3. სახელმწიფო სანიტარიულ-საკარანტინო ზედამხედველობის განყოფილებების (პუნქტების) თანამშრომლები (სანიტარიული ექიმ-ინსპექტორები) წინამდებარე სანიტარიული წესების შესაბამისად ვალდებულნი არიან შეამოწმონ თვითმფრინავების სანიტარიული მდგომარეობა, მგზავრების გადაყვანის და ტვირთების გადაზიდვის სანიტარიულ-ჰიგიენური და სანიტარიულ-ეპიდსაწინააღმდეგო წესებისა და ნორმების შესრულება.
1-4. ყოველთვიურ მიმდინარე სახელმწიფო სანიტარიულ ზედამხედველობას ექვემდებარება ნებისმიერი სვლაგეზის შემსრულებელი (მ.შ. ტრანზიტული) თვითმფრინავები, მიუხედავად მათი კუთვნილებისა, ხოლო თვითმფრინავების შერჩევით სანიტარიული შემოწმება ხორციელდება სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გათვალისწინებით.
2. შემოწმების ორგანიზაცია
2-1. თვითმფრინავების სანიტარიულ-ჰიგიენური მდგომარეობის კონტროლი მოიცავს შემოწმებას შემდეგ ეტაპებზე:
– უშუალოდ აფრენის წინ, დაფრენის შემდეგ;
– შრომატევადი რეგლამენტირებული სამუშაოების შემდეგ;
– ტექნიკური მომსახურების სამუშაოების შესრულების პერიოდში;
– ქარხნიდან მოწოდებისას;
– ახალ ავიახაზზე რეისის ჩატარებისას;
– ლიტერული რეისების მომზადებისას.
2-2. უშუალოდ აფრენის წინ თვითმფრინავებში უნდა შემოწმდეს:
– სალონის დალაგების ხარისხი, ეკიპაჟის კაბინა, შუქფილტრები, ბუფეტი და სამზარეულო, საპირფარეშო, საბარგულის განყოფილებები, საბარგულის დახლები, ხალიჩა-ბილიკები, სავარძლების შალითები, გასახსნელი მაგიდები, საფერფლეები, ურიკები.
– რბილი ინვენტარითა და სპეცმოწყობილობებით, თავის მისაყუდებლებით, პირსახოცებით, პლედებით, ხელსახოცებით, საპნით, ჰიგიენური პაკეტებით, საბორტო სამედიცინო აფთიაქით დაკომპლექტება, თვითმფრინავში კვების მდგომარეობა და ხარისხი.
– სასმელი წყლის მარაგის შევსება (წყალმზომის მეშვეობით)
– სან-ტექნიკური მოწყობილობებისა და ტუალეტების შევსება სპეცქიმიური სითხით.
– საბუფეტო-სამზარეულო და სამაცივრო დანადგარების (ბუფეტის თაროები, ელექტრომაცივრები), ელექტროღუმლების კარადების მდგომარეობა, უხსნადი დანადგარებისა და ჭურჭლის დამუშავების ხარისხი.
– ბორტგამცილებლების პირადი სამედიცინო წიგნაკების არსებობა.
– სპეცტანსაცმლისა და დალაგებისათვის საჭირო ინვენტარისა და მოწყობილობების არსებობა (ჯაგრისები, ცოცხი, აქანდაზი, რეზინის ხელთათმანები, ტექნიკური ხელსახოცები) და მათი შევსების მდგომარეობა.
2-3. თვითმფრინავის დაფრენის შემდეგ უნდა შემოწმდეს:
– თვითმფრინავის სანიტარიულ-ჰიგიენური მდგომარეობა;
– მგზავრთა საჩივრების არსებობა (შერჩევით გამოკითხვისას) და ბორტგამცილებელთა ანგარიში მგზავრობისას არსებულ სანიტარიულ-ჰიგიენურ დარღვევებზე.
– ტრანზიტული თვითმფრინავების დალაგება-გაწმენდის ხარისხი (ხალიჩა-ბილიკების, საფერფლეების და სანკვანძის გაწმენდა, სასმელი წყლისა და ქიმიური სითხის შევსება, თავის მისაყუდებლებისა და პირსახოცების შეცვლა თვითმფრინავში არსებული მარაგიდან ან აეროპორტის საბრუნავი ფონდიდან).
– კვების ნარჩენების სწორი უტილიზაცია;
– თვითმფრინავიდან საკანალიზაციო წყლების და ნაგვის შეგროვება-უტილიზაციის ორგანიზაცია, გამომდინარე თვითმფრინავის ტიპიდან, საასენიზაციო ტრანსპორტის არსებობა და სახეობა, ასევე საკანალიზაციო წყლების ჩარეცხვისა და ნაგვის შეგროვების ადგილის სანიტარიულ ნორმებთან და წესებთან შესაბამისობა.
2-4. თვითმფრინავით შრომატევადი რეგლამენტირებული სამუშაოების შესრულების შემდგომ აუცილებელია შემოწმდეს:
– ხალიჩა-ბილიკების, ფარდების, შალითების, სავარძლების შიდა გადასაკრავების მდგომარეობა, ბუფეტისა და სამზარეულოს შეღებილი და გალაქული ნაწილების, ასევე კარების, უნიტაზის და ხელსაბანის მდგომარეობა.
– სალონისა და კაბინის დალაგების ხარისხი, ბუფეტ-სამზარეულოს სანიტარიულ-ტექნიკური დანადგარების დამუშავება.
– სანიტარიული სამსხურის მიერ მოცემულ თვითმფრინავებზე დეფექტურ აქტში აღნიშნული შენიშვნების შესრულება.
2-5. ტექნიკური მომსახურეობის სამუშაოების შესრულებისას, თვითმფრინავის დათვალიერების დროს უნდა შემოწმდეს:
– სანიტარიულ-ჰიგიენური, სანიტარიულ-ეპიდსაწინააღმდეგო ნორმებისა და წესების დაცვა ამ სამუშაოების ჩატარებისას (თვითმფრინავის დასალაგებლად საჭირო ინვენტარის, მტვერსასრუტის არსებობა, სადეზინფექციო საშუალებების გამოყენება,
თვითმფრინავის წყალმომარაგების სისტემის გარეცხვის ხარისხი), აღნიშნულ სამუშაოებზე რუკა-ფაქტურაში ჩანაწერების არსებობა.
– სამოქალაქო ავიაციის – საავიაციო ტექნიკის საექსპლოატაციო საწარმოებში, სარემონტო ქარხნებში, სასწავლო-საფრენოსნო ორგანიზაციებსა და საფრენოსნო-გამოსაცდელ ორგანიზაციებში ტექნიკური მომსახურებისას – სამრეწველო სანიტარიული წესების შესრულება.
2-6. ახლად შეძენილი თვითმფრინავის დათვალიერებისას აუცილებელია, დაინტერესებული სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად შემოწმდეს:
– ჟანგბადის ბალონების პასპორტი, მარკირების შესაბამისობა, გოსტ – 5583-58 „ჟანგბადი გაზისებრი, ტექნიკური და სამედიცინო“.
– ხელსაწყოების დაფის, ღამის განათების ფერთა გამის ნორმატივებთან შესაბამისობა და მუდმივი მოქმედების მასიური სინათლის ხელსაწყოების არ არსებობა.
– ზემაღალი სიხშირის ტალღების გაჟონვის არარსებობა ფიდური ხაზების რადიოსიხშირეებში გადაბმებში;
– ხალიჩა-ბილიკებით, შალითებით, ფარდებით დაკომპლექტება. სანტექნიკური და მოუხსნადი საბუფეტო-სამზარეულოს სამგზავრო მოწყობილობების გამართულობა, ავიაგარნიტურისა და ლიარინგების არსებობა.
– სამოქალაქო ავიაციის თვითმფრინავები ქარხნებში კაპიტალური შეკეთების შემდეგ, ზემოაღნიშნული საკითხების ირგვლივ მოწმდებიან სანიტარიული ინსპექტორების მიერ.
2.7. თვითმფრინავებში, რომლებიც ასრულებენ რეისს ახალ ხაზზე უნდა შემოწმდეს:
– 2-2 პუნქტის შესაბამისად;
– კანალიზაციის წყლებისა და ნაგვის შეკრებისა და უტილიზაციის შესაძლებლობა, თვითმფრინავის საბოლოო და ტრანზიტული დაფრენის აეროპორტებში.
2-8. თვითმფრინავების დათვალიერებისას, რომლებიც ასრულებენ ლიტერულ რეისს, უნდა შემოწმდეს:
– საბორტო კვების მენიუს შეთანხმება სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის შესაბამის ორგანოებთან (იმ შემთხვევაში, თუ არის განსხვავება მგზავრთა საბორტო კვების უზრუნველყოფის სანიტარიული წესებისაგან.
3. ავიატექნიკური სამსახურის მოქმედება
თვითმფრინავის რეისის მოსამზადებლად
3-1. თვითმფრინავის დალაგება ხორციელდება ავიასაწარმოს მოქმედი ინსტრუქციის შესაბამისად, რომელიც შეთანხმებულია სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობისა და ჰიგიენური ნორმირების დეპარტამენტთან და ითვალისწინებს:
– თვითმფრინავების საპირფარეშოების აუცილებელ დალაგებას, გაწმენდას, პროფილაქტიკურ დეზინფექციას ყოველი რეისის შემდეგ თვითმფრინავის საბოლოო ან საბაზო აეროპორტში ჩასვლისას;
– თვითმფრინავის დამლაგებლებს უნდა ჰქონდეთ სამსახურებრივი სპეცტანსაცმელი, მტვერსასრუტი, ჯაგრისები, აქანდაზები, ვედროები, კრეფტოქაღალდის ტომრები (ერთჯერადი გამოყენების), ცხელი და ცივი წყალი, სარეცხი და სადეზინფექციო საშუალებები.
– თვითმფრინავების გაწმენდისა და დალაგების სამუშაოებს ატარებენ შემდეგი თანმიმდევრობით: იწყებენ სამგზავრო სალონიდან და ამთავრებენ საპირფარეშო სათავსოებით, შემდგომი დეზინფიცირებით.
– დასალაგებელი საშუალებები ინვენტარი ზუსტად უნდა იყოს მარკირებული, დასამუშავებელი სათავსოების მიხედვით (ბუფეტი, სამზარეულო, სალონი, საპირფარეშო), დალაგების სამუშაოს შესრულების შემდეგ ინვენტარი უნდა გაირეცხოს, ჩაუტარდეს დეზინფიცირება და დაეწყოს შესანახად ერთ გარკვეულ ადგილას.
– ავიატექნიკური მომსახურების საყოფაცხოვრებო საამქროებმა თვითმფრინავების დალაგებისას მაქსიმალურად უნდა გამოიყენონ მექანიზებული საშუალებები, მტვერსასრუტები და ასევე გამათბობლები, ზამთრის პერიოდში თვითმფრინავის სალონის გასათბობად.
– თვითმფრინავების სანკვანძების გაწმენდა საკანალიზაციო ჩამდინარე წყლების ჩასხმით სპეციალურ ასენიზაციის მანქანებში უნდა ხორციელდებოდეს პერმეტიზაციის დაცვით.
3-2. იმ სამსახურების მუშაობა, რომელთაც ევალებათ თვითმფრინავების წყლითა და სპეცქიმიური სითხით მომარაგება, ხორციელდება ტექნიკური ექსპლოატაციის ინსტრუქციის მიხედვით, თვითმფრინავის ტიპის შესაბამისად;
3-3. ტიპიური ინსტრუქციის შესაბამისად ბორტგამცილებლებს ევალებათ:
– აკონტროლონ საჰაერო ტრანსპორტის სანიტარიული მდგომარეობა, დაიცვან სისუფთავე და წესრიგი მგზავრთა სალონსა და სამუშაო ადგილას.
– დროულად მოახსენონ თვითმფრინავის კაპიტანს იმ ნაკლოვანებებზე, რომლებსაც შეამჩნევენ თვითმფრინავის აფრენის წინა მზადყოფნის პერიოდში და თვითმფრინავის ფრენის დროს წარმოქმნილი განსაკუთრებულ შემთხვევებზე.
– დროულად და სრულად აკონტროლონ თვითმფრინავის საყოფაცხოვრებო დანადგარებისა და სათავსოების რეისისათვის მზადყოფნა, რბილი ინვენტარის ბორტზე მიღება, საბორტო კვებისა და სხვა მდგომარეობა, რაც საჭიროა მგზავრების მომსახურეობისათვის ჰაერში.
– ბორტგამცილებელს უფლება აქვს გააკონტროლოს კვების პროდუქტების რაოდენობა და ხარისხი, უარი თქვას მათ მიღებაზე, თუ ადგილი ექნება სანიტარიული წესებისა და მგზავრთა საბორტო კვების ორგანიზაციის ინსტრუქციის დარღვევას.
4. კონტროლი თვითმფრინავის წყლით უზრუნველყოფაზე
4-1. წყალი, რომელიც გამოიყენება თვითმფრინავის წყალმომარაგების სისტემის შესავსებად, უნდა შეესაბამებოდეს მოთხოვნილებას გოსტი 2874-82 – „სასმელი წყალი“.
4.2. წყალგასამართ მანქანებს უნდა ჰქონდეთ ცნობა წყლის ბაქტერიოლოგიურ ანალიზზე, შემდგომ იყოს დალუქული.
4-3. წყალგასამართი მანქანების წყლის ცისტერნები, მილები, ონკანები უნდა იყვნენ დამზადებული ისეთი მასალისაგან, რომელიც დასაშვებია აღნიშნული მიზნისათვის.
4-4. წყალგასამართ მანქანებს უნდა გააჩნდეთ მილების დასამაგრებელი მოწყობილობა, მილის ბოლოს უნდა ჰქონდეს სპეციალური დამცავი შალითა.
4-5. წყალგასამართი მანქანების ცისტერნების რეცხვასა და დეზინფექციას ახორციელებს სპეცავტოტრანსპორტის სამსახური შემდეგ შემთხვევებში:
– მანქანების ექსპლოატაციაში შესვლისას.
– ცისტერნისა და არმატურის რემონტის შემდეგ.
– თუ აღმოჩენილ იქნა ცისტერნაში წყლის შეუსაბამობა გოსტ-ის 2874-82- “სასმელი წყალი“.
– წყლის გამოყენებისას, რომელსაც აქვს ნალექი (ეპიდჩვენების მიხედვით და სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის მითითებებისას).
4-6. ცისტერნაში წყლის გაჭუჭყიანების თავიდან ასაცილებლად, წყალგასამართი მანქანები უნდა შეივსოს სრული ჭავლით, მანქანის წყლის შესავსებ შტუცერებთან მიერთებული მილის მეშვეობით.
4-7. წყლის პერიოდული ლაბორატორიული შემოწმება ხდება შემდეგ ეტაპებზე:
– ონკანიდან, საიდანაც ივსება წყალგასამართი ავტომანქანა
– წყალგასამართი მანქანის ცისტერნიდან.
– თვითმფრინავიდან.
4-8. ტექნიკურმა პერსონალმა, რომელიც დაკავებულია წყალგასამართი მანქანების ექსპლოატაციითა და რემონტით, ასევე ამ მანქანების მძღოლებმა დადგენილ დროში უნდა გაიარონ პერიოდული სამედიცინო შემოწმება და პროფილაქტიკური გამოკვლევა.
5. კონტროლი თვითმფრინავის ქიმხსნარით შესვენებასა და საკანალიზაციო წყლების გადაღვრაზე.
5-1. ქიმხსნარის შენახვა, დამზადება, ტრანსპორტირება და გამოყენება ხორციელდება დადგენილი წესით ტექნიკური პირობის № 98101318-72-ის შესაბამისად.
5-2. სანიტარიული ინსპექცია აკონტროლებს ქიმხსნარის შემადგენლობაში ფენოლის შემცველობის გამოკვლევის სამუშაოს, რომლის კონცენტრაცია ხსნარში უნდა შეადგენდეს 3,5%-ს.
5-3. თვითმფრინავის ქიმხსნარით შევსება და საკანალიზაციო წყლების გატანა ხორციელდება შესაბამისი საასენიზაციო მანქანებით;
5-4. თვითმფრინავიდან საკანალიზაციო წყლების ჩაცლა უნდა ხორციელდებოდეს ჰერმეტულად სპეციალური გადამყვანებით თვითმფრინავების ტიპის შესაბამისად.
5-5. საკანალიზაციო წყლების გადაღვრა ხორციელდება აეროპორტის სამეურნეო-ფეკალურ კანალიზაციაში.
5-6. აეროპორტში საკანალიზაციო წყლების გადაღვრის ადგილი შეთანხმებული უნდა იყოს სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის ტერიტორიულ ორგანოებთან. საკანალიზაციო ჭას უკეთდება ცხაური, ტერიტორია კი მის ირგვლივ უნდა იყოს მოასფალტებული ან მობეტონებული. მყარი ნარჩენების შესაგროვებლად იდგმება კონტეინერი სპეციალურ მოედანზე, რომელთაც უნდა ჩაუტარდეს ყოველდღიური დეზინფექცია. საკანალიზაციო ჭამდე გასასვლელი გზა დაფარული უნდა იყოს მყარსაფარიანი ზედაპირით. პასუხისმგებლობა საკანალიზაციო წყლების ჩაღვრის ადგილისა და საასენიზაციო მანქანების მდგომარეობაზე ევალება აეროპორტის შესაბამის სამსახურს.
6. კონტროლი თვითმფრინავის სალონსა და კაბინაში ტემპერატურულ რეჟიმსა და გაჭუჭყიანების დონეზე
6-1. მიწაზე ყოფნისას თვითმფრინავში მიკროკლიმატი რეგულირდება საბორტო კონდიციონერებით ან სახმელეთო კონდიციონერებით. თუ გარეთა ტემპერატურაა - 5OC – ან უფრო დაბალია, ჰაერი თვითმფრინავში თბება არანაკლებ +15OC-მდე, თუ გარეთა ტემპერატურა შეადგენს +25OС-მდე, თუ გარეთა ტემპერატურა შეადგენს +25OC-მდე, თუ გარეთა ტემპერატურა შეადგენს +25OC და მეტს, ჰაერის ტემპერატურას თვითმფრინავში გარეთა ტემპერატურასთან შედარებით აციებენ 5-8 OC-ით, მაგრამ სალონში ტემპერატურა უნდა იყოს არანაკლები +20OC.
6-2. წლის ცივ პერიოდში მგზავრების ჩასხდომამდე, თვითმფრინავის სალონი უნდა გაათბონ მანქანა გამათბობელის მეშვეობით.
6-3. ჰაერის გამათბობელი მანქანების ჰაერში არ უნდა იყოს ნახშირჟანგის და სხვა მინარევების შემცველობა, ამიტომ შემოდგომა-ზამთრის სეზონის სანავიგაციო მზადებისას სანიტარიულმა სამსახურმა უნდა ჩაატაროს ჰაერის შემადგენლობის გამოკვლევა ნახშირჟანგის შემცველობაზე.
6-4. ჰაერის გამათბობელი მანქანების შემოწმებისას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს მათ ჰაერგამტარი მუხლების სისუფთავეს. გაუმართავი და გაჭუჭყიანებული მუხლები საწვავ-საცხები მასალებით ექსპლოატაციისათვის არ დაიშვება.
6-5. თვითმფრინავის ჰერმეტულ კაბინებში ჰაერის დაბინძურებაზე კონტროლი ხორციელდება რეკომენდაციების შესაბამისად.
7. კონტროლი თვითმფრინავიდან ნაგვის გატანაზე
7-1. თვითმფრინავში ნაგავი უნდა შეგროვდეს ვედროებში ან ერთჯერად ტომრებში, შემდეგ ის იყრება კონტეინერებში, რომლებიც გააქვთ ნაგავსაყრელზე უტილიზაციისათვის.
7-2. კონტეინერებისა და მოედნის მოვლა ხორციელდება მოქმედი სანიტარიული წესების მიხედვით.
7-3. საერთაშორისო სვლა-გეზის თვითმფრინავის ნაგვისა და საკვები ნარჩენების უტილიზაცია ხდება ნაგვის დასაწვავ ღუმელებში.
8. სამედიცინო დათვალიერება და პროფილაქტიკური გამოკვლევები
8-1. ბორტგამცილებლები, აეროპორტის კვების ჯგუფის მუშაკები, საბორტო კვების მტვირთავები, წყალგასამართი მანქანების მძღოლები – უტოლდებიან საზოგადოებრივი კვების მუშაკებსა და გადიან პერიოდულ სამედიცინო დათვალიერებას და პროფილაქტიკურ გამოკვლევებს; მათ უნდა ჰქონდეთ პირადი სამედიცინო წიგნაკები, სადაც ჩაიწერება მათ მიერ გადატანილი ინფექციური დაავადებების მონაცემები და გამოკვლევის შედეგები.
8-2. ზემოჩამოთვლილ მუშაკებს უნდა ჩაუტარდეს მომზადება-ინსტრუქტაჟი სანიტარიულ-ჰიგიენურ საკითხებზე ორ წელიწადში ერთხელ 16-საათიანი პროგრამით შემდგომი ჩათვლის ჩაბარებით შესაბამის სანიტარიულ-საკარანტინო განყოფილებებში (პუნქტებში).
9. სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის სანიტარიულ-საკარანტინო განყოფილებების (პუქნტების) მუშაკთა (ექიმ-ინსპექტორთა) უფლება-მოვალეობანი
9-1. თვითმფრინავის სანიტარიული მდგომარეობის შემოწმების დროს გამოვლენილ ნაკლოვანებებსა და დარღვევებზე სანიტარიული სამსახურის მუშაკები იძლევიან მითითებას დაინტერესებული სამსახურის მიმართ მათი სასწრაფო აღმოფხვრისათვის. მათი აღმოფხვრის შემდეგ წყდება თვითმფრინავის რეისისათვის მზადყოფნის საკითხი სახელმწიფო სანიტარიული სამსახურის ნებართვით.
სანიტარიულ-ჰიგიენური დარღვევებისა და ნაკლოვანებების შესახებ, რომლის გამოც შეიძლება შეყოვნდეს თვითმფრინავის რეისში გაშვება, აუცილებლად უნდა ეცნობოს შესაბამის სამსახურს. ნაკლოვანებები ფიქსირდება თვითმფრინავის სანიტარიულ- საბორტო ჟურნალში.
9-2. სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობისას გამოვლენილი სანიტარიულ-ჰიგიენური და სანიტარიულ-ეპიდსაწინააღმდეგო წესებისა და ნორმების დარღვევები. მ.შ. ლაბორატორიულ-ინსტრუმენტალური გამოკვლევების შედეგები, ფორმდება აქტითა და დასკვნით, კონკრეტული წინადადებების ჩვენებით აღმოჩენილი ნაკლოვანებების აღმოსაფხვრელად (ეგზავნება ზემდგომი რეაგირებისათვის შესაბამის სამსახურებს).
მიწერილობისა სახით ეგზავნება შესაბამის ავიაკომპანიებსა და საჰაერო ტრანსპორტის დეპარტამენტს.
9-3. სანიტარიულ ექიმ-ინსპექტორს კომპეტენციის ფარგლებში ეძლევა უფლება წერილობით აკრძალოს:
ა) თვითმფრინავის რეისში გასვლა სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიური მაჩვენებლების მიხედვით;
ბ) კვების პროდუქტების შეტანა დაბინძურებულ თვითმფრინავში და ასევე აკრძალოს თვითმფრინავში უხარისხო კვების პროდუქტების შეტანა;
გ) საჰაერო ტრანსპორტით ტვირთის გადაზიდვა სანიტარიულ-ჰიგიენური და სანიტარიულ-ეპიდსაწინააღმდეგო წესების დარღვევისას;
დ) საკარანტინო და განსაკუთრებით საშიშ ინფექციებზე ეჭვმიტანილ პირთა გაფრენა;
9-4. დამტკიცებული ფორმის სათანადო დოკუმენტის წარდგენისას უფლება აქვთ დღე-ღამის ნებისმიერ დროს დაუბრკოლებლივ შევიდნენ სამოქალაქო ავიაციის ნებისმიერ ობიექტზე და მისცენ მითითებები აღმოჩენილი ნაკლოვანებების აღმოფხვრაზე;
9-5. აიღონ მზა საბორტო კვების, სასმელი წყლის, ქიმსითხის ნიმუშები და ჩამონარეცხი – ლაბორატორიული გამოკვლევებისა და ჰიგიენური ექსპერტიზის ჩასატარებლად.