ქალაქ რუსთავში გეოგრაფიული ობიექტის სახელდების შესახებ

მიღების თარიღი 30.10.2024
გამომცემი ორგანო ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტი
ნომერი №335
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.160.016012
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 04/11/2024
192 სიტყვა · ~1 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
ქალაქ რუსთავში გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 96% 23.07.2024 ქალაქ რუსთავში გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 95% 28.03.2025 ქალაქ რუსთავში გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 94% 25.12.2020 ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ცალკეულ ტერიტორიაზე სამშენებლო სამუშაოების ან მშენებლობის ეტაპის მშენებლობის ნებართვით დადგენილ ვადაში დაუსრულებლობისათვის ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 91% 04.11.2015 ქალაქ რუსთავში არსებული კომუნალების ქუჩისათვის სახელის გადარქმევის შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 89% 10.07.2019

დოკუმენტის ტექსტი

ქალაქ რუსთავში გეოგრაფიული ობიექტის სახელდების შესახებ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება №335 2024 წლის 30  ოქტომბერი  ქალაქი რუსთავი ქალაქ რუსთავში გეოგრაფიული ობიექტის სახელდების შესახებ „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისს №239 დადგენილების შესაბამისად და რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს 2024 წლის  7 ოქტომბრის MRDI  N01/2043 (შემოსული დოკუმენტი: N04-39242821-39; 08.10.2024 წელი) წერილის გათვალისწინებით, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გადაწყვიტა: 1. ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში, გიორგი ჭყონდიდელის სახელობის ტერიტორიულ ერთეულში, გიორგაძის ქუჩის №8 კორპუსის მიმდებარედ არსებულ უსახელო სკვერს, მიენიჭოს საქართველოს ეროვნული გმირის – გიორგი ანწუხელიძის სახელი, თანდართული რუკის თანახმად. 2. ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიამ ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება. 3. განკარგულება ინფორმაციისთვის გადაეგზავნოს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას. 4. განკარგულება ძალაშია გაცნობისთანავე. 5. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში (ქალაქი რუსთავი, ბოსტანქალაქის №6) საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მესამე ნაწილით დადგენილი წესით, გაცნობიდან ერთი თვის ვადაში. საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი                                                   ალექსანდრე ბერიძე