თიანეთის მუნიციპალიტეტის, დაბა თიანეთის ადმინისტრაციული ერთეულის სოფ მამადაანებში მდებარე 1-ლი ქუჩის, შესაბამისი შესახვევების და ჩიხის სახელის შეცვლის და აფხაზეთის ომში გარდაცვლილი გმირის მიხეილ მამადაშვილის სახელის მინიჭების შესახებ
მიღების თარიღი 31.10.2024
გამომცემი ორგანო თიანეთის მუნიციპალიტეტი
ნომერი №გ-131. 131243055
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.154.016023
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 04/11/2024
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
31.10.2024 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
თიანეთის მუნიციპალიტეტის, დაბა სიონის ადმინისტრაციული ერთეულის სოფ ბოჭორმაში მდებარე 1-ლი ქუჩის, შესაბამისი შესახვევების და ჩიხის სახელის შეცვლის და აფხაზეთის ომში დაკარგული გმირის გიორგი ბესთავაშვილის სახელის მინიჭების შესახებ თიანეთის მუნიციპალიტეტის, ნაქალაქრის ადმინისტრაციული ერთეულის სოფ მაგრანეთში მდებარე 1-ლი ქუჩის, შესაბამისი შესახვევების და ჩიხის სახელის შეცვლის და აფხაზეთის ომში გარდაცვლილი გმირის დავით ფეტვიაშვილის სახელის მინიჭების შესახებ დუშეთის მუნიციპალიტეტის ბაზალეთის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ვარსიმაანში პირველ ქუჩას და სოფელ ვარსიმაანის ადმინისტრაციულ საზღვარში მდებარე ქეთევან წამებულის ქუჩის ნაწილისათვის აფხაზეთის ომში დაღუპული ზურაბ ვარსიმაშვილის სახელის მინიჭების შესახებ ქალაქ თბილისში, ვაკის რაიონში, თხინვალას დასახლებაში, სოლომონ ავალიანის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის და მასთან არსებული ერთი გასასვლელისთვის აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლის ემზარ გელანტიას სახელის მინიჭების შესახებ ქალაქ თბილისში, ისნის რაიონში, თეოფანე დავითაიას ქუჩასთან არსებული უსახელო მოედნისთვის, მასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის და ზურაბ პატარიძის ქუჩისთვის მარშალ იოზეფ პილსუდსკის სახელის მინიჭების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
თიანეთის მუნიციპალიტეტის, დაბა თიანეთის ადმინისტრაციული ერთეულის სოფ მამადაანებში მდებარე 1-ლი ქუჩის, შესაბამისი შესახვევების და ჩიხის სახელის შეცვლის და აფხაზეთის ომში გარდაცვლილი გმირის მიხეილ მამადაშვილის სახელის მინიჭების შესახებ
თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
განკარგულება №გ-131. 131243055
2024 წლის 31 ოქტომბერი
დაბა თიანეთი
თიანეთის მუნიციპალიტეტის დაბა თიანეთის ადმინისტრაციულ ერთეულში – სოფ. მამადაანებში მდებარე 1-ლი ქუჩის, შესაბამისი შესახვევების და ჩიხის სახელის შეცვლის და აფხაზეთის ომში გარდაცვლილი გმირის მიხეილ მამადაშვილის სახელის მინიჭების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის, 24 მუხლის პირველი პუნქტის ა.ე ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილების და გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, აღრიცხვისა და დაცვის მიზნით გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში მოქმედი სამთავრობო კომისიის 2024 წლის 20 სექტემბრის №43 სხდომის ოქმის თანახმად, თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გადაწყვიტა:
1. თიანეთის მუნიციპალიტეტის, დაბა თიანეთის ადმინისტრაციულ ერთეულში – სოფ. მამადაანებში მდებარე 1-ლ ქუჩას, შესაბამის შესახვევებს და ჩიხს შეეცვალოს სახელწოდება და დაერქვას საქართველოს აფხაზეთის ომში გარდაცვლილი გმირის მიხეილ მამადაშვილის სახელი, თანდართული რუკის მიხედვით.
2. თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიამ ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების გატარება.
3. განკარგულება გადაეგზავნოს თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიას, სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, შინაგან საქმეთა სამინისტროს,საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას.
4. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს მისი ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში სასამართლოში, შემდეგ მისამართზე: დაბა თიანეთი, რუსთაველის ქ. №47.
5. განკარგულება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე სოსო მამულაშვილი