📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

„საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების დარღვევის და საპენსიო შენატანის ზედმეტად განხორციელების ფაქტის იდენტიფიცირების, წერილობითი ან/და ელექტრონული გაფრთხილების, ზედმეტად განხორციელებული საპენსიო შენატანის თანხის დაბრუნების, ჯარიმის დაკისრების და აღსრულების წესის“ დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 11.11.2024
ძალის დაკარგვა 07.05.2025
გამომცემი ორგანო სსიპ – საპენსიო სააგენტოს დირექტორი
ნომერი №015
სარეგისტრაციო კოდი 280030000.73.085.016028 14
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 12/11/2024
კონსოლიდირებული ვერსიები
3,407 სიტყვა · ~17 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
11.11.2024 მიღება
07.05.2025 ძალის დაკარგვა
📖 ტერმინთა განმარტებები (11)
კანონი
საქართველოს კანონი „დაგროვებითი პენსიის შესახებ“
მუხლი 2
სააგენტო
კანონის შესაბამისად შექმნილი დამოუკიდებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საპენსიო სააგენტო
მუხლი 2
ინსტრუქცია
სააგენტოს დირექტორის 2019 წლის 30 ივლისის №002 ბრძანება – ,,საპენსიო შენატანების გადახდის წესების, ინფორმაციის წარდგენის ფორმების, ზედმეტად გადახდილი თანხების ადმინისტრირების, ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე საპენსიო  შენატანების, ხარჯის, ნამეტი შემოსავლის, დანაკარგის, სხვა შემოსავლის, ამონაგების და ზარალის დარიცხვის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე
მუხლი 2
არასტანდარტული დასაქმებული
კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დასაქმებული
მუხლი 2
წესი
საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების დარღვევის და საპენსიო შენატანის ზედმეტად განხორციელების ფაქტის იდენტიფიცირების, წერილობითი ან/და ელექტრონული გაფრთხილების, ზედმეტად განხორციელებული საპენსიო შენატანის თანხის დაბრუნების, ჯარიმის დაკისრების და აღსრულების წინამდებარე წესი
მუხლი 2
არაჯეროვანი შესრულება
საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების სრულად ან ნაწილობრივ შეუსრულებლობაან/და კანონით განსაზღვრულ ვადებში შეუსრულებლობა
მუხლი 2
მონიტორინგი
ამ წესით გათვალისწინებული ადმინისტრაციული საქმისწარმოება, რომელიც იწყება და ხორციელდება მონიტორინგის ბრძანების საფუძველზე/შესაბამისად
მუხლი 2
შემოწმება
ელექტრონულ სისტემაში არსებული მონაცემების შემოსავლების სამსახურისაგან მიღებულ ინფორმაციასთან შედარება არაჯეროვანი შესრულების ან/და საპენსიო  შენატანის ზედმეტად განხორციელების ფაქტის გამოვლენის მიზნით
მუხლი 2
მონიტორინგის ბრძანება
წლიური გეგმის ფარგლებში გეგმური მონიტორინგის თაობაზე სააგენტოს დირექტორის ინვიდიუალური ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტი – ბრძანება ან არაგეგმური მონიტორინგის თაობაზე სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი – ბრძანება
მუხლი 2
უფლებამოსილი თანამშრომელი
მონიტორინგის ბრძანებით განსაზღვრული სააგენტოს შესაბამისი დეპარტამენტის თანამშრომელი, რომელიც ახორციელებს ამ წესით განსაზღვრულ უფლებამოსილებას, მათ შორის, შემოწმებას და ადგენს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს
მუხლი 2
სამართალდამრღვევი
უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ შედგენილი/ხელმოწერილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმით გათვალისწინებული დამსაქმებელი/არასტანდარტული დასაქმებული. 2. თუ სხვაგვარად არ არის განმარტებული, ამ წესში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვს კანონით და სააგენტოს ნორმატიული აქტებით განსაზღვრული მნიშვნელობა.
მუხლი 2
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

„საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების დარღვევის და საპენსიო შენატანის ზედმეტად განხორციელების ფაქტის იდენტიფიცირების, წერილობითი ან/და ელექტრონული გაფრთხილების, ზედმეტად განხორციელებული საპენსიო შენატანის თანხის დაბრუნების, ჯარიმის დაკისრების და აღსრულების წესის“ დამტკიცების შესახებ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საპენსიო სააგენტოს დირექტორის ბრძანება №015 2024 წლის 11 ნოემბერი ქ. თბილისი „საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების დარღვევის და საპენსიო შენატანის ზედმეტად განხორციელების ფაქტის იდენტიფიცირების, წერილობითი ან/და ელექტრონული გაფრთხილების, ზედმეტად განხორციელებული საპენსიო შენატანის თანხის დაბრუნების, ჯარიმის დაკისრების და აღსრულების წესის“ დამტკიცების შესახებ „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-7 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, 7​1-ე მუხლის, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საპენსიო სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 15 აგვისტოს №421 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე და საპენსიო სააგენტოს სამეთვალყურეო საბჭოს 2024 წლის 02 ოქტომბრის №36 სხდომის ოქმის შესაბამისად, ვბრძანებ: მუხლი 1🔗 1. ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საპენსიო სააგენტოს 2024 წლის 31 მაისის №014 ბრძანება „საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების დარღვევის და საპენსიო შენატანის ზედმეტად განხორციელების ფაქტის იდენტიფიცირების, წერილობითი ან/და ელექტრონული გაფრთხილების, ზედმეტად განხორციელებული საპენსიო შენატანის თანხის დაბრუნების, ჯარიმის დაკისრებისა და აღსრულების წესის დამტკიცების შესახებ“ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), გამოქვეყნების თარიღი 31/05/2024, სარეგისტრაციო კოდი 280030000.73.085.016027). 2. დამტკიცდეს „საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების დარღვევის და საპენსიო შენატანის ზედმეტად განხორციელების ფაქტის იდენტიფიცირების, წერილობითი ან/და ელექტრონული გაფრთხილების, ზედმეტად განხორციელებული საპენსიო შენატანის თანხის დაბრუნების, ჯარიმის დაკისრების და აღსრულების წესის“ დამტკიცების შესახებ” თანდართული წესი. მუხლი 2🔗 1. ეს ბრძანება, გარდა თანართული წესის მე-7 მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 2. ამ ბრძანებაზე თანდართული წესის მე-7 მუხლი ამოქმედდეს 2024 წლის 1 ოქტომბრიდან. საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების დარღვევის და საპენსიო შენატანის ზედმეტად განხორციელების ფაქტის იდენტიფიცირების, წერილობითი ან/და ელექტრონული გაფრთხილების, ზედმეტად განხორციელებული საპენსიო შენატანის თანხის დაბრუნების, ჯარიმის დაკისრების და აღსრულების წესი მუხლი 1🔗. რეგულირების სფერო ეს წესი განსაზღვრავს საპენსიო სააგენტოს მიერ  ,,დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების დარღვევის და საპენსიო შენატანის ზედმეტად განხორციელების  ფაქტის იდენტიფიცირების, გაფრთხილების, ჯარიმის  დაკისრების, ზედმეტად განხორციელებული საპენსიო შენატანის თანხის დაბრუნების და აღსრულების წესს და პროცედურებს. მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტება 1. ამ წესის მიზნებისათვის ქვემოთ ჩამოთვლილ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) კანონი – საქართველოს კანონი „დაგროვებითი პენსიის შესახებ“; ბ) სააგენტო – კანონის შესაბამისად შექმნილი დამოუკიდებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საპენსიო სააგენტო; გ) ინსტრუქცია – სააგენტოს დირექტორის 2019 წლის 30 ივლისის №002 ბრძანება – ,,საპენსიო შენატანების გადახდის წესების, ინფორმაციის წარდგენის ფორმების, ზედმეტად გადახდილი თანხების ადმინისტრირების, ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე საპენსიო  შენატანების, ხარჯის, ნამეტი შემოსავლის, დანაკარგის, სხვა შემოსავლის, ამონაგების და ზარალის დარიცხვის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე; დ) არასტანდარტული დასაქმებული – კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დასაქმებული; ე) წესი – საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების დარღვევის და საპენსიო შენატანის ზედმეტად განხორციელების ფაქტის იდენტიფიცირების, წერილობითი ან/და ელექტრონული გაფრთხილების, ზედმეტად განხორციელებული საპენსიო შენატანის თანხის დაბრუნების, ჯარიმის დაკისრების და აღსრულების წინამდებარე წესი; ვ) არაჯეროვანი შესრულება – საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების სრულად ან ნაწილობრივ შეუსრულებლობაან/და კანონით განსაზღვრულ ვადებში შეუსრულებლობა; ზ) მონიტორინგი – ამ წესით გათვალისწინებული ადმინისტრაციული საქმისწარმოება, რომელიც იწყება და ხორციელდება მონიტორინგის ბრძანების საფუძველზე/შესაბამისად; თ) შემოწმება – ელექტრონულ სისტემაში არსებული მონაცემების შემოსავლების სამსახურისაგან მიღებულ ინფორმაციასთან შედარება არაჯეროვანი შესრულების ან/და საპენსიო  შენატანის ზედმეტად განხორციელების ფაქტის გამოვლენის მიზნით; ი) მონიტორინგის ბრძანება – წლიური გეგმის ფარგლებში გეგმური მონიტორინგის თაობაზე სააგენტოს დირექტორის ინვიდიუალური ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტი – ბრძანება ან არაგეგმური მონიტორინგის თაობაზე სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი – ბრძანება; კ) უფლებამოსილი თანამშრომელი – მონიტორინგის ბრძანებით განსაზღვრული სააგენტოს შესაბამისი დეპარტამენტის თანამშრომელი, რომელიც ახორციელებს ამ წესით განსაზღვრულ უფლებამოსილებას, მათ შორის, შემოწმებას და ადგენს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს; ლ) სამართალდამრღვევი – უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ შედგენილი/ხელმოწერილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმით გათვალისწინებული დამსაქმებელი/არასტანდარტული დასაქმებული. 2. თუ სხვაგვარად არ არის განმარტებული, ამ წესში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვს კანონით და სააგენტოს ნორმატიული აქტებით განსაზღვრული მნიშვნელობა. მუხლი 3🔗. მონიტორინგის დაგეგმვა 1. სააგენტო უფლებამოსილია არაჯეროვანი შესრულების ან/და საპენსიო შენატანის ზედმეტად განხორციელების ფაქტის გამოვლენის  მიზნით, განახორციელოს დამსაქმებლ(ებ)ის/არასტანდარტული დასაქმებულ(ებ)ის გეგმური ან არაგეგმური მონიტორინგი. 2. გეგმური მონიტორინგი ხორციელდება გეგმური მონიტორინგის თაობაზე შესაბამისი ბრძანების საფუძველზე. 3. არაგეგმური მონიტორინგი ხორციელდება არაგეგმური მონიტორინგის თაობაზე შესაბამისი ბრძანების საფუძველზე. ასეთი ბრძანების გამოცემისა და არაგეგმური მონიტორინგის ინიცირების საფუძველი შესაძლოა იყოს დაინტერესებული პირის განცხადება ან/და ნებისმიერი სხვა ფაქტი ან/და გარემოება, რომელიც მიზანშეწონილს ხდის არაგეგმური მონიტორინგის ჩატარებას. 4. გეგმური და არაგეგმური მონიტორინგი ტარდება შესაბამისი ბრძანებით განსაზღვრულ დროსა და ფარგლებში, რაც შეიძლება შეიცვალოს ნებისმიერ დროს მონიტორინგის ბრძანებაში ცვლილების შეტანის გზით. 5. მონიტორინგის ბრძანება, სულ მცირე, უნდა მოიცავდეს შემდეგს: ა) ინდივიდუალური სამართლებრივი აქტის სახეს; ბ) ინდივიდუალური სამართლებრივი აქტის გამომცემი ორგანოს დასახელებას; გ) ინდივიდუალური სამართლებრივი აქტის სათაურს, გამოცემის თარიღსა და სარეგისტრაციო ნომერს; დ) მითითებას იმ საკანონმდებლო ან კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტზე ან მის შესაბამის ნორმაზე, რომლის საფუძველზეც გამოიცემა ეს ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი; ე) ინდივიდუალური სამართლებრივი აქტის სარეზოლუციო ნაწილს, რომელიც მათ შორის მოიცავს: ე.ა) იმ დამსაქმებლის/არასტანდარტული დასაქმებულის დასახელებასა და საიდენტიფიკაციო მონაცემებს, რომელიც წარმოადგენს სააგენტოს მონიტორინგის სუბიექტს; ე.ბ)  მონიტორინგის ფარგლებს და ჩატარების პერიოდს/ვადებს; ე.გ) გაფრთხილებას დამსაქმებლისთვის/არასტანდარტული დასაქმებულისათვის შემოწმებამდე განსაზღვრულ 30 (ოცდაათი) სამუშაო დღიან ვადაზე, რომლის განმავლობაშიც აღნიშნული პირი უფლებამოსილია აღმოფხვრას არაჯეროვანი შესრულების ან/და საპენსიო  შენატანის ზედმეტად განხორციელების ფაქტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში); ე.დ) ინფორმაციას უფლებამოსილი თანამშრომლის შესახებ, რომლიც ვალდებულია განახორციელოს მონიტორინგი; მონიტორინგის სირთულის, მოცულობისა და სპეციფიკის გათვალისწინებით, მონიტორინგის ბრძანებით შესაძლოა განსაზღვროს რამდენიმე უფლებამოსილი თანამშრომელი, რომლებიც ერთობლივად ან ცალ-ცალკე განახორციელებენ მონიტორინგს.  ვ) ინდივიდუალური სამართლებრივი აქტის ძალაში შესვლის წესს; ზ) ინფორმაციას  გასაჩივრების უფლების შესახებ, საჩივრის განმხილველი ორგანოს დასახელებას, მისამართს და გასაჩივრების ვადას; თ) ინდივიდუალური სამართლებრივი აქტის გამომცემი პირის თანამდებობას, ვინაობას და ხელმოწერას. 6. სააგენტო უფლებამოსილია ნებისმიერ დროს ამ წესის და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, ასევე იმ შემთხვევაში, თუ დამსაქმებელი/არასტანდარტული დასაქმებული საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეასრულებს საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულებას, ბრძანების საფუძველზე არ დაიწყოს ან/და ამ წესის შესაბამისად სამართალდარღვევის ოქმის გამოცემამდე შეწყვიტოს მონიტორინგის პროცესი. 7. ამ წესით განსაზღვრული მონიტორინგის განხორციელების მიზნით, საპენსიო სააგენტო  უფლებამოსილია მიმართოს ნებისმიერ ადმინისტრაციულ ორგანოს ან/და პირს საქმისათვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის/დოკუმენტაციის გამოთხოვის თაობაზე, ხოლო შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანო/პირი ვალდებულია თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოს საპენსიო სააგენტო მისი საქმიანობის განხორციელებისთვის აუცილებელი ნებისმიერი ინფორმაციით (მათ შორის, მონაწილის/პენსიის მიმღების/მემკვიდრის პერსონალური მონაცემებით) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. მუხლი 4🔗. თვითდასაქმებულის მონიტორინგი 1. თვითდასაქმებულის მიერ საპენსიო შენატანის კანონის შესაბამისად განხორციელების ხელშეწყობის მიზნით, სააგენტო (მსგავსად დამსაქმებლისა/არასტანდარტული დასაქმებულისა) უფლებამოსილია ამ წესის შესაბამისად განახორციელოს თვითდასაქმებულის გეგმური ან არაგეგმური მონიტორინგი. 2. მონიტორინგის შედეგად თვითდასაქმებულის მიერ არაჯეროვანი შესრულების  გამოვლენა არ გამოიწვევს თვითდასაქმებულის პასუხისმგებლობას ამ წესითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართდარღვევათა კოდექსის შესაბამისად. არაჯეროვნი შესრულების გამოვლენის შემთხვევაში,  სააგენტო თვითდასაქმებულს წარუდგენს შეტყობინებას და მოუწოდებს აღმოფხვრას შეუსაბამობა. 3. თვითდასაქმებულის მიერ საპენსიო შენატანის ზედმეტად განხორციელების ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში სააგენტო იმოქმედებს ამ წესის მე-12 მუხლის შესაბამისად და სახელმწიფოს მიერ ზედმეტად განხორციელებული საპენსიო შენატანისა და მასზე დარიცხული სარგებლის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) სახელმწიფოსათვის დაბრუნების უზრუნველყოფის მიზნით, იმ შემთხვევაში, თუ თვითდასაქმებული მე-12 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში არ უზრუნველყოფს მაკორექტირებელი დეკლარაციის წარდგენას, სააგენტო თავად ასახავს მაკორექტირებელ დეკლარაციას ელექტრონულ სისტემაში.  მუხლი 5🔗. შესაძლო შეუსაბამობების აღმოფხვა 1. მონიტორინგის ბრძანების დამსაქმებლის/არასტანდარტული დასაქმებულისთვის გაცნობის თარიღიდან 30 (ოცდაათი) სამუშაო დღის განმავლობაში, დამსაქმებელი/არასტანდარტული დასაქმებული უფლებამოსილია აღმოფხვრას არაჯეროვანი შესრულების ან/და საპენსიო  შენატანის ზედმეტად განხორციელების ფაქტ(ებ)ი(ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან სააგენტოს წარუდგინოს ინფორმაცია/დოკუმენტაცია და შესაბამისი მტკიცებულება, რომელიც ადასტურებს, რომ ზემოაღნიშნული შეუსაბამობა არ წარმოადგენს არაჯეროვან შესრულებას ან საპენსიო შენატანის ზედმეტად განხორციელებას. 2. იმ შემთხვევაში, თუ დამსაქმებელი/არასტანდარტული დასაქმებული არ არის რეგისტრირებული ელექტრონულ სისტემაში, იგი უფლებამოსილია სააგენტოსთან ეფექტური კომუნიკაციის მიზნებისთვის დარეგისტრირდეს ელექტრონულ სისტემაში და მისი მეშვეობით წარმოადგინოს ინფორმაცია/დოკუმენტაცია და შესაბამისი მტკიცებულებები ან აღნიშნულის სააგენტოსთვის წარდგენა უზრუნველყოს  მატერიალური ფორმით,  სააგენტოს მისამართზე გაგზავნის გზით. მუხლი 6🔗. შემოწმება და შეუსაბამობების იდენტიფიცირება 1. ამ წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვადის გასვლის შემდეგ, უფლებამოსილი თანამშრომელი ახორციელებს შემოწმებას და  შეისწავლის/განიხილავს დამსაქმებლის/არასტანდარტული დასაქმებულის მიერ მე-5 მუხლის შესაბამისად წარდგენილ ინფორმაციას/დოკუმენტაციას/მტკიცებულებებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან/და სხვა ინფორმაცია/დოკუმენტაციას, რომელიც მოძიებულ/მიღებულ იქნა მონიტორინგის პროცესში. 2. უფლებამოსილი თანამშრომელი უფლებამოსილია შესაბამის დამსაქმებელს/არასტანდარტულ დასაქმებულს  წერილობით, ზეპირი ან ელექტრონული სისტემის მეშვეობით კომუნიკაციის ფორმით დამატებით მოსთხოვოს ნებისმიერი ინფორმაციის/დოკუმენტაციის/მტკიცებულების დაზუსტება ან/და წარდგენა, რისთვისაც განუსაზღვრავს არაუმეტეს 10 სამუშაო დღის ვადას. 3. თუ შესამოწმებელი პერიოდი მოიცავს დასრულებულ კალენდარულ წელს და კალენდარული წლის ჭრილში, კონკრეტული დამსაქმებლის/არასტანდარტული დასაქმებულის შემთხვევაში ფიქსირდება მონაწილის/პენსიის მიმღების მიმართ როგორც არაჯეროვანი შესრულება, ისე საპენსიო შენატანის ზედმეტად განხორციელების ფაქტი, დამსაქმებლის/არასტანდარტული დასაქმებულის ვალდებულება შესაბამისი მონაწილის/პენსიის მიმღების მიმართ განისაზღვრება არაჯეროვანი შესრულების შედეგად ნაკლებად განხორციელებული საპენსიო შენატანისა და ზედმეტად განხორციელებული საპენსიო შენატანის შეჯერებით (გაქვითვით). ხოლო თუ შესამოწმებელი პერიოდი  მიმდინარე კალენდარული წელია, დამსაქმებლის/არასტანდარტული დასაქმებულის ვალდებულება განისაზღვრება თითოეული კალენდარული თვის ჭრილში, მონაწილის/პენსიის მიმღების მიმართ არაჯეროვანი შესრულების შედეგად ნაკლებად განხორციელებული საპენსიო შენატანისა და ზედმეტად განხორციელებული საპენსიო შენატანის შეჯერებით (გაქვითვით). 4. იმ შემთხვევაში, თუ შემოწმების შედეგად: ა) გამოვლინდება არაჯეროვანი შესრულება და ამავდროულად მონიტორინგის პროცესში მიღებული/გამოკვლეული ინფორმაცია/დოკუმენტაცია/მტკიცებულება არ ადასტურებს, რომ აღნიშნული შეუსაბამობა არ წარმოადგენს არაჯეროვან შესრულებას, უფლებამოსილი თანამშრომელი დამსაქმებლის/არასტანდარტული დასაქმებულის მიმართ ადგენს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს; ბ) გამოვლინდება საპენსიო შენატანის ზედმეტად განხორციელების ფაქტი და ამავდროულად მონიტორინგის პროცესში მიღებული/გამოკვლეული ინფორმაცია/დოკუმენტაცია/მტკიცებულება არ ადასტურებს, რომ აღნიშნული შეუსაბამობა არ წარმოადგენს საპენსიო შენატანის ზედმეტად განხორციელებას, უფლებამოსილი თანამშრომელი მოქმედებს ამ წესის მე-12 მუხლის შესაბამისად; გ) არ გამოვლინდება შეუსაბამობა ან გამოვლინდება შეუსაბამობა, თუმცა მონიტორინგის პროცესში მიღებული/გამოკვლეული ინფორმაციით/დოკუმენტაციით/მტკიცებულებით დასტურდება, რომ აღნიშული შეუსაბამობა არ წარმოადგენს არაჯეროვან შესრულებას ან/და საპენსიო შენატანის ზედმეტად განხორციელებას, უფლებამოსილი თანამშრომელი  აღნიშნულ ინფორმაციას წარუდგენს სააგენტოს დირექტორს მონიტორინგის დასრულების შესახებ ბრძანების გამოცემის მიზნით. მუხლი 7🔗. პენსიის დანიშვნისას მონიტორინგის წესი 1. მონაწილის/მემკვიდრის მიერ სააგენტოსათვის პენსიის/საპენსიო აქტივების მიღების თაობაზე განცხადებით მიმართვის შემთხვევაში, პენსიის/საპენსიო აქტივების დანიშვნის-გაცემის შესახებ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე, სააგენტო უზრუნველყოფს შემოწმებას. შემოწმების შედეგად შეუსაბამობის გამოვლენის შემთხვევაში, აღნიშნული ხდება, ამ წესის შესაბამისად, არაგეგმური მონიტორინგის ინიცირების საფუძველი.  2. ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად ინიცირებული არაგეგმური მონიტორინგი არ აფერხებს პენსიის დანიშვნის/საპენსიო აქტივების გაცემის შესახებ განცხადების განხილვის და გადაწყვეტილების მიღების პროცესს იმ საპენსიო აქტივების ფარგლებში, რომლის მიმართაც შემოწმების საფუძველზე არ დგინდება არაჯეროვანი შესრულების ან/და საპენსიო  შენატანის ზედმეტად განხორციელების შესაძლო ფაქტ(ებ)ი. ამასთან,პენსიის დანიშვნისას/საპენსიო აქტივების გაცემისას მონაწილეს/მემკვიდრეს/პენსიის მიმღებს არ გადაეცემა სავარაუდოდ ზედმეტად განხორციელებული საპენსიო შენატანის თანხა. 3. ამ მუხლის შესაბამისად ინიცირებული არაგაგმიური მონიტორინგის შედეგად მონაწილის/პენსიის მიმღების ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე ასახული საპენსიო აქტივებისა და ასევე იმ საპენსიო აქტივების, რომლებიც მონიტორინგის შედეგად არ იქნა მიჩნეული ზედმეტად განხორციელებულ საპენსიო აქტივად,  მონაწილისათვის/პენსიის მიმღებისათვის გადაცემის წესი განისაზღვრება 2023 წლის 25 დეკემბრის №011 ბრძანებით დამტკიცებული „პენსიისა და საპენსიო აქტივების დანიშვნა -გაცემის შესახებ ინსტრუქციით“.   მუხლი 8🔗. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი 1. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს ადგენს და ხელს აწერს უფლებამოსილი თანამშრომელი ელექტრონულად, დანართი №1 ფორმით. 2. არაჯეროვანი შესრულება  გამოვლენილად ითვლება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენის დღეს. 3. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის სამართალდამრღვევისათვის გაცნობის წესი განისაზღვრება ამ წესის მე-15 მუხლით. 4. სამართალდამრღვევს უფლება აქვს, წარმოადგინოს განმარტებები და შენიშვნები, რომლებიც აისახება ოქმში ან დაერთვება მას. 5. სამართალდამრღვევისათვის გაცნობის შემდეგ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს უფლებამოსილი თანამშრომელი წარუდგენს სააგენტოს დირექტორს შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების მიზნით. მუხლი 9🔗. სააგენტოს დირექტორის გადაწყვეტილება 1. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის საფუძველზე, შემოწმების შედეგად მიღებული მონაცემების, სამართალდამრღვევის მიერ ამ წესის შესაბამისად წარდგენილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის/მტკიცებულებების/განმარტებების, ასევე მონიტორინგის პროცესში მიღებული/განხილული ინფორმაციის/მონაცემების გათვალისწინებით, სააგენტოს დირექტორი შესაბამისი ბრძანებით იღებს ერთ-ერთ ან რამდენიმე გადაწყვეტილებას შემდეგ გადაწყვეტილებათაგან: ა) სამართალდამრღვევისათვის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 165​​11 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე; ბ) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის არარსებობის გამო ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის არდაკისრების და  საქმისწარმოების შეწყვეტის თაობაზე; გ) მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული სხვა მოქმედებების განხორციელების თაობაზე; დ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შესაბამისი პირისათვის დარღვევის გამოსწორების − საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების შესრულების მოთხოვნის თაობაზე. 2. სააგენტოს დირექტორის გადაწყვეტილების სამართალდამრღვევისათვის გაცნობის წესი განისაზღვრება ამ წესის მე-15 მუხლით. 3. მონიტორინგის პროცესში და ამ მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისას სააგენტო შეიძლება დაეყრდნოს არა მხოლოდ შემოწმების შედეგებს, არამედ ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში მის მიერ მოპოვებულ ინფორმაციას/მონაცემებს და ასეთი ინფორმაციის/მონაცემების შედეგად იდენტიფიცირებულ შეუსაბამობებს. მუხლი 10🔗. გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულება 1. ამ წესის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამართალდამრღვევი უფლებამოსილია ამ წესის მე-9 მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაცნობიდან არაუგვიანეს 30 კალენდარული დღის ვადაში ნებაყოფლობით შეასრულოს გადაწყვეტილება, რაც გულისხმობს: ა) გადაწყვეტილების შესაბამისად, საპენსიო შენატანის სააგენტოს მიერ განსაზღვრული წესით განხორციელებას, რაც მოიცავს საპენსიო შენატანის თანხის სააგენტოს ნომინალური მფლობელობის ანგარიშზე გადარიცხვასა და შესაბამისი საპენსიო დეკლარაცი(ებ)ის წარდგენას; და    ბ) ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის სახით ჯარიმის დაკისრების შემთხვევაში, სახელმწიფო ბიუჯეტში შესაბამისი ჯარიმის გადახდას. 2. არაჯეროვანი შესრულებისთვის სამართალდამრღვევის მიერ ჯარიმის გადახდა არ ათავისუფლებს სამართალდამრღვევს საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების შესრულებისაგან. მუხლი 11🔗. გადაწყვეტილების აღსრულება 1. იმ შემთხვევაში, თუ ამ წესის მე-10 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ვადის გასვლისას გადაწყვეტილება არ იქნება ნებაყოფლობით სრულად შესრულებული და ამავდროულად არ იარსებებს გადაწყვეტილების მოქმედების შეჩერების გამომწვევი, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული გარემოებები, სააგენტოს დირექტორი გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით გამოსცემს სააღსრულებო ფურცელს ამ წესის დანართი №2-ით წარმოდგენილი ფორმით. 2. სააღსრულებო ფურცელი გადაწყვეტილებასთან ერთად ეგზავნება იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – აღსრულების ეროვნულ ბიუროს. 3. ჯარიმის თანხა მიემართება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში, ხოლო საპენსიო შენატანის განხორციელებისათვის გათვალისწინებული თანხა ირიცხება ინსტრუქციით განსაზღვრულ სააგენტოს შესაბამის ნომინალური მფლობელობის ანგარიშზე. საპენსიო შენატანის განხორციელებისათვის გათვალისწინებული შესაბამისი თანხის სააგენტოს ნომინალური მფლობელობის ანგარიშზე ჩარიცხვიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში, ელექტრონული სისტემის მეშვეობით  ავტომატურად იქმნება შესაბამისი საპენსიო დეკლარაცია(ები) და თანხა სააგენტოს დირექტორის გადაწყვეტილების შესაბამისად ნაწილდება მონაწილე(ებ)ის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშ(ებ)ზე. იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი დამსაქმებელი არ არის რეგისტრირებული ელექტრონულ სისტემაში, ელექტრონული სისტემის მეშვეობით ზემოთ მითითებულის შესაბამისად საპენსიო დეკლარაციის ავტომატურად შექმნის მიზნით, შესაბამისი დამსაქმებლის პირველად რეგისტრაციას ელექტრონულ სისტემაში ახორციელებს საპენსიო სააგენტო.   4. იმ შემთხვევაში, თუ სააღსრულებო წარმოების შედეგად სააგენტოს მიერ ნომინალური მფლობელობის ანგარიშზე მიღებული თანხა არ არის საკმარისი საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების სრულად დასაფარად, პირველ რიგში, იფარება უფრო ადრე წარმოშობილი ვალდებულება და მიღებული თანხა პროპორციულად ნაწილდება გადაწყვეტილებაში მითითებული მონაწილეების/პენსიის მიმღებების ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშებზე. მუხლი 12🔗. ზედმეტად განხორციელებული საპენსიო შენატანის კორექტირების წესი 1. იმ შემთხვევაში, თუ  შემოწმების შედეგად გამოვლენილ იქნება საპენსიო შენატანის ზედმეტად განხორციელების ფაქტი, სააგენტო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება საპენსიო შენატანის ზედმეტად განხორციელების აღმოფხვრის თაობაზე. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაცნობიდან 10 (ათი) კალენდარული დღის ვადაში დამსაქმებელი/არასტანდარტული დასაქმებული უფლებამოსილია ნებაყოფლობით შეასრულოს გადაწყვეტილება, კერძოდ, სააგენტოს მიერ განსაზღვრული წესით წარადგინოს მაკორექტირებელი დეკლარაცია გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ზედმეტად განხორციელებულ საპენსიო შენატანთან მიმართებით. 3. იმ შემთხვევაში, თუ დამსაქმებელი/არასტანდარტული დასაქმებული ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში არ შეასრულებს გადაწყვეტილებას, საპენსიო შენატანის ზედმეტად განხორციელების ფაქტის აღმოფხვრის მიზნით,  სააგენტო შესაბამისი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე, თავად განახორციელებს შესაბამისი მაკორექტირებელი დეკლარაციის ასახვას ელექტრონულ სისტემაში. 4. მაკორექტირებელი დეკლარაციის ელექტრონულ სისტემაში ასახვის შემდეგ, სააგენტო ინსტრუქციით განსაზღვრული წესით უზრუნველყოფს ზედმეტად განხორციელებული საპენსიო შენატანისა და მასზე დარიცხული სარგებლის, ასეთის არსებობის შემთხვევაში, დამსაქმებლის/არასტანდარტული დასაქმებულისა და სახელმწიფოსათვის დაბრუნებას. 5. იმ შემთხვევაში, თუ შემოწმების შედეგად საპენსიო შენატანის ზედმეტად განხორციელების ფაქტის იდენტიფიცირების დღეს პენსიის მიმღები აღარ წარმოადგენს საპენსიო სქემის მონაწილეს და შეუძლებელია ამ მუხლის შესაბამისად მაკორექტირებელი დეკლარაციის წარდგენა/ასახვა, სააგენტო ასეთი შესაძლებლობის შემთხვევაში პენსიის მიმღების თანხმობისა და მისი წინასწარი გაფრთხილების გარეშე უზრუნველყოფს მონაწილისათვის/პენსიის მიმღებისათვის გადასახდელი/გადასაცემი პენსიიდან/საპენსიო აქტივებიდან  დამსაქმებლის მიერ (მათ შორის, დასაქმებულის სახელით და ხარჯით, ასეთის არსებობის შემთხვევაში) ზედმეტად განხორციელებული საპენსიო შენატანის  და სახელმწიფოს მიერ ზედმეტად განხორციელებული საპენსიო შენატანის თანხის გამოქვითვას და დაბრუნებას დამსაქმებლის/არასტანდარტული დასაქმებულისა და სახელმწიფოსათვის. იმ შემთხვევაში, თუ დამსაქმებლისათვის ამ პუნქტის შესაბამისად დაბრუნებული თანხა მოიცავს დასაქმებულის სახელით და ხარჯით განხორციელებულ საპენსიო შენატანს, დამსაქმებელი ვალდებულია, აღნიშნული თანხის მიღებიდან  არაუგვიანეს 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში დასაქმებულს დაუბრუნოს შესაბამისი ოდენობის თანხა.  ამ პუნქტით გათვალისწინებული გამოქვითვისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს საპენსიო სააგენტოს დირექტორის 2023 წლის 25 დეკემბრის №011 ბრძანებით დამტკიცებული „პენსიისა და საპენსიო აქტივების დანიშვნა -გაცემის შესახებ ინსტრუქციის“ საფუძველზე  პენსიიდან თანხის გაქვითვასთან დაკავშირებით განსაზღვრული შეზღუდვა.    6. იმ შემთხვევაში, თუ სააგენტო მოკლებულია შესაძლებლობას ამ მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად განახორციელოს ზედმეტად განხორციელებული საპენსიო შენატანის/დარიცხული სარგებლის გამოქვითვა გადასახდელი პენსიიდან/საპენსიო აქტივებიდან, რადგან პენსიის მიმღებს სრულად აქვს მიღებული პენსია/საპენსიო აქტივები, სააგენტო მიმართავს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შესაბამის ღონისძიებებს, რათა უზრუნველყოს დამსაქმებლის და სახელმწიფოს მიერ ზედმეტად განხორციელებული საპენსიო შენატანისა და ასეთ შენატანზე დარიცხული სარგებლის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) პენსიის მიმღების მიერ სააგენტოს ნომინალური მფლობელობის შესაბამის ანგარიშზე დაბრუნება და შესაბამისი თანხის დამსაქმებლისა და სახელმწიფოსათვის დაბრუნება. 7. სააგენტო უფლებამოსილია ნებისმიერ პირს მოსთხოვოს მისთვის შეცდომით გადახდილი ნებისმიერი თანხის სააგენტოსთვის დაბრუნება და აღნიშნული მიზნით უფლებამოსილია განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ნებისმიერი და ყველა ღონისძიება. მუხლი 13🔗. 2025 წლის 1 მაისამდე პერიოდის მონიტორინგის სპეციფიკა 1. პირს, რომელმაც 2025 წლის 1 მაისამდე დაარღვია ამ კანონით გათვალისწინებული საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულება, მათ შორის, დაარღვია ვადა, თუმცა სრულად  შეასრულებს ამ ვალდებულებას არაუგვიანეს საპენსიო სააგენტოს მიერ   შემოწმების დაწყებისა, არ დაეკისრება ჯარიმა. ამასთან, ამ მუხლით გათვალისწინებული საგამონაკლისო სპეციფიკა არ ზღუდავს სააგენტოს უფლებამოსილებას ნებისმიერ დროს, მათ შორის, 2025 წლის 1 მაისამდე განახორციელოს 2025 წლის 1 მაისამდე პერიოდის შემოწმება. მუხლი 14🔗. აცილება/თვითაცილება 1. მონიტორინგის პროცესში არ შეიძლება მონაწილეობდეს სააგენტოს თანამშრომელი, რომელიც: ა) ამ საქმეში მონაწილეობს ან მონაწილეობდა როგორც მხარე, მხარის წარმომადგენელი ან დაინტერესებული პირი; ბ) საქმეში მონაწილე მხარის ან მისი წარმომადგენლის ოჯახის წევრია; გ) თვითონ ან მისი ოჯახის წევრი ფლობს აქციებს ან საწესდებო კაპიტალის წილს იმ საწარმოში, რომელიც წარმოადგენს შემოწმების ობიექტს (არის დამსაქმებელი); დ) არსებობს სხვა გარემოება, რომელიც საეჭვოს ხდის მის ობიექტურობასა და მიუკერძოებლობას. 2. თანამშრომელი ვალდებულია მონიტორინგის დაწყებისას დაადასტუროს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გარემოებების არარსებობა ან სააგენტოს დირექტორს აცნობოს ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული გარემოების შესახებ და განაცხადოს თვითაცილება. 3. აცილების ან თვითაცილების საკითხს წყვეტს სააგენტოს დირექტორი. მუხლი 15🔗. გაცნობის წესი 1. ამ წესის შესაბამისად გამოცემული სააგენტოს ნებისმიერი ბრძანება და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი ან/და სხვა ნებისმიერი შეტყობინება/ინფორმაცია დამსაქმებელს/არასტანდარტულ დასაქმებულს/თვითდასაქმებულს (შემდგომში – ადრესატი) ეგზავნება/წარედგინება: ა)  ელექტრონული სისტემის მეშვეობით; ბ) იმ შემთხვევაში, თუ ადრესატი არ არის რეგისტრირებული ელექტრონულ სისტემაში, ელექტრონული კომუნიკაციის ნებისმიერი სხვა საშუალებით, მათ შორის, სხვა ადმინისტრაციული ორგანოს მეშვეობით; გ) ფოსტის მეშვეობით, ადრესატის სააგენტოსათვის ცნობილ იურიდიულ/რეგისტრაციის/ფაქტობრივ მისამართზე, იმ შემთხვევაში, თუ შეუძლებელია ამ პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული საშუალებით გაგზავნა/წარდგენა. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული წესით გაგზავნის/წარდგენის შემთხვევაში, ბრძანება/ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი/შეტყობინება ჩაითვლება ადრესატის მიერ სათანადოდ მიღებულად და გაცნობილად, მისი ელექტრონული სისტემის ან ელექტრონული კომუნიკაციის სხვა საშუალებით მიღების დადასტურების დღეს (ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შემთხვევაში მისი ელექტრონულ სისტემაში ხელმოწერის დღეს)  ან ელექტრონულ სისტემაში ადრესატის გვერდზე/ელექტრონული კომუნიკაციის შესაბამისი საშუალებით ადრესატისთვის  ხელმისაწვდომ სივრცეში განთავსებიდან მე-14 კალენდარულ დღეს, რომელიც უფრო ადრე დადგება. 3. ამ მუხლის საფუძველზე ფოსტით გაგზავნილი დოკუმენტი/ინფორმაცია/შეტყობინება ადრესატისთვის ჩაბარებულად ითვლება, თუ დოკუმენტი ჩაჰბარდა: ა) ადრესატს პირადად; ბ) ადრესატის უფლებამოსილ ან კანონიერ წარმომადგენელს; გ) ადრესატის საცხოვრებელ ადგილზე/იურიდიულ მისამართზე ან სააგენტოსათვის ცნობილ ადრესატის ნებისმიერ მისამართზე ამ პირთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე სრულწლოვან წევრს/თანამშრომელს. 4. სააგენტო უზრუნველყოფს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის/ბრძანების /შეტყობინების ადრესატისთვის განმეორებით წარდგენას/გაგზავნას, თუ პირველ ჯერზე ფოსტის მეშვეობით გაგზავნილი/წარდგენილი დოკუმენტის ადრესატისთვის მისი ჩაბარება ვერ მოხერხდა.  ფოსტის მეშვეობით მეორედ გაგზავნის შემთხვევაში დოკუმენტი ადრესატის მიერ სათანადოდ მიღებულად და გაცნობილად ჩაითვლება მისი მიღების დადასტურების დღეს ან მისი გაგზავნიდან მე-14 კალენდარულ დღეს, რომელიც უფრო ადრე დადგება. 5. ელექტრონულ სისტემაში სააგენტოს მიერ განთავსებულ „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ხელმოწერილ ან/და შტამპ დასმულ ელექტრონულ დოკუმენტს აქვს ისეთივე იურიდიული ძალა, როგორიც მატერიალური ფორმით შედგენილ, სათანადოდ უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილ დოკუმენტს. 6. სააგენტოსათვის ნებისმიერი ფორმით წარდგენილი ყველა დოკუმენტის/ინფორმაციის ნამდვილობაზე, უტყუარობაზე და სიზუსტეზე პასუხისმგებლობა ეკისრება მის წარმდგენ პირს, განურჩევლად იმისა, თუ კომუნიკაციის რა საშუალებით არის შესაბამისი დოკუმენტი წარდგენილი. 7. ამ მუხლით განსაზღვრული წარდგენის/გაგზავნის და გაცნობის წესი ვრცელდება ამ წესის ფარგლებში მომზადებულ ნებისმიერ და ყველა დოკუმენტზე/ინფორმაციაზე  და შეტყობინებაზე. მუხლი 16🔗. ხელახალი მონიტორინგი 1. დამსაქმებლის/არასტანდარტული დასაქმებულის შემოწმებული პერიოდის ხელახალი მონიტორინგი დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ დამსაქმებელი/არასტანდარტული დასაქმებული შემოწმებულ პერიოდზე ახალ საპენსიო დეკლარაციას/მაკორექტირებელ დეკლარაციას წარადგენს ან/და შემოსავლების სამსახურში წარადგენს დაზუსტებულ საშემოსავლო დეკლარაციას. 2. განმეორებით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად მიიჩნევა დამსაქმებლის/არასტანდარტული დასაქმებულის მიერ არაჯეროვანი შესრულება, თუ  ასეთი არაჯეროვანი შესრულებისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თარიღიდან არ არის გასული 12 თვე. მუხლი 17🔗. პერსონალური მონაცემების დამუშავება 1. სააგენტო უფლებამოსილია ამ წესით გათვალისწინებული მიზნებისათვის დაამუშაოს მონაწილის, დაგროვებით საპენსიო სქემაში შეცდომით გაწევრიანებული პირის, პენსიის მიმღების, გარდაცვლილი მონაწილის, დამსაქმებლის, თვითდასაქმებულის, არასტანდარტული დასაქმებულის, მათი წარმომადგენლის და სხვა დაინტერესებული პირის პერსონალური მონაცემები, მათ შორის, უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს ან/და მესამე პირების მეშვეობით. 2. სააგენტოს მიერ ამ წესით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულების მიზნით ნებისმიერი ადმინისტრაციული ორგანო ან/და პირი ვალდებულია თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოს სააგენტო მისი საქმიანობის განხორციელებისთვის აუცილებელი ნებისმიერი ინფორმაციით (მათ შორის, პერსონალური მონაცემებით) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. 3. წესის შესაბამისად, სააგენტოს მიერ უფლებამოსილების განხორციელების მიზნით, ამ მუხლის პირველ პუნქტში მოცემული პირების პერსონალური მონაცემები ელექტრონულ სისტემაში ინახება  მუდმივად. მუხლი 18🔗. ადმინისტრაციული წარმოების ენა 1. ამ წესით გათვალისწინებული საქმის წარმოება ხორციელდება საქართველოს სახელმწიფო ენაზე, გარდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შემთხვევებისა. 2. თუ მხარის მიერ წარდგენილი დოკუმენტი არ არის შედგენილი სახელმწიფო ენაზე, მხარე ვალდებულია სააგენტოს მოთხოვნის შემთხვევაში და მის მიერ დადგენილ ვადაში წარუდგინოს მას ამ დოკუმენტის სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი. მუხლი 19🔗. კომერციული საიდუმლოება 1. დამსაქმებელი/თვითდასაქმებული უფლებამოსილია  ამ წესის შესაბამისად ინფორმაციის წარდგენისას მოითხოვონ მის მიერ წარდგენილი ან მასთან დაკავშირებული ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად მიჩნევა. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნა არ აჩერებს შემოწმების პროცესს. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნას განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს სააგენტოს დირექტორისაქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით. დანართი №1 საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საპენსიო სააგენტოს სამართალდარღვევის ოქმის ფორმა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი № 1. ---------------------------------------------------------------  ოქმის შედგენის თარიღი (რიცხვი, თვე, წელი) 2. -------თბილისი-------  ოქმის შედგენის ადგილი 3. ოქმის შემდგენის სახელი, გვარი, თანამდებობა: ------------------------------------------------------------------------------------------------------ ------------------------------------------------------------------------------------------------------ 4. ინფორმაცია სამართალდამრღვევის შესახებ (ფიზიკური პირის შემთხვევაში მიეთითება: სახელი, გვარი, პირადი ნომერი, დაბადების თარიღი, მისამართი; იურიდიული პირის/ადმინისტრაციული ორგანოს შემთხვევაში – სახელწოდება, საიდენტიფიკაციო ნომერი (კოდი), იურიდიული მისამართი, ინფორმაცია წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის შესახებ): -------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- -------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- -------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- -------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- -------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- 5. ინფორმაცია გამოვლენილი სამართალდარღვევის შესახებ (სამართალდარღვევის ჩადენის დრო, ადგილი, არსი): -------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- -------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- -------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- -------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- 6. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ----- მუხლი, ----პუნქტი 7. სამართალდამრღვევის ახსნა-განმარტება: -------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- -------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- -------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- -------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- 8. ოქმზე თანდართული მასალები (ასეთის არსებობის შემთხვევაში): -------------------------------------------------------------------------------------------------------------- 9. ოქმის შემდგენი: -------------------------------------------------------------------------------------------------------------   (ხელმოწერა) 10. სამართალდამრღვევი: ------------------------------------------------------------------------------------------------------------  (ხელმოწერა; ხელმოწერაზე უარის თქმის შემთხვევაში აღინიშნება უარის შესახებ) შენიშვნა: სამართალდამრღვევს განემარტა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლით გათვალისწინებული უფლება-მოვალეობები. დანართი №2 საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საპენსიო სააგენტოს სააღსრულებო ფურცლის ფორმა სსიპ – საპენსიო სააგენტო სააღსრულებო ფურცელი № -------------- (სააღსრულებო ფურცლის გაცემის თარიღი)      -------------- (სააღსრულებო ფურცლის გაცემის ადგილი) 1. სააღსრულებო ფურცლის გამცემი უფლებამოსილი პირის თანამდებობა, სახელი, გვარი ---------------------------------------------------------------------------------------------- 2. ინდივიდუალური  ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის №---,  შედგენის თარიღი ----, რომლის აღსასრულებლად გაცემულია სააღსრულებო ფურცელი. 3.  ინდივიდუალური  ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალაში შესვლის თარიღი: -----. 4.  სააღსრულებო ფურცლის გაცემის სამართლებრივი საფუძველი: ------------------------------------------------------------------------------------------------------- 5. კრედიტორის დასახელება და რეკვიზიტები: ------------------------------------------------------------------------------------------------------- 6. მოვალის დასახელება და რეკვიზიტები: ------------------------------------------------------------------------------------------------------- 7.  ინდივიდუალური  ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის  სარეზოლუციო ნაწილი: --------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- --------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- 8.  სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადასახდელი თანხა: ----- 9. სახაზინო კოდი/ანგარიშის ნომერი: ----- 10. განსახორციელებელი საპენსიო შენატანის თანხა: ----- 11. საპენსიო სააგენტოს ნომინალური მფლობელობის ანგარიშ(ებ)ის ნომერი: -------- 12. დანართი №1 – მოვალის მიერ მონაწილეების მიხედვით გადასახდელი თანხის შესახებ ინფორმაცია, რომელიც თან ერთვის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) წინამდებარე სააღსრულებო ფურცელს და წარმოადგენს მის განუყოფელ ნაწილს 13. უფლებამოსილი პირი  ------------------------------- (ხელმოწერა/ბეჭედი) სსიპ საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელიგიორგი ჭიჭინაძე