გეოგრაფიული ობიექტისთვის ძველი სახელწოდების გადარქმევის შესახებ
მიღების თარიღი 08.11.2024
გამომცემი ორგანო გორის მუნიციპალიტეტი
ნომერი №180
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.148.016054
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 12/11/2024
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
08.11.2024 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
გეოგრაფიული ობიექტისთვის ძველი სახელწოდების გადარქმევის შესახებ გეოგრაფიული ობიექტისთვის ძველი სახელწოდების გადარქმევის შესახებ გეოგრაფიული ობიექტისთვის ძველი სახელწოდების გადარქმევის შესახებ გეოგრაფიული ობიექტისთვის ძველი სახელწოდების გადარქმევის შესახებ გეოგრაფიული ობიექტისთვის ძველი სახელწოდების გადარქმევის შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
გეოგრაფიული ობიექტისთვის ძველი სახელწოდების გადარქმევის შესახებ
გორის მუნიციპალიტეტის
საკრებულოს
განკარგულება №180
2024 წლის 8 ნოემბერი
ქალაქი გორი
გეოგრაფიული ობიექტისთვის ძველი სახელწოდების გადარქმევის შესახებ
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოში შემოსულია საკრებულოს წევრის ლიანა ოქროპირიძის ინიციატივა, რომლითაც ითხოვს „გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში არსებული ქუჩების სახელდების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 15 მაისის №82 განკარგულებით სოფელ ბერშუეთში მინიჭებული გეოგრაფიული ობიექტისთვის – №5 ქუჩისთვის, I, II და III შესახვევისთვის და I ჩიხისთვის ძველი სახელწოდების გადარქმევას და №5 ქუჩისთვის საზოგადო მოღვაწის – იოსებ ჟორდანიას სახელის, ხოლო №5 ქუჩის I, II და III შესახვევისთვის – იოსებ ჟორდანიას ქუჩის I, II და III შესახვევის, №5 ქუჩის I ჩიხისთვის – იოსებ ჟორდანიას ქუჩის I ჩიხის დარქმევას.
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის და 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო უფლებამოსილია, განიხილოს აღნიშნული ინიციატივა. ამასთან, სახელდების თაობაზე „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილების მე-7 მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად, გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, რეგისტრაციის, აღრიცხვისა და დაცვის მიზნით გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში მოქმედი სამთავრობო კომისიის 2024 წლის 20 სექტემბრის №43 სხდომის ოქმით მიღებული თანხმობის შესაბამისად გადაწყვეტილებას იღებს მუნიციპალიტეტის საკრებულო.
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტის და 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის, ასევე, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილების მე-4 მუხლის „ე“ ქვეპუნქტისა და მე-7 მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად,
1. „გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში არსებული ქუჩების სახელდების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 15 მაისის №82 განკარგულების 26-ე პუნქტით დამტკიცებულ №7 დანართში არსებულ გეოგრაფიულ ობიექტს – №5 ქუჩას, I, II და III შესახვევს და I ჩიხს გადაერქვას ძველი სახელწოდება და №5 ქუჩას ეწოდოს საზოგადო მოღვაწის – იოსებ ჟორდანიას სახელი, ხოლო №5 ქუჩის I, II და III შესახვევს – იოსებ ჟორდანიას ქუჩის I, II და III შესახვევი, №5 ქუჩის I ჩიხს – იოსებ ჟორდანიას ქუჩის I ჩიხი.
2. განკარგულება ძალაში შევიდეს ხელმოწერისთანავე.
3. განკარგულების გასაჩივრება შესაძლებელია დაინტერესებული მხარის მიერ მისი გაცნობის დღიდან ერთი თვის განმავლობაში, სარჩელის წარდგენის გზით, გორის რაიონულ სასამართლოში (მისამართი: ქალაქი გორი, სერგო ჯორბენაძის ქ. №30).
საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძე