ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამში, ორი იდენტური სახელწოდების მქონე (ვანო სარაჯიშვილის ქუჩა) ერთი ქუჩისათვის სახელის გადარქმევისა და საზოგადო მოღვაწის დავით სარაჯიშვილის სახელის მინიჭების შესახებ
მიღების თარიღი 07.11.2024
გამომცემი ორგანო ხაშურის მუნიციპალიტეტი
ნომერი №56
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.143.016013
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 13/11/2024
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
07.11.2024 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
ხაშურის მუნიციპალიტეტში დაბა სურამში თამარ მეფის ქუჩის მიმდებარე უსახელო გეოგრაფიული
ობიექტისათვის, აფხაზეთში საბრძოლო მოქმედებების დროს დაღუპული მებრძოლების მამუკა სამხარაძის, ანზორ ნოზაძისა და თემურ თივათელიძის ხსოვნის უკვდავსაყოფად ,, სამი გმირის“ ქუჩის სახელის მინიჭების შესახებ ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამში, გვერდისუბნის დასახლებაში მდებარე ამაღლების ქუჩის
ერთი მონაკვეთისათვის ამაღლების ქუჩის I შესახვევის სახელის მინიჭების შესახებ ქალაქ ხაშურში, ე.წ,, აეროდრომის დასახლებაში“ მდებარე უსახელო ქუჩისათვის,,მთავარანგელოზთა“ ქუჩის სახელის მინიჭების თაობაზე ხაშურში ალ. ყაზბეგის ქუჩის მონაკვეთისათვის, პირველ საჯარო სკოლასა და დასასვენებელ პარკს შორის, „საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დაცვისთვის დაღუპული მებრძოლების ხეივანი“-ს სახელის მინიჭების შესახებ ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამში, ბუღაურას დასახლებაში მდებარე უსახელო ქუჩისა და მისი განშტოებებისათვის „ბერი გაბრიელ სალოსის“ სახელის მინიჭების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამში, ორი იდენტური სახელწოდების მქონე (ვანო სარაჯიშვილის ქუჩა) ერთი ქუჩისათვის სახელის გადარქმევისა და საზოგადო მოღვაწის დავით სარაჯიშვილის სახელის მინიჭების შესახებ
ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
განკარგულება №56
2024 წლის 07 ნოემბერი
ხაშური
ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამში ორი იდენტური სახელწოდების მქონე (ვანო სარაჯიშვილის ქუჩა) ერთი ქუჩისათვის სახელის გადარქმევისა და საზოგადო მოღვაწის დავით სარაჯიშვილის სახელის მინიჭების შესახებ
ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოში დარეგისტრირებულია ინიციატივა ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამში, ორი იდენტური სახელწოდების მქონე (ვანო სარაჯიშვილის ქუჩა) ერთი ქუჩისათვის სახელის გადარქმევისა და საზოგადო მოღვაწის – დავით სარაჯიშვილის სახელის მინიჭების თაობაზე.
„მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის N239 დადგენილების შესაბამისად, მოსახლეობასთან კონსულტაციის მიზნით, საკითხთან დაკავშირებული დოკუმენტები, დადგენილი ვადით გამოქვეყნებული იყო საჯაროდ მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე და რაიმე სახის შენიშვნები და მოსაზრებები არ შემოსულა. ამავე დადგენილების მიხედვით, ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია, გეოგრაფიული ობიექტისათვის სახელწოდების გადარქმევა. ზემოხსენებული გეოგრაფიული ობიექტის სახელდების საკითხი შეთანხმებულია გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, რეგისტრაციის, აღრიცხვისა და დაცვის მიზნით, გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში მოქმედ სამთავრობო კომისიასთან.
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების შესაბამისად, ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
1. ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამში, გეოგრაფიულ ობიექტს (მდებარეს: დაბა სურამში, იწყება I- X – 381481; Y-4652218; კოორდინატზე II - X – 381286; Y – 4652088; III- X 381369; Y- 4652016; IV – X 381518; Y- 4652168; მთავარი ქუჩის სიგრძე შეადგენს 585 მეტრს, ჩრდილოეთიდან ესაზღვრება სურამის ცენტრალური გზა, დანარჩენი სამი მხრიდან ესაზღვრება კერძო დასახლება) მიენიჭოს საზოგადო მოღვაწის დავით სარაჯიშვილის სახელი.
2. განკარგულება აღსასრულებლად გაეგზავნოს ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიას.
3. განკარგულება ეცნობოს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, ცენტრალურ საარჩევნო კომისიასა და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს.
4. განკარგულება ძალაში შედის ხელმოწერისთანავე.
5. განკარგულება გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ და ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ვებგვერდზე – www.khashuri.org.ge.
6. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს დაინტერესებული პირის მიერ მისი გაცნობის დღიდან ერთი თვის განმავლობაში, სარჩელის წარდგენის გზით, ხაშურის რაიონულ სასამართლოში (მის.: ხაშური, კოსტავას ქ. №15).
საკრებულოს თავმჯდომარის
მოვალეობის შემსრულებელი ლევან გამრეკელი