ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბულბულისციხეში მდებარე ცენტრალური N2 ქუჩისათვის სასულიერო პირის „დეკანოზ დავით გრიგალაშვილის“ ქუჩის სახელის მინიჭების შესახებ

მიღების თარიღი 07.11.2024
გამომცემი ორგანო ხაშურის მუნიციპალიტეტი
ნომერი №57
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.143.016014
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 13/11/2024
301 სიტყვა · ~2 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამში, გვერდისუბნის დასახლებაში მდებარე ამაღლების ქუჩის ერთი მონაკვეთისათვის ამაღლების ქუჩის I შესახვევის სახელის მინიჭების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 88% 03.04.2025 ხაშურში ალ. ყაზბეგის ქუჩის მონაკვეთისათვის, პირველ საჯარო სკოლასა და დასასვენებელ პარკს შორის, „საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დაცვისთვის დაღუპული მებრძოლების ხეივანი“-ს სახელის მინიჭების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 88% 01.06.2021 ხაშურში ბაზრის მიმდებარე უსახელო ქუჩისათვის სამსახურეობრივი მოვალების შესრულებისას გარდაცვლილი პოლიციელის პაატა ესიაშვილის სახელის მინიჭების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 88% 02.05.2024 ხაშურში ახალშენის ქუჩისთვის სახელწოდების გადარქმევისა და 1993 წელს აფხაზეთში საბრძოლო მოქმედებების დროს დაღუპული მებრძოლის - უშანგი ბირკაძის სახელის მინიჭების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 87% 04.06.2019 ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამში, ბუღაურას დასახლებაში მდებარე უსახელო ქუჩისა და მისი განშტოებებისათვის „ბერი გაბრიელ სალოსის“ სახელის მინიჭების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 87% 03.04.2025

დოკუმენტის ტექსტი

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბულბულისციხეში მდებარე ცენტრალური N2 ქუჩისათვის სასულიერო პირის „დეკანოზ დავით გრიგალაშვილის“ ქუჩის სახელის მინიჭების შესახებ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  განკარგულება №57  2024 წლის 7 ნოემბერი  ხაშური  ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბულბულისციხეში მდებარე ცენტრალური №2 ქუჩისათვის სასულიერო პირის „დეკანოზ დავით გრიგალაშვილის“ სახელის მინიჭების შესახებ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბულბულისციხეში მცხოვრები მოქალაქეების ერთობლივი განცხადების საფუძველზე დარეგისტრირებულია ინიციატივა ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბულბულისციხეში მდებარე ცენტრალური №2 ქუჩისათვის სასულიერო პირის „დეკანოზ დავით გრიგალაშვილის“ სახელის მინიჭების თაობაზე. „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილების მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტიდან გამომდინარე, ვინაიდან არაა გასული დეკანოზ დავით გრიგალაშვილის გარდაცვალებიდან 20 წელი, მისი ბიოგრაფიის გათვალისწინებით, ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 1 აგვისტოს №43 განკარგულებით, დაშვებული აქვს გამონაკლისი. ამავე დადგენილების საფუძველზე, მოსახლეობასთან კონსულტაციის მიზნით, საკითხთან დაკავშირებული დოკუმენტები, დადგენილი ვადით გამოქვეყნებული იყო საჯაროდ მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებ გვერდზე და რაიმე სახის შენიშვნები და მოსაზრებები არ შემოსულა. ასევე, ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია, გეოგრაფიული ობიექტისათვის სახელწოდების გადარქმევა. ზემოხსენებული გეოგრაფიული ობიექტის სახელდების საკითხი შეთანხმებულია გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, რეგისტრაციის აღრიცხვისა და დაცვის მიზნით, გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში მოქმედ სამთავრობო კომისიასთან.  საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის 1-ლი, მე-2 პუნქტების შესაბამისად, ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: 1.  ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბულბულისციხეში მდებარე ცენტრალურ ქუჩა №2-ს მიენიჭოს „დეკანოზ დავით გრიგალაშვილის“ სახელი. 2.  განკარგულება აღსასრულებლად გაეგზავნოს ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიას; 3.  განკარგულება ეცნობოს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს. 4. განკარგულება ძალაში შედის ხელმოწერისთანავე. 5.  განკარგულება გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ და ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ვებგვერდზე www.khashuri.org.ge -ზე. 6. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს დაინტერესებული პირის მიერ მისი გაცნობის დღიდან ერთი თვის განმავლობაში, სარჩელის წარდგენის გზით, ხაშურის რაიონულ სასამართლოში (მის: ხაშური, კოსტავას ქ. №15). საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ლევან გამრეკელი