საქართველოს სოციალური დაცვის, შრომისა და დასაქმების სამინისტროს შრომის ინსპექციის დებულება

მიღების თარიღი 06.04.1998
გამომცემი ორგანო საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი
ნომერი №88
სარეგისტრაციო კოდი 000000070.01(2).003.000227 4
გამოქვეყნების წყარო გამოუქვეყნებელი, 0, 06/04/1999
1,558 სიტყვა · ~8 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს სოციალური დაცვის, შრომისა და დასაქმების სამინისტროს შრომის ინსპექციის დებულება საქართველოს სოციალური დაცვის, შრომისა და დასაქმების მინისტრის ბრძანება №88 1998 წლის 6 აპრილი ქ. თბილისი საქართველოს სოციალური დაცვის, შრომისა და დასაქმების სამინისტროს შრომის ინსპექციის დებულება საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 6 თებერვლის №71 ბრძანებულებით დამტკიცებული იქნა საქართველოს სოციალური დაცვის, შრომისა და დასაქმების სამინისტროს დებულება და სტრუქტურა. სამინისტროს სტრუქტურაში გათვალისწინებულია შრომის ინსპექცია, რომლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსება პირდაპირ გათვალისწინებულია „სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით. „აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს 1997 წლის 15 აპრილის კანონის შესაბამისად ვბრძანებ: 1. საქართველოო სოციალური დაცვის, შრომისა და დასაქმების სამინისტროში შეიქმნას სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - შრომის ინსპექცია; 2. დამტკიცდეს შრომის ინსპექციის დებულება: 3. საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 31 ივლისის № 399 ბრძანებულების შესაბამისად დაევალოს შრომის ინსპექციის უფროს ბატონ ა. მორჩილაძეს შრომის ინსპექცია გაატაროს რეგისტრაციაში საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო კანცელარიის იურიდიული განყოფილების მეშვეობით სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებათა სპეციალურ რეესტრში. მინისტრი    თ. გაზდელიანი შრომის ინსპექციის დებულება I. ზოგადი დებულებანი 1. სოციალური დაცვის, შრომისა და დასაქმების სამინისტროს სისტემაში შემავალი შრომის ინსპექცია (შემდგომში ინსპექცია) თავის მუშაობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს მოქმედი კანონით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებითა და განკარგულებებით, საქართველოს პარლამენტის დადგენილებებით, საქართველოს სოციალური დაცვის, შრომისა და დასაქმების მინისტრის ბრძანებებით, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის იმ კონვენციებით და საერთაშორისო ხელშეკრულებებით, რომელთა მონაწილეც არის საქართველო, საქართველოს სოციალური დაცვის, შრომისა და დასაქმების სამინისტროს დებულებით და ამ დებულებით. 2. ინსპექცია არის შრომის და შრომის დაცვის მართვის სახელწმიფო ორგანო, რომლის ძირითად მიზანსა და ამოცანას წარმოადგენს შრომის კანონმდებლობისა და შრომის დაცვასთან დაკავშირებული სხვა სამართლებრივ-ნორმატიული აქტების მოთხოვნათა შესრულებაზე სახელმწიფო ზედამხედველობის განხორციელება საქართველოს ტერიტორიაზე განლაგებულ საწარმოებში, დაწესებულებებში, ორგანიზაციებში, (შემდგომში ორგანიზაცია) მიუხედავად მათი საკუთრებისა და ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა, ამ საკითხებში თანამშრომლობ აღმასრულებელ, საზოგადოებრივ და სახელმწიფო ზედამხედველობის სხვა ორგანოებთან. კოორდინაციას უწევს ყველა საზედამხედველო ორგანოს საქმიანობას შრომისა და შრომის დაცვის კანონმდებლობის სფეროში. 3. ინსპექციას აქვს დასრულებული ბალანსი, საანგარიშსწორებო ანგარიში ბანკში, ბეჭედი საქართველოს ღერბის გამოსახულებით, შტამპი და ტიტულიანი ბლანკი. შრომის ინსპექციას ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს სოციალური დაცვის, შრომისა და დასაქმების მინისტრი. ინსპექციის უფროსს ჰყავს მოადგილეები, რომლებსაც ნიშნავს და ათავისუფლებს მინისტრთან შეთანხმებით. 4. შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის კონვენციების შესაბამისად ინსპექციის თანამშრომლებს ენიჭებათ შრომის სახელწმიფო ინსპექტორის / მთავარი სახელმწიფო ინსპექტორის / წოდება. 5. საქართველოს ტერიტორიაზე შრომის სისტემის მართვას ინსპექცია ახორციელებს მასში შემავალი შემდეგი სტრუქტურული დანაყოფების მეშვეობით 5.1. ხელმძღვანელობა. 5.2. სამართლებრივი განყოფილება. 5.3. შრომითი ურთიერთობების განყოფილება. 5.4. მრეწველობის და სოფლის მეურნეობის ზედამხედველობის განყოფილება. 5.5. ტრანსპორტის, კავშირგაბმულობისა და მშენებლობის ზედამხედველობის განყოფილება. 5.6. არასაწარმოო სფეროს დარგების ზედამხედველობის განყოფილება. 5.7. საინფორმაციო-ანალიტიკური განყოფილება. 5.8. ბუღალტერია. 5.9. საერთო განყოფილება. 5.10. ტერიტორიული ორგანოები /ინსპექციები/ 6. ინსპექცია ქმნის საბჭოს, რომლის უფლებამოსილება განსაზღვრულია საბჭოს დებულებით. 7. შრომის სახელმწიფო ინსპექტორებს /მთავარ ინსპექტორებს/ --- შემდგომში ინსპექტორი, თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს ინსპექციის უფროსი. აჭარის და აფხაზეთის შრომის სახელმწიფო ინსპექტორებს ნიშნავს და ათავისუფლებს შრომის ინსპექციის უფროსი, აჭარისა და აფხაზეთის შესაბამის სამინისტროებთან შეთანხმებით. 8. აჭარის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების და მხარეების ინსპექტორების მუშაობის ხელმძღვანელობას და კოორდინაციას ახორციელებს ინსპექცია. 9. ინსპექცია უზრუნველყოფს ინსპექტორების სწავლებასა და კვალიფიკაციის ამაღლებას. 10. ინსპექცია, შრომის დაცვის პოპულარიზაციის მიზნით, დადგენილი წესით ქმნის სახაზინო საწარმოს. 11. ინსპექცია ამყარებს კონტრაქტს და თანამშრომლობს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციებთან, აგრეთვე სხვა ქვეყნების ანალოგიურ სამსახურებთან. 12. ორგანიზაციები, სადაც ინსპექცია ახორციელებს ზედამხედველობას, და უბედური შემთხვევების გამოკვლევას, ვალდებულნი არიან უსასყიდლოდ უზრუნველყონ ინსპექტორები სამსახურებრივი სადგომით, სატრანსპორტო და სატელეფონო საშუალებებითა და სხვა საჭირო მომსახურებით, შემოწმების მთელი პერიოდის განმავლობაში. 13. ინსპექცია ქმნის, რეორგანიზაციას უკეთებს ან აუქმებს საქვეუწყებო სტრუქტურებს მუშაკთა დამტკიცებული რაოდენობისა და ზღვრული ასიგნებათა ფარგლებში. 14. ინსპექციას უფლება აქვს კადრების მომზადებისა და დამაგრებისათვის შემოიღოს და დააწესოს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი სამუშაოს შესრულებისათვის დანამატები კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. 15. ინსპექციის დაფინანსების წყაროებია; 15.1. საქართველოს ცენტრალური ბიუჯეტი; 15.2. კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები. II. ინსპექციის ამოცანები და ფუნქციები 16. ინსპექციის ძირითად ამოცანებსა და ფუნქციებს წარმოადგენს სახელწმიფო ზედამხედველობის განხორციელება: 16.1. ტექნოლოგიური პროცესების, საწარმოო შენობების, ტექნოლოგიური და ენერგეტიკული მოწყობილობების, სატრანსპორტო საშუალებების, სანიტარულ-საყოფაცხოვრებო მოწყობილობების, სავენტილაციო და მაკონდიციონირებელი სისტემების, მუშაკთა  ინდივიდუალური და კოლექტიური დაცვის საშუალებების შესაბამისობაზე შრომის უსაფრთხოებისა და სამრეწველო სანიტარიის მოთხოვნებთან, აგრეთვე საორგანიზაციო სამუშაოების მიმდინარეობაზე შრომის დაცვის სფეროში, ორგანიზაციის კუთვნილ ტერიტორიებზე საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე და თანამდებობის პირების მიერ მათზე დაკისრებული მოვალეობის შესრულებაზე შრომის, ანაზღაურები და შრომის დაცვის საკითხებში. მომატებული საფრთხის ობიექტებზე და სამუშაოებზე უსაფრთხო წარმოების წესების დაცვაზე სახელმწიფო ზედამხედველობას საქართველოს ტექნიკური ზედამხედველობს სახელმწიფო ინსპექციასთან ერთად ახორციელებს საქართველოს სოციალური დაცვის, შრომისა და დასაქმების სამინისტროს შრომის ინსპექცია და მისი ტერიტორიული ორგანოები თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში. 16.2. შრომის პირობებიდან გამომდინარე კანონმდებლობით გათვალისწინებული შრომის ანაზღაურების, შეღავათების და კომპენსაციების, შრომისა და დასვენების დროის რეჟიმის უზრუნველყოფის, შრომის ხელშეკრულების შესრულებაზე, ქალთა და ახალგაზრდობის შრომის დაცვაზე, მომუშავეთათვის სამუშაოს შესრულებისას ტრავმით მიყენებული ზიანის ანაზღაურებაზე; 16.3. წარმოებაში მომხდარი უბედური შემთხვევების გამოკვლევისა და აღრიცხვის დებულებით დადგენილი წესის დაცვაზე. 16.4. ახლად შესაქმნელად შრომის დაცვის საშუალებების, აპარატურის, იარაღების, მანქანა-დანადგარების და სხვა პროდუქციის შესაბამისობაზე შრომის დაცვის ნორმატივების მოთხოვნებთან, დადგენილი წესით გასცეს ნებართვა მათი სერიული გამოშვების შესახებ. 17. შეითანხმოს შრომისა და შრომის დაცვის საკითხებში ყველა საკანონმდებლო და ნორმატიული აქტების პროექტები მიუხედავად მათი დარგობრივი და უწყებრივი დაქვემდებარებისა. გასცეს ნებართვა ახალი და რეკონსტრუირებული ობიექტების, ცალკეული კვანძების ექსპლოატაციაში გადაცემაზე, განახორციელოს წინმსწრები სახელმწიფო ზედამხედველობა მათი დაპროექტებისა და მშენებლობის პროცესში. 18. გააცნო დაინტერესებულ პირებს საქართველოს კანონმდებლობა, მოქმედი ნორმები და ნორმატივები შრომისა და შრომის დაცვის სფეროში. 19. განსაზღვროს მუშაობის ძირითადი და პრიორიტეტული მიმართულებები. ინსპექტორებს გაუწიოს ორგანიზაციული და მეთოდური ხელმძღვანელობა სამართლებრივ-ნორმატიული აქტებით უზრუნველყოფის საქმეში. 20. გაანალიზოს შრომის კანონმდებლობისა და შრომის დაცვის სფეროში გამოვლენილი დარღვევები, საწარმოო ტრავმატიზმის გამომწვევი მიზეზები, დაამუშაოს წინადადებები მათი აღმოფხვრის მიზნით. 21. ითანამშრომლოს შრომის, შრომის დაცვის კანონმდებლობისა და ნორმატიული აქტების შემამუშავებელ ორგანოებთან აღნიშნული დოკუმენტების კანონშესაბამისობაში მოყვანის მიზნით. 22. გასცეს დასკვნები ინსპექციის კომპეტენციაში შემავალ შრომისა და შრომის დაცვის საქმიანობის წარმართვისათვის. 23. მონაწილეობა მიიღოს შრომის დაცვის საკითხებზე შექმნილ საკვალიფიკაციო და საატესტაციო კომისიების მუშაობაში. 24. განიხილოს განცხადებები, წერილები, საჩივრები და სხვა წინადადებები შრომითი, სოციალურ-ეკონომიკური უფლებების, შრომის დაცვის უფლებების დარღვევის ფაქტზე და გაატაროს ღონისძიებები მათი აღმოფხვრისათვის. 25. მოამზადოს და წარუდგინოს, დადგენილი ფორმის შესაბამისად /დებულების დანართი I/ ყოველწლიური ანგარიში სოციალური დაცვის შრომისა და დასაქმების მინისტრს და მოთხოვნის შემთხვევაში ზემდგომ სახელმწიფო მართვის ორგანოს. III. ინსპექტორის უფლებები 26. ინსპექტორს მასზე დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულების უზრუნველყოფისათვის უფლება აქვს: 26.1. კანონმდებლობით დადგენილი წესით დაუბრკოლებრივ შევიდეს მის საზედამხედველო ორგანიზაციებში ნებისმიერ დროს, შრომის სახელმწიფო ინსპექტორისათვის დადგენილი ფორმის მოწმობის წარდგენისას; 26.2. შემოწმების შედეგად გამოვლენილ ნაკლოვანებათა აღმოსაფხვრელად მისცეს ორგანიზაციის თანამდებობის პირს სავალდებულო შესასრულებელი მიწერილობა /დანართი №2/, საჭიროების შემთხვევაში შეადგინოს აქტი, ცნობა, ოქმი. 26.3. ისარგებლოს ორგანიზაციის ხარჯზე კავშირგაბმულობის, ფოსტის, სატრანსპორტო და სხვა საშუალებით, რომელიც საჭიროა ორგანიზაციაში შემოწმების, უბედური შემთხვევის გამოკვლევის და სხვა სამუშაოების ჩასატარებლად; 26.4. შეაჩეროს /აკრძალოს/ საამქროების, საწარმოო უბნების, მანქანების, ჩარხების და სხვა ტექნოლოგიური დანადგარების ექსპლუატაცია მიწერილობის გაცემით, თუ შემოწმების ან საექსპორტო დასკვნებით გამოვლენილი დარღვევები საფრთხით ემუქრებიან მომუშავეთა ჯანმრთელობას ან სიცოცხლეს. 26.5. დააყენოს საკითხი სათანადო ორგანოების წინაშე, საექსპორტო დასკვნაზე დაყრდნობით, ორგანიზაციის ექსპლუატაციის ექსპლუატაციის შეჩერების შესახებ, თუ მისი შემდგომი მუშაობა საფრთხეს უქმნის მომუშავეთა ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს, უბედურ შემთხვევის გამოკვლევისას და ჰიგიენური სერთიფიკატის უქონლობის შემთხვევაში ამოიღოს გამოყენებული მასალების, ნივთიერებების ნიმუშები /კანონით დასაშვებ ფარგლებში/ ანალიზის ჩასატარებლად და ამის შესახებ აცნობოს ორგანიზაციის ხელძღვანელობას. 26.6. ზედამხედველობა გაუწიოს: 26.6.1. შრომის ანაზღაურების, შრომის პირობებიდან გამომდინარე შეღავათებისა და კომპენსაციების გაცემის კანონიერებისა და ნორმატიულ დოკუმენტებთან შესაბამისობას. 26.6.2. კოლექტიური და ინდივიდუალური დაცვის საშუალებების მწარმოებელ ორგანიზაციებს პროდუქციის ხარისხზე, სტანდარტებისა და ტექნიკური პირობების მოთხოვნათა შესაბამისობაზე, შეუსაბამობის აღმოჩენის შემთხვევაში აკრძალოს წუნდებული პროდუქციის წარმოება. 26.6.3. საწარმოო დანიშნულების ობიექტებს  მშენებლობის, რეკონსტრუქციისა და გადაიარაღების პერიოდში. 26.7. მოითხოვოს ორგანიზაციის ხელმძღვანელებისა და ცალკეული თანამდებობის პირთაგან: 26.7.1. საჭირო ახსნა განმარტებები და დოკუმენტები იმ საკითხებზე, რომლებიც განეკუთვნება ინსპექტორის კომპეტენციას; 26.7.2. აუცილებლობის შემთხვევაში, შენობა-ნაგებობათა, ჩარხების, მანქანა დანადგარების და სხვა მოწყობილობების ექსპერტიზა, მათი შემდგომი შესაძლო ექსპლუატაციის დადგენის მიზნით; 26.7.3. სამუშაო ადგილების და ცალკეული სამუშაოების ჰიგიენური ექსპერტიზა, შრომის პირობებზე მოქმედი ფაქტორების ინსტრუმენტალური გაზომვები, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში მოიწვიოს ექსპერტები შრომის პირობების ექსპერტიზის ჩასატარებლად ორგანიზაციის ხარჯზე; 26.7.4. ექსპლუატაციაში შესაყვანი ან სარეკონსტრუქციო საწარმოების, ცალკეული საამქროების, უბნების ჩამონათვალი. 26.8. გამოიტანოს დადგენილება /დებულება დანართი №3/ ან შეადგინოს ოქმი /დებულების დანართი №4/ ადმინისტრაციული სახდელების დადების შესახებ თანამდებობის იმ პირთა მიმართ, რომლებმაც ვერ უზრუნველყვეს შრომის კანონმდებლობისა და შრომის დაცვასთან დაკავშირებული სხვა სამართლებრივ-ნოტარიული აქტების მოთხოვნათა შესრულება. 26.9. მისცეს წინადადება ორგანიზაციის ხელმძღვანელებს და ზემდგომ კომპეტენტურ ორგანოებს იმ პირთა თანამდებობიდან გათავისუფლების ან სხვა დისციპლინარული სასჯელი დადების შესახებ, რომლებმაც ვერ უზრუნველყვეს შრომისა და შრომის დაცვის კანონმდებლობის მოთხოვნათა შესრულება ან არ შეასრულეს ინსპექტორის მიწერილობა. 26.10. დააყენოს საკითხი შესაბამისი ხელმძღვანელობის წინაშე იმ ტექნოლოგიურ პროცესებში, ჩარხების, მანქანების და სხვა მოწყობილობების კონსტრუქციებში ცვლილებების შეტანის შესახებ, რომლებიც ვერ პასუხობენ შრომის დაცვის ნორმატიული აქტების მოთხოვნებს. 26.11. მიიღოს მონაწილეობა: 26.11.1. საწარმოო დანიშნულების მანქანათმშენებლობის პროდუქციის / მანქანები, ჩარები და სხვა მექანიზმები/ საცდელი ნიმუშების გამცდაში, მისცეს ნებართვა მათ სერიულ გამოშვებას ან ცვლილებების შეტანის კონსტრუქციებში და პარამეტრებში. 26.11.2. მიმღებ კომისიებში ახალი ან რეკონსტრუირებული ორგანიზაციების, მათი ცალკეული საწარმოების, საამქროების, უბნების, საწარმოო და საყოფაცხოვრებო დანიშნულების შენობებისა და ნაგებობების ექსპლუატაციაში შეყვანისას. 26.12. განიხილოს ახალი და სარეკონსტრუქციო საწარმოო ობიექტების პროექტები, საჭიროების შემთხვევაში ორგანიზაციის ხელმძღვანელებისაგან მოითხოვოს პროექტების ექსპერტიზა შრომის დაცვის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოსაყვანად, პროექტებში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა. 26.13. გააკონტროლოს ორგანიზაციების: 26.13.1. შრომითი და კოლექტიური ხელშეკრულებებით ან შეთანხმებით გათვალისწინებული შრომისა და შრომის დაცვის ღონისძიებათა შესრულება. 26.13.2. წარმოებაში მომხდარი უბედური შემთხვევით, პროფესიული დაავადებით გამოწვეული მომუშავეებისათვის შრომის უუნარობის დაკარგულ დღეებზე ანაზღაურებული თანხის სახელმწიფო სოციალური დაზღვევის ფონდში აღდგენა და აწარმოოს მათი აღრიცხვა. 26.14. განაზოგადოს ორგანიზაციების შემოწმების მასალების, საწარმოო ტრავმატიზმის გამომწვევი მიზეზები, შრომის, შრომის დაცვის სხვა მონაცემები და საჭიროების შემთხვევაში გადაუგზავნოს რეკომენდაციები აღმასრულებელ ორგანოებს. 26.15. გამოიკვლიოს და აღრიცხოს უბედური შემთხვევები „წარმოებაში მომხდარი უბედური შემთხვევის გამოკვლევისა და აღრიცხვის დებულების“ შესაბამისად. 26.16. ორგანიზაციის შემოწმებისას მოახდინოს მომსახურე პერსონალის შერჩევითი შემოწმება მათ მიერ ტექნოლოგიური რეგლამენტების, უსაფრთხოების წესების და ნორმების ცოდნის ნაწილში. 26.17. გამოიყენოს კანონმდებლობითა და ნორმატიული აქტებით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებანი. IV ინსპექციის მუშაკების მოვალეობა და პასუხისმგებლობა 27. ინსპექციის მუშაკებისათვის აბსოლუტურად კონფედენციალურად ითვლება ყველა ინფორმაციისა და საჩივრის წყარო, რომელიც მიუთითებს საწარმოო პროცესები და მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების დარღვევაზე. ინსპექციის მუშაკი თვითონ საზღვრავს დაიცვას თუ არა ინფორმაციის წყაროს ანონიმურობა დაინტერესებული ორგანიზაციებისა და პიროვნების მიმართ. 28. უთანხმოების ორგანიზაციის ადმინისტრაციასა და ინსპექტორებს შორის ადმინისტრაციის მომართვის შემთხვევაში იხილავს ინსპექციის საბჭო. 29. ინსპექტორი დამოუკიდებელია თავის მოქმედებაში და მთლიანად აგებს პასუხს მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე მოქმედი კანონმდებლობის და ამ დებულების შესაბამისად. 30. ინსპექტორი ვალდებულია 6 თვეში ერთხელ წარუდგინოს ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ ინსპექციას დადგენილი ფორმით /დანართი 1/ დადგენილ ვადაში, ასევე საჭიროებისას სხვა ვადებში ინსპექციის უფროსის გადაწყვეტილებით. ინსპექციის მისამართია: თბილისი 380007 ლეონიძის ქ. № 2 ტელ.997 294