საავტომობილო ტრანსპორტში სახელმძღვანელო დოკუმენტის დამტკიცების შესახებ
საქართველოს მინისტრის ბრძანება მოქმედი
მიღების თარიღი 17.12.1998
გამომცემი ორგანო საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრი
ნომერი №მსუბუქი ავტომობილების რაოდენობა
სარეგისტრაციო კოდი 000000180.01(2).003.000442 39
გამოქვეყნების წყარო სსმ, 1(8), 20/01/1999
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
17.12.1998 მიღება
📖 ტერმინთა განმარტებები (9)
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
საავტომობილო ტრანსპორტში სახელმძღვანელო დოკუმენტის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ტრანსპორტის მინისტრისა და საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის ერთობლივი
ბრძანება №88-№164-ს
1998 წლის 17 დეკემბერი
ქ. თბილისი
საავტომობილო ტრანსპორტში სახელმძღვანელო დოკუმენტის დამტკიცების შესახებ
საქართველოს კონსტიტუციის, კანონების „სტატისტიკის შესახებ“, „ფასებისა და ფასწარმოქმნის საფუძვლების შესახებ“ და „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“, აგრეთვე საქართველოს ტრანსპორტის სამინისტროსა და სხვა სამთავრობო დაწესებულებათა 1998 წლის 22 ივნისის №38 ერთობლივი ბრძანების საფუძველზე და შესასრულებლად: საქართველოში საავტომობილო ტრანსპორტის საქმიანობის შედეგების სახელმწიფო სტატისტიკური აღრიცხვის მექანიზმის ჩამოყალიბებისა და ამოქმედების მიზნით:
1. დამტკიცდეს სახელმძღვანელო დოკუმენტი საავტომობილო ტრანსპორტში სდ.20522344-002-98 „სტატისტიკური აღრიცხვა-ანგარიშგების ერთიანი წესი“ (თან ერთვის).
2. დაევალოს საქართველოს ტრანსპორტის სამინისტროს საავტომობილო ტრანსპორტის დეპარტამენტისა და საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ყველა სტრუქტურულ ადგილობრივ და ტერიტორიულ ქვედანაყოფს:
ა) ჩაატარონ შესაბამისი სამუშაოები „სტატისტიკური აღრიცხვა-ანგარიშგების ერთიანი წესის“ დროულად და სრულფასოვანი ამოქმედების თვალსაზრისით;
ბ) ღონისძიებები განახორციელონ ურთიერთტექნოლოგიური კონტაქტებისა და საქმიანობის კოორდინაციის საწყისებზე.
3. ბრძანება ძალაში შევიდეს მისი გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს ტრანსპორტის მინისტრი მ. ადეიშვილი
საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარე თ. ბერიძე
სტატისტიკური აღრიცხვა-ანგარიშგების ერთიანი წესი
მუხლი 1🔗. გამოყენების სფერო
1. წინამდებარე სახელმძღვანელო დოკუმენტი ვრცელდება საქართველოს ტერიტორიაზე საავტომობილო ტრანსპორტში დასაქმებულ რეზიდენტ და არარეზიდენტ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე, მიუხედავად საკუთრებისა და ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა.
მუხლი 2🔗. განმარტებები
1. წინამდებარე სახელმძღვანელო დოკუმენტში გამოყენებულია შემდეგი ტერმინები და ცნებები:
ა) „სტატისტიკურ მაჩვენებელთა ნუსხა“ – მაჩვენებლები, რომელთა აღრიცხვა, შესაბამის ორგანოებში, დაწესებულ ვადებში და ფორმით წარდგენა სავალდებულოა საავტომობილო ტრანსპორტში დასაქმებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირთათვის;
ბ) „ანგარიშვალდებული პირი“ – პირი, რომელიც ფლობს და იყენებს ავტოსატრანსპორტო საშუალებას ან მათ ერთობლიობას;
გ) „ანგარიშმიმღები პირი“ – სტატისტიკური ანგარიშის მიმღები დეპარტამენტის მიერ უფლებამოსილი სახაზინო საწარმო;
დ) „სამგზავრო ავტომობილი“ – ავტოსატრანსპორტო საშუალება (-ები), განკუთვნილი ან აღჭურვილი ადამიანთა ტრანსპორტირებისათვის;
ე) „სატვირთო ავტომობილი“ – ავტოსატრანსპორტო საშუალება(-ები), განკუთვნილი ტვირთის გადასაზიდად;
ვ) „ავტოსადგური“ – მგზავრთა და ავტოსატრანსპორტო საშუალებათა მომსახურებისათვის განკუთვნილი ადგილი (შესაბამისი ტერიტორიით, მარტივი თუ რთული საინჟინრო ნაგებობებითა და კომუნიკაციებით);
ზ) „სერვისული ობიექტი“ – საწარმო, რომელიც ასრულებს ავტოსატრანსპორტო საშუალებების ყოველდღიური მომსახურების, გამართვის, შეკეთების, დიაგნოსტიკურ თუ სხვა სამუშაოს;
თ) „ბაგაჟი“ – მგზავრის ბარგი, ტვირთი;
ი) „რეგულარობა“ – კოეფიციენტი, რომელიც გამოითვლება განრიგის შესაბამისად შესრულებული რეისების თანაფარდობით დაწესებული რეისების საერთო რიცხვთან.
მუხლი 3🔗. ზოგადი დებულებები
1. დამტკიცებული სტატისტიკური მაჩვენებლების მიხედვით აღრიცხვა-ანგარიშგება სავალდებულოა ქვეყანაში ავტოტრანსპორტის სფეროში დასაქმებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირთათვის.
2. სტატისტიკური აღრიცხვა-ანგარიშგება წარმოებს ერთიანი წესითა და ფორმით.
3. საავტომობილო ტრანსპორტზე პირველადი აღრიცხვის დოკუმენტებია:
ა) სატრანსპორტო საგზაო ბარათი;
ბ) სასაქონლო-სატრანსპორტო ზედდებული;
გ) ბილეთ სააღრიცხვო ფურცელი;
დ) სალაროს უწყისი;
ე) ხელშეკრულება;
ვ) საგადასახადო ანგარიში-ფაქტურა.
4) სტატისტიკური ანგარიშების ჩაბარების ვადები განისაზღვრება საქართველოს კანონით სტატისტიკის შესახებ და წინამდებარე წესით.
5) სტატისტიკური ანგარიშგება წარმოებს დამტკიცებული ფორმით.
6) სტატისტიკური ანგარიშგება წარმოებს დამტკიცებული მაჩვენებლების შესაბამისად.
7)სტატისტიკური აღრიცხვა-ანგარიშგების უტყუარობაზე პასუხისმგებელია უშუალოდ ანგარიშვალდებული პირი. პასუხისმგებლობის დონე განისაზღვრება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისი მუხლით.
მუხლი 4🔗. სტატისტიკური მაჩვენებლები
1. ავტოსატრანსპორტო სფეროში დასაქმებულთათვის სტატისტიკურ დაკვირვებას ექვემდებარება შემდეგი მაჩვენებლები:
ა) საერთო:
– სატრანსპორტო საშუალებათა რაოდენობა – (ცალ-ცალკე ტიპების, მარკებისა და მოდელების მიხედვით) – ერთეული, (ერთ);
– ინვენტარული ავტომობილ-დღეები, (ავტ.დღე);
– მუშა ავტომობილ-საათები, (ავტ.სთ);
– გარბენა სულ – კილომეტრი, (კმ.);
– შემოსავალი (მთლიანი ამონაგები თანხა) – ლარი, (ლარი);
– შემოსავალი (დღგ-ს გარეშე) – ლარი, ლარი
– დასაქმებულთა რაოდენობა – მუშაკი, (მუშაკი);
– საშუალო თვიური ანაზღაურება – ლარი, (ლარი);
ბ) სამგზავრო ავტოტრანსპორტისათვის;
– გამოყენების სფერი: შიდასაქალაქო, საგარეუბნო, საქალაქთაშორისო, საერთაშორისო, სატაქსო, – ;
– მგზავრთა რაოდენობა – მგზავრი (მგზ.);
– მგზავრთბრუნვა-მგზავრკილომეტრი, (მგზ/კმ);
– მარშრუტზე გარბენა-კილომეტრი (კმ);
– ბაგაჟიდან შემოსავალი – ლარი (ლარი);
– ფასიანი გარბენა – კილომეტრი, (კმ);
– ფასიანი მანქანა-საათები (სთ);
– სატვირთო ავტოტრანსპორტისათვის;
– გამოყენების სფერო: ქვეყნის შიგნით, საერთაშორისო, -
– ტვირთზიდვა – ტონა, (ტ);
– ტვირთბრუნვა – ტონაკილომეტრი, (ტ/კმ);
– გარბენა ტვირთით – კილომეტრი (კმ);
– ტვირთის სახეობა (კლასიფიკაციისამებრ).
დ) ავტოსადგური:
– მომსახურებული ავტოსატრანსპორტო საშუალებათა რაოდენობა – ერთეული, (ერთ.);
– მომსახურებელ მგზავრთა რაოდენობა – მგზავრი, (მგზ.);
– ბაგაჟიდან შემოსავალი – ლარი, (ლარი);
– რეგულარობა.
ე) სატვირთო ტერმინალები:
– გადამუშავებული ტვირთი – ტონა (ტ.).
– კონტეინერების რაოდენობა – ერთეული, (ერთ.)
ვ) სერვისული მომსახურების ობიექტები:
– საქმიანობის სახეობა (-ები);
– მომსახურებათა რაოდენობა (სახეობების მიხედვით)
– ერთეული, (ერთ.).
მუხლი 5🔗. სტატისტიკური ანგარიშგება
1. სტატისტიკური აღრიცხვის ორგანიზაცია სხვადასხვანაირია იურიდიულ და ფიზიკურ პირთათვის.
2. ფიზიკური პირი ყოველთვიურად (სრული ან არასრული თვე), არაუგვიანეს პირველი რიცხვისა საანგარიშო პერიოდის შემდეგ, ავსებს ტიპიურ ფორმა №1-იტ „ანგარიშს საავტომობილო ტრანსპორტის საქმიანობის შესახებ“ (დანართი №1) და ორ ეგზემპლარად ადგილმდებარეობის მიხედვით წარადგენს საავტომობილო ტრანსპორტის დეპარტამენტის სახაზინო საწარმოში, რომელთაგან ერთ-ერთი დამოწმებული უბრუნდება წარმომდგენს.
3. ტიპიურ ფორმა № 1-იტ-ში ჩაიწერება მხოლოდ ის მაჩვენებლები, რომლებიც ასახავენ მის უშუალო საქმიანობას.
4. საავტომობილო ტრანსპორტის დეპარტამენტის სახაზინო საწარმო მიღებული ტიპიური ფორმა № 1-იტ-ს საფუძველზე ადგენს კრებსით ანგარიშს ფ. № 2-ტრ-ს (დანართი 2)“ ანგარიში ინდივიდუალურ მეწარმეთა საავტომობილო ტრანსპორტის საქმიანობის შესახებ“ და წარადგენს სტატისტიკის რაიონულ (საქალაქო) განყოფილებაში საანგარიშო პერიოდის შემდეგ 4 რიცხვამდე.
5. იურიდიული პირი სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტის რაიონული (საქალაქო) ორგანოებს ადგილმდებარეობის მიხედვით წარუდგენს სტატისტიკურ ანგარიშებს დადგენილი წესისა და ფორმის შესაბამისად. ხოლო, დამოუკიდებელ ბალანსზე მყოფი ავტოსატრანსპორტო საწარმოები სტატისტიკურ ანგარიშებს წარუდგენენ აგრეთვე საავტომობილო ტრანსპორტის დეპარტამენტის სახაზინო საწარმოს.
მუხლი 6🔗. ინსპექტირება
ტიპიური ფორმა №1-იტ-სა და სტატისტიკური ანგარიშის ფორმა №2-ტრ-ის უტყუარობას საჭიროების შემთხვევაში ადგილზე სწავლობს საქართველოს სტატისტიკის სახელწმიფო დეპარტამენტის, საქართველოს ტრანსპორტის სამინისტროს, საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს და სხვა სამთავრობო დაწესებულებათა უფლებამოსილი პირები კანონმდებლობით დადგენილი წესებით.
დანართი №1
ვის წარედგინება _______________________________________
(მიმღების დასახელება და მისამართი)
ანგარიშვალდებული პირი _______________________________
(სახელი და გვარი)
_______________________________________________________
(საფოსტო ინდექსი, მისამართი)
ყოველთვიური
წარუდგენს: სამეწარმეო საქმიანობით დაკავებული ფიზიკური პირი საავტომობილო ტრანსპორტის დეპარტამენტის სახაზინო საწარმოს ადგილმდებარეობის მიხედვით არაუგვიანეს 1 რიცხვისა საანგარიშო პერიოდის შემდეგ.
ანგარიში
საავტომობილო ტრასპორტის საქმიანობის შესახებ
199 _____ წლის ____________
№
მაჩვენებელთა დასახელება
ზომის ერთეული
მაჩვენებლის სიდიდე
შენიშვნა
ჩავაბარე ____________________ ________________
სახელი, გვარი ხელმოწერა
მივიღე _____________________ _________________
სახელი, გვარი ხელმოწერა
დანართი №2
სახელმწიფო სტატისტიკური ანგარიშგება
კოდები
1
2
საბუთის შემდგენი ორგანიზაციის (სტატისტიკური საიდენტიფიკაციო)
ტერიტორიის
ვის წარედგინება
______________________________________________
(მიმღების დასახელება, მისამართი)
______________________________________________
ანგარიშვალდებული საწარმოს დასახელება
________________________________________
საფოსტო ინდექსი და მისამართი
ფორმა №2-ტრ
დამტკიცებულია საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტის 17.12.98წ №164-ს ბრძანებით.
საფოსტო-ყოველთვიური
წარუდგენენ: 4 რიცხვამდე საანგარიშო პერიოდის შემდეგ საავტომობილო ტრანსპორტის დეპარტამენტის სახაზინო საწარმო:
1) სტატისტიკის საქალაქო (რაიონულ) განყოფილებას ადგილმდებარეობის მიხედვით;
2) საავტომობილო ტრანსპორტის დეპარტამენტს.
ანგარიში
საავტომობილო ტრანსპორტის საქმიანობის შესახებ
19 ___ წლის იანვარი __________
I. სატვირთო ავტომობილები
მაჩვენებელთა დასახელება
სტრიქონის ნომერი
ზომის ერთეული
სულ
მათ შორის
ქვეყნის შიგნით
საერთაშორისო
ა
ბ
გ
1
2
3
სატვირთო ავტომობილების რაოდენობა
01
ერთეული
X
X
ტვირთზიდვა
02
ათ. ტ
ტვირთბრუნვა
03
ათ. ტ. კმ
გარბენა – სულ
04
ათ. კმ
გარბენა ტვირთით
05
ათ. კმ
ტვირთის გადატანიდან მიღებული შემოსავლები (დღგ-ს გარეშე)
06
ათ. ლარი
დასაქმებულთა რაოდენობა
07
კაცი
II. ავტობუსები
მაჩვენებელთა დასახელება
სტრიქ. ნომერი
ზომის ერთეული
სულ
მათ შორის
შიდა საქალაქო
საგარეუბნო
საქალაქთაშორისო
საერთაშორისო
ა
ბ
გ
1
2
3
4
5
ავტობუსების რაოდენობა
11
ერთეული
X
X
X
X
მგზავრთა რაოდენობა
12
ათ. კაცი
მგზავრთბრუნვა
13
ათ. მგზ.კმ
გარბენა – სულ
14
ათ. კმ
ავტობუსებით მგზავრთა მომსახურებიდან მიღებული შემოსავლები (დღგ-ს გარეშე)
15
ათ. ლარი
დასაქმებულთა რაოდენობა
16
კაცი
III. მსუბუქი ავტომობილები
სტრიქ. ნომერი
მსუბუქი ავტომობილების რაოდენობა
გარბენა ათ. კმ
მსუბუქი ავტომობილებით მგზავრთა მომსახურებიდან მიღებული შემოსავლები (დღგ-ს გარეშე) ათ. ლარი
დასაქმებულთა რაოდენობა კაცი
სულ
აქედან ფასიანი
ა
1
2
3
4
5
21
„--“ ___________________199 წ. ხელმძღვანელი _______________
მთავარი ბუღალტერი _________
___________________________________________
შემსრულებლის გვარი და ტელეფონის ნომერი