საქართველოს ტერიტორიაზე სავალდებულო სერტიფიკაციას დაქვემდებარებული საქონლის შემოტანის სამუშაოთა ორგანიზების სრულყოფის შესახებ
საქართველოს მინისტრის ბრძანება ძალადაკარგული
მიღების თარიღი 27.04.1998
ძალის დაკარგვა 19.11.2003
გამომცემი ორგანო 8527
ნომერი №45
სარეგისტრაციო კოდი 000000360.01(2).003.000251 13
გამოქვეყნების წყარო გამოუქვეყნებელი, 0, 01/05/1998
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 2 აქტით
- „სავალდებულო სერტიფიკაციას დაქვემდებარებული პროდუქციის საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანის წესის“ დამტკიცების თაობაზე სტანდარტების ტექნიკური რეგლამენტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის ბრძანება 14.11.2003
- საქართველოში სავალდებულო სერტიფიკაციიდან ნებაყოფლობით სერტიფიკაციაზე ეტაპობრივად გადასვლის ღონისძიებათა შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება 27.06.2002
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს ტერიტორიაზე სავალდებულო სერტიფიკაციას დაქვემდებარებული საქონლის შემოტანის სამუშაოთა ორგანიზების სრულყოფის შესახებ
საქართველოს სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარისა და საქართველოს საბაჟო დეპარტამენტის თავმჯდომარის
ერთობლივი ბრძანება №45/78
1998 წლის 27- 23 აპრილი
ქ. თბილისი
საქართველოს ტერიტორიაზე სავალდებულო სერტიფიკაციას დაქვემდებარებული საქონლის შემოტანის სამუშაოთა ორგანიზების სრულყოფის შესახებ
საქართველოს კანონების „მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ და „პროდუქციისა და მომსახურების სერტიფიკაციის შესახებ“, შესაბამისად სავალდებულო სერტიფიკაციას დაქვემდებარებული საქონლის საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანისა და კონტროლის სამუშაოთა ორგანიზაციული სრულყოფის მიზნით,
ვბრძანებთ:
1. „საქართველოს ტერიტორიაზე სავალდებულო სერტიფიკაციას დაქვემდებარებული საქონლის შემოტანის წესის“ (დანართი 1) და „საქართველოში შემოტანილი სავალდებულო სერტიფიკაციას დაქვემდებარებული საქონლის ჩამონათვალის“ (დანართი 2) სამოქმედოდ შემოღებულ იქნეს კანონით დადგენილი წესით.
2. ამასთან დაკავშირებით ძალადაკარგულად ჩაითვალოს „საქართველოს ტერიტორიაზე სავალდებულო სერტიფიკაციას დაქვემდებარებული საქონლის შემოტანის წესი“ ადრე დამტკიცებული რედაქციით (რეგ. №95, 15.05.96წ.), საქსტანდარტისა და სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს ერთობლივი ბრძანება (რეგ. №149, 08.11.96წ.), საქსტანდარტისა და ჯანდაცვის სამინისტოროს სახელმწიფო სანიტარული ზედამხედველობისა და ჰიგიენური ნორმების დეპარტამენტის პროდუქციის სერტიფიკაციის ურთიერთმოქმედების წესი (რეგ. №161, 19.11.96წ.).
3. ეთხოვოს იუსტიციის სამინისტროს გაატაროს რეგისტრაციაში წარმოდგენილი დოკუმენტები კანონით დადგენილი წესით.
დეპარტამენტის თვმჯდომარე ჯ.მანჯგალაძე
დეპარტამენტის თვმჯდომარე თ. აბულაძე
დანართი №1
საქართველოს ტერიტორიაზე სავალდებულო სერტიფიკაციას დაქვემდებარებული
საქონლის შემოტანის წესი
წინამდებარე წესი შემუშავებულია საქართველოს კანონების „მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“, „პროდუქციისა და მომსახურების სერტიფიკაციის შესახებ“, შესაბამისად განსაზღვრავს საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი იმ საქონლის გაშვების პირობებს, რომელიც საქართველოს საკანონმდებლო აქტებით ექვემდებარება სავალდებულო სერტიფიკაციას და მიზნად ისახავს დაიცვას საქართველოს სამომხმარებლო ბაზარი უხარისხო, ჯანმრთელობისთვის საშიში იმპორტირებული პროდუქციის შეღწევისაგან.
1. ზოგადი დებულებები
1.1. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონელი, რომელიც ექვემდებარება სავალდებულო სერტიფიკაციას გაიშვება მოხმარებისათვის, თუ ის შეესაბამება საქართველოში დადგენილ სავალდებულო სერტიფიკაციის მოთხოვნებს და გავლილი აქვს შესაბამისი სამსახურების მიერ განხორციელებული სანიტარულ-საკარანტინო, ვეტერინარული, ფიტოსანიტარული და სხვა, კანონმდებლობით განსაზღვრული, სახელმწიფო კონტროლი.
1.2. საქონლის ჩამონათვალი, რომლის მიმართაც გამოიყენება წინამდებარე წესი, განისაზღვრება საქსტანდარტის მიერ საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის სასაქონლო ნომენკლატურის (სესსნ) მოთხოვნათა შესაბამისად აღმასრულებელი ხელისუფლების იმ ორგანოებთან შეთანხმებით, რომელთაც საქართველოს საკანონმდებლო აქტებით ევალებათ პროდუქციის სავალდებულო სერტიფიკაციის სამუშაოთა ორგანიზება და ჩატარება.
აღნიშნული საქონლის ჩამონათვალს ამტკიცებს საქსტანდარტი საბაჟო დეპარტამენტთან შეთანხმებით.
1.3. საქონლის განბაჟებისათვის სავალდებულო დოკუმენტს წარმოადგენს:
ა) შესაბამისობის სერტიფიკატი (დანართი 1.1.), გაცემული სერტიფიკაციის სახელმწიფო სისტემის წესებით საქონლის შემოტანის წინა პერიოდში ან საქონლის საბაჟო კონტროლის ქვეშ დროებით შენახვის პერიოდში;
ბ) საქონლის სარეგისტრაციო სერტიფიკატი (დანართი 1.2.) ყველა სხვა შემთხვევაში.
სარეგისტრაციო სერტიფიკატი პირველ რიგში გაიცემა მალფუჭებად საქონელზე, რომლის შენახვა მოითხოვს განსაკუთრებული პირობების დაცვას (ტემპერატურა, ტენიანობა, წნევა და ა.შ.) ასეთი საქონლის (დანართი 1.3.) საბაჟო გაფორმება ხორციელდება რიგგარეშე.
სარეგისტრაციო სერტიფიკატს გასცემს ამაზე საქსტანდარტის მიერ სპეციალურად რწმუნებული ორგანო საბაჟო დეპარტამენტთან შეთანხმებით, რომლის უფლება-მოვალეობანი განისაზღვრება საქსტანდარტსა და ამ ორგანოს შორის დადებული ხელშეკრულებით.
1.4. სარეგისტრაციო სერტიფიკატის ერთი პირი, ამ სერტიფიკატის გამცემი ორგანოს მიერ, ოპერატიულად (ურთიერთშეთანხმებულ ვადებში), მიეწოდება საქსტანდარტს ან მის შესაბამის ტერიტორიულ ორგანოს, ამ წესის 1.5. პუნქტით განსაზღვრული ქმედებების განსახორციელებლად.
1.5. საქსტანდარტი აკონტროლებს სარეგისტრაციო სერტიფიკატით გაშვებული საქონლის სავალდებულო სერტიფიკაციის ჩატარებას და საჭიროების შემთხვევაში იღებს ზომებს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
1.6. საქართველოში წინამდებარე წესების 2.1. მუხლით გათვალისწინებული საბაჟო რეჟიმით შემოტანილ სავალდებულო სერტიფიკაციას დაქვემდებარებულ საქონელს უნდა გააჩნდეს საქსტანდარტის ან მის მიერ ამ საქმიანობაზე აღიარებული ორგანოს მიერ გაცემული შესაბამისობის სერტიფიკატი.
ასეთი სერტიფიკატის არ არსებობის შემთხვევაში საქონლის საბაჟო გაფორმება ხდება წინამდებარე წესის 1.3. მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად.
2. საქონლის შემოტანის თავისებურებანი საბაჟო რეჟიმების პირობების შესაბამისად
2. საქონლის შემოტანის თავისებურებანი საბაჟო რეჟიმების პირობების შესაბამისად.
2.1. სავალდებულო სერტიფიკაციას დაქვემდებარებული საქონელი, თუ მასზე საბაჟო ორგანოებს (სხვა საბაჟო დოკუმენტებთან ერთად) წარედგინებათ შესაბამისობის ან სარეგისტრაციო სერტიფიკატი, მოთავსდება შემდეგი საბაჟო რეჟიმების ქვეშ:
– გაშვება თავისუფალი მიმოქცევისთვის;
– გადამუშავება საბაჟო კონტროლის ქვეშ (გადამუშავების პროდუქტის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების შემთხვევაში);
– გადამუშავება საბაჟო ტერიტორიის გარეთ (გადამუშავების პროდუქტის შემოტანისას);
– რეიმპორტი.
2.2. საბაჟო ორგანოსათვის შესაბამისობის სერტიფიკატის წარდგენის გარეშე (განცხადებული საბაჟო რეჟიმებისგან დამოუკიდებლად) გაიშვება საქონელი:
ა) განკუთვნილი ოფიციალური გამოყენებისთვის საზღვარგარეთის ქვეყნების წარმომადგენლობისა და საერთაშორისო, სამთავრობათაშორისო ორგანიზაციების პერსონალის მიერ;
ბ) შემოტანილი ფიზიკური პირების მიერ, რომელიც არ არის განკუთვნილი საწარმოო ან სხვა კომერციული საქმიანობისათვის (გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ასეთი საქონელი აღემატება დადგენილ ღირებულებასა და რაოდენობრივ ქვოტებს);
გ) ჰუმანიტარული დახმარების სახით შემოტანილი ტვირთები;
დ) ნიმუშების (სინჯების) სახით, კონტრაქტისწინა სერტიფიკაციის მიზნით გამოცდების ჩასატარებლად.
ამ პუნქტებში აღნიშნულ შემთხვევაში განბაჟება ხდება სარეგისტრაციო სერტიფიკატით, საქონლის შემოტანაზე სახელმწიფო კონტროლის შესაბამისი სასაზღვრო სამსახურების (სანიტარულ-საკარანტინო, ვეტერინალური, ფიტო-სანიტარული და სხვა) ნებართვის არსებობის შემთხვევაში.
ამ პუნქტებში აღნიშნული საქონლის გასხვისების შემთხვევაში იგი ექვემდებარება სერტიფიკაციას დადგენილი წესით. ვალდებულების შეუსრულებლობისას საქსტანდარტი ღებულობს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ ზომებს.
3. შემოსატანი საქონლის საბაჟო გაფორმება
3.1. შემოტანილი საქონელი მისი საბაჟო გაფორმების პერიოდში იმყოფება საბაჟო კონტროლის ქვეშ, დროებით შენახვის რეჟიმში. საქონლის დროებით შენახვისას შესაბამისობის სერტიფიკატის გაცემის ვადა არ უნდა აღემატებოდეს ერთ თვეს.
3.2. შემოსატანი საქონელი ექვემდებარება დეკლარირებას საბაჟო ორგანოში, რომელიც ახდენს მის საბაჟო გაფორმებას საქართველოს საბაჟო დეპარტამენტის მიერ დადგენილი წესით. საბაჟო დეკლარაციასა და სხვა დოკუმენტებთან ერთდროულად, რომლებიც საჭიროა საბაჟო გაფორმებისათვის და საბაჟო კონტროლის ჩასატარებლად, იმპორტიორი ვალდებულია წარადგინოს დადგენილი ფორმის შესაბამისობის ან სარეგისტრაციო სერტიფიკატი.
იმ შემთხვევაში, როდესაც საბაჟო დეკლარაციად გამოიყენება სატვირთო საბაჟო დეკლარაციის სდ 1 (სდ 2) ფორმები, დეკლარანტი ვალდებულია გრაფაში 44, ქვეპუნქტი 6 მიუთითოს წარმოდგენილი სარეგისტრაციო ან შესაბამისობის სერტიფიკატის ნომერი და გაცემის თარიღი.
3.3. საბაჟო გაფორმებისა და საბაჟო კონტროლის მიზნებისათვის გამოიყენება:
– სარეგისტრაციო სერტიფიკატის წარმოდგენის შემთხვევაში – სერტიფიკატის ერთი პირი;
– შესაბამისობის სერტიფიკატის შემთხვევაში – სერტიფიკატის დამოწმებული ასლი.
აღნიშნული დოკუმენტები რჩება საბაჟო ორგანოს საქმეებში და დაბრუნებას არ ექვემდებარება.
ასლი შეიძლება დამოწმებული იყოს სერტიფიკატის გამცემი ორგანოს მიერ. სერტიფიკატის გამცემი ორგანო დაამოწმებს მას ამ ორგანოს ხელმძღვანელის (ან მისი შემცვლელი პირის) ნამდვილი ხელმოწერის გზით, მისი გაშიფვრითა და ბეჭდის დასმით.
3.4. სერტიფიკაციის მიზნებისათვის საბაჟო ორგანოს ნებართვით იმპორტიორებსა და სხვა პირებს, რომლებსაც გააჩნიათ უფლებამოსილება საქონლის მიმართ, შეუძლიათ საბაჟო კონტროლის ქვეშ დაათვალიერონ შემოსატანი საქონელი, აგრეთვე აიღონ მისი სინჯები და ნიმუშები.
სინჯები და ნიმუშები აიღება საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირების თანდასწრებით მინიმალური რაოდენობით, რომელიც უზრუნველყოფს ამ სინჯებისა და ნიმუშების გამოკვლევის შესაძლებლობას.
სინჯებისა და ნიმუშების აღების შესახებ შედგება ნიმუშის აღების აქტი, რომელსაც ხელს აწერენ საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირებიც, რომლებიც ადასტურებენ აღებული ნიმუშის რაოდენობას.
საქონლის სინჯებსა და ნიმუშებზე ცალკე საბაჟო დეკლარაცია არ განცხადდება იმ პირობით, თუ ისინი გათვალისწინებულია საქონლის მიმართ შეტანილ საბაჟო დეკლარაციაში.
გამოსაცდელი ნიმუშების დაბრუნების ან გამოცდების შედეგად მათი დახარჯვის (განადგურების) პირობები უნდა იქნეს განსაზღვრული სერტიფიკაციის ჩატარების წესში.
3.5. საქართველოს საბაჟო ორგანოების თანამდებობის პირებს საბაჟო გაფორმების ჩატარებისას საჭიროების შემთხვევაში შეუძლიათ შეამოწმონ:
– ხელმოწერა და ბეჭედი შესაბამისობის სერტიფიკატის ასლზე (სარეგისტრაციო სერტიფიკატის პირზე);
– ორგანოს უფლებამოსილება სერტიფიკატის გაცემაზე;
– შემოსატანი საქონლის შესაბამისობა სერტიფიკატთან;
– სერტიფიკატის მოქმედების ვადა (თუ ასეთი ვადა დადგენილია);
– სხვა მონაცემები, რომლებიც აუცილებელია საბაჟო გაფორმებისათვის.
საბაჟო ორგანოს შეუძლია მოითხოვოს იმპორტიორისაგან საქართველოს ტერიტორიაზე შემოსატან საქონელზე სერტიფიკატის გაცემის ფაქტის დადასტურება.
აუცილებლობის შემთხვევაში შემოწმებისათვის შეიძლება მოწვეულ იქნეს საქსტანდარტის ტერიტორიული ორგანოების ან ამ საქონლის სერტიფიკაციის ორგანოს წარმომადგენლები.
4. პასუხისმგებლობა წინამდებარე წესის დარღვევისათვის
წინამდებარე წესების დარღვევისათვის პირები პასუხს აგებენ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
დანართი 1.2.
სარეგისტრაციო სერტიფიკატი №
-----------------------------------------------------------------------------------------------------
სერტიფიკატის გამცემი ორგანიზაცია
199 წლის „ “ --------------------------------
იმპორტიორი -------------------------------------------------------------------------------------
საწარმო, ორგანიზაცია, ინდ. მეწარმე
-----------------------------------------------------------------------------------------------------
მისამართი, ტელეფონი
ტვირთის დაბინავების ადგილი ---------------------------------------------------------------
-----------------------------------------------------------------------------------------------------
პროდუქციის დასახელება, პარტიის რაოდენობა -------------------------------------------
-----------------------------------------------------------------------------------------------------
მწარმოებელი ------------------------------------------------------------------------------------
(ქვეყანა, ორგანიზაცია, ფირმა)
თანმხლები დოკუმენტაცია --------------------------------------------------------------------
-----------------------------------------------------------------------------------------------------
– სარეგისტრაციო სერტიფიკატში მითითებული მონაცემების სისწორეს და საქართველოს ტერიტორიაზე სავალდებულო სერტიფიკაციას დაქვემდებარებული პროდუქციის რეალიზების წესით განსაზღვრულ, ნაკისრ ვალდებულებებს ვადასტურებ.
იმპორტიორი -------------------------- ---------------
ხელმოწერა გვარი
ბ.ა.
სერტიფიკატის გამცემის
ორგანიზაციის ხელმძღვანელი ---------------------------- -------------------
ხელმოწერა გვარი
ბ.ა.
დანართი 1.3.
ძირითადი მალფუჭებადი საქონლის ჩამონათვალი
1. ბოსტნეული და სოკო ახალი, ბადრიჯანი, წიწაკა ახალი, საზამთრო, ნესვი, კიტრი, პომიდორი, კომბოსტო, კარტოფილი, ხახვი, ჭარხალი, ბოლოკი, ბოსტნეულის ხილფაფა და პიურე.
2. ხილი და ხილკენკროვანი ახალი, ხილფაფა და პიურე მათგან.
3. ხორცი და ხორცის პროდუქტები (მათ შორის) ფრინველი დაკლული და ნანადირევი), ცხოველური ცხიმები, ცხოველის ხორცი ნებისმიერ სახეში, ქონი და ცხიმები, ენდოკრინული ნედლეული, სუბპროდუქტები.
4. რძე და რძის პროდუქტები, ახალი რძე, ნაღები, არაჟანი, ხაჭო, ყველი, კარაქი, ერბო, მარგარინი.
5. კვერცხი და კვერცხის მელანჟი.
6. თევზი და თევზის პროდუქტები, ხიზილალა ნებისმიერი, თევზი ნებისმიერი: ცოცხალი, გაყინული, შებოლილი, დამარილებული, მარილიანი. კიბო და კიბორჩხალები.
დანართი №2
---------------------ჯ. მანჯგალაძე ---------------------- თ. აბულაძე
--------------------- 1998 წელი ---------------------- 1998 წელი
საქართველოში შემოტანილი სავალდებულო სერტიფიკაციას დაქვემდებარებული საქონლის ჩამონათვალი
სამოქმედოდ შემოღების თარიღი: 1998 წლის 1 მაისი
თბილისი, 1998
საქართველოში შემოსატანი და სავალდებულო სერტიფიკაციას დაქვემდებარებული პროდუქციის ჩამონათვალი
პროდუქციის დასახელება
სესნ პოზიციის კოდი
1
2
კვების მრეწველობისა და სასოფლო-სამეურნეო
წარმოების პროდუქცია
ხორცი და ხორცის სუბპროდუქტები
ჯგუფი 2
თევზი, კიბოსნაირები და წყლის
სხვა უხერხემლოები
ჯგუფი 3
რძე და რძის ნაწარმი, ფრინველის
კვერცხი, თაფლი ნატურალური,
ცხოველური წარმოშობის საკვები
პროდუქტები
ჯგუფი 4
ბოსტნეული და ზოგიერთი საკვები ძირნაყოფი და ბოლქვნაყოფი
ჯგუფი 7
საკვები ნაყოფი და თხილი,
ციტრუსი, მათი ნაჭუჭი და ქერქი
ჯგუფი 8
ყავა, ჩაი, სანელებლები
ჯგუფი 9
მარცვლეული პურისათვის
ჯგუფი 10
ფქვილ-ბურღულური წარმოების პროდუქცია, ალაო, სახამებელი, ინულინი
ჯგუფი 11
ფოთლოვანი ჭარხალი, საკვები
ძირნაყოფები, ლუცერნა, საკვები
კომბოსტო და სხვა ანალოგიური
საკვები საშუალებები
1214
ცხიმები, ზეთები და მათი ფრაქციები თევზისაგან და ზღვის სხვა
ძუძუმწოვართაგან
1504
ცხიმი ღორისა და შინაური ფრინველის, გადამდნარი ან გადაუმდნარი
1501
სოიოს ზეთი და მისი ფრაქციები
1507
მიწის თხილის ზეთი და მისი ფრაქციები
1508
ზეითუნის ზეთი და მისი ფრაქციები
1509
მზესუმზირის ზეთი და მისი ფრაქციები
1512
ქოქოსის ზეთი და მისი ფრაქციები
1513
ზეთები რაპსის ან მდოგვის და მათი ფრაქციები
1514
ცხიმები და ზეთები მცენარეული და მათი ფრაქციები
151620
ცხიმები და ზეთები ცხოველური და მათი ფრაქციები
151610
სიმინდის ზეთი და მათი ფრაქციები (საკვები)
151521900
მარგარინი
1517
ნაწარმი ხორცის, თევზის, კიბოსმაგვარისა და წყლის სხვა უხერხემლო ცხოველებისაგან
ჯგუფი 16
შაქარი ლერწამის ან ჭარხლის
1701
საკონდიტრო ნაწარმი შაქრისაგან,
რომელიც არ შეიცავს კაკაოს
1704
კაკაო და პროდუქტები მისგან
ჯგუფი 18
პურეული მარცვლის, ფქვილის,
სახამებლისა და რძის ნაწარმი,
ჯგუფი 19
ფქვილეული საკონდიტრო ნაწარმი
ბოსტნეულის, ნაყოფის, თხილის
და მცენარეთა სხვა ნაწილების
გადამუშავების პროდუქტი
ჯგუფი 20
სხვა დანარჩენი საკვები პროდუქტები
ჯგუფი 21
ალკოჰოლური და უალკოჰოლო
სასმელები და ძმარი
ჯგუფი 22
კვების მრეწველობის ნარჩენები გამოყენებული ცხოველების საკვებად, ცხოველების მზა საკვები
ჯგუფი 23
თამბაქო, თამბაქოს ნაწარმი და თამბაქოს სამრეწველო შემცვლელები
ჯგუფი 24
მარილი, ვარგისი, ადამიანის მიერ
მოსახმარებლად
250100910
ნავთობ პროდუქტები
ბენზინი ძრავის საავიაციო
271000310
ბენზინი ძრავის ტყვიის შემცველობით არაუმეტეს 0,013 გ/ლ
271000330
ბენზინი ძრავის ტყვიის შემცველობით 0,013 გ/ლ მეტი
271000350
ნავთი
271000510
დიზელის საწვავი
271000690
თხევადი საწვავი (მაზუთი)
271000790
ზეთები საპოხი, დანარჩენი სხვა ზეთები
271000990
თხევადი გაზი საყოფაცხოვრებო
დანიშნულების
271112190
271113900
271119000
არაორგანული ქიმიის პროდუქტები
ჟანგბადი სამედიცინო
280440000
სინთეზური ამიაკი
2814
კალციუმის კარბიდი
284910000
ფარმაცევტული პროდუქცია
ბამბა და ნაწარმი ვისკოზური ან
ჰიგროსკოპული ბამბისაგან
300590110
მარლა და ნაწარმი მისგან
300590310
სტომატოლოგიური ცემენტი და კბილის დაბჟენის მასალები
300640000
სასუქები
ჯგუფი 31
ეთერზეთები, პარფიუმერული, კოსმეტიკური და სატუალეტო საშუალებები
ჯგუფი 33
სარეცხი საშუალებები
3401, 3402
ასანთი
360500000
ფოტო და კინოსაქონელი
ჯგუფი 37
შერეული ქიმიური საქონელი
სპილენძის კუპოროსი, შეფუთული
380820100
საცალო ვაჭრობისათვის
380830
ჰერბიციდები
380840
სადეზინფექციო საშუალებები,
ჯანდაცვასა და ვეტერინარიაში
გამოსაყენებლად
38040
პოლიმელური მასალები პლასტმასი
და ნაწარმი მათგან
აფსკი ეთილენის კოლიმერებიდან
392010
ელექტროსაიზოლაციო მასალები
39190200
ფენოვანი, აფსკის შემცველი
392190300
ეპოკსიდური და ფენოლური ფისებისაგან და სხვა პლასტმასისაგან
392190500
პლასტმასის ჭურჭელი სამზარეულოს, ბოთლები
3923, 3924
პლასტმასის პაკეტები
392321000
პლასტმასის კასრები და ყუთები 2 ლ-მეტი მოცულობით
392330900
რეზინის ნაწარმი
რეზინის პნევმატური საბურავები ახალი
4011
კონტრაცეპტივები
401410000
საწოვარა საბავშვო ლატექსის, რეზინის ბუშტები ყინულისათვის, სათბურები რეზინის, სამედიცინო მილები რეზინის
401490
ინდივიდუალური დაცვის საშუალებები, რეზინის სახის წინა ნაწილი
401590000
ქირურგიული ხელთათმანები
401511000
ტყავის ნაწარმი
ნატურალური და ხელოვნური ბეწვეული
ჯგუფი 42
ნაწარმი მათგან
ჯგუფი 43
ხე-ტყე და ნაწარმი მისგან
4409, 4410
4412, 4418
4421.
ქაღალდი და მუყაო. ნაწარმი მათგან
ჯგუფი 48
საფეიქრო და მსუბუქი მრეწველობის ნაწარმი
აბრეშუმი
ჯგუფი 50
მატყლი, ბამბა
ჯგუფი 51, 52
ქიმბოჭკო და ძაფი
ჯგუფი 54, 55
ხალიჩები და სხვა საფეიქრო იატაკის საფენები, ვობელები, საფარდე ქსოვილები,
ჯგუფი 57, 58
საფეიქრო ნედლეული, ტექნიკური
დანიშნულების საფეიქრო ნაწარმი
ჯგუფი 59
მსუბუქი მრეწველობის ნაწარმი, რომელიც კონტაქტშია ადამიანის კანთან
ჯგუფი 61, 62
63, 64, 65
ნაწარმი ქვისაგან, ასბესტისა და ანალოგიური მასალისაგან
ინსტრუმენტი ალმასის - სახეხი წრეები, საჭრელი წრეები
680421
ინსტრუმენტი აბრზიული - სახეხი წრეები, საჭრელი წრეები
680422
ინსტრუმენტი აბრზიული - სახეხი
დისკოები ფიბრის, სახეხი წრეები
ფურცვლოვანი
6805
ფრიქციული მასალები და ნაკეთობანი მათგან
6813
კერამიკული ნაწარმი
ჭურჭელი სასადილოს, სამზარეულოს, სხვა სამეურნეო და ტუალეტის მოწყობილობები - ფაიფურისა და ქაშანურისაგან.
6911
ჭურჭელი სასადილოს, სამზარეულოს სხვა სამეურნეო და ტუალეტის მოწყობილობები კერამიკისაგან, ფაიფურის გარდა.
691200
შუშა და ნაწარმი მისგან
ჯგუფი 70
ნაწარმი შავი მეტალისაგან
მეტალის ქილები კონსერვებისა
და ქიმიური პროდუქტებისათვის.
7310
დოლურები, მათარები და კასრები
შავი მეტალისაგან ტევადობით 50 ლ. მეტი
731010100
აირის ბალონები ფოლადის, ტევადობის 50 ლ-მდე, 1,6 მპა წნევაზე ფოლადის მილები
731100
7304
გამთბობი ღუმელები, გამთბობსახარში ღუმელები და სამზარეულოს ქურები, საკვების გამაცხელებლები და ანალოგიური საყოფაცხოვრებო აპარატურა არაელექტრული, შავი მეტალისაგან და მათი ნაწილები
7321
სამეურნეო ჭურჭელი თუჯის, ემალირებული
732392000
ჭურჭელი უჟანგავი ფოლადისაგან
732393
ჭურჭელი სამეურნეო, ფოლადის
ემალირებული
732394
სპილენძის ნაწარმი
ჭურჭელი მელქიორის, თითბერის, ნეიზილბერის ქრომის ან ნიკელის დაფარვით; ოქროს ან ვერცხლის დაფარვით; ელეტროლიტური მეთოდით
741810000
ალუმინის ნაწარმი
მათარები ალუმინის - 50 ლ ნაკლები ტევადობით.
761290990
ქვაბები-სწრაფმხარშავები ალუმინის
761510
ხელის ინსტრუმენტი მებაღეობაში
გამოსაყენებლად (ბარი, ფოცხი,
სეკატორი, დანა)
820110000
8201200000
820130000
820150000
ინსტრუმენტი ხის მჭრელი-დისკური ხერხები მყარშენადნობი ფირფენელებით
820320
მკვნეტარები, ბრტყელტუჩები,
მრგვალტუჩები პასატიჟები
820320
ჩაქუჩები, შალაშინები
820520000; 820530000.
სახრახნისები
820540000
ხისმჭრელი ფრეზები
820770900
ნაწარმი მეტალებისაგან
სახუფები მეტალის მინის ტარისათვის საცობები და ანალოგიური პროდუქცია
8309
საკეტები
8301
დანადგარები და მექანიკური მოწყობილობები
ძრავები კიდული ნავებისათვის, ძრავები ავტომობილებისა და მოტოციკლეტების
840721
840731000
840732000
840733
ძრავები (დიზელების) ავტომობილების
840820
ტუმბოები საყოფაცხოვრებო ხელის
841420990
ტუმბოები სითხის საყოფაცხოვრებო, ხელის
841320900
ვენტილატორები მაგიდის, კედლის, იატაკის, ჭერის ელექტრული ძრავით, სიმძლავრით 125 ვტ-მდე დანადგარები ჰაერის კონდიციონერებისათვის
841451
სამაცივრო კარადები და კამერები
841510000
საოჯახო მაცივრები და საყინულეები
841810900
სტერილიზატორები სამედიცინო, ქირურგიული
84118
ჰაერის გამწმენდი მოწყობილობა, საყოფაცხოვრებო
841920000
ჭურჭლის სარეცხი მანქანები,
საყოფაცხოვრებო
842211000
842139300
მოწყობილობები წინასწარ შეფუთული საქონლის აწონვის და ნიშანდებისათვის
842381300
საყოფაცხოვრებო აპარატურა, მომუშავე მკვრივ, თხევად და გაზისებრ საწვავზე სარეცხი მანქანები სამრეცხაოებისათვის ან საყოფაცხოვრებო
8450
საკერავი მანქანები საყოფაცხოვრებო, ელექტრული
845210;
8458
ლითონსაჭრელი ჩარხები
8459
ჩარხები ხის დასამუშავებლად,
საყოფაცხოვრებო
8465
ხელის ინსტრუმენტები პნევმატური ან არაელექტრული ამძრავი საბეჭდი მანქანები
8467
8469
კალკულატორები, საბილეთო აპარატურა და სხვა ანალოგიური
მანქანები საანგარიშო მოწყობილობით, საკასო აპარატები.
8470
გამომთვლელი მანქანები და მათი ბლოკები
8471
საკანტორო ელექტრომოწყობილობა
8472
ონკანები, სარქველები, ვენტილები
და სხვა არმატურა
8481
ელექტროტექნიკური მოწყობილობები
ელექტრული ძრავები
850110
მუდმივი დენის ძრავები და
გენერატორები
8501
მრავალფაზა ცვლადი დენის ძრავები
850151
დროსელები განმუხტვადი ნათურების ან მილაკებისათვის
850410
გამზომი ტრანსფორმატორები სიმძლავრით 1 კვა-მდე
850431
ძაბვის სტაბილიზატორები
85044910; 850440910
სამუხტავი მოწყობილობები, სააკუმულატორო
850440930
კვების ელემენტები პირველადი, ელემენტების ბატარეები
8506
სატელევიზიო მიმღებები (ვიდეო-მონიტორებისა და ვიდეოპროექტორების ჩათვლით)
8528
სხვადასხვა ელექტრული პროდუქცია
მოწყობილობები ელექტრული სახანძრო-დამცავი სიგნალიზაციისათვის
8531
აპარატურა ელექტრული დენის ჩართვის, დაცვისა და გამორთვისათვის ან ელექტრულ წრედებში
მისაერთებლად (გამომრთველები,
გადამრთველები, დამცველები, მეხამრიდები, ძაბვს შემზღუდავები, რხევის ჩამქრობები, შემაერთებელი კოლოფები, დენმიმღებები და ა.შ.) ძაბვით 100 ვ-ზევით
8535
აპარატურა ელექტრული, დენის ჩართვის, შეწყვეტის, დაცვისა და გამორთვისათვის ან ელექტრულ წრედებში მისაერთებლად (გამომრთველები, გადამრთველები, რელეები, შტეფსელის როზეტები და ჩანგლები, ელექტრო ნათურის ვაზნა და ა.შ)
8536
ვარვარების ნათურები ელექტრული და აირგანმუხტვადი, მიმართული შუქის ჰერმეტული ნათურების ჩათვლით, აგრეთვე ულტრაიისფერი და ინფრაწითელი ნათურები
8539
წყალგამაცხელებლები ელექტრული
უინერციო და მააკუმულირებელი,
ელექტრომადუღარები ჩასაძირი,
ელექტრომოწყობილობები გრუნტის გასათბობად, შენობის გათბობისათვის, ელექტროთერმული აპარატები თმის დახვევისა და შრობისათვის და ხელის ელექტროგამშრობის ელექტრო-უთო, სხვა საყოფაცხოვრებო ელექტროგამთბობი ხელსაწყოები
8516
აპარატები სატელეფონო ან სატელეგრაფო ელექტრული
8517
საყოფაცხოვრებო რადიოელექტრული აპარატურა
ელექტრული მოწყობილობები
ბგერის გასაძლიერებლად
851840
სხვადასხვა
851850
ელექტრო ფირსაკრავები, კასეტური დეკები, სხვა ბგერააღმწარმოებელი აპარატურა
8519
მაგნიტოფონები და სხვა ბგერაჩამწერი აპარატურა, ბგერააღმწარმოებელი მოწყობილობით ან მის გარეშე
8520
ვიდეოჩამწერი და ვიდეოაღმწარმოებელი აპარატურა
8521
აპარატურა რადიო და ტელე გადაცემებისათვის, ვიდეო კამერები
8525
აპარატურა რადიომიმღები საყოფაცხოვრებო
8527
ელექტრული აკუმულატორები, მათთვის სეპარატორების ჩათვლით, სწორკუთხა ან სხვა ფორმის
8507
ელექტრომექანიკური ინსტრუმენტი ხელის, ჩადგმული ელექტროძრავებით, კვების ძაბვით 36 ვ-მეტი
8508
მანქანები ელექტრომექანიკური, საყოფაცხოვრებო ჩადგმული ელექტროძრავებით
8509
ელექტროსაპარსები და მანქანები თმების გასაკრეჭად, ჩადგმული ელექტროძრავებით
8510
ელექტრომოწყობილობები შიდა წვის
ძრავების გასაშვებად ავტომოტო-
ტრანსპორტისათვის (ანთების კოჭები, ანთების სანთლები, სტარტერები), გენერატორები (მუდმივი და ცვლადი დენის)
8511
მოწყობილობები ელექტროგანათების და სასიგნალიზაციო
8512
სარჩილავები და სარჩილავი პისტოლეტები
851511000
მანქანები და აპარატები მეტალების რკალური შედუღებისათვის, ავტომატური, ან ნახევრად ავტომატური ელექტროდები, შემდუღებლები გენერატორები, შემდუღებელი გარდამსახები, შემდუღებელი გამმართველები
8311
8502, 8504
სადენები იზოლირებული, კაბელები და სხვა იზოლირებული ელექტრული გამტარებლები, შემაერთებელი დეტალებით ან მათ გარეშე, კაბელები ბოჭკოვან-ოპტიკური
8544
სატრანსპორტო საშუალებები
სასოფლო-სამეურნეო მცირე გაბარიტიანი ტრაქტორები და მოტო- ბლოკები, ტრაქტორები სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებისათვის
870110
870120
ავტომობილები არანაკლებ 10 კაცის, მძღოლის ჩათვლით, გადასაყვანად. (გარდა ექსპლოატაციაში ნამყოფი)
8702
მსუბუქი ავტომობილები (გარდა ექსპლოატაციაში ნამყოფი, არასაგზაო ქსელში გამოსაყენებელი, რადიოაქტიური ნივთიერების გადასაზასი)
8704
სატვირთო ავტომობილები სპეც-
დანიშნულების საქალაქო კომუნალური მეურნეობისათვის
870590900
ავტომობილების ნაწილები და
მოწყობილობები
8708
ელექტრული სატრანსპორტო საშუალებები - სპეციალურად დანიშნული მზა პროდუქციის
საწყობებისთვის
8709
ამწეები
8705
მოტოციკლეტები (მოპედების ჩათვლით)
ველოსიპედები დამხმარე ძრავებით, ეტლებით ან მათ გარეშე (გარდა ექსპლოატაციაში ნამყოფი და სპორტული)
8711
ველოსიპედები ორბორბლიანი და სხვა სახის ველოსიპედები ძრავის გარეშე
871200
საბავშვო ეტლები
871500100
იახტები და სხვა მცურავი საშუალებები
ნიჩბიანი ნავები და კანოე (გარდა სპორტულისა)
8903
ხელსაწყოები სხვადასხვა
ხელსაწყოები და მოწყობილობები,
რომელიც გამოიყენება მედიცინაში ქირურგიაში, სტომატოლოგიაში, ვეტერინარიაში, სხვა სამედიცინო აპარატურა ელექტრული
9018
კარდიოსტიმულიტორები
902150000
ცვლადი დენის ელექტროენერგიის
მრიცხველები:
- ერთფაზა
902830110
- მრავალფაზა
902830190
ელ. ენერგიის მრიცხველები, სხვა
სპიდომეტრები ავტომობილების
ოსცილოსკოპები და ოსცილოგრაფები კათოდურსხივური
902830900
902920910
903020900
903031900
კომბინირებული ელექტრომზომი
ხელსაწყოები ვოლტმეტრები, ელექტრონული გამზომი ხელსაწყოები, ამპერმეტრები
903039
საათები, ელექტრული, რომლებიც იკვებებიან ქსელიდან
9105
ელექტრომუსიკალური ინსტრუმენტები, ბგერის სიხშირის ელექტრული გენერატორებით ან ბგერის ელექტრული გამაძლიერებლებით (მაგალითად ორღანი, გიტარა)
9207
სხვადასხვა სამრეწველო საქონელი
ავეჯი დასაჯდომი
9401
ავეჯი სამედიცინო, ქირურგიული, სტომატოლოგიური ან ვეტერინალური
9402
სხვა ავეჯი (გარდა სამოქალაქო ავიაციისათვის დანიშნული)
9403
ლეიბები და საბნები
9404
სათამაშოები ბორბლებზე ბავშვების საგორებლად (მაგალითად სამბორბლიანი ველოსიპედი, ავტომობილები სატერფულებით)
950100
ეტლები თოჯინებისათვის
9503
სხვა სათამაშოები, შემცირებული მასშტაბის მოდელები და ანალოგიური მოდელები გართობისათვის, მოძრავი ან უძრავი, ყველა სახის თავსტეხი ვიდეოთამაშები
9504
სათამაშო ავტომატები, რომელიც მოქმედებს მონეტის ან ჟეტონის დახმარებით
950430
სხვადასხვა მზა ნაწარმი
9613; 9614;
9616; 9617
სამშენებლო მასალები
შემკვრელი მასალები
2523; 2522;
252020; 257000;
2617; 250870; 7019
ორგანული და არაორგანული შემავსებლები
2505;
2517; 251820;
2513; 251400;
2620; 253010;
ლითონები და ლითონის ნაწარმი
7210; 7216;
721912; 721220;
7217; 7304;
7307; 7306;
730900; 7314;
731700; 7604;
7606; 7608
ბუნებრივი და ხელოვნური ქვები
6802; 680293;
2516; 680292;
2515; 11000;
680299;
სახურავის და ჰიდროსაიზოლაციო მასალები
6811; 721210100;
271500; 681110000;
681019100; 680710100;
2714;
საკედლე მასალები
681011;
6809
თბოსაიზოლაციო მასალები
6806; 680800000;
701951
მასალები სამღებრო სამუშაოებისათვის
3204; 3207;
3208; 3214
მოპირკეთებისა და მოსახვის მასალები
350100100; 350610000;
4410; 4411;
4412; 250900000;
5904; 680291;
440920910
საგზაო სამუშაოები
680100000; 6815;
681019310;
6807;
პოლიმერული მასალები
3917; 3918
კერამიკული ნაწარმი
690100; 6904;
6914; 691010000.
ცეცხლგამძლე მასალები და ნაწარმი
6902; 252400000;
8544.
სამშენებლო კონსტრუქციები და ნაკეთობები
ბეტონისა და რკინაბეტონის კონსტრუქციები
6810
ხის კონსტრუქციები და ნაკეთობები
940600100
ლითონის კონსტრუქციები და ნაკეთობები
7308; 7610;
7612
არქიტექტურული დეტალები
6905; 680223000;
680221000; 680292100.
რკინა კავეული
8301; 8302
სამშენებლო-სამონტაჟო აღკაზმულობა
სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოთა წარმოების აღკაზმულობა:
მწე მექანიზმები
8425
დატვირთვა-განტვირთვის მანქანა
დანადგარები
8428
მექანიზმები საგზაო მშენებლობისათვის
8429
მიწისმთხრელი მექანიზმები
8430
სათადარიგო ნაწილები
8431
დანადგარები ქვის, ბეტონის, კერამიკის დასამუშავებლად
8464
დანადგარები ხის, პლასტმასისა და მსგავსი მასალებისთვის
8465
სამსხვრევ-დამახარისხებელი ამრევი და მსგავსი დანადგარები
8474
სპეცდანიშნულების მასალების დასამუშავებელი დანადგარები
8479
ხელის ინსტრუმენტი
საერთო სამშენებლო სამუშაოებისთვის
8201
სადურგლო სამუშაოებისათვის
8202
სამონტაჟო სამუშაოებისათვის
8205
სხვა სამუშაოებისათვის
8207