⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (15.10.2002)

იმ საქონლის (პროდუქციის, მომსახურების) ნუსხის (ნომენკლატურის) დამტკიცების შესახებ, რომელზეც ვრცელდება ფასების (ტარიფების) სახელმწიფო რეგულირება

მიღების თარიღი 09.09.1998
ძალის დაკარგვა 15.10.2002
გამომცემი ორგანო საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი
ნომერი №56
სარეგისტრაციო კოდი 000001000.12.003.000365
გამოქვეყნების წყარო გამოუქვეყნებელი, -, 15/09/1998
კონსოლიდირებული ვერსიები
207 სიტყვა · ~1 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
09.09.1998 მიღება
15.10.2002 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

იმ საქონლის (პროდუქციის, მომსახურების) ნუსხის (ნომენკლატურის) დამტკიცების შესახებ, რომელზეც ვრცელდება ფასების (ტარიფების) სახელმწიფო რეგულირება საქართველოს ეკონომიკის მინისტრის ბრძანება №56 1998 წლის 9 სექტემბერი ქ. თბილისი იმ საქონლის (პროდუქციის, მომსახურების) ნუსხის (ნომენკლატურის) დამტკიცების შესახებ, რომელზეც ვრცელდება ფასების (ტარიფების) სახელმწიფო რეგულირება 1. „ფასებისა და ფასწარმოქმნის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონისა (მუხლები 7 და 10) და საქართველოს პრეზიდენტის 11.05.98 წ. № 313 ბრძანებულების (3.2) თანახმად დამტკიცდეს იმ საქონლის (პროდუქციის, მომსახურების) ნუსხა (ნომენკლატურა), რომელზეც უნდა გავრცელდეს ფასების (ტარიფების) სახელმწიფო რეგულირება: ა. ბუნებრივი გაზი, ბუნებრივი გაზის ტრანზიტი; ბ. ელექტროენერგია, ელექტროენერგიის ტრანზიტი; გ. სახელმწიფო კუთვნილებაში არსებული ძვირფასი კეთილშობილი ლითონები, მათი შენადნობი, ჯართი და ნარჩენები; დ. ნარკოტიკული, ფსიქოტროპული და სხვა სახელმწიფო სამედიცინო პროგრამით გათვალისწინებული მედიკამენტები; ე. კავშირგაბმულობის მომსახურების ძირითადი სახეობები: სახელმწიფო საერთო სარგებლობის ქსელების, კავშირგაბმულობის სხვა საშუალებების გამოყენებით ადგილობრივი, საქალაქთაშორისო და საერთაშორისო სატელეფონო-სატელეგრაფო კავშირით მომსახურება, სახელმწიფო საფოსტო კავშირით მომსახურება სპეცკავშირით მომსახურება და სიხშირეთა სპექტრის განაწილება. ვ. ტვირთების გადაზიდვები სარკინიგზო ტრანსპორტით და საზღვაო ნავსადგურებში დატვირთვა-გადმოტვირთვის სამუშაოები და მცურავი საშუალებების მომსახურება; ზ. საჰაერო სივრცის გამოყენების სამარშრუტო და სადისპეტჩერო უზრუნველყოფა; თ. შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული სახელმწიფო სამსახურების მიერ შესრულებული სამუშაოები და მომსახურების ფასები (ტარიფები). 2. კომუნალური მომსახურებისა და შიდასაქალაქო ტრანსპორტით მგზავრთა გადაყვანის ტარიფების დარეგულირების თაობაზე, საქართველოს კანონის „ფასებისა და ფასწარმოქმნის საფუძვლების შესახებ“ (მუხლი 12🔗) შესაბამისად, გადაწყვეტილებას იღებს და ახორციელებს ადგილობრივი მმართველობისა და თვითმმართველობის ორგანოები. მინისტრი                                                                                         ვ. პაპავა