აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისათვის“ ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
განვითარების მინისტრის
ბრძანება № 1-1/423
2024 წლის 19 ნოემბერი
ქ. თბილისი
„აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების მიზნით საკითხის განმხილველი კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2016 წლის 25 მარტის №1-1/159 ბრძანებით შექმნილმა ექსპროპრიაციის საკითხების განმხილველმა კომისიამ განიხილა სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ 2024 წლის 16 აგვისტოს №5466/09 განცხადება – 500 კვ. „ჯვარი-წყალტუბოს“ ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლოს პროექტის ზემოქმედების ქვეშ მოქცეულ კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისათვის“ ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების შესახებ და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
საქართველოს მთავრობის ენერგეტიკული პოლიტიკის ფარგლებში, სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მხარდაჭერითა და გერმანიის რეკონსტრუქციის ბანკის (KFW) დაფინანსებით, ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2023 წლის 20 მარტის №1-1/108 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს გადამცემი ქსელის განვითარების ათწლიანი გეგმით“ გათვალისწინებულ 500 კვ. „ჯვარი-წყალტუბოს“ ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობის პროექტს, რომლის დანიშნულებაა სამეგრელოსა და იმერეთის რეგიონებში გადამცემი ქსელის გაძლიერება. პროექტით გათვალისწინებული ელექტროგადამცემი ხაზი უზრუნველყოფს იმერეთის და ზეკარის არსებული ხაზების სარეზერვო მომსახურებას და ხელს შეუწყობს აღმოსავლეთ საქართველოსა და ახალციხე-ბორჩხას საექსპორტო ხაზით თურქეთში ელექტრომომარაგების სტაბილურად მიწოდებას. ახალი „ჯვარი-წყალტუბოს“ ელექტროგადამცემი ხაზი და წყალტუბოს ქვესადგური გაზრდის ელექტროენერგიის გადაცემის სიმძლავრეს დასავლეთ საქართველოდან აღმოსავლეთ საქართველოში, რაც კიდევ უფრო გააუმჯობესებს არსებული ქსელის საიმედოობას. ქვესადგური ჯვარით, წყალტუბოსა და ზესტაფონის გავლით მოხდება ქსელში ხუდონჰესის, ნენსკრა ჰესის, მესტიაჭალას, ტეხურის კასკადის, ალპანა ჰესის, ცხენისწყლის კასკადის, მდინარე ხელედულაზე დაგეგმილი ჰესების, ონიჰესის კასკადის და სხვა (სულ დაახლოებით 3000 მგვტ) ჰესების სიმძლავრის ტრანპორტირება მოხმარების ცენტრებისკენ და თურქეთში, ასევე, აზერბაიჯანში და სომხეთში საექსპორტოდ. ამრიგად, ახალი 500 კვ „ჯვარი-წყალტუბოს“ ელექტროგადამცემი ხაზის არსებობა მნიშვნელოვნად გაზრდის რეგიონის სტაბილურ ენერგომომარაგებას, ენერგეტიკულ უსაფრთხოებას და აამაღლებს რეგიონის ენერგეტიკული სისტემის მდგრადობას. შესაბამისად, პროექტს გააჩნია სახელმწიფოებრივი და სოციალური დატვირთვა და მისი წარმატებით განხორციელება მნიშვნელოვანია საქართველოს ენერგოსისტემის პერსპექტიული განვითარებისა და გაძლიერებისათვის.
პროექტის არეალში მოექცა ხონის მუნიციპალიტეტში, სოფელ ახალბედისეულში მდებარე ირმა ფარცხალაძის (პ/ნ 01012028803) საკუთრებაში არსებული 100001 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო (საძოვარი) დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ს.კ №37.05.39.012) ნაწილი – 256 კვ.მ მიწის ნაკვეთი. ამასთან, მესაკუთრეს სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მიერ წერილობით ეცნობა განსახორციელებელი პროექტის მნიშვნელობის თაობაზე და მიეცა პროექტისათვის საჭირო მიწის ნაკვეთის ნებაყოფლობით გასხვისების წინადადება, განსახლების გეგმით განსაზღვრული საკომპენსაციო თანხის სანაცვლოდ, რაზედაც შეთანხმება ვერ იქნა მიღწეული. აღნიშნულიდან გამომდინარე, სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ“ მომართა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ექსპროპრიაციის პროცედურის დაწყებისა და აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე.
წარმოდგენილი განცხადების საფუძვლიანობის შემოწმების და ფაქტობრივი გარემოებების შეფასების შედეგად, მიზანშეწონილია დაკმაყოფილდეს სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ შუამდგომლობა ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე, შემდეგ გარემოებათა გამო:
დადგენილია, რომ სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ ახორციელებს 500 კვ. „ჯვარი-წყალტუბოს“ ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობის პროექტს.
საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ ხონის მუნიციპალიტეტში, სოფელ ახალბედისეულში მდებარე 100001 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო (საძოვარი) დანიშნულების მიწის ნაკვეთის მესაკუთრეა ირმა ფარცხალაძე (პ/ნ 01012028803).
დადგენილია, რომ პროექტით გათვალისწინებული სამშენებლო სამუშაოების განხორციელების არეალში ექცევა ხონის მუნიციპალიტეტში, სოფელ ახალბედისეულში მდებარე ირმა ფარცხალაძის საკუთრებაში არსებული 100001 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო (საძოვარი) დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ს.კ №37.05.39.012) ნაწილი – 256 კვ.მ მიწის ნაკვეთი.
საკუთრების უფლების, ისევე როგორც სხვა ძირითადი უფლებების, სამართლებრივ გარანტიას, წარმოადგენს კონსტიტუცია. უშუალოდ საკუთრების უფლების კონკრეტული კონსტიტუციური გარანტია ასახულია კონსტიტუციის მე-19 მუხლში, რომლის პირველი პუნქტის თანახმად, საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. საკუთრების, როგორც ძირითადი უფლების გარანტია, პირველ რიგში, ნიშნავს თითოეული მესაკუთრის უფლებას თავი დაიცვას სახელმწიფოს გაუმართლებელი და სხვა პირების ნებისმიერი ჩარევისგან. თუმცა საკუთრების უფლება არ არის აბსოლუტური უფლება.
საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლი ითვალისწინებს საჯარო მიზნებისათვის საკუთრების ჩამორთმევას. კერძოდ, საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევა დასაშვებია კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში, სასამართლოს გადაწყვეტილების ან ორგანული კანონით დადგენილი გადაუდებელი აუცილებლობისას, წინასწარი, სრული და სამართლიანი ანაზღაურების პირობით. ანაზღაურება თავისუფლდება ყოველგვარი გადასახადისა და მოსაკრებლისგან. აღნიშნული ნორმით გათვალისწინებულ საკუთრების ჩამორთმევაში იგულისხმება ექსპროპრიაცია, რომლის პირობები და წესი დადგენილია „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით.
„აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ამ კანონის მიზანია, განსაზღვროს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭებისა და ექსპროპრიაციის განხორციელების წესი. აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაცია ხორციელდება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანების საფუძველზე და სასამართლოს გადაწყვეტილებით, სახელმწიფო ორგანოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ანდა საჯარო ან კერძო სამართლის იურიდიული პირის სასარგებლოდ, რომელსაც ამ კანონის შესაბამისად ენიჭება ექსპროპრიაციის უფლება. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაცია ხორციელდება „ელექტროენერგიის გადამცემი და გამანაწილებელი ხაზების მშენებლობისათვის“. ვინაიდან, სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მიერ ვერ ხერხდება მესაკუთრესთან უძრავი ქონების გამოსყიდვაზე შეთანხმების მიღწევა, არსებობს ექსპროპრიაციის გზით საკუთრების უფლების ჩამორთმევის საჭიროება.
ამასთან, საექსპროპრიაციო ქონების ღირებულებასთან დაკავშირებით ექსპროპრიატორისა და ქონების მესაკუთრის შეუთანხმებლობის საკითხის განხილვა/გადაწყვეტა არ წარმოადგენს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს უფლებამოსილებას. „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით – თუ ექსპროპრიატორი და ქონების მესაკუთრე ვერ თანხმდებიან ქონების საბაზრო ღირებულებასა და საკომპენსაციო თანხაზე ან კომპენსაციის სახით შეთავაზებული ქონების გადაცემაზე, მაშინ თითოეულ მხარეს უფლება აქვს სარჩელი შეიტანოს სასამართლოში განსჯადობის მიხედვით, საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილი წესით.
ამდენად, „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის, მე-3 მუხლის პირველი პუნქტისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2016 წლის 25 მარტის №1-1/159 ბრძანებით შექმნილი კომისიის 2024 წლის 15 ნოემბრის სხდომის ოქმის საფუძველზე,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. 500 კვ „ჯვარი-წყალტუბოს“ ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლოს პროექტი ჩაითვალოს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების მქონე პროექტად და სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“ მიენიჭოს ექსპროპრიაციის უფლება პროექტის არეალში მოქცეულ ხონის მუნიციპალიტეტში, სოფელ ახალბედისეულში მდებარე ირმა ფარცხალაძის (პ/ნ 01012028803) საკუთრებაში არსებულ 100001 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო (საძოვარი) დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ს.კ №37.05.39.012) ნაწილზე, 256 კვ.მ მიწის ნაკვეთზე.
2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოქვეყნების ან ოფიციალური წესით გაცნობის დღიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64).
მინისტრი ლევან დავითაშვილი