„მომხმარებლის საზღვაო ერთი ფანჯრის სისტემაში რეგისტრაციისა და ავტორიზაციის წესის“ დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 27.11.2024
გამომცემი ორგანო საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი
ნომერი №64
სარეგისტრაციო კოდი 310020000.55.067.016188 58
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 28/11/2024
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
27.11.2024 მიღება
📖 ტერმინთა განმარტებები (3)
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
სააერნაოსნო მომსახურების საწარმოს სერტიფიცირების წესის დამტკიცების შესახებ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ მაცივარაგენტების მართვის ელექტრონული სისტემის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ კომუნიკაციის ერთიანი და უსაფრთხო ღია სტანდარტების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს ნავსადგურებში საზღვაო ერთი ფანჯრის სისტემის ფუნქციონირებისა და მართვის წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
„მომხმარებლის საზღვაო ერთი ფანჯრის სისტემაში რეგისტრაციისა და ავტორიზაციის წესის“ დამტკიცების შესახებ
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის
ბრძანება
№64
2024 წლის 27 ნოემბერი
ქ. ბათუმი
მომხმარებლის საზღვაო ერთი ფანჯრის სისტემაში რეგისტრაციისა და ავტორიზაციის წესის დამტკიცების შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის, „საქართველოს ნავსადგურებში საზღვაო ერთი ფანჯრის სისტემის ფუნქციონირებისა და მართვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 28 ოქტომბრის №371 დადგენილების მე-13 მუხლის მე-2 პუნქტისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 14 აპრილის №1-1/585 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს თანდართული „მომხმარებლის საზღვაო ერთი ფანჯრის სისტემაში რეგისტრაციისა და ავტორიზაციის წესი“.
მუხლი 2🔗
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორიალექსი ახვლედიანი
მომხმარებლის საზღვაო ერთი ფანჯრის სისტემაში რეგისტრაციისა და ავტორიზაციის წესი
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები
მომხმარებლის საზღვაო ერთი ფანჯრის სისტემაში რეგისტრაციისა და ავტორიზაციის წესი (შემდეგში – წესი) ადგენს საქართველოს ნავსადგურებში მოქმედი საზღვაო ერთი ფანჯრის სისტემაში (შემდეგში – სისტემა) მომხმარებლების რეგისტრაციის და ავტორიზაციის, სისტემის გამოყენების წესსა და მომხმარებლების ძირითად უფლება-მოვალეობებს.
მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტებები
1. ამ წესის მიზნებისთვის ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) საზღვაო ერთი ფანჯრის სისტემის პორტალი – www.msw.gov.ge მისამართზე განთავსებული პორტალი;
ბ) მომხმარებელი – სისტემაზე წვდომის უფლების მქონე პირი, როგორც კომპეტენტური ორგანოს წარმომადგენელი, ასევე განმცხადებელი, რომელიც დაშვებულია სისტემაზე და უფლებამოსილია განახორციელოს მისთვის ნებადართული ქმედებები;
გ) განმცხადებელი − ნებისმიერი ფიზიკური პირი, იურიდიული პირი ან სააგენტო კომპანია, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ახორციელებს სათანადო ანგარიშგებას და პასუხისმგებელია შესაბამისი ინფორმაციის საზღვაო ერთი ფანჯრის სისტემისთვის მიწოდებისთვის, აგრეთვე მისი სისწორისა და განახლებისთვის;
დ) კომპეტენტური ორგანო − საჯარო ორგანო, რომელიც პასუხისმგებელია შესაბამისი ინფორმაციის შეგროვებისთვის და მონაწილეობს საზღვაო ერთი ფანჯრის სისტემით მომსახურების გაწევაში;
ე) ავტორიზაცია – მომხმარებლის შესვლა სისტემაში, სააგენტოს მიერ მომხმარებლისთვის გადაცემული იდენტიფიკატორის (username) მეშვეობით.
2. ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს საქართველოს კანონით „საქართველოს საზღვაო კოდექსი“ და საქართველოს მთავრობის „საქართველოს ნავსადგურებში საზღვაო ერთი ფანჯრის სისტემის ფუნქციონირებისა და მართვის წესი“ დადგენილებით განსაზღვრული მნიშვნელობა.
მუხლი 3🔗. სისტემის ზოგადი აღწერილობა
1. საზღვაო ერთი ფანჯარა წარმოადგენს ტექნიკურ პლატფორმას, რომელიც იძლევა ელექტორნული ფორმით სანაოსნო, ადმინისტრაციული და საოპერაციო ინფორმაციის ელექტრონულად მიღების, დამუშავებისა და გაგზავნის საშუალებას, რაც მოიცავს დაშვების დონის ფარგლებში მინიჭებული უფლების (უფლებების) მართვას, შეტყობინების ჰარმონიზებულ და მომხმარებლის გრაფიკულ ინტერფეისებს, რომლებიც უზრუნველყოფს განმცხადებელთან მის კომუნიკაციას და განმცხადებლის მიერ ანგარიშგების ვალდებულების შესრულებას.
2. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო (შემდგომში – სააგენტო) ადმინისტრირებას უწევს სისტემის ფუნქციონირებას.
მუხლი 4🔗. სისტემის მომხმარებლები და რეგისტრაცია
1. სისტემით სარგებლობის უფლება აქვთ მხოლოდ რეგისტრირებულ მომხმარებლებს.
2. სისტემის მომხმარებლები არიან;
ა) კომპეტენტური ორგანოს თანამშრომლები;
ბ) განმცხადებლები.
3. სისტემაში მომხმარებლის რეგისტრაციას ახორციელებს სააგენტო. მხოლოდ სააგენტოს აქვს უფლება, სისტემაში დაამატოს მომხმარებელი, წაშალოს ან შეცვალოს სისტემაში დარეგისტრირებული მომხმარებლის მონაცემები.
4. პირი, სისტემაში რეგისტრაციის მოთხოვნით მიმართავს სააგენტოს და წარუდგენს შემდეგ ინფორმაციას:
ა) სახელი, გვარი/დასახელება და სამართლებრივი ფორმა;
ბ) პირადი ნომერი/საიდენტიფიკაციო კოდი;
გ) ფაქტობრივი მისამართი/იურიდიული მისამართი:
დ) ტელეფონი/ფაქსი;
ე) ელ.ფოსტა;
ვ) სისტემაში განსახორციელებელი როლი;
ზ) ნავსადგურები, სადაც პირი ახორციელებს / გეგმავს ოპერირებას.
5. სააგენტო უფლებამოსილია, მოითხოვოს დამატებითი ინფორმაცია, რომელსაც საჭიროდ ჩათვლის მოთხოვნის თაობაზე გადაწყვეტილების მისაღებად.
6. თუ მომხმარებლის მიერ არასწორად არის წარმოდგენილი ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული მონაცემები, სააგენტო უარს ამბობს მომხმარებლის სისტემაში რეგისტრაციაზე.
7. დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის შემთხვევაში სააგენტო თითოეულ განმცხადებელს ანიჭებს ავტორიზებული დაშვების უფლებას. მომხმარებლის სისტემაზე წვდომისთვის იქმნება უნიკალური მომხმარებლის სახელი.
მუხლი 5🔗. ავტორიზაცია
1. მომხმარებლის მხრიდან სისტემაზე წვდომისათვის საჭიროა ავტორიზაციის გავლა. სისტემაში ყოველი შემდგომი ავტორიზაციის დროს მომხმარებელმა უნდა გაიაროს ორფაქტორიანი აუტენტიფიკაცია.
2. ავტორიზაციის გავლის შემდეგ თითოეულ მომხმარებელს ელექტრონულ სისტემაში გააჩნია მონაცემებზე მისთვის მინიჭებული წვდომის შესაბამისი დონე.
მუხლი 6🔗. სააგენტოს უფლება-მოვალეობები
1. სააგენტო უზრუნველყოფს:
ა) სისტემაში მომხმარებელთა რეგისტრაციას, რეგისტრაციის გაუქმებას ან/და დარეგისტრირებული მომხმარებლის მონაცემების ცვლილებას;
ბ) სისტემის გამართულ ფუნქციონირებას და ინფორმაციის დაცულობას.
2.სააგენტო უფლებამოსილია:
ა) დაუდგინოს შეზღუდვა სისტემის მომხმარებელებს, მათ შორის ამ წესების დაღრვევის ან/და სისტემის გამართული ფუნქციონირებისთვის საფრთხის შექმნის შემთხვევაში;
ბ) ზედამხედველობა გაუწიოს მომხმარებლების მიერ ამ წესების მოთხოვნების ჯეროვან შესრულებას და შეუსრულებლობის შემთხვევაში გამოიყენოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომები;
გ) განახორციელოს ნებისმიერი სხვა ქმედება, რომელიც საჭიროა სისტემის გამართულად და შეუფერხებლად ფუნქციონირებისთვის.
მუხლი 7🔗. მომხმარებლის უფლება-მოვალეობები
მომხმარებელი სისტემის გამოყენების მიზნით ვალდებულია:
ა) უზრუნველყოს სისტემის გამოყენებისთვის აუცილებელი ყველა საჭირო ინფრასტრუქტურის შექმნა და უზრუნველყოს სისტემების თავსებადობა სისტემის გამოყენების მოთხოვნებთან;
ბ) დაუყოვნებლივ შეატყობინოს სააგენტოს სისტემაში რეგისტრაციის გაუქმების საფუძვლის არსებობისას;
გ) ხარვეზის არსებობის შემთხვევაში დაუყოვნებლის შეატყობინოს სააგენტოს;
დ) დაიცვას უსაფრთხოების ზომები სისტემაში არაავტორიზებული პირის წვდომის თავიდან აცილების მიზნით და დაუყოვნებლივ აცნობოს სააგენტოს, თუ მას გაუჩნდა დასაბუთებული ეჭვი ან მიიღებს შესაბამის ინფორმაციას სისტემაზე განხორციელებული არაავტორიზებული წვდომის შესახებ.
მუხლი 8🔗. რეგისტრაციის გაუქმება
1. სააგენტო უფლებამოსილია მომხარებელს გაუუქმოს სისტემაზე წვდომა, თუ:
ა) სამსახურებრივი უფლებამოსილება შეუწყდა;
ბ) წერილობით მიმართა სააგენტოს წვდომის გაუქმების შესახებ;
გ) არღვევს ამ წესით მასზე დაკისრებულ ვალდებულებებს ან/და ამ წესით გათვალისწინებულ პროცედურებს;
დ) განახორციელა ქმედებები, რომლებიც საფრთხეს უქმნის სისტემის უწყვეტობას;
ე) სააგენტოს წარუდგინა ცრუ და არასწორი ინფორმაცია.
2. სააგენტო უფლებამოსილია მომხარებელს გაუუქმოს სისტემაზე წვდომა, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სხვა შემთხვევებში.
მუხლი 9🔗. მომხმარებლის მხარდაჭერა
1. სისტემის მომხმარებელს სააგენტოს მიერ ეცნობება:
ა) ნებისმიერი ტექნიკური გაუმართაობისა და შეფერხებების შესახებ;
ბ) სისტემის ფუნქციონალში ნებისმიერი ცვლილების განხორციელების შესახებ;
გ) სისტემასთან დაკავშირებული სხვა ნებისმიერი ინფორმაციის შესახებ.
2. სააგენტო უზრუნველყოფს სისტემის პრობლემური აპლიკაციის რეესტრის ფუნქციონირებას, სადაც სისტემის მომხმარებელებს შეუძლიათ ონლაინრეჟიმში დაარეგისტრირონ სისტემაში მომხმარებლის წვდომასთან ან სისტემის ფუნქციონალთან დაკავშირებული ნებისმიერი პრობლემა.
მუხლი 10🔗. ტექნიკური გაუმართაობა
საზღვაო ერთი ფანჯრის სისტემასთან ტექნიკური გაუმართაობის მიზეზით წვდომის შეფერხების დროს განმცხადებელი უფლებამოსილია, ანგარიშგების ვალდებულების შესასრულებლად მატერიალური სახით წარადგინოს შესაბამისი დოკუმენტაცია და/ან ინფორმაცია.
მუხლი 11🔗. ინფორმაციის დამუშავებისა და მონაცემთა შენახვის წესი
1. მომხმარებლის მიერ ატვირთული ანგარიშგებები სისტემაში ინახება უვადოდ.
2. სისტემაში მიღებული ანგარიშგების შენახვა და დამუშავების წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.
მუხლი 12🔗. ინფორმაციის დაცვა და კონფიდენციალურობა
1. მომხმარებლები ვალდებული არიან, მიიღონ უსაფრთხოების სათანადო ზომები სისტემის არასანქცირებული წვდომისა და გამოყენებისგან დასაცავად.
2. მომხმარებელი ვალდებულია, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოს საზღვაო ერთი ფანჯრის სისტემის ფარგლებში გაცვლილი/დამუშავებული პერსონალური მონაცემებისა და კომერციული/საგადასახადო/საბაჟო სადუმლოების შემცველი ინფორმაციის კონფიდენციალობა.