პურისა და პურპროდუქტების ხარისხის სახელმწიფო ინსპექციის დებულებისა და ხარჯთა ნუსხის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 25.12.1997
გამომცემი ორგანო საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრი
ნომერი №2-468
სარეგისტრაციო კოდი 000000150.03(0).003.000148 22
გამოქვეყნების წყარო გამოუქვეყნებელი, 0, 31/12/1997
1,333 სიტყვა · ~7 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

პურისა და პურპროდუქტების ხარისხის სახელმწიფო ინსპექციის დებულებისა და ხარჯთა ნუსხის დამტკიცების შესახებ საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის ბრძანება №2-468 1997 წლის 25 დეკემბერი ქ. თბილისი პურისა და პურპროდუქტების ხარისხის სახელმწიფო ინსპექციის დებულებისა და ხარჯთა ნუსხის დამტკიცების შესახებ 1. დამტკიცდეს პურისა და პურპროდუქტების ხარისხის სახელმწიფო ინსპექციის დებულება /დანართი №1/ და ხარჯთა ნუსხა / დანართი №2/. 2. იურიდიულ და პარლამენტთან ურთიერთობის სამმართველომ /ი. ლომთათიძე/ პურისა და პურპროდუქტების ხარისხის სახელმწიფო ინსპექციასთან / გ. ჭუჭულაშვილი / ერთად უზრუნველყოს: - აღნიშნული ბრძანების სახელმწიფო რეგისტრაცია იუსტიციის სამინისტროში და სარეგისტრაციო კოდის მინიჭება; - ინსპექციის სახელწმიფო კანცელარიის სპეციალურ რეესტრში რეგისტრაცია კანონით დადგენილი წესით; 3. ადმინისტრაციულმა დეპარტამენტმა უზრუნველყოს აღნიშნული ბრძანებისა და დებულების პრესაში გამოქვეყნება. 4. ძალადაკარგულად ჩაითვალოს 4.07. 1996 წლის № 2-169 ბრძანებით დამტკიცებული პურისა და პურპროდუქტების ხარისხის სახელმწიფო ინსპექციის დებულება. 5. კონტროლი ბრძანების შესრულებაზე დაევალოს მინისტრის მოადგილეს ბატონ გ. დიდბარიძეს. მინისტრი     ბ. გულუა დანართი №1  საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს პურისა და პურპროდუქტების ხარისხის სახელმწიფო ინსპექციის დებულება I. ზოგადი დებულებები 1. საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს (შემდგომში „სამინისტრო“) პურისა და პურპროდუქტების ხარისხის სახელმწიფო ინსპექცია (შემდგომში „ინსპექცია“) არის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება და ფუნქციონირებს, როგორც მისი დამოუკიდებელი სტრუქტურული ქვედანაყოფი. ინსპექციის იურიდიული მისამართია ქ. თბილისი, 380014, გ. გულუას ქ. №6ю ინსპექცია მასზე დაკისრებული მოვალეობების შესრულებისათვის ანგარიშ-ვალდებულია სამინისტროს წინაშე. ინსპექციის დებულებასა და ხარჯთნუსხას ამტკიცებს საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრი. 2. ინსპექცია თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, კანონებით, პრეზიდენტის ბრძანებულებებითა და განკარგულებებით, სამინისტროს ბრძანებებით, ამ დებულებით და სხვა ნორმატიული აქტებით. 3. საქართველოს კანონებისა და სხვა ნორმატიული აქტების შესაბამისად ინსპექციის მიერ თავისი კომპეტენციის ფარგლებში მიღებული მითითებები და მოთხოვნები სავალდებულოა შესასრულებლად ქვეყნის ტერიტორიაზე მოღვაწე ყველა (მათ შორის უცხოეთის) ფიზიკური და იურიდიული პირისათვის, მიუხედავად მათი უწყებრივი დაქვემდებარებისა, საკუთრების და ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა (შემდგომში „ყველა ფიზიკური და იურიდიული პირი“. 4. ინსპექციას აქვს დებულება, დამოუკიდებელი ბალანსი, ანგარიშსწორების ანგარიში და საქართველოს კანონის „საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ შესაბამისად სპეცანგარიში ხაზინაში. ხარჯთანუსხა და ბეჭედი საქართველოს ღერბის გამოსახულებით. 5. ინსპექციის დაფინანსების წყაროებია: სახელმწიფო ბიუჯეტი, კანონით გათვალისწინებული არასაბიუჯეტო შემოსავლები. ინსპექციას უფლება აქვს მიიღოს დახმარებები. შემოწირულობანი და სხვა შემოსავლები. 6. ინსპექციის ქონებას შეადგენს მის მფლობელობაში გადაცემული, აგრეთვე შეძენილი ძირითადი და საბრუნავი საშუალებები, საფინანსო რესურსები, რომლებიც ასახვას პოულობენ ინსპექციის დამოუკიდებელ ბალანსში. 7. ინსპექციას ხარჯთაღრიცხვას ამტკიცებს მინისტრი, ხოლო საშტატო განრიგს ინსპექციის უფროსი. II. ინსპექციის ამოცანები და ფუნქციები 8. საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 28 დეკემბრის № 580 ბრძანებულების „საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინსიტროს პურისა და პურპროდუქტების ხარისხის სახელმწიფო ინსპექციის საქმიანობის შემდგომი სრულყოფის ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ და სხვა შესაბამისი ნორმატიულ-სამართლებრივი აქტების საფუძველზე მარცვლეულის მარცვალგადამუშავების პროდუქტების, ბურღულის, ბრინჯის, პურის, პურფუნთუშეული ნაწარმის, ფქვილოვანი საკონდიტრო ნაწარმის, მაკარონის, კომბინირებული საკვების და მისი წარმოებისათვის საჭირო ნედლეულის (შემდგომში „მარცვლეული და მარცვალპროდუქტები“) სახელმწიფო კონტროლის განხორციელების მიზნით ინსპექციის ძირითად ამოცანებსა და ფუნქციებს შეადგენს: ა მარცვლეულისა და მარცვალპროდუქტების ხარისხობრივი მაჩვენებლის განსაზღვრა; ბ) მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით და სახელმწიფოებრივი ინტერესების დასაცავად თავისი კომპეტენციის ფარგლებში ხარისხის კონტროლის პროგრესული მეთოდების გამოყენება ყველა ფიზიკური და იურიდიული პირის (მეწარმის) მიმართ: გ) წინადადებების შემუშავება მარცვლეულისა და მარცვალპროდუქტების ხარისხის ამაღლების მიზნით სახელმწიფო პოლიტიკის ჩამოსაყალიბებლად; დ) სახელმწიფო კონტროლი მარცვლეულისა და მარცვალპროდუქტების ზუსტ რაოდენობრივ-ხარისხობრივ აღრიცხვაზე, განლაგებაზე, ხარისხზე, შენახვაზე (მათ შორის სახელმწიფო რეზერვში) და რაციონალურ გამოყენებაზე; ე) რესპუბლიკაში შემოსულ და ადგილზე დამზადებულ მარცვლეულსა და მარცვალპროდუქტებზე ხარისხის სახელმწიფო ინსპექტირების ჩატარება; ვ) ქვეყნის შიგნით დამზადებული და იმპორტ-ექსპორტის ოპერაციების დროს მარცვლეულისა და მარცვალპროდუქტების სერტიფიცირება; ზ) ქვეყნის შიგნით და საგარეო-სავაჭრო ოპერაციებში გამოყენებული მარცვლეულისა და მარცვალპროდუქტების ხარისხთან დაკავშირებით სათანადო საკითხების გადაწყვეტა თავისი კომპეტენციის ფარგლებში; თ) მარცვლეულისა და მარცვალპროდუქტების სტანდარტებისა და ტექნიკური პირობების დაცვისადმი კონტროლი; ი) პურის მიმღებ და მარცვალგადამამუშავებელ საწარმოებში მარცვლეულისა და მარცვალპროდუქტების გადამუშავების შედეგებისა და საწარმოო კორპუსის ჩაწმენდის აქტების შემოწმება (ხარისხობრივი სისწორის დადგენა), განხილვა-დამტკიცება; კ) მარცვლეულისა და მარცვალპროდუქტების საწარმოების ხარისხის ლაბორატორიებისათვის მეთოდოლოგიური და პრაქტიკული დახმარების გაწევა, თეორიული სემინარების და პრაქტიკული მეცადინეობების ჩატარება; ლ) პურის მიმღები, მარცვალგადამამუშავებელი და პურის ცხობის საწარმოების მიერ მარცვლეულისა და მარცვალპროდუქტების შენახვის, გადამუშავებისა, ტრანსპორტირების და რეალიზაციის პირობების კონტროლი „მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ კანონის მოთხოვნათა შესაბამისად; მ) კომბინირებული საკვებისა და მისი წარმოებისათვის საჭირო ნედლეულის ხარისხის კონტროლი; ნ) შენახვის ვადაგასული მარცვლეულისა და მარცვალპროდუქტების ხარისხის განსაზღვრა და დასკვნის გაცემა მათი შემდგომი გამოყენების შესახებ; ო) მარცვლეულისა და მარცვალპროდუქტების ბეღლის მავნებლებით დაავადება-დაზიანების კონტროლი; პ) პურის მიმღები, მარცვალგადამამუშავებელი და პურის ცხობის საწარმოების გამზომ-ამწონი და გამოსაცდელი საშუალებების ტექნიკური მდგომარეობის კონტროლი. III. ინსპექციის უფლება-მოვალეობანი 9. ინსპექციის უფლება-მოვალეობებს შეადგენს: ა) მარცვლეულისა და მარცვალპროდუქტების ხარისხობრივი მაჩვენებლების დადგენა და შედეგებზე დასკვნის გაცემა; ბ) მარცვლეულისა და მარცვალპროდუქტების ხარისხის, შენახვისა და რაციონალური გამოყენების საკითხებზე ნორმატიულ-სამართლებრივი და ნორმატიულ- ტექნიკური აქტების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება; გ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, თავისი კომპეტენციის ფარგლებში ინსტრუქციების, ინსპექტირების წესებისა და სხვა ნორმატიული აქტების შემუშავება, რომელთა შესრულება, სათანადო დამტკიცების შემდეგ, სავალდებულოა ყველა ფიზიკური და იურიდიული პირისათვის. აუცილებლობის შემთხვევაში აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოებთან ერთად, ან მათთან შეთანხმებით, შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება; დ) მარცვლეულსა და მარცვალპროდუქტებზე ხარისხის სერტიფიკატის ფირმებისა და მათი შევსების წესების შემუშავება, შესაბამის ორგანოებთან შეთანხმება და დადგენილი წესით დამტკიცება; ე) მარცვლეულისა და დამრცვალპრიოდუქტების ხარისხთან დაკავშირებით გამოცემული აქტების, მათ შორის ბრძანებების, დადგენილებების, მითითებებისა და რეკომენდაციების შესრულებაზე კონტროლის დაწესება; ვ) რესპუბლიკაში შემოსული მარცვლეულისა და მარცვალპროდუქტების ხარისხის შემოწმება (ინსპექტირება) და სერტიფიცირება საბაჟო სამსახურებთან შეთანხმებული წესით; ზ) ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე შემოსული და დამზადებული მარცვლეულისა და მარცვალპროდუქტების შესაბამისობის სერტიფიკატების გარეშე რეალიზაციისა და გამოყენების შეჩერება ან აკრძალვა კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში და წესით: თ) შემოწმების შედეგად გამოვლენილი დარღვევების შესახებ მასალების შესაბამისი ორგანოებისათვის გადაცემა; ი) სერტიფიცირებისა და შემოწმების შედეგად გამოვლენილ დარღვევებზე მიწერილობის გაცემა, კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ღონისძიებების (მათ შორის სანქციების) გამოყენება; 10. ინსპექციის თანამდებობის პირებს მათი კომპეტენციის შესაბამისად უფლება აქვთ შესაბამისი ბრძანების საფუძველზე დღე-ღამის ნებისმიერ დროს ჩაატარონ შემოწმება ყველა ფიზიკური და იურიდიული პირისა, რომლებიც ახორციელებენ მარცვლეულისა და მარცვალპროდუქტების შესყიდვის, გადამუშავებას და რეალიზაციას. 11. ინსპექციის თანამდებობის პირები თავიანთ მოვალეობების შესრულებისას არიან სახელმწიფო ხელისუფლების წარმომადგენლები და მათ სახელმწიფო იცავს. ამ მუშაკთა დებულებიდან გამომდინარე კანონიერი მოთხოვნების შესრულება სავალდებულოა. 12. ინსპექციის მუშაკებს მათზე დაკისრებულ მოვალეობათა შეუსრულებლობის გამო. მარცვლეულის და მარცვალპროდუქტების ინსპექტირებული პარტიის ხარისხის არასწორი შეფასებისათვის და დაუსაბუთებელი მითითებების გაცემისათვის, რაც მატერიალურ ზარალს აყენებს სამეურნეო საქმიანობის სუბიექტებს, სახელმწიფო და კომერციული საიდუმლოების გამჟღავნებისათვის პასუხისმგებლობა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. IV. ინსპექციის სტრუქტურა კანცელარია; აღრიცხვა-ანგარიშგების ცენტრალური ბუღალტერია; მარცვლეულის, ფქვილისა და მზა პროდუქციის ხარისხის სამმართველო; ცენტრალური ლაბორატორია; აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პურისა და პურპროდუქტების ხარისხის ინსპექცია (ბათუმის სანავსადგურო განყოფილებით); თბილსის საქალაქო სამმართველო; ფოთის საქალაქო სამმართველო (სანავსადგურო განყოფილებით); იმერეთის სამხარეო სამმართველო; გურიის სამხარეო სამმართველო; სამეგრელოს სამხარეო სამმართველო; შიდა ქართლის სამხარეო სამმართველო; ქვემო ქართლის სამხარეო სამმართველო; კახეთის სამხარეო სამმართველო; მცხეთა-მთიანეთის სამხარეო სამმართველო; სამცხე-ჯავახეთის სამხარეო სამმართველო; V. საქმიანობის ორგანიზაცია 13. ინსპექცია შედგება აპარატში შემავალი სამსახურების, დაქვემდებარებული სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამხარეო სამმართველოებისაგან; 14. ინსპექცია ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე დებულებით გათვალისწინებული ფუნქციების სრულად განხორციელების მიზნით ქმნის სამხარეო სამმართველოებს და უწევს მათ საერთო ხელმძღვანელობას. 15. ინსპექციას ხელმძღვანელობს უფროსი, რომელიც დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებებს ინსპექციის კომპეტენციის ფარგლებში, მინდობილობის გარეშე მოქმედებს ინსპექციის სახელით. 16. ინსპექციის უფროსს თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს სოფლის მეურნებისა და სურსათის მინისტრი. 17. ინსპექციის უფროსს ჰყავს პირველი მოადგილე და მოადგილეები, რომლებსაც ნიშნავს და ათავისუფლებს ინსპექციის უფროსი. პირველი მოადგილის კანდიდატურა თანმხლები მინისტრთან. 18. ინსპექციის უფროსი: ა) წარმოადგენს ინსპექციას სხვა ორგანოებსა და ორგანიზაციებთან ურთიერთობაში; ბ) წარმართავს ინსპექციის და მის დაქვემდებარებაში მყოფი სამსახურების, სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამხარეო სამმართველოების საქმიანობას. გ) მოადგილეების და სხვა თანამდებობის პირების მეშვეობით წყვეტს ინსპექციის ამოცანებით, ფუნქციებითა და უფლებამოსილებებით განსაზღვრულ საკითხებს; დ) საჭიროების შემთხვევაში წარუდგენს წინადადებებს მინისტრს ინსპექციის დებულებაში, სტრუქტურასა და საშტატო განრიგში ცვლილებების შეტანის შესახებ; ე) განსაზღვრავს მოადგილეებისა და სხვა თანამდებობის პირების ფუნქციებსა და მათ პასუხისმგებლობას; ვ) უზრუნველყოფს პრეზიდენტის, პარლამენტის, სამინისტროს და სხვა ორგანოების ნორმატიული აქტების, დავალებებისა და მითითებების შესრულებას დადგენილ ვადებში. ზ) ამტკიცებს სამსახურების, სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამხარეო სამმართველოების დებულებებს; თ) კანონმდებლობის შესაბამისად, ნიშნავს და ათავისუფლებს სამუშაოდან ინსპექციის თანამშრომლებს; ი) კანონმდებლობის შესაბამისად წაახალისებს ან დისციპლინურ ღონისძიებებს შეუფარდებს ინსპექციის თანამშრომლებს; კ) განსაზღვრავს ინსპექციის არასაბიუჯეტო შემოსავლების ხარჯვის წესს და დასამტკიცებლად წარუდგენს სამინისტროს. ლ) უშუალოდ წარმართავს მის გამგებლობაში არსებული სამსახურების და ორგანიზაციების საქმიანობას, სამინისტროსთან შეთანხმებით არსებული წესით ახდენს მათ რეორგანიზაციას და ლიკვიდაციას. 19. ინსპექციის უფროსის პირველი მოადგილე ცვლის უფროსს მისი არყოფნის დროს. მოადგილეები ახორციელებენ მათი ფუნქციონალური მოვალეობებით განსაზღვრულ საკითხებს. 20. სამსახურების სტრუქტურული  ქვედანაყოფებისა და სამხარეო წარმომადგენლობების ხელმძღვანელები წარმართავენ თავიანთ საქმიანობას ინსპექციის უფროსის მიერ დამტკიცებული დებულებით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში. 21. ინსპექციის სათათბირო ორგანოა ინსპექციის საბჭო, რომელშიც შედიან ინსპექციის უფროსი (საბჭოს თავმჯდომარე, მისი მოადგილეები და ინსპექციის სტრუქტურული ქვედანაყოფების უფროსები. საბჭო განიხილავს ინსპექციის საქმიანობასთან დაკავშირებულ უმნიშვნელოვანეს საკითხებს. საბჭოს გადაწყვეტილების შესრულება ხორციელდება ინსპექციის უფროსის ბრძანებით. ინსპექციის უფროსსა და საბჭოს შორის უთანხმოების შემთხვევაში ინსპექციის უფროსი ახორციელებს თავის გადაწყვეტილებას და წარმოშობილი უთანხმოების შესახებ მოახსენებს მინისტრს.  VI. ინსპექციის ანგარიშგება და კონტროლი 22. ინსპექცია კანონით დადგენილი წესით წარადგენს ბალანსს სამინისტროში და სათანადო ანგარიშგება გაწეული მუშაობის შესახებ. VII. დასკვნითი დებულებები 23. ინსპექციის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება მინისტრის ბრძანებით. 24. ინსპექციის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხდება სამინსიტროს მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.