⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (07.11.2025)
გაუქმებულია:

ქ. თბილისის კვების პროდუქტების წარმოების ლიცენზირების სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 22.09.1998
ძალის დაკარგვა 07.11.2025
გამომცემი ორგანო საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრი
ნომერი №2-411
სარეგისტრაციო კოდი 000000150.01(2).003.000388 22
გამოქვეყნების წყარო გამოუქვეყნებელი, 0, 05/10/1998
კონსოლიდირებული ვერსიები
879 სიტყვა · ~4 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
22.09.1998 მიღება
07.11.2025 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

ქ. თბილისის კვების პროდუქტების წარმოების ლიცენზირების სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის ბრძანება №2-411 1998 წლის 22 სექტემბერი ქ. თბილისი ქ. თბილისის კვების პროდუქტების წარმოების ლიცენზირების სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ 1. დამტკიცდეს თბილისის კვების პროდუქტების წარმოების ლიცენზირების სამმართველოს დებულება (თან ერთვის). 2. იურიდიული და პარლამენტთან ურთიერთობის სამმართველომ (ი. ლომთათიძე) თბილისის კვების პროდუქტების ლიცენზირების სამმართველოს ერთად უზრუნველყოს: – აღნიშნული სამმართველოს სახელმწიფო რეგისტრაცია იუსტიციის სამინისტროში და სარეგისტრაციო კოდის მინიჭება კანონით დადგენილი წესით; – სახელმწიფო კანცელარიის საქვეუწყებო დაწესებულებების სპეციალურ რეესტრში რეგისტრაცია. 3. ადმინისტრაციულმა დეპარტამენტმა (თ. ლოლაძე) უზრუნველყოს აღნიშნული ბრძანების და დებულების პრესაში გამოქვეყნება. 4. ძალადაკარგულად ჩაითვალოს 1997 წლის 1 დეკემბრის №2-46 ბრძანებით დამტკიცებული დებულება. მინისტრი   ბ. გულუა საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს კვების პროდუქტების ლიცენზირების ქ. თბილისის სამმართველოს დ ე ბ უ ლ ე ბ ა I. ზოგადი დებულება 1. კვების პროდუქტების სახელმწიფო ლიცენზირების ქ. თბილისის სამმართველო (შემდგომში – „სამმართველო“) არის საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინიტროს საქვეუწყებო დაწესებულება. 2. სამმართველო, ქ. თბილისის მერიასთან, რაიონების გამგეობებსა და სპეციალიზებული სამსახურებთან მჭიდრო თანამშრომლობით, მოქმედი კანონმდებლობის, სამინისტროს სამართლებრივი აქტებისა, და ამ დებულებით განსაზღვრული კომპეტენციის საფუძველზე ახორციელებს კვების პროდუქტების სასაქონლო წარმოების სალიცენზიო საქმიანობას თბილისის მთელ ტერიტორიაზე. 3. სამმართველოს აქვს დებულება, დამოუკიდებელი ბალანსი, ანგარიშსწორების ანგარიშები ხაზინაში, ხარჯთაღრიცხვა და გერბიანი ბეჭედი. 4. სამმართველოს დაფინანსება ხორციელდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან სამინისტროსათვის გამოყოფილი თანხებიდან მიღებული შემოსავლები, რომლებიც გათვალისწინებულია კანონმდებლობით ან სხვა ნორმატიული აქტებით, შეიტანება საქართველოს ცენტრალურ ბიუჯეტში. 5. სამმართველოს იურიდიული მისამართია ქ. თბილისი მინდელის ქ. №5 ტელ: 32-87-08, 32-86-08, 32-16-54. II. საქმიანობის სფერო და ამოცანები 6. სამმართველოს ძირითადი ამოცანებია: ა) ჩაის, პურის, პურ-ფუნთუშეულის, მაკარონის და მაკარონის ნაწარმის, პურპროდუქტების, საკონდიტრო, საკონსერვო, ხორცის, რძის, უალკოჰოლო სასმელების, თამბაქოს, ზეთის, ცხიმების და მათგან წარმოებული სხვა კვების პროდუქტების, ნახევარფაბრიკატებისა და ნედლეულის სასაქონლო წარმოებაზე სალიცენზიო საქმიანობის განხორციელება, ლიცენზიების გაცემა, მათი მოქმედების შეჩერება ან გაუქმება და ლიცენზიით გათვალისწინებული საქმიანობის სახელმწიფო კონტროლი ქ. თბილისის ტერიტორიაზე; ბ) საწარმოების მიერ ლიცენზიის მისაღებად წარმოდგენილი დოკუმენტების განხილვა და მათში მოყვანილი მონაცემების ადგილზე შემოწმება; გ) საწარმოს გამართულად ფუნქციონირების სტაბილურობის განმაპირობებელი პარამეტრების, ტექნოლოგიური სქემებით გათვალისწინებული პროცესების შესწავლა ნორმატიული აქტების მოთხოვნათა შესაბამისად და სათანადო დასკვნების გამოტანა; დ) კვების პროდუქტების საწარმოთა ლიცენზირებასთან დაკავშირებული სამუშაოების ამსახველი საინფორმაციო ბანკის შექმნა და ინფორმაციის სამინისტროში წარდგენა დადგენილი პერიოდულობით; ე) კვების პროდუქტების (ნახევარფაბრიკატების, ნედლეულის) საწარმოთა (გამომდინარე ტექნოლოგიური თავისებურებებიდან) შემოწმება, დარღვევების გამოსწორებასა და მითითებების შესრულებაზე კონტროლის განხორციელება; ვ) მჭიდრო თანამშრომლობა ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს, სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის დეპარტამენტის, სხვა დაინტერესებული უწყებების სამსახურებთან, სამართალდამცავ ორგანოებთან; ზ) დასკვნებისა და ცნობების გაცემა სასამართლოებსა და სხვა სამართალდამცავ ორგანოებში წარსადგენად. III. უფლებები 7. სამმართველოს უფლება აქვს: ა) ადგილზე გაეცნოს ლიცენზიით გათვალისწინებულ სამუშაოთა მიმდინარეობას, მოითხოვოს ამ დებულებითა და მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული სამუშაოების განხორციელებისათვის საჭირო ყველა დოკუმენტური მასალა და ინფორმაცია საწარმოთა (საკუთრების ფორმის მიუხედავად) პასუხისმგებელი პირებისაგან; ბ) მიუთითოს პასუხიმგებელ პირებს მათ მიერ დაშვებულ დარღვევებზე, დაავალოს მათ გარკვეულ ვადებში და აღმოფხვრან გამოვლენილი ნაკლოვანებები, განახორციელოს მითითებებით გათვალისწინებულ მოთხოვნებზე პერიოდული კონტროლი, დარღვევების გამოვლინების შემთხვევაში მასალები გადასცეს შესაბამის უწყებებს და სამართალდამცავ ორგანოებს; გ) სერიოზული დარღვევების არსებობის ან მითითებული ნაკლოვანებების გამოუსწორებლობის შემთხვევაში მიიღოს გადაწყვეტილება წარმოების ლიცენზიის მოქმედების შეჩერების თაობაზე. საჭიროების შემთხვევაში, აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ რეაგირებისათვის აცნობოს მმართველობის ადგილობრივ ორგანოებს, შესაბამის უწყებებს და სამართალდამცავ ორგანოებს; დ) საჭიროების შემთხვევაში, კომპეტენციის ფარგლებში, დასვას საკითხი სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს და ქ. თბილისის მერიის წინაშე იმ საწარმოების მუშაობის შეჩერების თაობაზე, რომლებიც ვერ აკმაყოფილებენ ნორმატიულ-ტექნიკური დოკუმენტაციის მოთხოვნებს პროდუქციის წარმოებაზე; ე) კომპეტენციის ფარგლებში სამმართველოს მიერ გაცემული მითითებანი და დასკვნები სავალდებულოა შესასრულებლად ფიზიკურ და  იურიდიულ პირთათვის (საკუთრებისა და ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის მიუხედავად) ვ) კვების პროდუქტების საწარმოთა მოთხოვნის საფუძველზე, მათთან გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად, გაუწიოს მომსახურება ტექნოლოგიური რეჟიმების მოდერნიზაციის, რაციონალიზაციისა და სხვა სპეციალური სამუშაოების სახით. IV. მოვალეობები 8. სამმართველო მოვალეა: ა) შექმნას სალიცენზიო (საჭიროების შემთხვევაში - დარგობრივი) კომისიები; ბ) სამოქმედო ტერიტორიაზე განახორციელოს კვების პროდუქტების სახელმწიფო ლიცენზირების სამუშაოები; გ) შეასრულოს ამ დებულებით დაკისრებული ფუნქციები; დ )მაქსიმალურად შეუწყოს ხელი მეწარმე სუბიექტს კვების პროდუქტების სასაქონლო წარმოების დროებითი ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობის განხორციელებაში; ე) უზრუნველყოს  სალიცენზიო საქმიანობის ოპერატიულობა, ობიექტურობა და სიზუსტე, არ დაუშვას უფლებამოსილებათა გადამეტება; ვ) ლიცენზირების ორგანოში განცხადებისა და თანდართული დოკუმენტების სრულად წარმოდგენიდან არაუგვიანეს 10 დღის განმავლობაში მიიღოს გადაწყვეტილება ლიცენზიის გაცემა-არგაცემაზე. გასცეს ლიცენზია ან დასაბუთებული უარი გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს სამი დღისა; ზ) მეწარმე სუბიექტისათვის ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმის, მისი მოქმედების შეჩერების ან გაუქმების შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობოს ამის შესახებ მეწარმე სუბიექტს მოტივირებული წერილით, ხოლო წერილის ასლებით – ადგილობრივი მმართველობის, სამართალდამცავ, საგადასახადო და სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის ორგანოებს; თ) კანონმდებლობით მინიჭებული კომპეტენციის ფარგლებში, მოახდინოს რეაგირება, რათა მეწარმემ, რომელსაც არ მიეცა ლიცენზია, შეუჩერდა ან გაუუქმდა ლიცენზიით მინიჭებული უფლებები, არ განახორციელოს კვების პროდუქტების სასაქონლო წარმოება-რეალიზაცია; ი) უზრუნველყოს თავისი საქმიანობის შედეგად მიღებული იმ სახის ინფორმაციის დაცვა და კონფიდენციალობა, რომელიც სამსახურებრივი და კომერციული საიდუმლოებაა; კ) საჭიროების შემთხვევაში განახორციელოს კონტროლი კვების პროდუქტების (ნახევარფაბრიკატების, ნედლეულის) მიღების, შენახვის, გადამუშავებისა და გადაადგილების პირობებზე. V. სამმართველოს ხელმძღვანელობა და ორგანიზაცია 9. სამმართველოს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრი. სამმართველოს უფროსი პერსონალურად პასუხისმგებელია სამმართველოს მუშაობის შედეგებზე და ანგარიშვალდებულია მინისტრის წინაშე. ა) სამმართველოს უფროსი ანაწილებს ფუნქციებს სამმართველოს თანამშრომელთა შორის, გამოსცემს სამმართველოს ბრძანებებს, რომელთა შესრულება სავალდებულოა სამმართველოს მუშაკთათვის; ბ) სამმართველოს უფროსს ჰყავს მოადგილე და სპეციალისტ-თანამშრომელთა შტატი, რომელთაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს, სამმართველოს უფროსი და საჭიროების შემთხვევაში ღებულობს მათ მიმართ დისციპლინარული ზემოქმედებისა და წახალისების ზომებს; გ) იყენებს სამმართველოს ქონებას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. VI. ქონება 10. სამმართველოს ქონება შედგება იმ ქონებისაგან, რომელიც გადაცემული აქვს მას თავისი ფუნქციების შესასრულებლად. 11. სამმართველოს მიერ განხორციელებული სამუშაოებიდან მიღებული სპეციალური სახსრების ანარიცხებიდან დარჩენილი თანხები გამოიყენება სამმართველოს თანამშრომელთა შრომის ანაზღაურების, მატერიალური წახალისების, კვალიფიკაციის ამაღლების, ტექნიკური ბაზის სრულყოფისა და სხვა სამეურნეო საქმიანობისათვის იმ წესით, რომელსაც ადგენენ საქართველოს ფინანსთა და სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროები. VII. დასკვნითი დებულებები 12. სამმართველოს დებულებას ამტკიცებს მინისტრი. 13. სამმართველოს რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხდება სამინისტროს მიერ, კანონით დადგენილი წესით.