„ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ” ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 17 იანვრის N4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№8
სარეგისტრაციო კოდი
010250050.35.124.605847
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 02/12/2024
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №8

2024 წლის 29 ნოემბერი

ქ. ბაღდათი

 

„ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 17 იანვრის №4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„ბაღდათის მუნიციპალიტეტის  საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 17 იანვრის №4 დადგენილებაში (საკანონმდებლო მაცნე www.matsne.gov.ge, 24.01.2018 წ., სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.124.016280) შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილება:

1. დადგენილებით დამტკიცებული მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების მე-7 მუხლის (აპარატის პროფესიულ საჯარო მოხელეთა ფუნქცია-მოვალეობები):

ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3.პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი მუნიციპალიტეტის საკრებულოს, საკრებულოს კომისიების, ფრაქციების, დროებითი სამუშაო ჯგუფების სხდომების მომზადების საკითხებში უზრუნველყოფს:

ა)  საკრებულოს,  საკრებულოს ფრაქციების, საკრებულოს კომისიებისა და დროებითი სამუშაო ჯგუფების, საკრებულოსა და საკრებულოს კომისიების საკონსულტაციო ორგანოების სხდომების მომზადებას;

ბ)   სხდომებზე წესრიგის დაცვას, კენჭისყრის პროცედურის ჩატარებას, ხმების დათვლას, სხდომის ოქმების შედგენას, სხდომაზე გამოთქმული წინადადებებისა და შენიშვნების აღრიცხვას;

გ) ორგანიზაციას უწევს სხდომებზე მოწვეულ პირთა გაფრთხილებასა და მოწვევას, ახდენს მათ რეგისტრაციას;

დ)  საკრებულოს წევრებს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებაში დახამარების გაწევას;

ე) საკრებულოს, საკრებულოს კომისიების, საკრებულოს ფრაქციებისა და საკრებულოს სამუშაო ჯგუფების, თანამდებობის პირებისა და საკრებულოს წევრების შეხვედრებს მოსახლეობასთან;

ვ)  სხვადასხვა დოკუმენტების, პროექტების, დასკვნების, მოხსენებითი ბარათების, სხვადასხვა შინაარსის აქტებისა და საქმისწარმოების მასალების უშუალო მომზადებასა და მათ შინაარსზე პასუხიმგებლობას“.“

ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი ადამიანური რესურსების მართვის საკითხებში უზრუნველყოფს:

ა) საკრებულოს პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და აპარატის საჯარო მოსამსახურეთა მიერ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესრულებასა და კონტროლს;

ბ) საკრებულოს პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და აპარატის საჯარო მოსამსახურეთა  პირადი საქმეების წარმოებას; შრომის წიგნაკების, ჩანართი ფურცლების აღრიცხვა-წარმოებას; სოციალური საკითხების გადაწყვეტასა და საპენსიო საბუთების გაფორმებას წელთა ნამსახურობის მიხედვით;

გ) აპარატის საჯარო მოსამსახურეთა რეზერვის ერთიანი ბანკის შექმნასა და რეზერვისტთა მიზნობრივ გამოყენების შესახებ წინადადებების წარდგენას საკრებულოს თავმჯდომარისადმი;

დ) საკრებულოს პროფესიულ საჯარო მოხელეთა კარიერული განვითარების მიზნით: მომზადების, გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების ორგანიზებას; სტაჟირებისა და პრაქტიკის გავლასთან დაკავშირებული საკითხების თაობაზე წინადადებების წარდგენას საკრებულოს თავმჯდომარისადმი;

ე) საკრებულოს საჯარო მოსამსახურეთა მიერ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესრულების კონტროლს;

ვ) საკრებულოს საჯარო მოსამსახურეთა მიერ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი დოკუმენტაციის წარმოდგენის სისრულისა და შესაბამისობის შემოწმებას;

ზ) საკრებულოს საჯარო მოსამსახურეთა სამუშაოზე მიღების, სამსახურებრივი  გადაყვანის, მობილობის, გათავისუფლების, უფლებამოსილებათა შეჩერების, შვებულებაში გასვლისა და მივლინების დოკუმენტურ გაფორმებას;

თ) საკრებულოში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულთა შრომითი ხელშეკრულებების მომზადებას; აღრიცხვასა და კონტროლს ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დაცვაზე;

ი) საკრებულოს პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და საჯარო მოსამსახურეთა შვებულებაში გასვლის გრაფიკის შედგენას;

კ) საკრებულოს პროფესიულ საჯარო მოხელეებზე კლასის მინიჭებისა და კანონით დადგენილი დანამატების განსაზღვრის საკითხების მომზადებას;

ლ) საკრებულოს საჯარო მოსამსახურეთა მიერ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი შეზღუდვების დაცვის კონტროლს; საჯარო მოსამსახურეთა მიერ შეთავსებით სხვა სამუშაოს შესრულებასთან დაკავშირებით შესაძლო ინტერესთა კონფლიქტის საკითხების შესწავლას;

მ) კონტროლს საკრებულოს თანამდებობის პირთა მიერ კანონით დადგენილი დეკლარაციების წარდგენაზე;

ნ) საკრებულოს საჯარო მოსამსახურეთა სამსახურებრივი მოწმობების გაფორმებასა და აღრიცხვას;

ო) საკონკურსო კომისიისათვის კონკურსის ჩატარებისათვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას;

პ) წინადადებების შემუშავებას მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტში საკრებულოს პროფესიულ საჯარო მოხელეთა სწავლებისა და კვალიფიკაციის ამაღლების ხარჯებთან დაკავშირებით;

ჟ) ადამიანური რესურსების მართვის ავტომატიზებულ სისტემაში ( eHRMS) მუშაობასა და სათანადო მონაცემების შეტანას“.“

გ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიდეს შემდეგი რედაქციით:

„5. პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი საქმისწარმოების კუთხით უზრუნველყოფს:

ა) შემოსული და ადგილზე შექმნილი დოკუმენტების აღრიცხვას;

ბ) შემოსული კორესპონდენციის რეგისტრაციასა და ინდექსაციას დოკუმენტბრუნვის მართვის საინფორმაციო სისტემაში (eDocument);

 გ) დოკუმენტების გადაცემას შემსრულებლისათვის;

დ) დავალებების სათანადოდ გაფორმებას;

ე) დოკუმენტების შესრულების კონტროლს და შესრულების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციის მომზადებას;

ვ) გასული დოკუმენტების გაგზავნას;

ზ) საქმეთა მომზადებას არქივისათვის ჩასაბარებლად;

თ) საქმეთა ნომენკლატურის შედგენას;

ი) ადმინისტრაციული წარმოების წესებისა და პროცედურების დაცვას;

კ) საქმისწარმოებაში  შტამპების, ბლანკების სათანადო გამოყენებას;

ლ) საკრებულოს საჯარო მოსამსახურეთათვის საქმისწარმოების წესის გაცნობას და კონტროლს მათ დაცვაზე;

მ) უზრუნველყოფს საარქივო დოკუმენტაციის შენახვასა და დაცვას;

დ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. პირველი კატეგორიის სპეციალისტი საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში უზრუნველყოფს:

ა) საკრებულოს საქმიანობის ამსახველი საინფორმაციო მასალების მომზადებას;

ბ) უზრუნველყოფს საჯარო ინფორმაციის პროაქტიული წესით გამოქვეყნებას, მოსახლეობისათვის საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობას;

გ) საკრებულოს პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და საკრებულოს წევრების საზოგადოებასთან ურთიერთობის ღონისძიებების ორგანიზებას;

დ) უზრუნველყოფს საკრებულოს საქმიანობის გაშუქებას;

ე) საკრებულოსათვის, საკრებულოს პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და საკრებულოს წევრებისათვის საჭირო ინფორმაციის მოძიებასა და სელექციას;

ვ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ  დაგეგმილი ღონისძიებების თაობაზე ინფორმაციების გავრცელებასა და აქტივობების შესახებ პრესრელიზების მომზადებას;

ზ) საინფორმაციო საშუალებებში გასავრცელებლად ტექსტური  და საკრებულოს თავმჯდომარის საჯარო გამოსვლებისათვის მასალების  მომზადებას;

თ) მუნიციპალიტეტის ოფიციალური ღონისძიებების დაგეგმვაში მონაწილეობასა და საორგანიზაციო საკითხების მოწესრიგების ხელშეწყობას;

ი) მოქმედი კანონმდებლობით, საკრებულოს რეგლამენტითა და საკრებულოს აპარატის დებულებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელებას“.“

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს  2025 წლის 1 იანვრიდან.

ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარენოდარ გიორგიძე

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ” ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 17 იანვრის N4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დიახ, მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ” ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 17 იანვრის N4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 29.11.2024.
როდის იქნა მიღებული „ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ” ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 17 იანვრის N4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ” ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 17 იანვრის N4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 29.11.2024. მიმღები ორგანო — ბაღდათის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №8. სარეგისტრაციო კოდი — 010250050.35.124.605847.
რამდენი მუხლისგან შედგება „ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ” ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 17 იანვრის N4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ” ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 17 იანვრის N4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ” ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 17 იანვრის N4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 29.11.2024 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ” ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 17 იანვრის N4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №8, 29.11.2024, სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.124.605847 (კონსოლიდირებული რედაქცია 29.11.2024). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6318963/