„ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 17 იანვრის №13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№23
სარეგისტრაციო კოდი
010260020.35.124.016431
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 29/12/2021
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №23

2021 წლის 27 დეკემბერი

ქ. ბაღდათი

 

 

„ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 17 იანვრის №13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1
„ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის   ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 17 იანვრის  №13 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 24/01/2018, სარეგისტრაციო კოდი: 010260020.35.124.016289) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

2. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-9 მუხლი (მეორადი სტრუქტურული ერთეულების (განყოფილებების) ფუნქციები):

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

“1. საორგანიზაციო და ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების ძირითადი ფუნქციებია:

ა) მუნიციპალიტეტის მერიის ვაკანტური პოზიციების დასაკავებლად ღია, დახურული და გამარტივებული საჯარო კონკურსის გამოცხადებისა და ჩატარების უზრუნველყოფა, hr.gov.ge ვებგვერდის ადმინისტრირება და კონტროლი, საჭიროების შემთხვევაში, საკონკურსო კომისიის შემადგენლობაში მუშაობა;

ბ) მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისა და მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულების მართვის სისტემის ოპტიმიზაცია: მუნიციპალიტეტის მერიის საშტატო ნუსხის ფორმირების, დამტკიცების, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ წინადადებების მომზადება;

გ) მუნიციპალიტეტის მერიის ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკის შემუშავების ხელშეწყობა და დაგეგმვა;

დ) საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ პოზიციებზე, სამუშაო აღწერილობებისა და შესაბამისი კომპეტენციების განსაზღვრის მიზნით, სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელების რეკომენდირება და ტექნიკური ხელშეწყობა;

ე) მუნიციპალიტეტის მერიაში სტაჟირების სახელმწიფო პროგრამის განხორციელების კოორდინაცია, stajireba.gov.ge ვებგვერდზე მუშაობა საჭიროების მიხედვით;

ვ) მოხელეთა პროფესიული სწავლების,  კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების პროცესის მართვა, სასწავლო გეგმის შემუშავება მოხელეთა საბოლოო შეფასების  შედეგების საფუძველზე

ზ) პირადი საქმეების, საკადრო დოკუმენტების შედგენისა და აღრიცხვის უზრუნველყოფა ადამიანური რესურსების მართვის ავტომატიზებული სისტემის (eHRMS) მეშვეობით, მუნიციპალიტეტის მერიაში დასაქმებულთა ერთიანი მონაცემთა ბაზის წარმოება;

თ) ადამიანური რესურსების მართვა და ადმინისტრირება, კერძოდ: მოხელის სამსახურში მიღების, სამსახურიდან გათავისუფლების, უფლებამოსილების შეჩერების, სამსახურებრივი მივლინების, კარიერის მართვის - გადაყვანის, დამხმარე, ტექნიკური და დროებითი ფუნქციების შემსრულებელ პირებთან შრომითი ხელშეკრულებებისა და სხვა, საკადრო საკითხებთან დაკავშირებული დოკუმენტების/ სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება ელექტრონული ფორმით;

ი) საჯარო მოხელეთა შეფასების პროცესის ორგანიზება და  შეფასების პროცედურული მართვის უზრუნველყოფა

კ) საკონკურსო კომისიის საქმიანობაში ჩართულობა, მუნიციპალიტეტის ორგანოებში საჯარო სამსახურში მიღების და დაწინაურების პროცესში გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის აღმოფხვრის ხელშეწყობა, ქალთა და მამაკაცთა არსებითი თანასწორობის მიღწევის მიზნით, სამსახურებრივი დაწინაურების პროცესში ქალთა ხელშეწყობა;

ლ) დისკრიმინაციის აღმოფხვრისა და გენდერული თანასწორობის საკითხებზე მუნიციპალიტეტის ორგანოების მიერ განხორციელებული ღონისძიებებისა და ასევე ამავე მუნიციპალიტეტში სხვა ორგანიზაციების მიერ აღნიშნულ საკითხებზე განხორციელებული ღონისძიებების შესახებ საერთო ანგარიშის მომზადება, სადაც იდენტიფიცირებული იქნება ღონისძიებები და შემსრულებელი პირები;

მ) მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერიის, ამ ორგანოთა  თანამდებობის პირების საქმიანობის საჯაროობისა და საჯარო ინფორმაციის პროაქტიული წესით გამოქვეყნების უზრუნველყოფა, კომპეტენციის ფარგლებში;

ნ) საინფორმაციო საშუალებებში გასავრცელებლად ტექსტური მასალების მომზადება;

ო) საზოგადოებასთან ურთიერთობის ღონისძიებების ორგანიზება;

პ) აუდიო-ვიდეო მასალების შექმნა, აუდიოვიზუალური პრეზენტაციების მომზადება;

ჟ) მუნიციპალიტეტის მიერ დაგეგმილი ღონისძიებების თაობაზე ინფორმაციების გავრცელება და აქტივობების შესახებ პრესრელიზების მომზადება;

რ) მუნიციპალიტეტის ვებგვერდის გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;

ს) მოქალაქეთა საინფორმაციო მომსახურების უზრუნველყოფა;

ტ) ინფორმაციების მომზადება მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე და იმერეთის ვებპორტალზე (www.imereti.ge) განთავსების მიზნით.”.

ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. იურიდიული განყოფილების ფუნქციებია:

ა) მერის, მერიის სამსახურებისა და თანამდებობის პირთათვის იურიდიული კონსულტაციის გაწევა; სამართლებრივი დასკვნების მომზადება მუნიციპალიტეტის მერიის  მიერ მომზადებულ და  განსახილველ  საკითხებთან დაკავშირებით;

ბ) მერიაში შემუშავებული სამართლებრივი აქტების პროექტების, ადმინისტრაციული გარიგებების, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმებისა და სხვა დოკუმენტების სამართლებრივი გამართულობის, მათი მოქმედ კანონმდებლობასთან და მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ მიღებულ ნორმატიულ აქტებთან შესაბამისობაში მოყვანა, სამართლებრივი ექსპერტიზა და მათი ვიზირება;

გ) სამსახურში მიღებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებისა და სხვა დოკუმენტების (ასევე დოკუმენტების პროექტების) ანალიზი;

დ) მუნიციპალიტეტის მერიის კანონიერი ინტერესების დაცვა სამართლებრივ ურთიერთობებში, სახელმწიფო ორგანოებთან, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;

ე) მუნიციპალიტეტის კანონიერი ინტერესების დაცვა სასამართლოში;

ვ) მუნიციპალიტეტის  ორგანოების წინაშე არსებული სამართლებრივი რისკების დადგენა და შეფასება;

ზ) წერილობითი ინფორმაციის მომზადება ახალი კანონპროექტის მომზადების ან/და მოქმედ საკანონმდებლო ბაზაში განხორციელებულ ცვლილებებთან დაკავშირებით და წინადადებების წარმოდგენა სამუშაო პროცესების მარეგულირებელ დოკუმენტებში სათანადო ცვლილებების შეტანის თაობაზე, ასეთის აუცილებლობის შემთხვევაში;

თ) მუნიციპალიტეტში გენდერული თანასწორობის გაუმჯობესების, ქალთა და მამაკაცთა უფლებების თანასწორი რეალიზაციისათვის და ადგილზე დისკრიმინაციის გამოვლენისა და აღმოფხვრის უზრუნველყოფისათვის საკითხების შესწავლა, საჭირო ღონისძიებების დაგეგმვა, შესაბამის წინადადებათა მომზადება და განხორციელება; შესაბამისი ღონისძიებების კოორდინირება და გენდერული სტატისტიკის წარმოება;

ი) გენდერული თანასწორობის ხელშეწყობის პროგრამის განხორციელების ფარგლებში, გენდერული თანასწორობის საბჭოსთან თანამშრომლობით, ყველა გენდერულად სენსიტიური ჯგუფის - ძალადობის მსხვერპლი და/ან რისკ ჯგუფის ქალების, მარტოხელა და/ან ქვრივი მშობლების (როგორც ქალის ისე კაცის), განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ახალგაზრდების, სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახების, შშმ პირების, მარტოხელა და ზრუნვის პოლიტიკის საჭიროებების მქონე ხანდაზმულების,  საჭიროებების შესწავლა და ამ საჭიროებებზე მორგებული საბიუჯეტო წინადადებების შემუშავება და დანერგვა; გენდერული თანასწორობის ხელშეწყობის პროგრამით გათვალისწინებული თანხების მიზნობრივი ხარჯვა.

კ) მოქმედი კანონმდებლობით, მერიის დებულებითა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელება.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარენოდარ გიორგიძე