“ზოგიერთი საქონლის საბაჟო კონტროლის განხორციელების წესების შესახებ"
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 230.150.080.22.033.008.210
საქართველოს ფინანსთა
მინისტრის ბრძანება №151
2006 წლის 27 თებერვალი
ქ. თბილისი
ზოგიერთი საქონლის საბაჟო კონტროლის განხორციელების წესების შესახებ
საქართველოს საბაჟო კოდექსის 123-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 129-ე მუხლისა და „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1
თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) საბაჟო რეჟიმში მოსაქცევად განკუთვნილი ფიზიკური (700 ლარზე მეტი საბაჟო ღირებულების საქონლის არსებობის შემთხვევაში) ან იურიდიული პირების მიერ საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონელი დეკლარანტის მიერ საბაჟო გაფორმების ორგანოებს წარედგინოს დაფასოებული და სორტირებული (გადარჩეული) სახით საგარეო ეკონომიკური საქმიანობის სასაქონლო ნომენკლატურის ცხრანიშნა კოდის დონეზე.
მუხლი 2
საბაჟო გაფორმების ორგანოები ახორციელებენ ამ ბრძანების პირველი მუხლის მოთხოვნების შესაბამისად საბაჟო დეპარტამენტის თავმჯდომარის წერილობითი მითითებით განსაზღვრულ ქვეყნებში წარმოშობილი და ამ ქვეყნებიდან საქართველოში იმპორტირებული, ამავე წერილობითი მითითებით გათვალისწინებული საქონლის სრულ საბაჟო შემოწმებას.
მუხლი 3
ამ ბრძანების შესრულების კონტროლი დაევალოს საბაჟო დეპარტამენტის თავმჯდომარეს ბატონ ზურაბ ანთელიძეს.
მუხლი 4
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ა. ალექსიშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა “ზოგიერთი საქონლის საბაჟო კონტროლის განხორციელების წესების შესახებ"?
- დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება “ზოგიერთი საქონლის საბაჟო კონტროლის განხორციელების წესების შესახებ" ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 27.02.2006.
- როდის იქნა მიღებული “ზოგიერთი საქონლის საბაჟო კონტროლის განხორციელების წესების შესახებ"?
- “ზოგიერთი საქონლის საბაჟო კონტროლის განხორციელების წესების შესახებ" მიღებულია 27.02.2006. მიმღები ორგანო — საქართველოს ფინანსთა მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №151. სარეგისტრაციო კოდი — 230.150.080.22.033.008.210.
- სად არის “ზოგიერთი საქონლის საბაჟო კონტროლის განხორციელების წესების შესახებ"-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 27.02.2006 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება “ზოგიერთი საქონლის საბაჟო კონტროლის განხორციელების წესების შესახებ", №151, 27.02.2006, სარეგისტრაციო კოდი 230.150.080.22.033.008.210 (კონსოლიდირებული რედაქცია 27.02.2006). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/63226/