„სავალდებულო სერტიფიკაციას დაქვემდებარებული პროდუქციის საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანის წესის“ დამტკიცების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს ფინანსთა მინისტრის და
საქართველოს სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და
სერტიფიკაციის სახელმწიფო დეპარტამენტის
(საქსტანდარტის) თავმჯდომარის
ერთობლივი
ბრძანება №585/343
2003 წლის 17 ნოემბერი
ქ. თბილისი
„სავალდებულო სერტიფიკაციას დაქვემდებარებული პროდუქციის საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანის წესის“ დამტკიცების თაობაზე
„პროდუქციისა და მომსახურების სერტიფიკაციის შესახებ" საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე და „მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, ვბრძანებთ:
1. დამტკიცდეს სავალდებულო სერტიფიკაციას დაქვემდებარებული პროდუქციის
საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანის თანდართული წესი (დანართი 1);
2. დამტკიცდეს საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანილი სავალდებულო სერტიფიკაციას დაქვემდებარებულ პროდუქციაზე გასაცემი თანდართული შესაბამისობის სერტიფიკატი (დანართი 3) და აღიარების მოწმობა (დანართი 2);
3. ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი საქართველოს სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარისა და საქართველოს საბაჟო დეპარტამენტის თავმჯდომარის 1998 წლის №45/78 ერთობლივი ბრძანება „საქართველოს ტერიტორიაზე სავალდებულო სერტიფიკაციას დაქვემდებარებული საქონლის შემოტანის სამუშაოთა ორგანიზების სრულყოფის შესახებ”
4. ბრძანება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. გოგიაშვილი
მ. ჯანიკაშვილი
დანართი 1
სავალდებულო სერტიფიკაციას დაქვემდებარებული
პროდუქციის საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანის წესი
მუხლი 1.
წინამდებარე წესი შემუშავებულია „მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვის უზრუნველყოფის მიზნით, „პროდუქციისა და მომსახორების სერტიფიკაციის შესახებ" საქართველოს კანონის საფუძველზე და განსაზღვრავს სავალდებულო სერტიფიკაციას დაქვემდებარებული პროდუქციის საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანის წესსა და პირობებს და მიზნად ისახავს დაიცვას საქართველოს სამომხმარებლო ბაზარი უხარისხო, ჯანმრთელობისათვის საშიში იმპორტიული პროდუქციისაგან.
1. საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანილი საქონელი განკუთვნილია თავისუფალ მიმოქცევაში გასაშვებად (იმპორტი, რეიმპორტი), რომელზეც საკანონმდებლო აქტებითა და სტანდარტებით განსაზღვრულია მოთხოვნები მომხმარებლის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის, გარემოს უსაფრთხოების, აგრეთვე მომხმარებლის ქონებისათვის ზიანის მოყენების თავიდან აცილების უზრუნველყოფის აუცილებელი პირობების თაობაზე, ექვემდებარება სავალდებულო სერტიფიკაციას.
2. მოქმედი კანონმდებლობით აკრძალულია საქართველოს ტერიტორიაზე სავალდებულო სერტიფიკაციას დაქვემდებარებული საქონლის იმპორტი (რეიმპორტი) სათანადო ორგანოს მიერ გაცემული შესაბამისობის სერთიფიკატის ან აღიარების მოწმობის გარეშე.
1. წინამდებარე წესების რეგულირების საგანს წარმოადგენს იმ პროდუქციის საქართველოში იმპორტის პროცედურების მოწესრიგება, რომლებიც საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ექვემდებარება სავალდებულო სერტიფიკაციას.
2. ამ ბრძანებაში ცვლილებების განხორციელების შემთხვევაში ასეთი ცვლილებების თაობაზე დაუყოვნებლივ ეცნობება საბაჟო ორგანოებს.
1. საქონლის საბაჟო გაფორმებისათვის სავალდებულო დოკუმენტს წარმოადგენს:
ა) შესაბამისობის სერტიფიკატი (დანართი 3), გაცემული სერტიფიკაციის სახელმწიფო სისტემის წესებით საქსტანდარტის ან მის მიერ უფლებამოსილი სერტიფიკაციის ორგანოების მიერ.
ბ) აღიარების მოწმობა (დანართი 2), გაცემული საქსტანდარტის მიერ.
2. საქონლის საბაჟო გაფორმებისა და საბაჟო კონტროლის მიზნებისათვის გამოყენებული შესაბამისობის სერტიფიკატის დამოწმებული ასლი ან აღიარების მოწმობის ერთი პირი რჩება საბაჟო ორგანოების საქმეში და დაბრუნებას არ ექვემდებარება.
საქსტანდარტის მიერ გაცემულ აღიარების მოწმობაში მიეთითება საქართველოს საბაჟო ორგანოების მიერ კონკრეტულ პროდუქციაზე მინიჭებული (სესსნ) კოდი.
1. საბაჟო კონტროლს დაქვემდებარებული საქონლის სინჯები და ნიმუშები, კონტროლის განხორციელების მიზნით, საბაჟო ორგანოს ნებართვით შეუძლიათ აიღონ საქონლის მფლობელებმა ან მათმა წარმომადგენლებმა და სახელმწიფო კონტროლის სხვა ორგანოებმა თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში.
2. სინჯები და ნიმუშები აიღება საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირების თანდასწრებით იმ მინიმალური ოდენობით, რაც საკმარისია მათ გამოსაკვლევად.
3. სიჯებისა და ნიმუშების აღების შემთხვევაში დგება აქტი დადგენილი წესით.
1. საბაჟო რეჟიმებისაგან დამოუკიდებლად სერტიფიკატის წარდგენის გარეშე გაიშვება შემდეგი საქონელი:
ა) განკუთვნილი ოფიციალური გამოყენებისათვის საზღვარგარეთის ქვეყნებისათვის წარმომადგენლობისა და საერთაშორისო, სამთავრობათაშორისო ორგანიზაციების პერსონალის მიერ;
ბ) შემოტანილი ფიზიკური პირების მიერ, რომელიც არ არის განკუთვნილი საწარმოო ან სხვა კომერციული საქმიანობისათვის (გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ასეთი საქონელი აღემატება დადგენილ ღირებულების და რაოდენობრივ ქვოტებს);
გ) ნიმუშის (სინჯის) სახით, კონტრაქტწინა ტიპის დამტკიცების სამუშაოების ჩასატარებლად.
იმ შემთხვევაში, როდესაც საბაჟო დეკლარაცია გამოიყენება სატვირთო საბაჟო დეკლარაციის სდ 1 (სდ 2) ფორმები, დეკლარანტი ვალდებულია გრაფაში 44 მიუთითოს წარმოდგენილი შესაბამისობის სერტიფიკატის ან აღიარების მოწმობის ნომერი და გაცემის თარიღი.
წინამდებარე წესის დარღვევისათვის პირები პასუხს აგებენ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.