სს „ექსპო ჯორჯიას“ (ს/ნ - 201990104) აქციათა სავალდებულო მიყიდვის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
განცხადება
სს „ექსპო ჯორჯიას“ (ს/ნ - 201990104) აქციათა სავალდებულო მიყიდვის თაობაზე
სს „ექსპო ჯორჯიას“ (ს/ნ 201990104 ხმის უფლების მქონე აქციათა 98,31851 პროცენტის მესაკუთრე შპს „სითი ექსპო“ (ს/ნ 405704750) აცხადებს, რომ მას სს „ექსპო ჯორჯიას“ აქციათა 100 პროცენტის შეძენის მიზნით განსაზღვრული აქვს, ისარგებლოს საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული აქციათა სავალდებულო მიყიდვის უფლებით და დანარჩენი აქციონერებისაგან გამოისყიდოს მათ საკუთრებაში არსებული სს „ექსპო ჯორჯიას“ აქციები. აღნიშნულთან დაკავშირებით, შპს „სითი ექსპო“ წინამდებარე განცხადების გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადის გასვლის შემდეგ (ნებისმიერ პერიოდში) „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 225-ე მუხლისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი ნორმების შესაბამისად, განცხადებით მიმართავს სასამართლოს.
სს „ექსპო ჯორჯიას“ აქციათა სავალდებულო გამოსყიდვა განხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურების შესაბამისად, სასამართლოს მიერ დადგენილ სამართლიან ფასად.
სს „ექსპო ჯორჯიას“ აქციების სავალდებულო მიყიდვის შესახებ სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ შპს „სითი ექსპო“ ყველა დარჩენილი აქციის გამოსასყიდ თანხას განათავსებს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 225-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ სუბიქტთან სს „ექსპო ჯორჯიას“ აქციონერთა სასარგებლოდ გახსნილ სპეციალურ ანგარიშზე, რის შესახებაც კანონით გათვალისწინებული წესით ეცნობებათ სს „ექსპო ჯორჯიას“ დარჩენილ აქციონერებს, რომლებსაც შესაძლებლობა ექნებათ მიიღონ მათ საკუთრებაში არსებული აქციების შესაბამისი თანხა, სასამართლოს მიერ დადგენილ აქციათა სამართლიანი ფასის შესაბამისად.
სს „ექსპო ჯორჯიას“ აქციათა გამოსყიდვის მიზანს წარმოადგენს სს „ექსპო ჯორჯიას“ მართვის ეფექტურად განხორციელება.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ მიმართოთ შპს „სითი ექსპოს“ მისამართზე: ქ. თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზირი №70; ტელ.: (+995) 568 288 989, ყოველდღე, დასვენების დღეების გარდა 10:00 საათიდან 19:00 საათამდე.
აქციონერებს მათი უფლების გადამოწმება შეუძლიათ ფასიანი ქაღალდების დამოუკიდებელ რეგისტრატორთან, მის: - ქ. თბილისი, ი. მოსაშვილის ქუჩა №11, „საქწყალპროექტის“ შენობა, VII სართული, ტელ.:(+995 32) 2251560, (+995 32) 2225351
შპს „სითი ექსპოს“ დირექტორი გიორგი მაჭავარიანი