📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის 2025 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 20.12.2024
ძალაში შესვლა 01.01.2025
ძალის დაკარგვა 01.01.2026
გამომცემი ორგანო ა) ოჯახები, რომელთაც ჰყავთ 2008-2025 წლებში დაბადებული ბავშვები.
ნომერი №10
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.102.016228 4029
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 23/12/2024
კონსოლიდირებული ვერსიები
4,980 სიტყვა · ~25 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
20.12.2024 მიღება
01.01.2025 ძალაში შესვლა
01.01.2026 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის 2025 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №10 2024 წლის 20 დეკემბერი ქ. თბილისი აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის 2025 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების, 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების და  საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“  25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის 2025 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის თანდართული წესი №1 დანართის  შესაბამისად. მუხლი 2🔗 ამ დადგენილების ამოქმედების დღიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 22 დეკემბრის №14 დადგენილება (www.matsne.gov.ge,  25/12/2023; 010250050.35.102.016218) „აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის 2024 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“. მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს 2025  წლის 1 იანვრიდან.აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესპარტაკ გურჩიანი დანართი №1 აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის 2025 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესი ეს წესი განსაზღვრავს   აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში (შემდგომში – მუნიციპალიტეტი) რეგისტრირებული იძულებით გადაადგილებული ოჯახებისთვის ან/და მოქალაქეებისთვის აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის  ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის პირობებს, მიმღებთა (ბენეფიციართა) კატეგორიებს, მათ მიერ მუნიციპალიტეტში წარმოსადგენი დოკუმენტაციის სახეებსა და დახმარების სახით გასაცემი თანხის ოდენობებს. თავი I სოციალური დახმარების მიმღებთა (ბენეფიციართა) კატეგორიები და დახმარების მისაღებად საჭირო დოკუმენტაცია მუხლი 1🔗. შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირთა დახმარება 1. ერთჯერად ფულად დახმარებას, 200 (ორასი) ლარის ოდენობით, მიიღებენ მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატული და ბავშვობიდან ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე, აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული იძულებით გადაადგილებული პირები. 2. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირმა ან პირის  წარმომადგენელმა  მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია: ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე; ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) ბენეფიციარის პირადობის მოწმობის ასლი; არასრულწლოვანის შემთხვევაში  დაბადების მოწმობის ასლი; დ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი ან ამონაწერი/ცნობა სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოდან; ე) ბენეფიციარის დევნილის მოწმობის ასლი, ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში ინფორმაცია თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელისაგან – თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულისაგან, დახმარების მიმღები პირის აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში რეგისტრაციის თაობაზე; ვ) ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტი (დაბადების მოწმობის ასლი, ქორწინების მოწმობის ასლი), ან შესაბამისი უფლებამოსილების მქონე ორგანოს ან პირის მიერ გაცემული ცნობა (განცხადების სრულწლოვანი ოჯახის წევრის მიერ წარმოდგენის შემთხვევაში); ან წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი; ზ)  განმცხადებლის/ბენეფიციარის საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები; 3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, წარმოდგენილ ანგარიშის ნომერზე. მუხლი 2🔗. ოპერაციების თანადაფინანსება 1. აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ერთჯერადად ანაზღაურდება ამავე მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული იძულებით გადაადგილებული პირების ოპერაციები (გარდა საკეისრო კვეთისა) და მასთან დაკავშირებული ხარჯები და ასევე ოპერაციასთან დაკავშირებული მედიკამენტოზური მკურნალობის ხარჯები, თუ ოპერაციული ჩარევიდან, მუნიციპალიტეტში შესაბამისი განცხადების შემოტანის თარიღამდე გასული პერიოდი არ აღემატება 6 თვეს. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული დახმარების ოდენობა განისაზღვრება სოციალური დახმარების გაცემის სამუშაო ჯგუფის მიერ, რაც ჯამში არ უნდა აღემატებოდეს 500 (ხუთასი) ლარს. აღნიშნულ ზღვრულ თანხაში მოიაზრება ოპერაციის თანმდევი მედიკამენტოზური მკურნალობის ხარჯიც, ასეთის არსებობის შემთხვევაში, რომლის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 250  (ორას ორმოცდაათი) ლარს.  3. დახმარების მისაღებად ბენეფიციარმა ან მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა (არასრულწლოვნის შემთხვევაში – მისმა კანონიერმა წარმომადგენელმა) მუნიციპალიტეტის გამგეობაში  უნდა წარმოადგინოს: ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე; ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ)  ბენეფიციარის პირადობის მოწმობის ასლი (არასრულწლოვნის შემთხვევაში – დაბადების მოწმობა) დ) ნათესაური კავშირის (დაბადების მოწმობა, ქორწინების მოწმობა) დამადასტურებელი საბუთი (განცხადების ოჯახის სრულწლოვანი წევრის მიერ წარმოდგენის შემთხვევაში); ე) ბენეფიციარის დევნილის მოწმობის ასლი, ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში, ინფორმაცია თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელისაგან – თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულისაგან, დახმარების მიმღები პირის აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში რეგისტრაციის თაობაზე; ვ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100); ზ) ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან, სადაზღვევო კომპანიიდან ან სამედიცინო  ან სხვა დაწესებულებიდან დაფინანსების თაობაზე (ოპერაციის შემთხვევაში).   4. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, სამედიცინო დაწესებულების ან/და აფთიაქის შესაბამის საბანკო ანგარიშზე მომსახურების შესრულების შემდეგ. მუხლი 3🔗. მაგნიტურ-რეზონანსული (MR) და კომპიუტერული (CT) ტომოგრაფიული კვლევების დაფინანსება 1. აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ანაზღაურდება ამავე მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული იძულებით გადაადგილებული პირების, სხეულის ერთი ან რამდენიმე ორგანოს მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიული გამოკვლევა ან/და კომპიუტერული ტომოგრაფიული გამოკვლევა, დიაგნოზის დაზუსტების მიზნით, წარმოდგენილი ფორმა №100-ის საფუძველზე, რაც ჯამში (ერთის ან ორივეს შემთხვევაში) არ უნდა აღემატებოდეს 500 (ხუთასი) ლარის ოდენობას. 2. ბენეფიციარმა ან ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა (არასრულწლოვნის შემთხვევაში – მისმა კანონიერმა წარმომადგენელმა)  მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს: ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე; ბ) განმცხადებლის  პირადობის მოწმობის ასლი; გ) ბენეფიციარის პირადობის მოწმობის ასლი; დ) ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტი (დაბადების მოწმობა, ქორწინების მოწმობა)  - (განცხადების ოჯახის სრულწლოვანი წევრის მიერ წარმოდგენის შემთხვევაში).; ე) ბენეფიციარის – დევნილის მოწმობის ასლი, ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში, ინფორმაცია თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელისაგან – თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულისაგან, დახმარების მიმღები პირის აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში რეგისტრაციის თაობაზე; ვ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100); ზ) ინფორმაცია საქართველოს  ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან, სადაზღვევო კომპანიიდან ან სამედიცინო დაწესებულებიდან დაფინანსების თაობაზე (განსაკუთრებულ შემთხვევაში აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტის, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამსახურის მიერ მოძიებული ინფორმაცია); თ) ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი და ანგარიშფაქტურა სამედიცინო დაწესებულებიდან. 3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული ანგარიშფაქტურის მიხედვით, მიითითებულ ანგარიშზე მომსახურების შესრულების შემდეგ. მუხლი 4🔗. კორონაროგრაფიული კვლევის (კორონარული ანგიოგრაფია) დაფინანსება 1. აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ანაზღაურდება ამავე მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული იძულებით გადაადგილებული პირების კორონაროგრაფიული კვლევის მომსახურება, დიაგნოზის დაზუსტების მიზნით, წარმოდგენილი ფორმა №100-ის საფუძველზე,  რაც ჯამში არ უნდა აღემატებოდეს 900 (ცხრაასი)  ლარს. 2. ბენეფიციარმა ან ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა  (არასრულწლოვნის შემთხვევაში –  მისმა კანონიერმა წარმომადგენელმა) მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს: ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე; ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) ბენეფიციარის პირადობის მოწმობის ასლი; დ) ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტი (დაბადების მოწმობა, ქორწინების მოწმობა)  - (განცხადების ოჯახის სრულწლოვანი წევრის მიერ წარმოდგენის შემთხვევაში). ე) ბენეფიციარის – დევნილის მოწმობის ასლი, ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში ინფორმაცია თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელისაგან – თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულისაგან, დახმარების მიმღები პირის აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში რეგისტრაციის თაობაზე; ვ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100); ზ) ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან, სადაზღვევო კომპანიიდან ან სამედიცინო დაწესებულებიდან დაფინანსების თაობაზე (განსაკუთრებულ შემთხვევებში აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტის, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამსახურის მიერ მოძიებული ინფორმაცია); თ) ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი და ანგარიშფაქტურა სამედიცინო დაწესებულებიდან. 3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული ანგარიშფაქტურის მიხედვით, შესაბამის ანგარიშწორების ანგარიშზე მომსახურების შესრულების შემდეგ. მუხლი 5🔗. დამოუკიდებლად გადაადგილების შესაძლებლობას  მოკლებულ  პირთათვის სპეციალური სავარძლის (ეტლი) გადაცემა 1. აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ამავე მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ იმ პირს, რომელიც მოკლებულია დამოუკიდებლად გადაადგილების შესაძლებლობას, გადაეცემა სპეციალური სავარძელი (ეტლი), რომლის ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს 500 (ხუთასი) ლარს. 2. დახმარების მისაღებად ბენეფიციარმა ან ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა ან წარმომადგენელმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს: ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე; ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) ბენეფიციარის  პირადობის მოწმობის ასლი; დ) ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტი (დაბადების მოწმობა, ქორწინების მოწმობა)  - (განცხადების ოჯახის სრულწლოვანი წევრის მიერ წარმოდგენის შემთხვევაში); ან წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი (განცხადებლის წარმომადგენლის მიერ წარმოდგენის შემთხვევაში;). ე) ბენეფიციარის დევნილის მოწმობის ასლი, ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში ინფორმაცია თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელისაგან – თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულისაგან, დახმარების მიმღები პირის აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში რეგისტრაციის თაობაზე; ვ) ცნობა სპეციალური სავარძლის საჭიროების შესახებ; 3. სპეციალური სავარძლის გადაცემა მოხდება მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებით. მუხლი 6🔗. ლოგინიდან დამოუკიდებლად ადგომის შესაძლებლობას მოკლებულ პირთათვის სპეციალური სამედიცინო მოწყობილობის (ნაწოლების საწინააღმდეგო ლეიბი) გადაცემა 1. აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ამავე მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ იმ პირს, რომელიც მოკლებულია დამოუკიდებლად ლოგინიდან ადგომის შესაძლებლობას გადაეცემა სპეციალური სამედიცინო მოწყობილობა (ნაწოლების საწინააღმდეგო ლეიბი), რომლის ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს 250 (ორას ორმოცდაათი)  ლარს. 2. დახმარების მისაღებად ბენეფიციარმა ან ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა ან წარმომადგენელმა  მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს: ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე; ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) ბენეფიციარის პირადობის მოწმობის ასლი; დ) ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტი (დაბადების მოწმობა, ქორწინების მოწმობა)  - (განცხადების ოჯახის სრულწლოვანი წევრის მიერ წარმოდგენის შემთხვევაში); ან წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი. (განცხადებლის წარმომადგენლის მიერ წარმოდგენის შემთხვევაში;). ე) ბენეფიციარის დევნილის მოწმობის ასლი, ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში ინფორმაცია თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელისაგან – თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულისაგან, დახმარების მიმღები პირის აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში რეგისტრაციის თაობაზე; ვ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, სადაც აღნიშნული იქნება, რომ პირს არ შეუძლია საწოლიდან დამოუკიდებლად ადგომა. 3. ნაწოლების საწინააღმდეგო ლეიბის გადაცემა მოხდება მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებით. მუხლი 7🔗. ონკოლოგიურად დაავადებულ პირთა დახმარება 1. აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ანაზღაურდება ამავე მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული იძულებით გადაადგილებული ონკოლოგიურად დაავადებული პირების ოპერაციის, მკურნალობის, დიაგნოსტიკის და დაავადებასთან დაკავშირებული გამოკვლევებისა თუ მედიკამენტების ხარჯები. 2. დახმარების ოდენობა განისაზღვრება სოციალური დახმარების გაცემის სამუშაო ჯგუფის მიერ და არ უნდა აღემატებოდეს 1000 (ათასი) ლარს. 3. დახმარების მისაღებად ონკოლოგიურმა პაციენტმა ან ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა ან ბენეფიციარის წარმომადგენელმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს: ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე; ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) ბენეფიციარის პირადობის მოწმობის ასლი; დ) ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტი (დაბადების მოწმობა, ქორწინების მოწმობა)  - (განცხადების ოჯახის სრულწლოვანი წევრის მიერ წარმოდგენის შემთხვევაში); ან წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი (განცხადებლის წარმომადგენლის მიერ წარმოდგენის შემთხვევაში;).  ე) ბენეფიციარის დევნილის მოწმობის ასლი, ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში ინფორმაცია თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელისაგან – თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულისაგან, დახმარების მიმღები პირის აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში რეგისტრაციის თაობაზე; ვ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100) ზ) ინფორმაცია (გარდა მედიკამენტების ხარჯების ანაზღაურების შემთხვევისა) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან, სადაზღვევო კომპანიიდან ან სამედიცინო დაწესებულებიდან დაფინანსების თაობაზე (განსაკუთრებულ შემთხვევაში აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტის, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამსახურის მიერ მოძიებული ინფორმაცია); თ) ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი და ანგარიშფაქტურა სამედიცინო დაწესებულებიდან, ხოლო მედიკამენტების დაფინანსების მოთხოვნის შემთხვევაში – სააფთიაქო დაწესებულებიდან. 4. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით სამედიცინო დაწესებულების ან/და აფთიაქის შესაბამის საბანკო ანგარიშზე, მომსახურების შესრულების შემდეგ. მუხლი  8🔗. მკვეთრად  და მნიშვნელოვნად  გამოხატული მხედველობადაქვეითების, ცერებრალური დამბლის, აუტიზმის, გონებრივი ჩამორჩენის, იშვიათი დაავადების და დაუნის სინდრომის მქონე არასრულწლოვნების  (0-18  წლამდე)  სამედიცინო  და სოციალური დახმარება 1. აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ამავე მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული 0-დან 18 წლამდე ასაკის იძულებით გადაადგილებული, ამავე მუხლში მითითებული კატეგორიის ბავშვები მიიღებენ შემდეგი სახის დახმარებას: ა) მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატული მხედველობადაქვეითების, ცერებრალური დამბლის, აუტიზმის, გონებრივი ჩამორჩენის, იშვიათი დაავადების  და დაუნის სინდრომის მქონე ბავშვებს გაეწევათ ერთჯერადი ფულადი დახმარება არაუმეტეს 500 (ხუთასი) ლარის ოდენობისა.  ბ) ცერებრალური დამბლის, აუტიზმის, გონებრივი ჩამორჩენის, იშვიათი დაავადების და დაუნის სინდრომის მქონე ბავშვების სამედიცინო და სოციალური დახმარების ფარგლებში, მოხდება ოპერაციული მკურნალობის, სტაციონარული, ამბულატორიული მომსახურების, მათ შორის, კვლევების, სამკურნალო-სარეაბილიტაციო ღონისძიებების და სპეციალიზებულ დაწესებულებებში გაწეული მომსახურების ანაზღაურება ერთჯერადად არაუმეტეს 1000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით (ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დაფინანსების მიმღები პირები ოპერაციისა და მედიკამენტოზური მკურნალობის შემთხვევაში დამატებით ვერ ისარგებლებენ ამ წესის მე-2 (ოპერაციების თანადაფინანსება) მუხლით.); 2. დახმარების მისაღებად ბენეფიციარის კანონიერი წარმომადგენლის მიერ მუნიციპალიტეტში წარმოსადგენი შემდეგი დოკუმენტაცია: ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე; ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი და ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტი (დაბადების მოწმობის), ან შესაბამისი უფლებამოსილების მქონე ორგანოს ან პირის მიერ გაცემული ცნობა (განცხადების ოჯახის წევრის მიერ წარმოდგენის შემთხვევაში); გ) ბენეფიციარის დევნილის მოწმობის ასლი, ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში ინფორმაცია თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელისაგან – თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულისაგან, დახმარების მიმღები პირის აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში რეგისტრაციის თაობაზე; დ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100); ე) ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი ან/და ანგარიშფაქტურა შესაბამისი დაწესებულებიდან; ვ) ბენეფიციარის/ განმცხადებლის საბანკო რეკვიზიტები; ზ) ინფორმაცია (გარდა მედიკამენტების ხარჯების ანაზღაურების შემთხვევისა) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან, სადაზღვევო კომპანიიდან ან სამედიცინო დაწესებულებიდან დაფინანსების თაობაზე (განსაკუთრებულ შემთხვევაში, აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტის, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამსახურის მიერ მოძიებული ინფორმაცია). 3. / ; 4. ამ მუხლით მოსარგებლე ბენეფიციარები ვერ ისარგებლებენ ამავე დადგენილების პირველი და მე-9 მუხლებით. მუხლი 9🔗. განსაკუთრებულ შემთხვევაში ერთჯერადი ფულადი დახმარების გაცემა 1. აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ერთჯერადად, არაუმეტეს 1500 (ათას ხუთასი) ლარის ოდენობით, ანაზღაურდება, აჟარის (ზემო  აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული, იძულებით გადაადგილებული ბავშვების (0-18 წლამდე), სამედიცინო მომსახურების (მათ შორის, სარეაბილიტაციო პროცედურები, აუცილებელი მედიკამენტების შეძენა, დაავადებათა შემდგომი პრევენცია) ხარჯები, მათთვის განსაკუთრებულ შემთხვევებში და ჯანმრთელობის მოშლის ისეთი ფორმის არსებობისას, როდესაც მათი სიცოცხლე საფრთხეშია ან/და როდესაც სახეზეა დაინვალიდების ან ჯანმრთელობის მდგომარეობის სერიოზული გაუარესების აშკარა და გარდაუვალი საფრთხე და რასაც უპირობოდ უკავშირდება დაავადებების სამკურნალო და სარეაბილიტაციო ღონისძიებების აუცილებელი განხორციელება. 2. დახმარების მისაღებად ბენეფიციარის მშობელმა ან სხვა კანონიერმა წარმომადგენელმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს: ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე; ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი და ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტი (დაბადების მოწმობის ასლი, ქორწინების მოწმობის ასლი), ან შესაბამისი უფლებამოსილების მქონე ორგანოს ან პირის მიერ გაცემული ცნობა (განცხადების ოჯახის წევრის მიერ წარმოდგენის შემთხვევაში); გ) ბენეფიციარის დევნილის მოწმობის ასლი, ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში, ინფორმაცია თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელისაგან – თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულისაგან, დახმარების მიმღები პირის აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში რეგისტრაციის თაობაზე დ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100); ე) ინფორმაცია (გარდა მედიკამენტების ხარჯების ანაზღაურების შემთხვევისა) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან, სადაზღვევო კომპანიიდან ან სამედიცინო დაწესებულებიდან დაფინანსების თაობაზე (განსაკუთრებულ შემთხვევაში აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტის, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამსახურის მიერ მოძიებული ინფორმაცია); ვ) ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი და ანგარიშფაქტურა სამედიცინო დაწესებულებიდან. 3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, სამედიცინო დაწესებულების ან/და აფთიაქის შესაბამის საბანკო ანგარიშზე, მომსახურების შესრულების შემდეგ. 4. ამ მუხლით მოსარგებლე ბენეფიციარები ვერ ისარგებლებენ ამავე დადგენილების მე-8 მუხლით. მუხლი 10🔗. მარტოხელა პენსიონერების დახმარება 1. ერთჯერად ფულად დახმარებას, 200 (ორასი) ლარის ოდენობით,  მიიღებენ იძულებით გადაადგილებული მოქალაქეები, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში და არიან მარტოხელა პენსიონერები. 2. დახმარების მისაღებად მოქალაქემ ან მისმა წარმომადგენელმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია: ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე; ბ) განმცხადებლის  პირადობის მოწმობის ასლი და ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტი (დაბადების მოწმობის ასლი, ქორწინების მოწმობის ასლი),  (განცხადების ოჯახის წევრის მიერ წარმოდგენის შემთხვევაში); გ) ბენეფიციარის პირადობის მოწმობის ასლი; დ) წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი (განცხადების შესაბამისი წარმომადგენლის მიერ წარმოდგენის შემთხვევაში); ე) ბენეფიციარის დევნილის მოწმობის ასლი, ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში,  ინფორმაცია თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელისაგან – თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულისაგან, დახმარების მიმღები პირის აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში რეგისტრაციის თაობაზე; ვ) ინფორმაცია მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელისაგან – თვითმმართველის ერთეულის რწმუნებულისაგან ოჯახის შემადგენლობის შესახებ; ზ) ბენეფიციარის საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები. 3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, ბენეფიციარის პირად ანგარიშზე. მუხლი 11🔗. ხანდაზმულთა (80 და მეტი წლის) სოციალური დახმარება 1. ერთჯერად ფულად დახმარებას, 200 (ორასი) ლარის ოდენობით, მიიღებენ აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული იძულებით გადაადგილებული 80 და მეტი წლის ასაკის პირები. 2. დახმარების მისაღებად ბენეფიციარმა, ოჯახის სრულწლოვანმა პირმა ან მისმა წარმომადგენელმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია: ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე; ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) ბენეფიციარის პირადობის მოწმობის ასლი; დ) ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტი (დაბადების მოწმობა, ქორწინების მოწმობა)  - (განცხადების ოჯახის სრულწლოვანი წევრის მიერ წარმოდგენის შემთხვევაში); ან წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი) ე) ბენეფიციარის დევნილის მოწმობის ასლი, ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში ინფორმაცია თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელისაგან – თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულისაგან, დახმარების მიმღები პირის აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში რეგისტრაციის თაობაზე; ვ) ბენეფიციარის საბანკო რეკვიზიტები. 3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე. მუხლი 12🔗. მარჩენალდაკარგულ პირთა დახმარება 1. ერთჯერად ფულად დახმარებას, 200 (ორასი) ლარის ოდენობით, მიიღებენ აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული, აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტიდან იძულებით გადაადგილებული,  0-დან 18 წლამდე ასაკის მარჩენალდაკარგული ბავშვები. 2. დახმარების მისაღებად ბენეფიციარის კანონიერი წარმომადგენლის მიერ მუნიციპალიტეტში წარმოსადგენია შემდეგი დოკუმენტაცია: ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე; ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) ბენეფიციარის დევნილის მოწმობის ასლი, ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში, ინფორმაცია თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელისაგან – თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულისაგან, დახმარების მიმღები პირის აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში რეგისტრაციის თაობაზე. დ) ცნობა მარჩენალდაკარგულის სტატუსის არსებობის შესახებ; ე) ბავშვის ან/და ბავშვების დაბადების მოწმობების ასლები; ვ) განმცხადებლის საბანკო რეკვიზიტები; 3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, წარმოდგენილ შესაბამის საბანკო ანგარიშზე. მუხლი 13🔗. მარტოხელა მშობლის დახმარება 1. ერთჯერად ფულად დახმარებას, 200 (ორასი) ლარის ოდენობით, მიიღებენ აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტიდან იძულებით გადაადგილებული მარტოხელა მშობლები, რომელთა შვილ(ებ)ს/ შვილად აყვანილს არ მიუღწევია (თ) 18 წლის ასაკისთვის. 2. დახმარების მისაღებად მარტოხელი მშობლის მიერ აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში წარმოსადგენია შემდეგი დოკუმენტაცია: ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე; ბ) ბენეფიციარის პირადობის მოწმობის ასლი; გ) ბენეფიციარის დევნილის მოწმობის ასლი, ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში, ინფორმაცია თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელისაგან – თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულისაგან, დახმარების მიმღები პირის აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში რეგისტრაციის თაობაზე; დ) ინფორმაცია მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელისაგან – თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულისაგან ოჯახის შემადგენლობის შესახებ; ე) ბავშვ(ებ)ის დაბადების მოწმობის ასლ(ებ)ი ან/და შესაბამისი დოკუმენტი სამოქალაქო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან; ვ) ცნობა მარტოხელა მშობლის სტატუსის შესახებ ან სხვა შესაბამისი დოკუმენტი; ზ) ბენეფიციარის საბანკო რეკვიზიტები; 3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, განმცხადებლის მიერ წარმოდგენილ პირად ანგარიშზე. მუხლი 14🔗.  ოჯახების დახმარება ახალშობილთა (მე-3 და მეტი) დაბადებისთვის 1. ერთჯერად ფულად დახმარებას 200 (ორასი) ლარის ოდენობით,  მიიღებენ აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული იძულებით გადაადგილებული ოჯახები, რომელთაც შეეძინათ მე-3 და ყოველი შემდგომი ახალშობილი.მე-3 ბავშვის დაბადებისათვის 200 (ორასი) ლარის ოდენობით,  მე-4 ბავშვის დაბადებისათვის 400 (ოთხასი) ლარის ოდენობით და ა.შ ყოველ შემდგომ ბავშვზე 200 ლარით მეტი). 2. დახმარების მისაღებად ერთ-ერთი მშობლის მიერ მუნიციპალიტეტში წარსადგენია შემდეგი დოკუმენტაცია: ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე; ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) ახალშობილ(ებ)ის და სხვა ბავშვების დაბადების მოწმობის ასლები; დ) მშობლ(ებ)ის პირადობის მოწმობის ასლ(ებ)ი; ე) განმცხადებლის დევნილის მოწმობის ასლი, ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში, ინფორმაცია თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელისაგან – თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულისაგან, დახმარების მიმღები პირის აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში რეგისტრაციის თაობაზე. ვ) ქორწინების მოწმობის ასლი (მშობლების ქორწინების არსებობის შემთხვევაში); ზ) ბენეფიციარის საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები. 3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, განმცხადებლის მიერ წარმოდგენილ პირად ანგარიშზე. მუხლი 15🔗. მრავალშვილიანი ოჯახების დახმარება 1. ერთჯერად ფულად დახმარებას 200 (ორასი) ლარის ოდენობით მიიღებენ აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული, იძულებით გადაადგილებული მრავალშვილიანი ოჯახები, რომელთაც ჰყავთ 18-წლამდე ასაკის 3 (სამი) შვილი, ხოლო ყოველ მომდევნო შვილზე დამატებით 50 ლარით მეტს.    2. დახმარების მისაღებად მოქალაქემ მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია: ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე; ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) განმცხადებელის დევნილის მოწმობის ასლი, ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში ინფორმაცია თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელისაგან – თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულისაგან, დახმარების მიმღები პირის აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში რეგისტრაციის თაობაზე; დ) შვილების დაბადების მოწმობების ასლები; ე) შვილების დევნილის მოწმობის ასლები, ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში, ინფორმაცია თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელისაგან – თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულისაგან, ოჯახის შემადგენლობის შესახებ; ვ) ბენეფიციარის საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები. 3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, განმცხადებლის მიერ წარმოდგენილ პირად ანგარიშზე. მუხლი 16🔗.  2008-2025  წლებში  დაბადებული  დევნილი  ბავშვების,  ომში/ სამხედრო დავალების დროს  დაღუპული ან უგზოუკვლოდ დაკარგული პირის ოჯახის, ხანდაზმული პირის (80 და მეტი წლის), შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის (შშმპ), მარტოხელა პენსიონერის დახმარება 1. ერთჯერად დახმარებას, სასაჩუქრე ბარათის სახით მიიღებენ აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული შემდეგი კატეგორიის იძულებით გადაადგილებული პირები: ა) ოჯახები, რომელთაც ჰყავთ 2008-2025 წლებში დაბადებული ბავშვები. ა.ა. 1-2 ბავშვის შემთხვევაში 1 სასაჩუქრე ბარათი; ა.ბ.  3-4  ბავშვის შემთხვევაში 2 სასაჩუქრე ბარათი; ა.გ. 5-6 ბავშვის შემთხვევაში 3 სასაჩუქრე ბარათი; ა.დ. 7 და მეტი ბავშვის შემთხვევაში 4 სასაჩუქრე ბარათი; ბ) ომში/სამხედრო დავალების დროს  დაღუპული ან უგზოუკვლოდ დაკარგული პირის ოჯახი 1 სასაჩუქრე ბარათი; გ) ხანდაზმული პირი (80 და მეტი წლის) 1 სასაჩუქრე ბარათი; დ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი (შშმპ) 1 სასაჩუქრე ბარათი; ე) მარტოხელა პენსიონერი 1 სასაჩუქრე ბარათი; 2. იმ შემთხვევაში, თუ სასაჩუქრე ბარათის მიმღები პირი აკმაყოფილებს ზემოთ ჩამოთვლილი კატეგორიიდან ორ ან ორზე მეტ კატეგორიას, ბენეფიციარს ეძლევა მხოლოდ  ერთი კატეგორიის შესაბამისი სასაჩუქრე ბარათი, თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ პირველი პუნქტის „ა“ ან „ბ“ ქვეპუნქტებში შემავალი  ოჯახის წევრები აკმაყოფილებენ ზემოთ ჩამოთვლილი სხვა კატეგორიებიდან ერთ-ერთს მაინც,  მათ გადაეცემათ დამატებით 1 სასაჩუქრე ბარათი; 3. ამ მუხლით გათვალისწინებული დახმარება შესაბამის კატეგორიებით გათვალისწინებულ ოჯახებს/პირებს გაეწევათ საახალწლოდ, სოციალური დახმარების გაცემის სამუშაო ჯგუფის მიერ მოძიებული მონაცემების შესაბამისად. 4. თითოეული სასაჩუქრე ბარათის ღირებულება განისაზღვრება არაუმეტეს 100 (ასი)  ლარისა. 5. დახმარების გადაცემა მოხდება მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებით. მუხლი 17🔗. სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი დევნილი პირველკლასელი ბავშვებისთვის სასკოლო ჩანთის და პენალის გადაცემა 1. ერთჯერად დახმარებას მიიღებენ აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული, სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი (რომელთა სარეიტინგო ქულა 57001-ზე ნაკლებია) იძულებით გადაადგილებული ოჯახები, რომელთაც ჰყავთ პირველკლასელი ბავშვები. 2. დახმარება გაეწევათ თითოეულს, სასკოლო ჩანთით და პენალით, სოციალური დახმარების გაცემის სამუშაო ჯგუფის მიერ წინასწარ მოძიებული მონაცემების შესაბამისად, რისი ღირებულებაც ჯამში არ უნდა აღემატებოდეს 80 ლარს. 3. დახმარების მისაღებად უფლებამოსილი პირის (სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში ოჯახის უფლებამოსილ წარმომადგენლებად რეგისტრირებული) ან მისი წარმომადგენლის მიერ მუნიციპალიტეტში წარსადგენია შემდეგი დოკუმენტაცია: ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე; ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი. გ) ბენეფიციარ(ებ)ის დაბადების მოწმობის ასლ(ებ)ი; დ) განმცხადებელის დევნილის მოწმობის ასლი, ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში, ინფორმაცია თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელისაგან თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულისაგან, დახმარების მიმღები პირის აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში რეგისტრაციის თაობაზე; ე) ცნობა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებიდან, ბენეფიციარის პირველ კლასში ჩარიცხვის შესახებ; ვ) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან – სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოდან; 4. დახმარების გადაცემა მოხდება განმცხადებელ კანონიერ წარმომადგენელთან მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებით. მუხლი 18🔗. დედ-მამით ობოლი ბავშვების დახმარება 1. ერთჯერად ფულად დახმარებას 1500 (ათას ხუთასი) ლარის ოდენობით მიიღებენ აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული, დედ-მამით ობოლი, არასრულწლოვანი (0-დან 18 წლამდე) იძულებით გადაადგილებული ბავშვები. 2. დახმარების მისაღებად დედ-მამით ობოლი ბავშვის მეურვემ/მზრუნველმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს: ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე; ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) ცნობა სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოდან ბავშვის მეურვის ან მზრუნველის ვინაობის შესახებ; დ) ბენეფიციარი ბავშ(ებ)ის დაბადების მოწმობ(ებ)ის ასლ(ებ)ი; ე) ბენეფიციარ(ებ)ის დევნილის მოწმობის ასლი, ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში, ინფორმაცია თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელისაგან – თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულისაგან, დახმარების მიმღები პირის აჟარის(ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში რეგისტრაციის თაობაზე. ვ) განმცხადებლის საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები; 3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, განმცხადებლის მიერ წარმოდგენილ ანგარიშზე. მუხლი 19🔗. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ომში/საომარ მოქმედებებში, ან/და სამხედრო დავალების შესრულების დროს დაინვალიდებულ პირთა ერთჯერადი დახმარება 1. ერთჯერად ფულად დახმარებას 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით მიიღებენ 1992 წლიდან 2004 წლამდე პერიოდში საომარი მოქმედებისა და სამხედრო დავალების შესრულების დროს მიღებული მძიმე ტრავმის შედეგად დაინვალიდებული (კიდურების: ხელის, ფეხის ამპუტაცია/დაკარგვა), აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული პირები. 2. დახმარების მისაღებად ბენეფიციარმა ან მისმა წარმომადგენელმა ან ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა  მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს: ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე; ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) ბენეფიციარის პირადობის მოწმობის ასლი; დ) ბენეფიციარის დევნილის მოწმობის ასლი, ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში ინფორმაცია თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელისაგან – თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულისაგან, დახმარების მიმღები პირის აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში რეგისტრაციის თაობაზე; ე) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი ან ამონაწერი/ცნობა სსიპ - სოციალური მომსახურების სააგენტოდან; ვ) საბრძოლო მოკვლევა (სხვა დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება პირის მიერ საომარი მოქმედების ან სამხედრო დავალების შესრულების დროს სხეულის შესაბამისი ნაწილის დაკარგვა/ამპუტაცია); ზ) ბენეფიციარის  საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები. 3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, განმცხადებლის მიერ წარმოდგენილ  ანგარიშზე. მუხლი 20🔗. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის სამხედრო დავალების შესრულების დროს დაღუპულ და უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა ოჯახების დახმარება 1. ერთჯერადი ფულადი დახმარება, 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით გაეწევათ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის სამხედრო დავალების შესრულების დროს დაღუპულ და უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა ოჯახებს, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში. 2. დახმარების მისაღებად საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის სამხედრო დავალების შესრულების დროს დაღუპულ და უგზო-უკვლოდ დაკარგული პირის ოჯახის სრულწლოვანი წევრის მიერ მუნიციპალიტეტში წარსადგენი დოკუმენტები: ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე; ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) სამხედრო დავალების შესრულების დროს დაღუპული პირის შემთხვევაში გარდაცვალების მოწმობის ასლი ან/და სხვა დოკუმენტი; დ) სამხედრო დავალების შესრულების დროს უგზო - უკვლოდ დაკარგული პირის შემთხვევაში უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიჩნევის დამადასტურებელი ცნობა ან სხვა დოკუმენტი; ე) ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტი ან შესაბამისი უფლებამოსილების მქონე ორგანოს ან პირის მიერ გაცემული ცნობა; ვ) განმცხადებელის დევნილის მოწმობის ასლი, ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში ინფორმაცია თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელისაგან – თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულისაგან, დახმარების მიმღები პირის აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში რეგისტრაციის თაობაზე; ზ) განმცხადებლის საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები. 3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, განმცხადებლის მიერ წარმოდგენილ ანგარიშზე. მუხლი 21🔗. კომპაქტურ ჩასახლებებში მცხოვრებ დევნილთა ოჯახებისათვის გაზის გამათბობლით დახმარება 1. ერთჯერად დაფინანსებას მიიღებენ კომპაქტურ ჩასახლებებში მცხოვრები, აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული იძულებით გადაადგილებული ოჯახები, რომელთაც აქვთ ბუნებრივი აირი. 2. დევნილი ოჯახებისათვის მოხდება (ოჯახზე ერთი) გაზის გამათბობლის შეძენა თითოეულის საცხოვრებელი ბინის ფართობის გათვალისწინებით, სოციალური დახმარების გაცემის სამუშაო ჯგუფის მიერ მოძიებული მონაცემების შესაბამისად. 3. მუნიციპალიტეტში წარმოსადგენი დოკუმენტაცია: ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე; ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) განმცხადებელის დევნილის მოწმობის ასლი, ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში, ინფორმაცია თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელისაგან – თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულისაგან, დახმარების მიმღები პირის აჟარის(ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში რეგისტრაციის თაობაზე; დ) გაზის ქვითარი ან ბუნებრივი აირის მიმწოდებელი კომპანიის მიერ მინიჭებული სააბონენტო ნომერი; 4. დახმარების გადაცემა მოხდება მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებით. მუხლი 22🔗. იძულებით გადაადგილებული ოჯახებისათვის ბუნებრივი აირით  მომარაგების სისტემის სამონტაჟო სამუშაოების ღირებულების ანაზღაურება 1. აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ანაზღაურდება ამავე მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული იძულებით გადაადგილებული ოჯახების საცხოვრებელ სახლებში ბუნებრივი აირით მომარაგების სისტემის სამონტაჟო სამუშაოების ღირებულების ხარჯები. 2. დახმარების ოდენობა განისაზღვრება სოციალური დახმარების გაცემის სამუშაო ჯგუფის მიერ ბუნებრივი აირით მომარაგების სისტემის სამონტაჟო სამუშაოების განმახორციელებელი ორგანიზაციის მიერ გაცემული ანგარიშ-ფაქტურის საფუძველზე, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს (ერთი ოჯახისათვის) 400 (ოთხასი) ლარს. 3. მუნიციპალიტეტში წარმოსადგენი დოკუმენტაცია: ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე; ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) განმცხადებელის დევნილის მოწმობის ასლი, ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში, ინფორმაცია თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელისაგან – თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულისაგან, დახმარების მიმღები პირის აჟარის(ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში რეგისტრაციის თაობაზე; დ) ანგარიშ-ფაქტურა ბუნებრივი აირით მომარაგების სისტემის სამონტაჟო სამუშაოების განმახორციელებელი ორგანიზაციიდან; ე) ბუნებრივი აირით მომარაგების სისტემის სამონტაჟო სამუშაოების განმახორციელებელი ორგანიზაციის საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები; ვ) ქონების საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი (ამონაწერი საჯარო რეესტრიდან), ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში ხელშეკრულება გაფორმებული საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან ან ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება; ზ) შესაბამისი საკუთრების ქ. თბილისში მდებარეობის შემთხვევაში, ინფორმაცია ქ. თბილისის მერიიდან დაფინანსების თაობაზე. 4. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, ბუნებრივი აირით მომარაგების სისტემის სამონტაჟო სამუშაოების განმახორციელებელი ორგანიზაციის საბანკო ანგარიშზე, მომსახურების შესრულების შემდეგ. მუხლი 23🔗. მაგისტრატურის, რეზიდენტურის ან/და რეზიდენტურის ალტერნატიული დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადება) პროგრამაში რიცხულ პირთა ერთჯერადი დახმარება 1. ავტორიზებული სასწავლებლებისა და აკრედიტებული დაწესებულებების მაგისტრატურის, რეზიდენტურის ან რეზიდენტურის ალტერნატიული დიპლომის შემდგომი განათლების (პროფესიული მზადება) პროგრამაში რიცხულ, აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ პირებს, გაეწევათ დახმარება სწავლის საფასურის თანადაფინანსების სახით, წელიწადში არაუმეტეს 1125 (ათას ას ოცდახუთი) ლარის ოდენობით. 2. ბენეფიციარის მიერ მუნიციპალიტეტში წარსადგენი დოკუმენტაცია: ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე; ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) ბენეფიციარის  დევნილის მოწმობის ასლი, ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში ინფორმაცია თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელისაგან – თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულისაგან, დახმარების მიმღები პირის აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში რეგისტრაციის თაობაზე. დ) ცნობა შესაბამისი ავტორიზებული დაწესებულებიდან პირის მაგისტრატურაში, რეზიდენტურაში ან რეზიდენტურის ალტერნატული დიპლომისშემდგომი განათლების პროგრამაში ჩარიცხვის/სწავლის შესახებ; ე) ანგარიშ-ფაქტურა ან ცნობა სწავლის საფასურის შესახებ; ვ) შესაბამისი დაწესებულების საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები. 3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით სასწავლების/დაწესებულების შესაბამის საბანკო ანგარიშზე; მუხლი 24🔗. სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი დევნილი მოქალაქეების დახმარება 1. ერთჯერად ფულად დახმარებას, 200 (ორასი) ლარის ოდენობით, მიიღებენ აჟარის  (ზემო  აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული იძულებით გადაადგილებული სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში ოჯახის უფლებამოსილ წარმომადგენლებად რეგისტრირებული დევნილები, რომელთა სარეიტინგო ქულა 57001-ზე ნაკლებია. 2. დახმარების მისაღებად უფლებამოსილი პირის (სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში ოჯახის უფლებამოსილ წარმომადგენლებად რეგისტრირებული) ან მისი წარმომადგენლის მიერ მუნიციპალიტეტში წარმოსადგენია შემდეგი დოკუმენტაცია: ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე; ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) უფლებამოსილი პირის  დევნილის მოწმობის ასლი, ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში, ინფორმაცია თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელისაგან – თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულისაგან, დახმარების მიმღები პირის აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში რეგისტრაციის თაობაზე; დ) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან – სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოდან; ე) ბენეფიციარის საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები. 3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, განმცხადებლის მიერ წარმოდგენილ ანგარიშზე. მუხლი 25🔗. რელიგიის მსახურთა დახმარება 1. აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ერთჯერადი ფულადი დახმარებას, 500 ლარის ოდენობით, მიიღებენ აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული სასულიერო პირები, მათ რელიგიურ საქმიანობაში ხელშეწყობის მიზნით. 2. დახმარების მისაღებად ბენეფიციარების ან მათი წარმომადგენლების მიერ მუნიციპალიტეტში წარმოსადგენი დოკუმენტაცია: ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე; ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) ბენეფიციარის  დევნილის მოწმობის ასლი, ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში, ინფორმაცია თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელისაგან – თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულისაგან, დახმარების მიმღები პირის აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში რეგისტრაციის თაობაზე. დ) რელიგიის მსახურის დამადასტურებელი  მოწმობა  ან  ცნობა საპატრიარქოდან/ეპარქიიდან; ე) ბენეფიციარის საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები. 3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, განმცხადებლის მიერ წარმოდგენილ ანგარიშზე. მუხლი 26🔗. მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურება 1. აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ანაზღაურდება იძულებით გადაადგილებული, აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული გარდაცვლილი პირების, სარიტუალო მომსახურება. 2. მუნიციპალიტეტში წარმოსადგენი დოკუმენტები: ა) დაკრძალვის ხარჯის გამწევი პირის (ოჯახის წევრი, ახლო ნათესავი, ან სხვა პირი) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე; ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) გარდაცვალების მოწმობის ასლი; დ) დევნილის მოწმობის ასლი, ახლო ნათესავის შემთხვევაში, ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტი (დაბადების მოწმობის ასლი, ქორწინების მოწმობის ასლი, ან შესაბამისი უფლებამოსილების მქონე ორგანოს ან პირის მიერ გაცემული ცნობა, ან მოწმეთა მიერ დამოწმებული აქტი, ამ პირის მიერ დაკრძალვის ხარჯების გაწევის შესახებ; ე) განმცხადებლის საბანკო ანგარიში. 3. თანხა გაიცემა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით. 4. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, განმცხადებლის მიერ წარმოდგენილ პირად ანგარიშზე. თავი II სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის ორგანიზება და ადმინისტრირება მუხლი 27🔗. სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის ორგანიზებაზე პასუხისმგებლობა 1. აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის 2025 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის მუნიციპალური პროგრამით გათვალისწინებული სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის ორგანიზებას უზრუნველყოფს აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტის, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამსახური (შემდგომში – სამსახური). 2. სამსახური პასუხისმგებელია ასევე მუნიციპალური დახმარების მიმღებთა (ბენეფიციართა) სიების კომპიუტერულ დამუშავებაზე. 3. სამსახური უზრუნველყოფს დახმარების მიმღებთა ოჯახებში მომხდარი ცვლილებების სისტემატურ შემოწმებას, შეაქვს შესაბამისი შესწორებები (დახმარების დანიშვნა, შეწყვეტა, აღდგენა) ბენეფიციართა საქმეში. ცვლილებებში იგულისხმება თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელების (თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულები) მიერ მოძიებული ინფორმაციის საფუძველზე ბენეფიციართა ახალი ოჯახების გამოვლენა ან გაუქმება, ოჯახის წევრთა მატება-კლება, ბავშვების სრულწლოვნობის დადგენა და ა.შ.; 4. სამსახური ამოწმებს მუნიციპალიტეტში შემოსულ განცხადებებს თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად. შემოწმების შემდგომ სრულყოფილ დოკუმენტაციას გადასცემს სოციალური დახმარების გაცემის მიზნით შექმნილ სოციალური დახმარების გაცემის სამუშაო ჯგუფს (შემდგომში – სამუშაო ჯგუფი), ხოლო შემოსულ განცხადებებში აღმოჩენილი ხარვეზების შესახებ მიმართავს განმცხადებელს ხარვეზის აღმოფხვრის მოთხოვნით. 5. განსაკუთრებულ შემთხვევებში (როცა დაყოვნებამ შესაძლებელია გამოიწვიოს ბენეფიციარის კანონიერი ინტერესების შელახვა) სამსახურის უფროსი უფლებამოსილია წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესწავლის შემდგომ ერთპიროვნულად მიიღოს გადაწყვეტილება, მიმართოს მოხსენებითი ბარათით მუნიციპალიტეტის გამგებელს/გამგებლის პირველ მოადგილეს ბენეფიციარზე საგარანტიო წერილის ან შეთანხმების ოქმის გაცემის თაობაზე (სამუშაო ჯგუფის მორიგი სხდომის დროს ზემოხსენებულ საკითხი განიხილება ჩვეულებრივ დადგენილი წესისამებრ). მუხლი 28🔗. სამუშაო ჯგუფის კომპეტენციები და სტრუქტურა 1. სამუშაო ჯგუფის ფუნქციებს წარმოადგენს ამ წესის მუხლებით გათვალისწინებულ დახმარებათა გაცემასთან დაკავშირებული საკითხების შესწავლა, განხილვა, რიგითობის და შესაბამისი სარეკომენდაციო დასკვნის მომზადება გამგებლისათვის წარსადგენად. 2. სამუშაო ჯგუფი იქმნება მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებით. სამუშაო ჯგუფს ჰყავს თავმჯდომარე და მდივანი. 3. სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარე ხელმძღვანელობს სამუშაო ჯგუფს და უძღვება მის სხდომებს. 4. სამუშაო ჯგუფის მდივანი პასუხისმგებელია ჯგუფის სხდომის ოქმის შედგენაზე და თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში უძღვება სამუშაო ჯგუფის სხდომის მუშაობას. ამ შემთხვევაში მდივანი უფლებამოსილია სამუშაო ჯგუფის სხდომის მდივნობა დააკისროს ჯგუფის რომელიმე წევრს. 5. სამუშაო ჯგუფი მისთვის გადაცემულ განცხადებებს განიხილავს საჭიროებისამებრ, მაგრამ არანაკლებ თვეში ერთხელ. 6. სამუშაო ჯგუფის მუშაობა საჯაროა და მას შეიძლება დაესწროს ყველა დაინტერესებული პირი, მათ შორის, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები. 7. სამსახურის უფროსი უზრუნველყოფს სამუშაო ჯგუფის სხდომის ადგილის, დროისა და თარიღის თაობაზე შესაბამისი ინფორმაციის წინასწარ, ერთი დღით ადრე განთავსებას აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ადმინისტრაციულ შენობაში არსებულ საინფორმაციო დაფაზე. მუხლი 29🔗. სამუშაო ჯგუფის მიერ გადაწყვეტილების მიღება 1. სამუშაო ჯგუფი მის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხის განხილვისას ხელმძღვანელობს საქართველოს კანონით „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“. 2. სამუშაო ჯგუფის მიერ საკითხის გადაწყვეტა ხდება მკაცრად ინდივიდუალურად, ყოველი კონკრეტული შემთხვევის არსებითად და ყოველმხრივ შესწავლის საფუძველზე. მუხლი 30🔗. სამუშაო ჯგუფის ოქმები და დასკვნები 1. სამუშაო ჯგუფის ყოველი სხდომისას დგება შესაბამისი ოქმი. 2. სამუშაო ჯგუფის მიერ განხილული ყოველი საკითხი აისახება სხდომის ოქმში. 3. სამუშაო ჯგუფის ოქმები იკრიბება ცალკე საქაღალდეში რიგითობის მიხედვით. 4. სამუშაო ჯგუფის სხდომის ოქმების სათანადო წესით შენახვასა და დაცვაზე პასუხისმგებელია სამსახურის უფროსი. 5. სამუშაო ჯგუფის სხდომაზე მიიღება დასკვნა, რომელსაც ხელს აწერს სამუშაო ჯგუფის სხდომაზე დამსწრე სამუშაო ჯგუფის ყველა წევრი. განსხვავებული აზრის არსებობის შემთხვევაში სამუშაო ჯგუფის წევრის აზრი დაერთვება დასკვნას. 6. სამუშაო ჯგუფის დასკვნა სხდომის ოქმთან ერთად გადაეცემა სამსახურის უფროსს. მუხლი 31🔗. სოციალური დახმარების გაცემის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება 1. სოციალური დახმარების გაცემის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მიღების მიზნით სამუშაო ჯგუფი საკითხის ყოველმხრივი შესწავლისა და გადაწყვეტილების მიღების შემდგომ გასცემს სარეკომენდაციო ხასიათის დასკვნას, რომელიც სხდომის ოქმთან ერთობლიობაში გამგებლისთვის წარსადგენად გადაეცემა სამსახურის უფროსს. 2. სამსახურის უფროსი მისთვის გადაცემული სხდომის ოქმისა და დასკვნის საფუძველზე შეიმუშავებს მოხსენებით ბარათს, რომელსაც სხდომის ოქმთან და დასკვნასთან ერთობლიობაში წარუდგენს მუნიციპალიტეტის გამგებელს საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად. 3. საბოლოო გადაწყვეტილებას სოციალური დახმარების გაცემის ან გაცემაზე უარის თქმის შესახებ იღებს მუნიციპალიტეტის გამგებელი, წარმოდგენილი სხდომის ოქმის, დასკვნისა და მოხსენებითი ბარათის საფუძველზე. თავი III დასკვნითი დებულებები მუხლი 32🔗. სოციალური დახმარების გაცემის დაუშვებლობა სოციალური დახმარების მიმღებ (ბენეფიციარი) პირს შეუძლია ერთჯერადად ისარგებლოს ამ წესის რამდენიმე მუხლით გათვალისწინებული სოციალური დახმარებით.