საქართველოს თავდაცვის ძალების რაოდენობის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 10.12.2024
ძალაში შესვლა 01.01.2025
ძალის დაკარგვა 01.01.2026
გამომცემი ორგანო საქართველოს პარლამენტი
ნომერი №46-Iმს-XIმპ
სარეგისტრაციო კოდი 120090000.09.001.016799 16
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 11/12/2024
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- საქართველოს თავდაცვის ძალების რაოდენობის დამტკიცების შესახებ საქართველოს პარლამენტის დადგენილება 01.01.2026
📋 აუქმებს — 1 აქტი
- საქართველოს თავდაცვის ძალების რაოდენობის დამტკიცების შესახებ საქართველოს პარლამენტის დადგენილება 15.12.2023
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს თავდაცვის ძალების რაოდენობის დამტკიცების შესახებ
საქართველოს პარლამენტის
დადგენილება
საქართველოს თავდაცვის ძალების რაოდენობის დამტკიცების შესახებ
საქართველოს კონსტიტუციის 70-ე მუხლის მე-4 პუნქტის, თავდაცვის კოდექსის მე-15 მუხლის პირველი და მე-4 ნაწილებისა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 198-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
1. დამტკიცდეს საქართველოს თავდაცვის ძალების რაოდენობა (სამხედრო მოსამსახურეთა შტატი) 2025 წელს: არაუმეტეს 37 000 (ოცდაჩვიდმეტი ათასი) სამხედრო მოსამსახურისა.
2. ამ დადგენილების პირველი პუნქტით განსაზღვრული თავდაცვის ძალების რაოდენობის შეზღუდვა არ ვრცელდება საომარი მდგომარეობის ან/და საგანგებო მდგომარეობის დროს, აგრეთვე სარეზერვო სამხედრო სამსახურში გასაწვევი პირების რაოდენობასა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროში არსებულ დროებით შტატებზე.
3. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს თავდაცვის ძალების რაოდენობის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2023 წლის 15 დეკემბრის №3973-XIIIმს-Xმპ დადგენილება (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 22.12.2023, სარეგისტრაციო კოდი: 120090000.09.001.016768).
4. ეს დადგენილება ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეშალვა პაპუაშვილი
თბილისი,
10 დეკემბერი 2024 წ.
N46-Iმს-XIმპ