ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის საკუთრებაში არსებული და მის მიერ დაფუძნებული სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერისა და მის შედეგად მიღებული ქონების განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 11.12.2024
გამომცემი ორგანო ადიგენის მუნიციპალიტეტი
ნომერი №58
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.137.016765 4029
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 12/12/2024
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
11.12.2024 მიღება
📖 ტერმინთა განმარტებები (5)
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
ონის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და ონის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის და მის შედეგად მიღებული ქონების განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ ბორჯომის მუნიციპალიტეტის, ბორჯომის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების, ბორჯომის მუნიციპალიტეტის 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით არსებული საწარმოს საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესების დამტკიცების შესახებ „ხულოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, ხულოს მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების განკარგვის, გადაცემის, ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესის განსაზღვრის შესახებ“. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ორგანოებისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების
ინვენტარიზაციის და ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის, შენობა - ნაგებობის დემონტაჟის ან/და ლიკვიდაციის ხარჯების მთლიანად ან ნაწილობრივ დაფარვის მიზნით გასხვისების ან სხვა ნებისმიერი სახით განკარგვის წესების დამტკიცების შესახებ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის საკუთრებაში არსებული და მის მიერ დაფუძნებული სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერისა და მის შედეგად მიღებული ქონების განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ
ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №58
2024 წლის 11 დეკემბერი
დაბა ადიგენი
ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის საკუთრებაში არსებული და მის მიერ დაფუძნებული სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერისა და მის შედეგად მიღებული ქონების განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის და 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს „ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის საკუთრებაში არსებული, ბალანსზე რიცხული ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერისა და მის შედეგად მიღებული ქონების განკარგვის წესი“ დანართის 1-ის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
დამტკიცდეს „სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერისა და მის შედეგად მიღებული ქონების განკარგვის წესი“ დანართის 2-ის შესაბამისად.
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეშმაგი ბიძიშვილი
დანართი №1
ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის საკუთრებაში არსებული, ბალანსზე რიცხული ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერისა და მის შედეგად მიღებული ქონების განკარგვის წესი
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულება
წინამდებარე წესი განსაზღვრავს ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის საკუთრებაში არსებული, ბალანსზე რიცხული „ძირითადი საშუალებების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა, ფულადი საშუალებებისა და ანგარიშსწორებათა ინვენტარიზაციის ჩატარების წესის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროს კოლეგიის 1995 წლის 1 აგვისტოს №12-03 დადგენილებით დამტკიცებული დებულებისა და „საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ აქტივებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ჩატარების და ინვენტარიზაციის შედეგების საჯარო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების (სსბასს-ების) საფუძველზე აღრიცხვა - ანგარიშგებაში ასახვის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2021 წლის 31 დეკემბრის №364 ბრძანებით, საქართველოს მთავრობის 2010 წლის 22 მარტის №82 დადგენილების ,,საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების ორგანოების, საჯარო სამართლის იურიდიული პირების, სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი სხვა ორგანიზაციების, აგრეთვე საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების ბალანსზე რიცხული ამორტიზებული ან გამოუყენებელი ძირითადი აქტივების ჩამოწერისა და მის შედეგად მიღებული ქონების განკარგვის წესით’’ დამტკიცებული ინსტრუქციის შესაბამისად ჩატარებული ინვენტარიზაციის შედეგად ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის პროცედურებს და პირობებს.
მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტებები
ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) ქონება – საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, ბალანსზე რიცხული ქონება;
ბ) ჩამოსაწერი ქონება – ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონება;
გ) ორგანიზაცია – ადიგენის მუნიციპალიტეტის მერია;
დ) ჩამოწერის მიზნით საინვენტარიზაციო კომისია – ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის ბალანსზე რიცხული ძირითადი აქტივების ჩამოწერის მიზნით, ადიგენის მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (ბრძანების) საფუძველზე იქმნება ჩამოწერის მიზნით საინვენტარიზაციო კომისია, რომელიც შედგება შესაბამისი უფლებამოსილი პირებისაგან (კომისიის წევრებისგან), მათ შორის, კომისიის თავმჯდომარისა და არანაკლებ ორი წევრისგან.
მუხლი 3🔗. ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის საკუთრებაში არსებული, ბალანსზე რიცხული ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერა და ჩამოწერის შედეგად მიღებული ქონების განკარგვა
1. ორგანიზაციის საკუთრებაში არსებული, ბალანსზე რიცხული ამორტიზებული და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის საფუძველს წარმოადგენს საინვენტარიზაციო კომისიის მიერ წარდგენილი ჩამოსაწერი ქონების ნუსხა, ძირითადი აქტივების ღირებულების დადგენის აქტი, საჭიროებისას ქონების სალიკვიდაციო აქტები და დამოუკიდებელი აუდიტის ან/და ექსპერტის დასკვნა.
2. ძირითადი აქტივების ჩამოწერის მიზნით კომისია ამზადებს ჩამოსაწერი ძირითადი აქტივების ნარჩენი ღირებულების დადგენის აქტს, საქართველოს მთავრობის 2010 წლის 22 მარტის №82 დადგენილების დანართების გათვალისწინებით და ახდენს ქონების დასურათებას.
3. საჭიროების შემთხვევაში, კომისია დამატებით ამზადებს ქონების სალიკვიდაციო აქტს თითოეულ ქონებაზე ცალ-ცალკე, საქართველოს მთავრობის 2010 წლის 22 მარტის №82 დადგენილების დანართების გათვალისწინებით და განსაზღვრავს ვარგისი ნაწილებისა და ჯართის ოდენობას.
4. ორგანიზაციის საკუთრებაში არსებული, ბალანსზე რიცხული ამორტიზებული და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის მიზნით ორგანიზაცია საინვენტარიზაციო კომისიის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე ამტკიცებს ჩამოსაწერი ქონების ნუსხას, რის საფუძველზეც ხორციელდება ქონების ჩამოწერა.
5. ჩამოწერის შემდეგად მიღებული ქონება (ჯართი, სამშენებლო მასალა, ვარგისი ნაწილები და სხვ.), უნდა აისახოს ორგანიზაციის ბალანსზე, მარაგების სახით, ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული აქტებით დადგენილი ღირებულების შესაბამისად.
6. ორგანიზაციის საკუთრებაში არსებული, ბალანსზე რიცხული ამორტიზებული და გამოუყენებელი საინვენტარიზაციო ქონების ჩამოწერის მიზნით შექმნილი საინვენტარიზაციო კომისიის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის სისწორეზე პასუხისმგებლობა ეკისრება კომისიას.
მუხლი 4🔗. ჩამოწერილი და გამოუსადეგარი ქონების განადგურება
1. ქონების ჩამოწერის შედეგად მიღებული ქონება, რომელიც არ ექვემდებარება რემონტს, განკარგვას ან სხვა ორგანიზაციებისათვის გადაცემას და გამოუსადეგარია, ექვემდებარება განადგურებას.
2. ქონების განადგურების პროცესს ესწრება, ქონების ჩამოწერის მიზნით შექმნილი საინვენტარიზაციო კომისიის სრული შემადგენლობის სულ ცოტა ნახევარზე მეტი და დგება ჩამოწერილი ქონების განადგურების აქტი, რომელსაც ხელს აწერენ ქონების განადგურების პროცესზე დამსწრე პირები.
3. ქონების განადგურებას ტექნიკურად და ორგანიზაციულად უზრუნველყოფს ორგანიზაცია.
4. ქონება უნდა განადგურდეს ამ მიზნით გამოყოფილ ადგილებში ან ნაგვის დასაწვავ ადგილებში.
5. ქონების განადგურებისათვის აუცილებელი ხარჯები ფინანსდება ორგანიზაციის მიერ.
6. განადგურების მართლზომიერებასა და შედეგებზე პასუხისმგებელია ჩამოწერის მიზნით შექმნილი კომისია.
დანართი №2
ადიგენის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერისა და მის შედეგად მიღებული ქონების განკარგვის წესი
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები
წინამდებარე წესი განსაზღვრავს ადიგენის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) „ძირითადი საშუალებების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა, ფულადი საშუალებებისა და ანგარიშსწორებათა ინვენტარიზაციის ჩატარების წესის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროს კოლეგიის 1995 წლის 1 აგვისტოს №12-03 დადგენილებით დამტკიცებული დებულებისა და „საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ აქტივებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ჩატარების და ინვენტარიზაციის შედეგების საჯარო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების (სსბასს-ების) საფუძველზე აღრიცხვა-ანგარიშგებაში ასახვის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2021 წლის 31 დეკემბრის №364 ბრძანებით, საქართველოს მთავრობის 2010 წლის 22 მარტის №82 დადგენილებით ,,საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების ორგანოების, საჯარო სამართლის იურიდიული პირების, სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი სხვა ორგანიზაციების, აგრეთვე საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების ბალანსზე რიცხული ამორტიზებული ან გამოუყენებელი ძირითადი აქტივების ჩამოწერისა და მის შედეგად მიღებული ქონების განკარგვის წესით’’ დამტკიცებული ინსტრუქციის შესაბამისად ჩატარებული ინვენტარიზაციის შედეგად ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის პროცედურებს და პირობებს.
მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტებები
ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) ქონება – საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ნებისმიერი ნივთი;
ბ) ჩამოსაწერი ქონება - ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონება
გ) იურიდიული პირი – ადიგენის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი;
დ) ჩამოწერის მიზნით საინვენტარიზაციო კომისია – ადიგენის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ბალანსზე რიცხული ძირითადი აქტივების ჩამოწერის მიზნით, ხელმძღვანელის/დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (ბრძანების) საფუძველზე იქმნება საინვენტარიზაციო კომისია, რომელიც შედგება შესაბამისი უფლებამოსილი პირებისაგან (კომისიის წევრებისგან), მათ შორის, კომისიის თავმჯდომარისა და, არანაკლებ, ორი წევრისგან.
მუხლი 3🔗. ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერა
1. იურიდიული პირის საკუთრებაში არსებული ამორტიზებული და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის საფუძველს წარმოადგენს საინვენტარიზაციო კომისიის მიერ წარდგენილი ჩამოსაწერი ქონების ნუსხა, ძირითადი აქტივების ნარჩენი ღირებულების დადგენის აქტი, საჭიროებისას ქონების სალიკვიდაციო აქტები და დამოუკიდებელი აუდიტის ან/და ექსპერტის დასკვნა.
2. ძირითადი აქტივების ჩამოწერის მიზნით კომისია ამზადებს ჩამოსაწერი ძირითადი აქტივების ნარჩენი ღირებულების დადგენის აქტს, საქართველოს მთავრობის 2010 წლის 22 მარტის №82 დადგენილების დანართების გათვალისწინებით და ახდენს ქონების დასურათებას.
3. საჭიროების შემთხვევაში, კომისია დამატებით ამზადებს ქონების სალიკვიდაციო აქტს თითოეულ ქონებაზე ცალ-ცალკე, საქართველოს მთავრობის 2010 წლის 22 მარტის №82 დადგენილების დანართების გათვალისწინებით და განსაზღვრავს ვარგისი ნაწილებისა და ჯართის ოდენობას.
4. იურიდიული პირის საკუთრებაში არსებული და მის ბალანსზე რიცხული ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ძირითადი აქტივების ჩამოწერის მიზნით ჩამოსაწერი ძირითადი აქტივების ნუსხა შესაბამის დოკუმენტაციასთან ერთად (კომისიის მიერ წარმოდგენილი ღირებულების დადგენისა ან/და ლიკვიდაციის აქტები), იურიდიული პირის ხელმძღვანელის მიერ ძირითადი აქტივების ჩამოწერის თაობაზე შესათანხმებლად წარედგინება ადიგენის მუნიციპალიტეტის მერს.
5. ადიგენის მუნიციპალიტეტის მერი, იურიდიული პირის ხელმძღვანელის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, ითანხმებს ჩამოსაწერი ძირითადი აქტივების ნუსხას, რის საფუძველზეც ხორციელდება ქონების ჩამოწერა ან/და ლიკვიდაცია.
6. იურიდიული პირის საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) იმ ქონების (ნივთის) ჩამოწერის საკითხს, რომლის საწყისი საბალანსო ღირებულება არ აღემატება 1000 (ერთი ათასი) ლარს, ერთპიროვნულად წყვეტს იურიდიული პირის ხელმძღვანელი და პასუხს აგებს ქონების ჩამოწერასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის სისწორეზე.
7. ჩამოწერის შემდეგად მიღებული ქონება (ჯართი, სამშენებლო მასალა, ვარგისი ნაწილები და სხვ.), უნდა აისახოს იურიდიული პირის ბალანსზე, მარაგების სახით, ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული აქტებით დადგენილი ღირებულების შესაბამისად.
8. იურიდიული პირის საკუთრებაში არსებული ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის მიზნით შექმნილი საინვენტარიზაციო კომისიის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის სისწორეზე პასუხისმგებლობა ეკისრება კომისიას.
მუხლი 4🔗. ჩამოწერილი და გამოუსადეგარი ქონების განადგურება
1. ქონების ჩამოწერის შედეგად მიღებული ქონება, რომელიც არ ექვემდებარება რემონტს, განკარგვას ან სხვა ორგანიზაციებისათვის გადაცემას და გამოუსადეგარია ექვემდებარება განადგურებას.
2. ქონების განადგურების პროცესს ესწრება ქონების ჩამოწერის მიზნით შექმნილი საინვენტარიზაციო კომისიის სრული შემადგენლობის სულ ცოტა ნახევარზე მეტი და დგება ჩამოწერილი ქონების განადგურების აქტი, რომელსაც ხელს აწერენ ქონების განადგურების პროცესზე დამსწრე პირები.
3. ქონების განადგურებას ორგანიზაციულად და ტექნიკურად უზრუნველყოფს იურიდიული პირი.
4. ქონება უნდა განადგურდეს ამ მიზნით გამოყოფილ ადგილებში ან ნაგვის დასაწვავ ადგილებში.
5. ქონების განადგურებისათვის აუცილებელი ხარჯები ფინანსდება იურიდიული პირის მიერ იმ შემთხვევაში თუ ქონება არის ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის საკუთრება ქონების განადგურებისათვის აუცილებელი ხარჯები ფინანსდება ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ.
6. განადგურების მართლზომიერებასა და შედეგებზე პასუხისმგებელია ინვენტარიზაციის კომისია.