საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მომსახურების სააგენტოს“ ტერიტორიული ორგანოების ბაზაზე აღმოსავლეთ საქართველოში – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის, იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობისა და სამეგრელო – ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის შექმნის შესახებ

მიღების თარიღი 11.12.2024
ძალის დაკარგვა 01.07.2025
გამომცემი ორგანო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
ნომერი №31
სარეგისტრაციო კოდი 040030000.32.061.016408 1393
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 13/12/2024
კონსოლიდირებული ვერსიები
419 სიტყვა · ~2 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
11.12.2024 მიღება
01.07.2025 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მომსახურების სააგენტოს“ ტერიტორიული ორგანოების ბაზაზე აღმოსავლეთ საქართველოში – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის, იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობისა და სამეგრელო – ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის შექმნის შესახებ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება №31 2024 წლის 11 დეკემბერი ქ. თბილისი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მომსახურების სააგენტოს“ ტერიტორიული ორგანოების ბაზაზე აღმოსავლეთ საქართველოში – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის, იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში -აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის წარმომადგენლობისა და სამეგრელო – ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის შექმნის შესახებ მუხლი 1🔗 „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აფხაზეთის კანონის 28-ე მუხლისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-11 მუხლის შესაბამისად: 1.შეიქმნას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის –„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მომსახურების სააგენტოს“ (შემდეგში – სააგენტო) ტერიტორიული ორგანოების ბაზაზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის შემდეგი წარმომადგენლობები: ა) სააგენტოს აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიული ორგანოს ბაზაზე შეიქმნას აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის წარმომადგენლობა; ბ)  სააგენტოს იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიული ორგანოს ბაზაზე შეიქმნას იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის წარმომადგენლობა; გ) სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის ტერიტორიული ორგანოს ბაზაზე შეიქმნას სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობა. მუხლი 2🔗 დაევალოს სააგენტოს აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის, იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის  და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის (შემდეგში – წარმომადგენლობები) შექმნასთან ერთად, სააგენტოს ტერიტორიული ორგანოების ფუნქცია/მოვალეობების წარმომადგენლობებზე გადაცემასთან დაკავშირებით რეორგანიზაციისთვის საჭირო პროცედურების განხორციელება. მუხლი 3🔗 დაევალოს იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატს (გ. ძიგუა) რეორგანიზაციის განსახორციელებლად შესაბამისი სამართლებრივ აქტებში შესატანი ცვლილებების პროექტების მომზადება და დასამტკიცებლად წარდგენა. მუხლი 4🔗 აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობების კონტროლი განახორციელოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის მეშვეობით. მუხლი 5🔗 სააგენტოს ტერიტორიული ორგანოების ბაზაზე წარმომადგენლობების შექმნისას უზრუნველყოფილ იქნეს ტერიტორიულ ორგანოებში დასაქმებული საჯარო მოხელეების მობილობით გადაყვანა წარმომადგენლობებში მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე. მუხლი 6🔗 აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ (ლ. დოლბაძე), აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტრომ (დ. ფაცაცია) და საჯარო სამართლის იურიდიული პირი – „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მომსახურების სააგენტომ“,  ამ დადგენილების ძალაში შესვლასთან დაკავშირებით, უზრუნველყონ მათ კომპეტენციას მიკუთვნებული კანონმდებლობით დადგენილი სხვა ღონისძიებების განხორციელება. მუხლი 7🔗 1. ეს დადგენილება, გარდა პირველი მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 2. დადგენილების პირველი მუხლი ამოქმედდეს 2025 წლის 13 იანვრიდან. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარელევან მგალობლიშვილი