საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მომსახურების სააგენტოს“ ტერიტორიული ორგანოების ბაზაზე აღმოსავლეთ საქართველოში – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის, იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობისა და სამეგრელო – ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის შექმნის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (3)
დოკუმენტის ტექსტი
|
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება №31 |
|
2024 წლის 11 დეკემბერი ქ. თბილისი |
1.შეიქმნას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის –„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მომსახურების სააგენტოს“ (შემდეგში – სააგენტო) ტერიტორიული ორგანოების ბაზაზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის შემდეგი წარმომადგენლობები:
ა) სააგენტოს აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიული ორგანოს ბაზაზე შეიქმნას აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის წარმომადგენლობა;
ბ) სააგენტოს იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიული ორგანოს ბაზაზე შეიქმნას იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის წარმომადგენლობა;
გ) სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის ტერიტორიული ორგანოს ბაზაზე შეიქმნას სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობა.
2. დადგენილების პირველი მუხლი ამოქმედდეს 2025 წლის 13 იანვრიდან.
|
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მომსახურების სააგენტოს“ ტერიტორიული ორგანოების ბაზაზე აღმოსავლეთ საქართველოში – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის, იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობისა და სამეგრელო – ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის შექმნის შესახებ
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მომსახურების სააგენტოს“ ტერიტორიული ორგანოების ბაზაზე აღმოსავლეთ საქართველოში – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის, იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში -აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის წარმომადგენლობისა და სამეგრელო – ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის შექმნის შესახებ
მუხლი 1🔗
„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აფხაზეთის კანონის 28-ე მუხლისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-11 მუხლის შესაბამისად:1.შეიქმნას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის –„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მომსახურების სააგენტოს“ (შემდეგში – სააგენტო) ტერიტორიული ორგანოების ბაზაზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის შემდეგი წარმომადგენლობები:
ა) სააგენტოს აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიული ორგანოს ბაზაზე შეიქმნას აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის წარმომადგენლობა; ბ) სააგენტოს იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიული ორგანოს ბაზაზე შეიქმნას იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის წარმომადგენლობა; გ) სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის ტერიტორიული ორგანოს ბაზაზე შეიქმნას სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობა.დაევალოს სააგენტოს აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის, იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის (შემდეგში – წარმომადგენლობები) შექმნასთან ერთად, სააგენტოს ტერიტორიული ორგანოების ფუნქცია/მოვალეობების წარმომადგენლობებზე გადაცემასთან დაკავშირებით რეორგანიზაციისთვის საჭირო პროცედურების განხორციელება.
მუხლი 3🔗
დაევალოს იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატს (გ. ძიგუა) რეორგანიზაციის განსახორციელებლად შესაბამისი სამართლებრივ აქტებში შესატანი ცვლილებების პროექტების მომზადება და დასამტკიცებლად წარდგენა.
მუხლი 4🔗
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობების კონტროლი განახორციელოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის მეშვეობით.
მუხლი 5🔗
სააგენტოს ტერიტორიული ორგანოების ბაზაზე წარმომადგენლობების შექმნისას უზრუნველყოფილ იქნეს ტერიტორიულ ორგანოებში დასაქმებული საჯარო მოხელეების მობილობით გადაყვანა წარმომადგენლობებში მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე.
მუხლი 6🔗
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ (ლ. დოლბაძე), აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტრომ (დ. ფაცაცია) და საჯარო სამართლის იურიდიული პირი – „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მომსახურების სააგენტომ“, ამ დადგენილების ძალაში შესვლასთან დაკავშირებით, უზრუნველყონ მათ კომპეტენციას მიკუთვნებული კანონმდებლობით დადგენილი სხვა ღონისძიებების განხორციელება.
მუხლი 7🔗
1. ეს დადგენილება, გარდა პირველი მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარელევან მგალობლიშვილი