აქციათა სავალდებულო მიყიდვის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№0
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 12/12/2024
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

განცხადება

აქციათა სავალდებულო მიყიდვის შესახებ

2024 წლის 10 დეკემბერი

 

ერთად მოქმედ აქციონერთა ჯგუფი:

ფიზიკური პირი  ზურაბ ბურკაძე (პ/ნ 01026003883)

იურიდიული მისამართი: ქ. თბილისი, ზაზა ფანასკერტელ-ციციშვილის ქუჩა, №20, ბინა 93;

ტელ: 577 403 041

ელფოსტა: monolit.building@yahoo.com

ფიზიკური პირი  მერაბ ბურკაძე (პ/ნ 01026011267)

იურიდიული მისამართი: ქ. თბილისი, ჟიული შარტავას ქუჩა, №43დ, ბინა 5;

ტელ: 597 914 431

ელფოსტა: monolit.building@yahoo.com

 

შპს „გრანიტი“ (ს/ნ 201955223)

სამართლებრივი ფორმა: შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება

 

საიდენტიფიკაციო ნომერი: 201955223

იურიდიული მისამართი: ქ. თბილისი, კედიას ქ. №4

დირექტორი: ზურაბ ბურკაძე (პ/ნ  01026003883)

ტელ.: 577 403 041

ელფოსტა: monolit.building@yahoo.com

 

 

განცხადება

აქციათა სავალდებულო მიყიდვის შესახებ

ერთად მოქმედ აქცონერთა ჯგუფს, ფიზიკურ პირს ზურაბ ბურკაძეს (პ/ნ 01026003883), შპს „გრანიტს“ (ს/ნ 201955233), ფიზიკურ პირს მერაბ ბურკაძეს (პ/ნ 01026011267) საკუთრებაში აქვთ სააქციო საზოგადოება „თბილისის მონოლითმშენის“ (ს/ნ 201943335) ხმის უფლების მქონე აქციათა 99,6348 %;

საქართველოს კანონის მეწარმეთა შესახებ 225-ე მუხლი და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის თავი XXXIV2 ითვალისწინებს აქციონერის შესაძლებლობას – აქციათა სავალდებულო მიყიდვას;

სს „თბილისის მონოლითმშენის“ 99,6348%-იანი აქციათა მფლობელები – ფიზიკური პირი ზურაბ ბურკაძე (პ/ნ 01026003883), შპს „გრანიტი“ (ს/ნ 201955223), ფიზიკური პირი მერაბ ბურკაძე (პ/ნ 01026011267), გეგმავენ მათთვის კანონით მინიჭებული უფლებით სარგებლობას და დარჩენილი აქციების (0,3652%) სავალდებულო მიყიდვის შესახებ საქმის წარმოების დაწყებას (დარჩენილი აქციების სავალდებულოდ გამოსყიდვას);

სს „თბილისის მონოლითმშენის“ 99,6348%-იან აქციათა მფლობელებს – ფიზიკურ პირს ზურაბ ბურკაძეს (პ/ნ 01026003883), შპს „გრანიტს“ (ს/ნ 201955223), ფიზიკურ პირს მერაბ ბურკაძეს (პ/ნ 01026011267) გააჩნიათ სამომავლო ბიზნეს (საინვესტიციო) გეგმები, რაც აუცილებლად საჭიროებს სს „თბილისის მონოლითმშენის“ აქციათა სრულ საკუთრებას (აქციათა 100%-ს). აღნიშნულის გათვალისწინებით, სს „თბილისის მონოლითმშენის“ 99,6348%-იანი აქციათა მფლობელების, ერთად მოქმედ აქცონერთა ჯგუფის წევრების - ფიზიკური პირის ზურაბ ბურკაძის (პ/ნ 01026003883), შპს „გრანიტის“ (ს/ნ 201955223) და ფიზიკური პირის მერაბ ბურკაძის (პ/ნ 01026011267) მიზანია სს „თბილისის მონოლითმშენში“ დარჩენილი აქციების (0,3652%) სავალდებულო წესით გამოსყიდვა სს „თბილისის მონოლითმშენის“ აქციონერებისაგან.

ყოველივე ზემოხსენებულის გათვალისწინებით, სს „თბილისის მონოლითმშენის“ 99,6348%-იანი აქციათა მფლობელები – ფიზიკური პირი ზურაბ ბურკაძე (პ/ნ 01026003883), შპს „გრანიტი“ (ს/ნ 201955223), ფიზიკურ პირი მერაბ ბურკაძე (პ/ნ 01026011267) გეგმავენ დარჩენილი აქციების სავალდებულო მიყიდვის შესახებ საქმის წარმოების დაწყებას (გათვალისწინებული „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 225-ე მუხლითა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის თავი XXXIV 2-ით).

რადგანაც აქციათა სავალდებულო მიყიდვის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სასამართლო, ყოველივე ზემოხსენებულის გათვალისწინებით, სს „თბილისის მონოლითმშენის“ 99,6348 %-იანი აქციათა მფლობელები – ფიზიკური პირი ზურაბ ბურკაძე (პ/ნ 01026003883), შპს „გრანიტი“ (ს/ნ 201955223), ფიზიკური პირი მერაბ ბურკაძე (პ/ნ 01026011267) თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას მიმართავენ განცხადებით სს „თბილისის მონოლითმშენის“ აქციათა სავალდებულო მიყიდვის შესახებ მოთხოვნით (გათვალისწინებული „მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის 225-ე მუხლითა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის თავი XXXIV 2-ით).

აქციათა გამოსყიდვის სამართლიან ფასსა და გამოსყიდვის სააღრიცხვო თარიღს განსაზღვრავს სასამართლო, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით აქციათა სავალდებულო მიყიდვის შესახებ გადაწყვეტილებით (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მუხლი 30914, პუნქტი 2).

წინამდებარე განცხადება დაუყოვნებლივ გამოქვეყნდეს სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ოფიციალურ ვებგვერდზე – www.matsne.gov.ge.

წინამდებარე განცხადების სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ოფიციალურ ვებგვერდზე – www.matsne.gov.ge გამოქვეყნებით დაიწყოს კანონმდებლობით დადგენილი სავალდებულო ვადის ათვლა, გათვალისწინებული საქართველოს კანონით „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი“, თავი XXXIV 2.

 

ფიზიკური პირი                                                                             ზურაბ ბურკაძე

 

ფიზიკური პირი                                                                             მერაბ ბურკაძე

 

შპს „გრანიტის

დირექტორი                                                                                     ზურაბ ბურკაძე