„საპრივატიზებო სახელმწიფო ქონების საწყისი ფასის განსაზღვრის წესის შესახებ“ პუნქტი 2-ის შესაბამისად, საპრივატიზებო ქონების (ობიექტების) შეფასების აქტების ტიპიური ფორმების (დანართი №1-9) დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს
სახელმწიფო ქონების მართვის მინისტრის
ბრძანება №1-3/185
1998 წლის 19 მარტი
საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 17 ნოემბრის №671 ბრძანებულების „საპრივატიზებო სახელმწიფო ქონების საწყისი ფასის განსაზღვრის წესის შესახებ“ პუნქტი 2-ის შესაბამისად, საპრივატიზებო ქონების (ობიექტების) შეფასების აქტების ტიპური ფორმების (დანართი №1-9) დამტკიცების შესახებ
საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 17 ნოემბრის №671 ბრძანებულების „საპრივატიზებო სახელმწიფო ქონების საწყისი ფასის განსაზღვრის წესის შესახებ“ პუნქტ 2-ის შესაბამისად, საპრივატიზებო ქონების (ობიექტების) შეფასების აქტების ტიპური ფორმების (დანართი №1-9) დამტკიცების მიზნით,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. დამტკიცდეს საპრივატიზებო ქონების (ობიექტების) შეფასების აქტების ტიპური ფორმები (დანართი №1-9) (თან ერთვის).
2. დაევალოს სამინისტროს იურიდიულ სამმართველოს (გ. ნიშნიანიძე) უზრუნველყოს ამ ბრძანების სამართლებრივ ექსპერტიზაზე და სარეგისტრაციო კოდის მინიჭებისათვის საქართველოს იუსტიციის სამინისტროში წარდგენა არსებული წესის შესაბამისად.
3. დაევალოს სამინისტროს საორგანიზაციო-საინფორმაციო სამმართველოს (რ. ოქრუაშვილი) ბრძანების დადგენილი წესით რეგისტრაციის შემდეგ უზრუნველყოს მისი გაზეთ „მესაკუთრეში“ გამოქვეყნება და ტერიტორიული ორგანოებისათვის დაგზავნა.
4. კონტროლი ბრძანების შესრულებაზე დაევალოს საორგანიზაციო-საინფორმაციო სამმართველოს (რ. ოქრუაშვილი) და მინისტრის მოადგილეს ბ-ნ მ. გაბუნიას.
მინისტრი ა. სილაგაძე
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საპრივატიზებო სახელმწიფო ქონების საწყისი ფასის განსაზღვრის წესის შესახებ“ პუნქტი 2-ის შესაბამისად, საპრივატიზებო ქონების (ობიექტების) შეფასების აქტების ტიპიური ფორმების (დანართი №1-9) დამტკიცების შესახებ?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია.
- სად არის „საპრივატიზებო სახელმწიფო ქონების საწყისი ფასის განსაზღვრის წესის შესახებ“ პუნქტი 2-ის შესაბამისად, საპრივატიზებო ქონების (ობიექტების) შეფასების აქტების ტიპიური ფორმების (დანართი №1-9) დამტკიცების შესახებ-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge).
როგორ დავიმოწმოთ
სამართლებრივი აქტი „საპრივატიზებო სახელმწიფო ქონების საწყისი ფასის განსაზღვრის წესის შესახებ“ პუნქტი 2-ის შესაბამისად, საპრივატიზებო ქონების (ობიექტების) შეფასების აქტების ტიპიური ფორმების (დანართი №1-9) დამტკიცების შესახებ. ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6329714/