ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის, ლელიანის ადმინისტრაციული ერთეულის, სოფელ ბებურიანსა და სოფელ ლელიანში მდებარე, საერთო ქუჩისათვის წმინდა თეოდორე ტირონის სახელის მინიჭების (სახელდების) თაობაზე

მიღების თარიღი 06.12.2024
გამომცემი ორგანო ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი
ნომერი №გ-93. 93243413
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.167.016028
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 16/12/2024
198 სიტყვა · ~1 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ მეორე ლელიანში მდებარე ქუჩისათვის იოანე ნათლისმცემელის სახელის მინიჭების (სახელდების) თაობაზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 93% 02.08.2024 ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ქალქვაში მდებარე პროფესორ აკაკი იობაშვილის ქუჩისათვის სახელის გადარქმევისა და ხარების სახელის მინიჭების (სახელდების) თაობაზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 93% 01.11.2024 ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ნამესრალში მდებარე ქუჩისათვის დავით სოსლანის სახელის მინიჭების (სახელდების) თაობაზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 92% 01.11.2024 ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ მაწიმის მესამე ქუჩისათვის დავით აღმაშენებლის სახელის მინიჭების (სახელდების) თაობაზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 91% 06.10.2023 ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კართუბანში მდებარე ყოფილი ლერმონტოვის ქუჩისათვის სახელის გადარქმევისა და 1989 წლის 9 აპრილს გარდაცვლილი მამუკა ნოზაძის სახელის დარქმევის (სახელდების) შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 91% 06.03.2023

დოკუმენტის ტექსტი

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის, ლელიანის ადმინისტრაციული ერთეულის, სოფელ ბებურიანსა და სოფელ ლელიანში მდებარე, საერთო ქუჩისათვის წმინდა თეოდორე ტირონის სახელის მინიჭების (სახელდების) თაობაზე ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება № გ-93. 93243413 2024 წლის 6 დეკემბერი ლაგოდეხი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ლელიანის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ბებურიანსა და სოფელ ლელიანში მდებარე, საერთო ქუჩისათვის წმინდა თეოდორე ტირონის სახელის მინიჭების (სახელდების) თაობაზე საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა.ე“ ქვეპუნქტისა და საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილების ,,მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“  შესაბამისად, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის  საკრებულოს განკარგულებით:      მუხლი 1🔗 მიენიჭოს წმინდა თეოდორე ტირონის სახელი, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის, ლელიანის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ბებურიანსა და სოფელ ლელიანში მდებარე საერთო ქუჩას, თანდართული რუკის შესაბამისად.      მუხლი 2🔗 ამ განკარგულების საფუძველზე, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიამ ოთხი  თვის ვადაში უზრუნველყოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, საჭირო ღონისძიებების განხორციელება. მუხლი 3🔗 ეს განკარგულება, მისი მიღებიდან 10 დღის ვადაში გადაეგზავნოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ სსიპ-ს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და სსიპ-,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“- გამოსაქვეყნებლად. მუხლი 4🔗 განკარგულება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე. მუხლი  5🔗 განკარგულების გასაჩივრება შესაძლებელია კანონმდებლობით დადგენილი წესით, გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში, გურჯაანის რაიონულ სასამართლოში, მისამართი: ქ. გურჯაანი, სანაპიროს ქ. №24. საკრებულოს თავმჯდომარე                                                  კარლო ჯამბურია