სს „ჯორჯიან ჰოლდინგის“ (ს.ნ.206052108) მინორიტარი აქციონერის აქციის სავალდებულო მიყიდვის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
განცხადება
სს „ჯორჯიან ჰოლდინგი ს“ (ს.ნ.206052108)
მინორიტარი აქციონერის აქციის სავალდებულო მიყიდვის თაობაზე
შპს „გლობალ ჯორჯია“ (ს.კ.202278285) (შემდეგში წოდებული „შემსყიდველი“) როგორც სს „ჯორჯიან ჰოლდინგი“-ის (ს.ნ.206052108) (შემდეგში წოდებული „საზოგადოება“) ხმების 97.47198 %-ს მესაკუთრე, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 225-ე მუხლის „მინორიტარი აქციონერის აქციის სავალდებულო მიყიდვა“ საფუძველზე აცხადებს საზოგადოების დანარჩენი აქციონერებისაგან მათ საკუთრებაში არსებული საზოგადოების აქციების სამართლიან ფასად გამოსყიდვის შესახებ.
• საწესდებო კაპიტალში არსებული აქციების სრული ოდენობა შეადგენს 159769 ცალს, საიდანაც 155730 ცალი აქციის მესაკუთრეა შემსყიდველი.
• ამ განცხადების გამოქვეყნებიდან ერთი თვის გასვლის შემდეგ (ნებისმიერ პერიოდში), „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 225-ე მუხლისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XXXIV2 თავით დადგენილი ნორმების შესაბამისად, შემსყიდველი განცხადებით მიმართავს სასამართლოს, აქციათა სავალდებულო მიყიდვისა და, შესაბამისად, აქციათა სამართლიანი ფასის განსაზღვრისა და ამ ფასად გამოსყიდვის სააღრიცხვო თარიღის დადგენის შესახებ.
• საზოგადოების აქციათა სავალდებულო მიყიდვის შესახებ სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ, შემსყიდველი ყველა დარჩენილი აქციის გამოსასყიდ თანხას განათავსებს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 225-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ სუბიექტთან, საზოგადოების სხვა აქციონერთა სასარგებლოდ გახსნილ სპეციალურ ანგარიშზე. აღნიშნულის შესახებ საზოგადოების აქციონერებს ეცნობებათ კანონით გათვალისწინებული წესით და მათ შესაძლებლობა ექნებათ მიიღონ საკუთრებაში არსებული აქციების შესაბამისი თანხა, სასამართლოს მიერ დადგენილ აქციათა სამართლიანი ფასის შესაბამისად.
• აქციათა გამოსყიდვის მიზეზებია: საწარმოს ნორმალური ფუნქციონირების, მართვის ოპტიმიზაცია და განვითარება.
• დამატებითი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ მიმართოთ შემსყიდველს, შპს „გლობალ ჯორჯია“ (ს.კ.202278285), მის: საქართველო, ქ. თბილისი, მთაწმინდის რაიონი, მ. ჯავახიშვილის ქ., №12. ტელ: (599) 67 00 35, ელ.ფოსტა: davidgeo71@gmail.com, david@proconsulting.ge;
• აქციონერებს აქციებზე საკუთრების უფლება შეუძლიათ დააზუსტონ სს „საქართველოს ფასიანი ქაღალდების გაერთიანებულ რეგისტრატორთან” („საქართველოს რეგისტრატორი”) მისამართზე: თბილისი, მოსაშვილის ქ. №11 „საქწყალპროექტის“ შენობა, VII სართული, ტელ.:(+995 32) 2251560, (+995 32) 2225351.
შემსყიდველი:
შპს „გლობალ ჯორჯია“
დირექტორი – დავით როგავა
წარმომადგენელი:
დავით ბიჭიკაშვილი
2024 წლის 11 დეკემბერი