საზღვარგარეთ არსებულ საერთაშორისო ორგანიზაციაში დასაქმებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის მოსამსახურისთვის სამსახურებრივი უფლებამოსილების შეჩერებისა და ანაზღაურების შენარჩუნების წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 17.12.2024
ძალის დაკარგვა 09.07.2025
გამომცემი ორგანო საქართველოს თავდაცვის მინისტრი
ნომერი №100
სარეგისტრაციო კოდი 120000000.22.026.017277 34
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 18/12/2024
კონსოლიდირებული ვერსიები
📖 ტერმინთა განმარტებები (5)
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- „საზღვარგარეთ არსებულ საერთაშორისო ორგანიზაციაში დასაქმებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის მოსამსახურისთვის სამსახურებრივი უფლებამოსილების შეჩერებისა და ანაზღაურების შენარჩუნების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2024 წლის 17 დეკემბრის №100 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე საქართველოს მინისტრის ბრძანება 10.07.2025
დოკუმენტის ტექსტი
საზღვარგარეთ არსებულ საერთაშორისო ორგანიზაციაში დასაქმებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის მოსამსახურისთვის სამსახურებრივი უფლებამოსილების შეჩერებისა და ანაზღაურების შენარჩუნების წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს თავდაცვის მინისტრის
ბრძანება
№100
2024 წლის 17 დეკემბერი
ქ. თბილისი
საზღვარგარეთ არსებულ საერთაშორისო ორგანიზაციაში დასაქმებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის მოსამსახურისთვის სამსახურებრივი უფლებამოსილების შეჩერებისა და ანაზღაურების შენარჩუნების წესის დამტკიცების შესახებ
თავდაცვის კოდექსის 34-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის, 149-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის, 183-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტისა და „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს „საზღვარგარეთ არსებულ საერთაშორისო ორგანიზაციაში დასაქმებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის მოსამსახურისთვის სამსახურებრივი უფლებამოსილების შეჩერებისა და ანაზღაურების შენარჩუნების წესი“.
მუხლი 2🔗
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საქართველოს თავდაცვის მინისტრიირაკლი ჩიქოვანი
საზღვარგარეთ არსებულ საერთაშორისო ორგანიზაციაში დასაქმებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის მოსამსახურისთვის სამსახურებრივი უფლებამოსილების შეჩერებისა და ანაზღაურების შენარჩუნების წესი
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი
საზღვარგარეთ არსებულ საერთაშორისო ორგანიზაციაში დასაქმებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სისტემის მოსამსახურისთვის სამსახურებრივი უფლებამოსილების შეჩერებისა და ანაზღაურების შენარჩუნების წესი (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს საზღვარგარეთ არსებულ საერთაშორისო ორგანიზაციაში დასაქმებული სამინისტროს სისტემის მოსამსახურისთვის სამსახურებრივი უფლებამოსილების შეჩერებისა და ანაზღაურების შენარჩუნების საკითხებს.
მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტება
ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) მოსამსახურე – სამინისტროს სისტემაში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული მოსამსახურე, აგრეთვე სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიულ პირში დასაქმებული მოსამსახურე (გარდა სამხედრო მოსამსახურისა);
ბ) საერთაშორისო ორგანიზაციაში საქმიანობა – საზღვარგარეთ საერთაშორისო ორგანიზაციაში არსებულ თანამდებობაზე საერთაშორისო პარტნიორობის ან/და სამშვიდობო ოპერაციის მიზნების შესასრულებლად სამინისტროს სისტემის მოსამსახურის მიერ განხორციელებული საქმიანობა;
გ) სამინისტროს სისტემის მოსამსახურე – სამინისტროს სისტემაში დასაქმებული (გარდა სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის მოსამსახურისა) სამხედრო მოსამსახურე, სამოქალაქო ან სპეციალური წოდების მქონე პირი;
დ) სამინისტროსთან წინასწარი შეთანხმება:
დ.ა) სამინისტროს სისტემის მოსამსახურის დამსაქმებელი დაწესებულების ინიციატივით სამინისტროს სისტემის მოსამსახურის საერთაშორისო ორგანიზაციაში საქმიანობა;
დ.ბ) სამინისტროს სისტემის მოსამსახურის დამსაქმებელი დაწესებულების ხელმძღვანელის ან მისგან უფლებამოსილი პირის მიერ გაცემული წერილობითი თანხმობა, რომელიც მიიღება, საერთაშორისო ორგანიზაციაში საქმიანობის დაწყებამდე, ამ მოსამსახურის დასაბუთებული წერილობითი მიმართვის საფუძველზე;
ე) სამხედრო მოსამსახურე – სამინისტროს სისტემაში დასაქმებული სამხედრო მოსამსახურე;
ვ) საჯარო მოსამსახურე – „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის 21 მუხლით გათვალისწინებული საჯარო მოსამსახურე (გარდა სამხედრო მოსამსახურისა).
მუხლი 3🔗. საერთაშორისო ორგანიზაციაში საქმიანობის თავსებადობა
საერთაშორისო ორგანიზაციაში საქმიანობა სამინისტროს სისტემის:
ა) სამხედრო მოსამსახურისთვის თავსებადია სამხედრო სამსახურის სტატუსთან, სამინისტროსთან წინასწარი შეთანხმებით;
ბ) საჯარო მოსამსახურისათვის თავსებადია სამინისტროს სისტემაში სამსახურთან, სამინისტროსთან წინასწარი შეთანხმებით;
გ) მოსამსახურისთვის თავსებადია სამინისტროს სისტემაში სამსახურთან, თუ მასთან დადებული შრომითი ხელშეკრულება ითვალისწინებს აღნიშნულს.
მუხლი 4🔗. სამსახურებრივი უფლებამოსილების შეჩერება
ამ წესის მე-3 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში მოსამსახურეს უჩერდება სამსახურებრივი უფლებამოსილება საერთაშორისო ორგანიზაციაში საქმიანობის პერიოდში.
მუხლი 5🔗. ანაზღაურების წესი
საერთაშორისო ორგანიზაციაში საქმიანობის პერიოდში ამ წესის:
ა) მე-2 მუხლის „დ.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მოსამსახურეს უნარჩუნდება წოდებრივი/თანამდებობრივი სარგო, დანამატები და სხვა ფულადი გასაცემლები, გარდა კვების ნაცვლად დაწესებული კომპენსაციისა;
ბ) მე-2 მუხლის „დ.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მოსამსახურეს არ უნარჩუნდება წოდებრივი/თანამდებობრივი სარგო, დანამატები და სხვა ფულადი გასაცემლები.