საზღვარგარეთ არსებულ საერთაშორისო ორგანიზაციაში დასაქმებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის მოსამსახურისთვის სამსახურებრივი უფლებამოსილების შეჩერებისა და ანაზღაურების შენარჩუნების წესის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანება №100 |
|
2024 წლის 17 დეკემბერი ქ. თბილისი |
თავდაცვის კოდექსის 34-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის, 149-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის, 183-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტისა და „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს „საზღვარგარეთ არსებულ საერთაშორისო ორგანიზაციაში დასაქმებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის მოსამსახურისთვის სამსახურებრივი უფლებამოსილების შეჩერებისა და ანაზღაურების შენარჩუნების წესი“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
|
საზღვარგარეთ არსებულ საერთაშორისო ორგანიზაციაში დასაქმებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სისტემის მოსამსახურისთვის სამსახურებრივი უფლებამოსილების შეჩერებისა და ანაზღაურების შენარჩუნების წესი (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს საზღვარგარეთ არსებულ საერთაშორისო ორგანიზაციაში დასაქმებული სამინისტროს სისტემის მოსამსახურისთვის სამსახურებრივი უფლებამოსილების შეჩერებისა და ანაზღაურების შენარჩუნების საკითხებს.
მუხლი 2. ტერმინთა განმარტება ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) მოსამსახურე – სამინისტროს სისტემაში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული მოსამსახურე, აგრეთვე სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიულ პირში დასაქმებული მოსამსახურე (გარდა სამხედრო მოსამსახურისა); ბ) საერთაშორისო ორგანიზაციაში საქმიანობა – საზღვარგარეთ საერთაშორისო ორგანიზაციაში არსებულ თანამდებობაზე საერთაშორისო პარტნიორობის ან/და სამშვიდობო ოპერაციის მიზნების შესასრულებლად სამინისტროს სისტემის მოსამსახურის მიერ განხორციელებული საქმიანობა; გ) სამინისტროს სისტემის მოსამსახურე – სამინისტროს სისტემაში დასაქმებული (გარდა სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის მოსამსახურისა) სამხედრო მოსამსახურე, სამოქალაქო ან სპეციალური წოდების მქონე პირი; დ) სამინისტროსთან წინასწარი შეთანხმება: დ.ა) სამინისტროს სისტემის მოსამსახურის დამსაქმებელი დაწესებულების ინიციატივით სამინისტროს სისტემის მოსამსახურის საერთაშორისო ორგანიზაციაში საქმიანობა; დ.ბ) სამინისტროს სისტემის მოსამსახურის დამსაქმებელი დაწესებულების ხელმძღვანელის ან მისგან უფლებამოსილი პირის მიერ გაცემული წერილობითი თანხმობა, რომელიც მიიღება, საერთაშორისო ორგანიზაციაში საქმიანობის დაწყებამდე, ამ მოსამსახურის დასაბუთებული წერილობითი მიმართვის საფუძველზე; ე) სამხედრო მოსამსახურე – სამინისტროს სისტემაში დასაქმებული სამხედრო მოსამსახურე; ვ) საჯარო მოსამსახურე – „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის 21 მუხლით გათვალისწინებული საჯარო მოსამსახურე (გარდა სამხედრო მოსამსახურისა). მუხლი 3. საერთაშორისო ორგანიზაციაში საქმიანობის თავსებადობა საერთაშორისო ორგანიზაციაში საქმიანობა სამინისტროს სისტემის: ა) სამხედრო მოსამსახურისთვის თავსებადია სამხედრო სამსახურის სტატუსთან, სამინისტროსთან წინასწარი შეთანხმებით; ბ) საჯარო მოსამსახურისათვის თავსებადია სამინისტროს სისტემაში სამსახურთან, სამინისტროსთან წინასწარი შეთანხმებით; გ) მოსამსახურისთვის თავსებადია სამინისტროს სისტემაში სამსახურთან, თუ მასთან დადებული შრომითი ხელშეკრულება ითვალისწინებს აღნიშნულს. მუხლი 4. სამსახურებრივი უფლებამოსილების შეჩერება ამ წესის მე-3 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში მოსამსახურეს უჩერდება სამსახურებრივი უფლებამოსილება საერთაშორისო ორგანიზაციაში საქმიანობის პერიოდში. მუხლი 5. ანაზღაურების წესი საერთაშორისო ორგანიზაციაში საქმიანობის პერიოდში ამ წესის: ა) მე-2 მუხლის „დ.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მოსამსახურეს უნარჩუნდება წოდებრივი/თანამდებობრივი სარგო, დანამატები და სხვა ფულადი გასაცემლები, გარდა კვების ნაცვლად დაწესებული კომპენსაციისა; ბ) მე-2 მუხლის „დ.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მოსამსახურეს არ უნარჩუნდება წოდებრივი/თანამდებობრივი სარგო, დანამატები და სხვა ფულადი გასაცემლები. |