“ელექტროენერგიის ცალკეულ მომხმარებელთათვის ტარიფების დადგენის შესახებ" სემეკის 2003 წლის 26 აგვისტოს №15 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე"
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 300.280.000.16.009.008.253
საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ)
დადგენილება №10
2006 წლის 2 მარტი
ქ. თბილისი
,,ელექტროენერგიის ცალკეულ მომხმარებელთათვის ტარიფების დადგენის შესახებ”სემეკ-ის 2003 წლის 26 აგვისტოს №15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
სს ,,რუსთავის მეტალურგიული ქარხნის“ წერილის შესაბამისად, ,,ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-5 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის, მე-5 მუხლის პირველი პუნქტის, აგრეთვე 42-ე მუხლის საფუძველზე, საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ დაადგინა:
მუხლი 1.
,,ელექტროენერგიის ცალკეულ მომხმარებელთათვის ტარიფების დადგენის შესახებ“ სემეკ-ის 2003 წლის 26 აგვისტოს №15 დადგენილების (სსმ III, 15.08.2003 წ., №88, მუხლი 759) პირველ დანართში სს ,,რუსთავის მეტალურგიული კომბინატი“ შეიცვალოს სს ,,რუსთავის მეტალურგიული ქარხნით“ და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
დანართი №1
საქართველოს ელექტროენერგიის საბითუმო ბაზრის 35-110-220 კვ ძაბვის ცალკეულ პირდაპირ მომხმარებელთა შესასყიდი ტარიფები 3,897 თეთრი/კვტსთ დღგ-ის გარეშე
1. სსიპ ,,ფოთის საზღვაო ნავსადგური“
2. სს ,,ქუთაისის ავტოქარხანა“
3. სს ,,ქუთაისის პურის მიმღები“
4. სს ,,კასპიცემენტი“
5. შპს ,,კასტელი-საქართველო“
6. სს ,,მადნეული“
7. სს ,,ქიმბოჭკო“
8. სს ,,რუსთავცემენტი“
9. სს ,,რუსთავის მეტალურგიული ქარხანა“
10. შპს ,,საქართველოს რკინიგზა“
11. შპს ,,ფორტე“
12. შპს წყალტუბოს ,,წყალკანალი“
13. სს ,,ენერჯი ინვესტი“
14. შპს ,,ფრონტერა ისტერნ ჯორჯია“.
| № | დასახელება | თეთრი/კვტსთ დღგ-ის გარეშე |
| 1 | 2 | 3 |
| 1 | ელექტროენერგიის წარმოების საშუალო შეწონილი ტარიფი | 2.667 |
| 2 | გადაცემის ტარიფი (სს ,,საქრუსენერგო“) | 0.18 |
| 3 | გადაცემის ტარიფი (შპს ,,საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“) | 0.70 |
| 4 | დისპეტჩერიზაციის ტარიფი (შპს ,,საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“) | 0.15 |
| 5 | მაღალი ძაბვის ელექტრულ ქსელში ელექტროენერგიის ტექნიკური დანაკარგების საფასური | 0.10 |
| 6 | მეზობელი ქვეყნების ენერგოსისტემებიდან მიღებული ელექტროენერგიის ღირებულების ანგარიშსწორების კომპონენტი | 0.10 |
|
| სულ | 3.897 |
მუხლი 2.
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნების მე-15 დღეს.
თავმჯდომარე გ. თავაძე